მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი
როგორია ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი

ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ჯანმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექიმ­მა, ქი­რურ­გმა ადამ ადა­მი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში სხვა­დას­ხა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს.

ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, და­შა­ვე­ბულს ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია და ამ დრო­ის­თვის ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"პა­ცი­ენ­ტი სას­წრა­ფომ შე­მო­იყ­ვა­ნა დი­აგ­ნო­ზით: პო­ლიტ­რავ­მა, გულ-მკერ­დის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა, აღე­ნიშ­ნე­ბო­და ნაფ­ლე­თო­ვა­ნი ჭრი­ლო­ბე­ბი კის­რი­სა და მარ­ჯვე­ნა ზედა კი­დუ­რის მი­და­მო­ებ­ში. ჩა­ტარ­და სა­თა­ნა­დო კვლე­ვე­ბი, თა­ვის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, მუც­ლის ღრუს, გულ-მკრდის რენტგე­ნოგ­რა­ფია. 20:00 სა­ათ­ზე შე­იყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში და ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია, ჭრი­ლო­ბე­ბის პირ­ვე­ლა­დი ქი­რურ­გი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კუნ­თე­ბის მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, დრე­ნი­რე­ბა. ამ წუ­თის­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­და­ტა­ნილ ოპე­რა­ცი­ას, სტა­ბი­ლუ­რია და პა­ცი­ენ­ტი კონ­ტაქ­ტუ­რია",- გა­ნა­ცხა­და ადამ ადა­მი­ან­მა.

ექი­მის თქმით, პა­ცი­ენტს ჯერ­ჯე­რო­ბით დი­ნა­მი­კა­ში დაკ­ვირ­ვე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა და ხვალ ან ზეგ გა­ი­წე­რე­ბა კლი­ნი­კი­დან. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გეგ­მუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი და მკურ­ნა­ლო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორია ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი

როგორია ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი

ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ქირურგმა ადამ ადამიანმა განუცხადა, პაციენტი კლინიკაში სხვადასხა სახის დაზიანებებით შეიყვანეს.

ექიმის განმარტებით, დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

"პაციენტი სასწრაფომ შემოიყვანა დიაგნოზით: პოლიტრავმა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, აღენიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობები კისრისა და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში. ჩატარდა სათანადო კვლევები, თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, მუცლის ღრუს, გულ-მკრდის რენტგენოგრაფია. 20:00 საათზე შეიყვანეს საოპერაციოში და ჩაუტარდა ოპერაცია, ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება, დაზიანებული კუნთების მთლიანობის აღდგენა, დრენირება. ამ წუთისთვის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას, სტაბილურია და პაციენტი კონტაქტურია",- განაცხადა ადამ ადამიანმა.

ექიმის თქმით, პაციენტს ჯერჯერობით დინამიკაში დაკვირვება ესაჭიროება და ხვალ ან ზეგ გაიწერება კლინიკიდან. მისივე განმარტებით, გეგმურად მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  - ინფიცირებული სოფელ ასკანის მკვიდრია

"25 ახალი ინფიცირებულიდან 9 "დონას კლასტერიდანაა"...უცნობია 1 პაციენტის ინფიცირების წყარო"  - მარინა ენდელაძე

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა