საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია" - ადვოკატი
"ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია" - ადვოკატი

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტოკ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა პრე­პა­რა­ტებ­მა გა­მო­იწ­ვია. ად­ვო­კა­ტის თქმით, ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი უცხო­ელ ექ­სპერ­ტებ­თან გა­და­მოწ­მდე­ბა.

“გა­ვე­ცა­ნი დას­კვნას და ტოკ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვა­ლე­ბა პრე­პა­რა­ტებ­მა გა­მო­იწ­ვია, მი­თი­თე­ბუ­ლია დო­ზე­ბი, რომ­ლის გა­და­მოწ­მე­ბა მა­ინც მოხ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან. ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია რა­ო­დე­ნო­ბა და ორ­გა­ნო­ე­ბი, სა­დაც არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ესე­ნია: ღვიძ­ლი, თირკმე­ლი, კუჭი. მი­თი­თე­ბუ­ლია ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი რა დო­ზე­ბი­დან იწყე­ბა მაგ­რამ იქ აღ­მო­ჩე­ნი­ლია დიდი დო­ზე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, უცხო­ე­ლებ­თან ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის გა­და­მოწ­მდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა დნმ-ს დას­კვნა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ცხედ­რი­სა და მშობ­ლე­ბის­გან აღე­ბუ­ლი ნა­ცხის ნი­მუ­შე­ბი იდენ­ტუ­რია.

“დნმ-ს დას­კვნის შე­დე­გად დას­ტურ­დე­ბა, რომ გე­ნე­ტი­კუ­რად ცხე­და­რი და მშობ­ლე­ბის­გან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­ში იდენ­ტუ­რია და დას­ტურ­დე­ბა, რომ ის თა­მა­რია“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
146

თუ უცხოელი ექსპერტებიც იგივეს იტყვიან,მერე რა იქნება,რას იტყვით?

nnn
93

მოასვენეთ რა ეს გოგო იმქვეყნად, თავს მხოლოდ ეკონომიურად გაჭირვებულები არ იკლავენ. თუ ერთხელ მაინც სცადა ადამიანმა, ის როდისღაც მაინც მოიყვანს ამ ჩანაფიქრს სისრულეში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია" - ადვოკატი

"ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია" - ადვოკატი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის შედეგები უცხოელ ექსპერტებთან გადამოწმდება.

“გავეცანი დასკვნას და ტოკსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია, მითითებულია დოზები, რომლის გადამოწმება მაინც მოხდება სპეციალისტებთან. ასევე მითითებულია რაოდენობა და ორგანოები, სადაც არის აღმოჩენილი, ესენია: ღვიძლი, თირკმელი, კუჭი. მითითებულია ფატალური შემთხვევები რა დოზებიდან იწყება მაგრამ იქ აღმოჩენილია დიდი დოზები და შესაბამისად, უცხოელებთან ყოველი შემთხვევისთვის გადამოწმდება“, - განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, მიხეილ რამიშვილმა დნმ-ს დასკვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხედრისა და მშობლებისგან აღებული ნაცხის ნიმუშები იდენტურია.

“დნმ-ს დასკვნის შედეგად დასტურდება, რომ გენეტიკურად ცხედარი და მშობლებისგან აღებული ნიმუში იდენტურია და დასტურდება, რომ ის თამარია“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"სქრინშოტი გაყალბებულია ტოტალურად" - რას ამბობს Zoom Earth-ი ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში ადვოკატის გამოქვეყნებულ ფოტოებზე

ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

"თამაზ ხომასურიძეს იმაზე მეტად დავაცადეთ, ვიდრე შეიძლებოდა" - რატომ დააკავეს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მამა