მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერლინის კლინიკა ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს - რა კომენტარს აკეთებს ანგელა მერკელი?
ბერლინის კლინიკა ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს - რა კომენტარს აკეთებს ანგელა მერკელი?

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლა­ვაც მძი­მედ ფას­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ბერ­ლი­ნის კლი­ნი­კის Charite-ის მიერ ოთხშა­ბათს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის მო­წამ­ვლის სიმპტო­მე­ბი დაბ­ლა იწევს, ის მი­ერ­თე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე.

„მძი­მე მო­წამ­ვლის ხან­გრძლი­ვი შე­დე­გე­ბის გა­მო­რი­ცხვა კვლა­ვინ­დე­ბუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - ნათ­ქვა­მია კლი­ნი­კის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ნივ­თი­ე­რე­ბით სა­ხე­ლად „ნო­ვი­ჩო­კით“ მო­წამ­ლეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა „ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა“ „ნო­ვი­ჩო­კის“ ნერ­ვუ­ლი აგენ­ტე­ბის ჯგუ­ფი­დან.

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის მო­წამ­ვლის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა სამ­წუ­ხა­რო უწო­და.

„ალექ­სეი ნა­ვალ­ნი გახ­და თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი ქი­მი­ურ ნერ­ვულ-პა­რა­ლი­ტი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც „ნო­ვი­ჩო­კის“ ჯგუ­ფი­და­ნაა. ეს შხა­მი უეჭ­ვე­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლია ანა­ლი­ზებ­ში. ამ­გვა­რად დას­ტურ­დე­ბა, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნი გახ­და და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი. ის უნდა გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო. მე ამას ვგმობ გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით“ , - გა­ნა­ცხა­და ან­გე­ლა მერ­კელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის ელჩს გერ­მა­ნი­ა­ში დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ეც­ნო­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი.

„ვე­ლო­დე­ბით, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გან­მარ­ტე­ბას გა­ა­კე­თებს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გაჩ­ნდა ძა­ლი­ან რთუ­ლი კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხი შე­უძ­ლია და ვალ­დე­ბუ­ლი­ცაა გას­ცეს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ“, - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

კან­ცლე­რის თქმით, ნა­ვალ­ნის სა­კი­თხმა მსოფ­ლიო და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია.

„მსოფ­ლიო პა­სუ­ხებს ელის“ - აღ­ნიშ­ნა მერ­კელ­მა.

ნა­ვალ­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი.

ბრი­ტა­ნე­თის ლი­დერ­მა აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი უწო­და ნა­ვალ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.

„აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნეს ალექ­სეი ნა­ვალ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პირ­ველ წყა­რო­ზე ვნა­ხეთ „ნო­ვი­ჩო­კის“ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი. რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ ახლა უნდა გან­მარ­ტოს, რა მოხ­და ნა­ვალ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით - ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ, რათა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­სრულ­დეს“, - წერს ჯონ­სო­ნი „ტვი­ტერ­ზე“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ტროლი
20

EX ANGELA ANGELA იმდენს ნუ გააკეთებ შენი და შტაზის საქმიანობა საიტზე დაიდოს

bokinio
2

ეს ჩათლახი აფხაზეთზე და ოსეთზე იძახდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებიაო!!!! ქართველებს ცუდად მოიხსენიებდა სულ და ამის ბედი რატო გვანაღვლებს!?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ბერლინის კლინიკა ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს - რა კომენტარს აკეთებს ანგელა მერკელი?

ბერლინის კლინიკა ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს - რა კომენტარს აკეთებს ანგელა მერკელი?

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმედ ფასდება. ამის შესახებ საუბარია ბერლინის კლინიკის Charite-ის მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი ლიდერის მოწამვლის სიმპტომები დაბლა იწევს, ის მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

„მძიმე მოწამვლის ხანგრძლივი შედეგების გამორიცხვა კვლავინდებურად შეუძლებელია“, - ნათქვამია კლინიკის ინფორმაციაში.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა „ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება“ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების ჯგუფიდან.

რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამწუხარო უწოდა.

„ალექსეი ნავალნი გახდა თავდასხმის მსხვერპლი ქიმიურ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების დახმარებით, რომელიც „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდანაა. ეს შხამი უეჭველად აღმოჩენილია ანალიზებში. ამგვარად დასტურდება, რომ ალექსეი ნავალნი გახდა დანაშაულის მსხვერპლი. ის უნდა გაჩუმებულიყო. მე ამას ვგმობ გერმანიის ხელისუფლების სახელით“ , - განაცხადა ანგელა მერკელმა.

მისივე თქმით, რუსეთის ელჩს გერმანიაში დღის მეორე ნახევარში ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

„ველოდებით, რომ რუსეთის ხელისუფლება განმარტებას გააკეთებს მომხდართან დაკავშირებით. გაჩნდა ძალიან რთული კითხვები, რომლებზეც პასუხი შეუძლია და ვალდებულიცაა გასცეს რუსეთის ხელისუფლებამ“, - განაცხადა მერკელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კანცლერის თქმით, ნავალნის საკითხმა მსოფლიო დაინტერესება გამოიწვია.

„მსოფლიო პასუხებს ელის“ - აღნიშნა მერკელმა.

ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ბრიტანეთის ლიდერმა აღმაშფოთებელი უწოდა ნავალნის წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებას.

„აღმაშფოთებელია, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ. ჩვენ დიდ ბრიტანეთში პირველ წყაროზე ვნახეთ „ნოვიჩოკის“ მომაკვდინებელი შედეგები. რუსეთის მთავრობამ ახლა უნდა განმარტოს, რა მოხდა ნავალნისთან დაკავშირებით - ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა სამართლიანობა აღსრულდეს“, - წერს ჯონსონი „ტვიტერზე“.

"ეს ჩემთვის გაკვეთილი იქნება. ბოდიშს ვიხდი" - უპრეცედენტო ფაქტი ჩოგბურთის უახლეს ისტორიაში: მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირიდან მოხსენეს

ინდოეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 90 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

გუშინ საპროტესტო აქციების დროს 91 ადამიანი დააკავეს - ბოლო ცნობები ბელარუსიდან