მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში, ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში, ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბა­თუმ­ში, ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს, რო­მე­ლიც N7 ხაზ­ზე მუ­შა­ობ­და, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის თქმით, კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„გვაქვს ახ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ვი­ცით, ჩაქვში, „დრიმ­ლენდ ოა­ზის­ში“, და­ფიქ­სირ­და ერთი ახა­ლი შემ­თხვე­ვა, პა­ცი­ენ­ტი გა­დაყ­ვა­ნი­ლია „ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში“ და მას­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბის მი­მარ­თაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი მე­დი­კო­სებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს, რომ მოხ­დეს ყვე­ლას იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ტეს­ტის პა­სუ­ხე­ბის შემ­დეგ იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და ახა­ლი შემ­თხვე­ვა ბა­თუმ­ში. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია, N7 ე.წ. ყვი­თელ სა­მარ­შუ­ტო ტაქსზე, რო­მე­ლიც მოძ­რა­ობს ხელ­ვა­ჩა­უ­რი - ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო და ვთხო­ვო, რომ ვი­საც შე­ხე­ბა ჰქონ­და ამ სა­მარ­შუ­ტო ტაქსთან, მი­მარ­თოს იმ კონ­კრე­ტულ წერ­ტი­ლებს, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვა­ში მოქ­მე­დებს ბა­თუმ­ში, მათ შო­რის ბულ­ვარ­ში და ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში, სა­დაც ისი­ნი უფა­სოდ შეძ­ლე­ბენ ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლას და ჩა­ი­ტა­რონ თვით­მო­ნი­ტო­რინ­გი და ასე­ვე პრო­აქ­ტი­უ­ლად მო­ახ­დი­ნონ მი­მარ­თვა შე­სა­ბა­მის ტეს­ტი­რე­ბებ­ზე“,- აღ­ნიშ­ნა რიჟ­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გამ­კაცრ­დე­ბა კონ­ტრო­ლი.

„ასე­ვე, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ჩვენ გა­ვამ­კაც­რეთ კონ­ტრო­ლი რო­გორც სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხუ­რე­ბის მი­მართ, გა­და­ად­გი­ლე­ბის ნა­წილ­ში, ასე­ვე გამ­კაცრ­დე­ბა კონ­ტრო­ლი კი­დევ უფრო მე­ტად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, კლუ­ბე­ბის, ღა­მის კლუ­ბე­ბის და რეს­ტორ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღეს, ამ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბა­თუ­მის, ან აჭა­რის ჩა­კეტ­ვა არ იგეგ­მე­ბა. მაგ­რამ, კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, იმის­თვის, რომ ჩვენ ეს რის­კე­ბი ვმარ­თოთ, ახა­ლი კე­რე­ბი ჩა­ვაქ­როთ, გვჭირ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შე­წყო­ბა, მათი მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა, რომ არ დარ­ჩეს სა­ჭი­რო ბა­თუ­მის მი­მართ სა­კა­რან­ტი­ნე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა.

კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ, ვი­საც გქონ­დათ შემ­ხებ­ლო­ბა ამ ორ ახალ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კე­რას­თან ჩა­ერ­თონ ტეს­ტი­რე­ბა­ში და ჩა­ი­ტა­რონ ტეს­ტი და შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­ღებთ პრო­პორ­ცი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იყო, რომ გვექ­ნე­ბო­და ახა­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კე­რე­ბი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, თუ კი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­ჩე­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან, ჩვენ შევ­ძლებთ, რომ იმა­ვე ბა­ლან­სით ვმარ­თოთ ეს ინ­ფექ­ცია და გა­მოწ­ვე­ვა. დღის წეს­რიგ­ში დგას, რომ ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია შეს­რულ­დეს ზედ­მი­წევ­ნით, ეფექ­ტუ­რად", - აცხა­დებს თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუუ
11

 ჩაკეტეთ აჭარა სანამ გვიანი არაა !!! 

მანანა
15

ვერ გავიგე, რით ვერ ეტევა ეს ხალხი თავიანთ ქალაქებში, რა ზღვის ხამობა ჭირთ, სუფთა მაინც იყოს, ერთ ზაფხულს რომ არ დაისვენონ, არ შეუძლიათ, დაღლილები არიან თითქოს, მთელი გაზაფხული სახლში ისხდნენ და რამ გადაქანცათ ასე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბათუმში, ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, ავტობუსის მძღოლს, რომელიც N7 ხაზზე მუშაობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, კონტაქტში მყოფი პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

„გვაქვს ახლად გამოვლენილი გარემოებები ინფექციასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, ჩაქვში, „დრიმლენდ ოაზისში“, დაფიქსირდა ერთი ახალი შემთხვევა, პაციენტი გადაყვანილია „ცხელების ცენტრში“ და მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირების მიმართაც განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ჯანდაცვის მინისტრი მედიკოსებთან ერთად მუშაობს, რომ მოხდეს ყველას იდენტიფიცირება და ტესტის პასუხების შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

ასევე გამოვლინდა ახალი შემთხვევა ბათუმში. კერძოდ, საუბარია, N7 ე.წ. ყვითელ სამარშუტო ტაქსზე, რომელიც მოძრაობს ხელვაჩაური - ბათუმის მიმართულებით და მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვისაც შეხება ჰქონდა ამ სამარშუტო ტაქსთან, მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, რომელიც ამ შემთხვევაში მოქმედებს ბათუმში, მათ შორის ბულვარში და ლაბორატორიებში, სადაც ისინი უფასოდ შეძლებენ ტესტირების გავლას და ჩაიტარონ თვითმონიტორინგი და ასევე პროაქტიულად მოახდინონ მიმართვა შესაბამის ტესტირებებზე“,- აღნიშნა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, გამკაცრდება კონტროლი.

„ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გავამკაცრეთ კონტროლი როგორც სატრანსპორტო სამსახურების მიმართ, გადაადგილების ნაწილში, ასევე გამკაცრდება კონტროლი კიდევ უფრო მეტად საზოგადოებრივი კვების ობიექტების, კლუბების, ღამის კლუბების და რესტორნების მიმართულებით. დღეს, ამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ბათუმის, ან აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის, რომ ჩვენ ეს რისკები ვმართოთ, ახალი კერები ჩავაქროთ, გვჭირდება მოქალაქეების მაქსიმალური ხელშეწყობა, მათი მაღალი პასუხისმგებლობა. ასევე შესაბამისი სამსახურების ეფექტური მუშაობა, რომ არ დარჩეს საჭირო ბათუმის მიმართ საკარანტინე ღონისძიებების გატარება.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ვისაც გქონდათ შემხებლობა ამ ორ ახალ ეპიდემიოლოგიური კერასთან ჩაერთონ ტესტირებაში და ჩაიტარონ ტესტი და შედეგების საფუძველზე მივიღებთ პროპორციულ გადაწყვეტილებებს. მოულოდნელი არ იყო, რომ გვექნებოდა ახალი ეპიდემიოლოგიური კერები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი იქნება მაღალი პასუხისმგებლობა გამოჩენილი მოქალაქეების მხრიდან, ჩვენ შევძლებთ, რომ იმავე ბალანსით ვმართოთ ეს ინფექცია და გამოწვევა. დღის წესრიგში დგას, რომ ყველა არსებული რეკომენდაცია შესრულდეს ზედმიწევნით, ეფექტურად", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემი მანქანა ჰაერში აიწია, "აირბაკიც" გაიხსნა" - რას ჰყვება გოგონა, რომელიც ფილარმონიასთან ტრაგედიის დროს აღმოჩდა

აფეთქება ფილარმონიასთან - ფოტორეპორტაჟი  ტრაგედიის ადგილიდან

ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა