საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"
ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"

მსოფ­ლიო 11 მარ­ტი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას ებ­რძვის. ზა­ფხულ­ში ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­ურ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­იკ­ლო, მო­იხ­სნა შე­ზღუდ­ვე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად, ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და.

ზოგ ად­გი­ლას სა­ერ­თოდ და­ი­ვი­წყეს ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა - ასეთ ად­გი­ლებ­ში დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად იზ­რდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია საფ­რან­გე­თი, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი დიდი კლას­ტე­რი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც ნუ­დის­ტურ სო­ფელს, Cap d'Agde-ს უკავ­შირ­დე­ბა.

ეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მცხოვ­რე­ბი ნა­ტუ­რა­ლის­ტე­ბის­თვის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სა­ზა­ფხუ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბაა, თუმ­ცა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ წელს პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა.

რო­გორც BBC წერს, საფ­რან­გეთ­ში ბოლო დღე­ე­ბია COVID-19-მა კვლავ იფეთ­ქა და ერთ დღე­ში (28 აგ­ვის­ტოს) ინ­ფი­ცი­რე­ბის 7 000-ზე მეტი ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და ბევ­რი მათ­გა­ნი სწო­რედ ნუ­დის­ტურ სო­ფელს Cap d'Agde -ს უკავ­შირ­დე­ბო­და.

საფ­რან­გე­თის ჯან­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, იქ მყო­ფი 800 ნა­ტუ­რა­ლის­ტი­დან 30%-ს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

ამ ტე­რი­ტო­რი­ულ არე­ალ­ში არის სა­უ­ნე­ბი, სექს კლუ­ბე­ბი, სა­დაც წყვი­ლებს შე­უძ­ლი­ათ ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით და­კავ­დნენ.

ნუ­დის­ტუ­რი პლა­ჟი სავ­სეა "სვინ­გე­რე­ბით“ (თა­ვი­სუ­ფა­ლი სექ­სის მიმ­დე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი) და მათ ახლო კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან. სწო­რედ ამა­ზე სა­უბ­რობს ერთ-ერთი "სვინ­გე­რი" BBC-სთან.

რო­გორ და­ი­წყო ნუ­დის­ტურ კუ­რორტზე კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა:

აგ­ვის­ტოს მი­წუ­რულს კუ­რორ­ტის ერთ-ერთი სას­ტუმ­როს ორ თა­ნამ­შრო­მელს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნემ აღი­ა­რა, რომ ტე­რა­სა­ზე წვე­უ­ლე­ბა გა­ი­მარ­თა, სა­დაც არ იცავ­დნენ სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­ას და არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ პან­დე­მი­ის გამო გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ამის შემ­დეგ კი, პლაჟ­ზე მყოფ ადა­მი­ან­თა შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რის გამო, იფი­ცი­რე­ბამ ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით საფ­რან­გეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სულ 286 007 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ის მსოფ­ლი­ოს მე-17 ქვე­ყა­ნაა. COVID-19-ით საფ­რან­გეთ­ში 30 661 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 86 712 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 25 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
60

კარგია იმედია მომავალშიც გამოჩნდება საქართველოშიც ასეთი დაბები და სოფლები

Giorgi sixarulidze-ს
15

აქ ხომ არ ყოფილხარ შემთხვევით?????????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"

ნუდისტური სოფელი საფრანგეთში, რომელიც COVID-19-ის ახალი აფეთქების კერად იქცა - "იქ მყოფ ადამიანებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან"

მსოფლიო 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ზაფხულში ვირუსით ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ზოგიერთ ქვეყანაში მნიშვნელოვნად დაიკლო, მოიხსნა შეზღუდვები და საზოგადოება გარკვეულწილად, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

ზოგ ადგილას საერთოდ დაივიწყეს ვირუსის არსებობა და შედეგმაც არ დააყოვნა - ასეთ ადგილებში დღეს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითია საფრანგეთი, სადაც ინფიცირების ახალი დიდი კლასტერი გაჩნდა, რომელიც ნუდისტურ სოფელს, Cap d'Agde-ს უკავშირდება.

ეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ნატურალისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი საზაფხულო მიმართულებაა, თუმცა ალტერნატიული ცხოვრების მოყვარულებს კორონავირუსის პანდემიამ წელს პრობლემები შეუქმნა.

როგორც BBC წერს, საფრანგეთში ბოლო დღეებია COVID-19-მა კვლავ იფეთქა და ერთ დღეში (28 აგვისტოს) ინფიცირების 7 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ბევრი მათგანი სწორედ ნუდისტურ სოფელს Cap d'Agde -ს უკავშირდებოდა.

საფრანგეთის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, იქ მყოფი 800 ნატურალისტიდან 30%-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ ტერიტორიულ არეალში არის საუნები, სექს კლუბები, სადაც წყვილებს შეუძლიათ ინტიმური ურთიერთობით დაკავდნენ.

ნუდისტური პლაჟი სავსეა "სვინგერებით“ (თავისუფალი სექსის მიმდევარი ადამიანი) და მათ ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან. სწორედ ამაზე საუბრობს ერთ-ერთი "სვინგერი" BBC-სთან.

როგორ დაიწყო ნუდისტურ კურორტზე კორონავირუსის გავრცელება:

აგვისტოს მიწურულს კურორტის ერთ-ერთი სასტუმროს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. სასტუმროს მეპატრონემ აღიარა, რომ ტერასაზე წვეულება გაიმართა, სადაც არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას და არ ითვალისწინებდნენ პანდემიის გამო გაცემულ რეკომენდაციებს. ამის შემდეგ კი, პლაჟზე მყოფ ადამიანთა შორის მჭიდრო კავშირის გამო, იფიცირებამ ახალი ძალით იფეთქა.

ბოლო მონაცემებით საფრანგეთში კორონავირუსის სულ 286 007 შემთხვევაა გამოვლენილი და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს მე-17 ქვეყანაა. COVID-19-ით საფრანგეთში 30 661 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 86 712 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25 მილიონს აჭარბებს.

"კრემლი გმობს ექსტრემისტი ნაციონალების აგრესიულ ქმედებებს - მივესალმებით საქართველოს პრემიერის განცხადებას" - პესკოვი

ვლადიმერ პოზნერის განცხადებით, ის საქართველოში არ დაუჯარიმებიათ

საფრანგეთში, უკვე მესამედ, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - "კომენდანტის საათი", დახურული სკოლები და მაღაზიები: რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში