საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა - რისკენ მოუწოდებენ ეპიდემიოლოგები ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს
კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა - რისკენ მოუწოდებენ ეპიდემიოლოგები ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 38 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 22 ბა­თუ­მის სა­კონ­დიტ­რო "დო­ნას" კლას­ტე­რი­და­ნაა, 7 - და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან კონ­ტაქ­ტი, 4 - შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვა, სა­ი­და­ნაც 2 პა­ცი­ენ­ტი არის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი, ხოლო 5 შემ­თხვე­ვა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა.

ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით "კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში" კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 251 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს.

"გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი გა­იზ­რდა 17-ით. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 82%-ია. დღე­ვან­დელ მო­ნა­ცე­მე­ბით, „კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში“ მკურ­ნა­ლობს 251 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. აქე­დან რე­ა­ნი­მა­ცი­ი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს 3 კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე პა­ცი­ენ­ტი და 15 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, და­ნარ­ჩე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის სა­შუ­ა­ლო და სა­შუ­ა­ლო­ზე მსუ­ბუ­ქი", - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 13 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, სა­ი­და­ნაც ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა არის კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ბა­თუმ­ში მოქ­მედ კლუ­ბებ­სა და კაფე-ბა­რებს მო­უ­წო­დებს, შე­ნო­ბებ­ში ყვე­ლა ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ტარ­დეს.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუმ­ში მოქ­მე­დე­ბი კლუ­ბე­ბის და კაფე-ბა­რე­ბის და­ხურ­ვის სა­კი­თხი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ცუ­ლი იყოს.

"აქე­დან ვთხოვ, მო­ვუ­წო­დებ ბა­თუ­მის კლუ­ბებს და იმ ბა­რებს, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რად იკ­რი­ბე­ბა ხალ­ხი. არ დას­მუ­ლა სა­კი­თხი მათ და­კეტ­ვა­ზე, მაგ­რამ იქ და­ცუ­ლი უნდა იყოს ყვე­ლა ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბა. კერ­ძოდ, ყო­ველ­დღე უნდა და­ლაგ­დეს კარ­გად, მსუ­ბუ­ქი დე­ზინ­ფექ­ცი­ით და 2-3 დღე­ში ერთხელ სრუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცია უნდა ჩა­ტარ­დეს ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, რათა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ, რომ იქ სა­ნი­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი და­ცუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, არ იყო დამ­ყო­ლო­ბა, რო­დე­საც ჩვენ მო­ვუ­წო­დებ­დით გან­სა­კუთ­რე­ბით ბა­თუ­მის და ქო­ბუ­ლე­თის კაფე-ბა­რებს, რომ­ლე­ბიც ბულ­ვარ­ში მდე­ბა­რე­ობს და იქ და­საქ­მე­ბულ პი­რებს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ევ­ლოთ ტეს­ტი­რე­ბა. დღეს კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ მათ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გა­ი­ა­რონ ტეს­ტი­რე­ბა. ამის­თვის ბა­თუმ­ში არ­სე­ბობს ყვე­ლა პი­რო­ბა. გახ­სნი­ლია კარ­ვე­ბი, მე­სა­მე კა­რა­ვი და­ე­მა­ტა ან­ბა­ნის კოშკთან და კი­დევ 5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, ასე­ვე ამ­ბო­ლა­ტო­რი­უ­ლი და დას­ტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც შე­უძ­ლი­ათ ჩა­ი­ტა­რონ ტეს­ტი­რე­ბა. ბა­თუ­მის რე­ზი­უ­მე რომ გა­ვა­კე­თო, სა­ყუ­რა­დღე­ბოა სი­ტუ­ა­ცია, გვაქვს მიკ­რო­ა­ფეთ­ქე­ბა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მალე ჩაქ­რე­ბა ეს ეპი­და­ფეთ­ქე­ბა, რა თქმა უნდა, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით. უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ინ­ფექ­ცი­ის გა­ტა­ნის პრე­ვენ­ცია მო­ვახ­დი­ნოთ", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
leqtori
0

გუშინ დილით ვერ ავედი 140 მარშუტკაში, ფეხზე ბევრი იდგა! 35 ავტობუსს მონიტორინგი არ ჰყავს? ან მძღოლმა მოითხოვოს პირბადე!

აკი
0

ისე "განაგლდნენ" სამარშრუტოში პირბადით რომ ადიხარ დამციგავი სახეებით გიყურებენ, ფეხზე მდგომებზე აღარაფერს ვამბობ, მერე იტყვიან ყველაფერს ვიცავდითო.

ავტორი:

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა - რისკენ მოუწოდებენ ეპიდემიოლოგები ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა - რისკენ მოუწოდებენ ეპიდემიოლოგები ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით "კოვიდ ცენტრებში" კორონავირუსით დაინფიცირებული 251 პაციენტი მკურნალობს.

"გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზრდა 17-ით. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით, 82%-ია. დღევანდელ მონაცემებით, „კოვიდ ცენტრებში“ მკურნალობს 251 დადასტურებული შემთხვევა. აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 15 მძიმე პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს მოუწოდებს, შენობებში ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება გატარდეს.

გამყრელიძის განცხადებით, ბათუმში მოქმედები კლუბების და კაფე-ბარების დახურვის საკითხი არ განიხილება, თუმცა აუცილებელია, რომ რეკომენდაციები დაცული იყოს.

"აქედან ვთხოვ, მოვუწოდებ ბათუმის კლუბებს და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი. არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ დაცული უნდა იყოს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება. კერძოდ, ყოველდღე უნდა დალაგდეს კარგად, მსუბუქი დეზინფექციით და 2-3 დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს ამ დაწესებულებების, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქ სანიტარული პირობები დაცულია. სამწუხაროდ, არ იყო დამყოლობა, როდესაც ჩვენ მოვუწოდებდით განსაკუთრებით ბათუმის და ქობულეთის კაფე-ბარებს, რომლებიც ბულვარში მდებარეობს და იქ დასაქმებულ პირებს, რომ აუცილებლად გაევლოთ ტესტირება. დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, აუცილებელია, რომ გაიარონ ტესტირება. ამისთვის ბათუმში არსებობს ყველა პირობა. გახსნილია კარვები, მესამე კარავი დაემატა ანბანის კოშკთან და კიდევ 5 დაწესებულებაა, ასევე ამბოლატორიული და დასტაციონალური დაწესებულებები, სადაც შეუძლიათ ჩაიტარონ ტესტირება. ბათუმის რეზიუმე რომ გავაკეთო, საყურადღებოა სიტუაცია, გვაქვს მიკროაფეთქება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩაქრება ეს ეპიდაფეთქება, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით. უნდა ვეცადოთ, რომ ინფექციის გატანის პრევენცია მოვახდინოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბავშვის გაჩენის შემდეგ სოფო ნიჟარაძემ ჩაცმის სტილიც შეიცვალა - მომღერლის ახალი ფოტოები ამერიკიდან

"მეც მაქვს პრობლემები ოჯახში... შვილიშვილები მეუბნებიან, რატომ არ გვიშვებ სკოლაშიო, ჰგონიათ, მე არ ვუშვებ" - ამირან გამყრელიძე

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსი უკვე მეორე თანამშრომელს დაუდასტურდა