საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედგარ ალან პოს იდუმალი ქორწინება 13 წლის ბიძაშვილზე და სიცოცხლის ბოლოს ქალებისგან უარყოფილი მწერალი -  მისტიკა რეალურ ცხოვრებაში
ედგარ ალან პოს იდუმალი ქორწინება 13 წლის ბიძაშვილზე და სიცოცხლის ბოლოს ქალებისგან უარყოფილი მწერალი -  მისტიკა რეალურ ცხოვრებაში

ედ­გარ ალან პოს ცხოვ­რე­ბა მის­ტი­კუ­რი, უც­ნა­უ­რი და დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბით იყო სავ­სე. ამ­ბო­ბენ, რომ თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბას თა­ვი­სი­ვე ცხოვ­რე­ბი­დან იღებ­და, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა მო­თხრო­ბებ­ში აღ­წე­რილ­ზე უფრო რთუ­ლი ყო­ფი­ლა.

ედ­გარ ალან პოს პირ­ვე­ლი წიგ­ნის ასლი მწერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, აუქ­ცი­ონ­ზე 662 500 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და, თუმ­ცა მისი სი­ცო­ცხლის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც წიგ­ნი პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და, მან აღი­ა­რე­ბა ვერ მო­ი­პო­ვა.

მისი მის­ტი­კუ­რი და იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მიღ­მა მწერ­ლის არა­ნაკ­ლებ იდუ­მა­ლი ცხოვ­რე­ბა იმა­ლე­ბა და თუ ედ­გარ ალან პოს ბი­ოგ­რა­ფი­ას გა­ეც­ნო­ბით, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ბევ­რი უჩ­ვე­უ­ლო დე­ტა­ლით იყო სავ­სე.

  • 12 წლამ­დე თავ­შე­სა­ფარ­ში ცხოვ­რობ­და

როცა ედ­გარ ალან პო და­ი­ბა­და, მა­მამ, დე­ვიდ­მა ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა, მწერ­ლის დედა, ელი­ზა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ო­ბი იყო, შვი­ლის გა­ჩე­ნი­დან ერთ წე­ლი­წად­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა, ქა­ლის სიკ­ვდი­ლი­დან სამ დღე­ში დე­ვი­დიც მოკ­ვდა. რის შემ­დე­გაც, მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი თავ­შე­სა­ფარ­ში წა­იყ­ვა­ნეს.

ად­რე­ულ წლებ­ში მისი, რო­გორც მწერ­ლი­სა და პო­ე­ტის კა­რი­ე­რა არ იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ამი­ტო­მაც, ჯარს შე­უ­ერ­თდა.

18 წლის ედ­გარ პო ფი­ნან­სუ­რად რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლერ­კად და გა­ზეთ­ში მწერ­ლად მუ­შა­ობ­და. მან ამ პე­რი­ოდ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა წიგ­ნი Tamerlane and Other Poems, თუმ­ცა ვე­რა­ნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბა ვერ მი­ი­პყრო. მალე ედ­გარ პო ჯარ­ში წა­ვი­და, სა­დაც მისი ხელ­ფა­სი გა­ორ­მაგ­და. მწე­რალ­მა ოფიც­რის წო­დე­ბის მო­პო­ვე­ბაც შეძ­ლო.

  • რო­დე­საც 27 წლის გახ­და, ის თა­ვის­სა­ვე ბი­ძაშ­ვილ­ზე, ვირ­ჯი­ნია კლემ­ზე და­ქორ­წინ­და. მა­შინ გო­გო­ნა 13 წლის იყო.

ედ­გარ პო დე­ი­დას­თან, მა­რია კლემ­თან გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ამ პე­რი­ო­დი­დან, მისი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­რი­ე­რა გარ­კვე­ულ­წი­ლად უფრო სტა­ბი­ლუ­რი გახ­და. მუ­შა­ობ­და გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში და ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბა. 1836 წელს მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვის ბი­ძაშ­ვილ­ზე, ვირ­ჯი­ნია კლემ­ზე ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რო­მე­ლიც იმ დროს 13 წლის იყო.

მწერ­ლის ზო­გი­ერ­თი ბი­ოგ­რა­ფი აღ­წერს, რომ წყვილს სა­ო­ცა­რი რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­და, ზო­გი­ერ­თი კი მი­უ­თი­თებს, რომ რე­ა­ლუ­რად ედ­გარ­სა და ვირ­ჯი­ნი­ას ერ­თმა­ნეთ­თან და-ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­დათ, თუმ­ცა ვერ ხსნი­ან რის გამო და­ქორ­წინ­და ბი­ძაშ­ვილ­ზე, თუ ის მხო­ლოდ და­სა­ვით უყ­ვარ­და. ამი­ტო­მაც ედ­გარ პოს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ეს კი­დევ ერთ ამო­უც­ნობ დე­ტა­ლად რჩე­ბა.

ედ­გარ ალან პოს ბი­ოგ­რა­ფი, არ­ტურ ჰობ­სო­ნი წერს, რომ მწე­რა­ლი ცოლს ასე მი­მარ­თავ­და - "სის", რაც მომ­დი­ნა­რე­ობ­და სი­ტყვი­დან sister (და). თუმ­ცა ამას­თა­ნა­ვე, სხვა ბი­ოგ­რა­ფე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათ შო­რის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცოლ-ქმრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო და ალან პოს გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­და თა­ვი­სი ბი­ძაშ­ვი­ლი.

გო­გო­ნა 24 წლის ასაკ­ში ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

  • იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი მწე­რა­ლი

The Raven/ყო­რა­ნი ედ­გარ პოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ლექ­სად მი­იჩ­ნე­ვა და მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, 1845 წელს მწე­რალს მხო­ლოდ 9 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს. ლექ­სის 1500 ეგ­ზემპლა­რის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ კი, ედ­გარ პომ 120 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

  • სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნე­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ედ­გარ ალან პომ ხელი ორ ქალს სთხო­ვა

ედ­გარ ალან პოს სარა ელე­ნი შე­უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ქვრი­ვი პო­ე­ტი იყო. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ლექ­სებს უძღვნიდ­ნენ. ედ­გარ­მა მას ხელი სთხო­ვა, რა­ზეც თან­ხმო­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა ნიშ­ნო­ბა ვერ შედ­გა და პოს ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, ქორ­წი­ლი ჩა­ი­შა­ლა. ამის შემ­დეგ კი გა­ნა­წყე­ნე­ბულ და იმედ­გაც­რუ­ე­ბულ მწე­რალს ხელი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის­თვის სარა ელ­მი­რა რო­ის­ტა­რის­თვის უთხო­ვია, თუმ­ცა არც მას­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა.

  • მის­ტი­კუ­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბა

მწე­რა­ლი 1849 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს, 40 წლის ასაკ­ში, ბალ­ტი­მორ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი მწერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა­დას­ხვა მი­ზეზს ასა­ხე­ლე­ბენ, მათ შო­რის: ალ­კოჰოლს, ტვინ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვას, ქო­ლე­რას, გუ­ლის ავად­მყო­ფო­ბას, ცოფს, თვით­მკვლე­ლო­ბას, ტუ­ბერ­კუ­ლოზს.

ავტორი:

ედგარ ალან პოს იდუმალი ქორწინება 13 წლის ბიძაშვილზე და სიცოცხლის ბოლოს ქალებისგან უარყოფილი მწერალი -  მისტიკა რეალურ ცხოვრებაში

ედგარ ალან პოს იდუმალი ქორწინება 13 წლის ბიძაშვილზე და სიცოცხლის ბოლოს ქალებისგან უარყოფილი მწერალი -  მისტიკა რეალურ ცხოვრებაში

ედგარ ალან პოს ცხოვრება მისტიკური, უცნაური და დრამატული ისტორიებით იყო სავსე. ამბობენ, რომ თავისი ნაწარმოებებისთვის შთაგონებას თავისივე ცხოვრებიდან იღებდა, თუმცა რეალობა მოთხრობებში აღწერილზე უფრო რთული ყოფილა.

ედგარ ალან პოს პირველი წიგნის ასლი მწერლის გარდაცვალების შემდეგ, აუქციონზე 662 500 დოლარად გაიყიდა, თუმცა მისი სიცოცხლის პერიოდში, როდესაც წიგნი პირველად გამოვიდა, მან აღიარება ვერ მოიპოვა.

მისი მისტიკური და იდუმალებით მოცული ნაწარმოებების მიღმა მწერლის არანაკლებ იდუმალი ცხოვრება იმალება და თუ ედგარ ალან პოს ბიოგრაფიას გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ მისი ცხოვრება ბევრი უჩვეულო დეტალით იყო სავსე.

  • 12 წლამდე თავშესაფარში ცხოვრობდა

როცა ედგარ ალან პო დაიბადა, მამამ, დევიდმა ოჯახი მიატოვა, მწერლის დედა, ელიზა, რომელიც მსახიობი იყო, შვილის გაჩენიდან ერთ წელიწადში ტუბერკულოზით გარდაიცვალა, ქალის სიკვდილიდან სამ დღეში დევიდიც მოკვდა. რის შემდეგაც, მომავალი მწერალი თავშესაფარში წაიყვანეს.

ადრეულ წლებში მისი, როგორც მწერლისა და პოეტის კარიერა არ იყო წარმატებული და ამიტომაც, ჯარს შეუერთდა.

18 წლის ედგარ პო ფინანსურად რთულ მდგომარეობაში იყო მიუხედავად იმისა, რომ კლერკად და გაზეთში მწერლად მუშაობდა. მან ამ პერიოდში გამოაქვეყნა წიგნი Tamerlane and Other Poems, თუმცა ვერანაირი ყურადღება ვერ მიიპყრო. მალე ედგარ პო ჯარში წავიდა, სადაც მისი ხელფასი გაორმაგდა. მწერალმა ოფიცრის წოდების მოპოვებაც შეძლო.

  • როდესაც 27 წლის გახდა, ის თავისსავე ბიძაშვილზე, ვირჯინია კლემზე დაქორწინდა. მაშინ გოგონა 13 წლის იყო.

ედგარ პო დეიდასთან, მარია კლემთან გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდიდან, მისი ლიტერატურული კარიერა გარკვეულწილად უფრო სტაბილური გახდა. მუშაობდა გამომცემლობაში და ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე მოთხრობა. 1836 წელს მან საზოგადოებას თავის ბიძაშვილზე, ვირჯინია კლემზე ქორწინების შესახებ შეატყობინა, რომელიც იმ დროს 13 წლის იყო.

მწერლის ზოგიერთი ბიოგრაფი აღწერს, რომ წყვილს საოცარი რომანტიკული სიყვარული აკავშირებდა, ზოგიერთი კი მიუთითებს, რომ რეალურად ედგარსა და ვირჯინიას ერთმანეთთან და-ძმური სიყვარული ჰქონდათ, თუმცა ვერ ხსნიან რის გამო დაქორწინდა ბიძაშვილზე, თუ ის მხოლოდ დასავით უყვარდა. ამიტომაც ედგარ პოს ბიოგრაფიაში ეს კიდევ ერთ ამოუცნობ დეტალად რჩება.

ედგარ ალან პოს ბიოგრაფი, არტურ ჰობსონი წერს, რომ მწერალი ცოლს ასე მიმართავდა - "სის", რაც მომდინარეობდა სიტყვიდან sister (და). თუმცა ამასთანავე, სხვა ბიოგრაფები მიიჩნევენ, რომ მათ შორის ჩვეულებრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობა იყო და ალან პოს გაგიჟებით უყვარდა თავისი ბიძაშვილი.

გოგონა 24 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

  • იმედგაცრუებული მწერალი

The Raven/ყორანი ედგარ პოს ყველაზე პოპულარულ ლექსად მიიჩნევა და მისი გამოქვეყნების შემდეგ, 1845 წელს მწერალს მხოლოდ 9 დოლარი გადაუხადეს. ლექსის 1500 ეგზემპლარის გაყიდვის შემდეგ კი, ედგარ პომ 120 დოლარი გამოიმუშავა.

  • სიცოცხლის უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ედგარ ალან პომ ხელი ორ ქალს სთხოვა

ედგარ ალან პოს სარა ელენი შეუყვარდა, რომელიც თავადაც ქვრივი პოეტი იყო. ისინი ერთმანეთს ლექსებს უძღვნიდნენ. ედგარმა მას ხელი სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო, თუმცა ნიშნობა ვერ შედგა და პოს ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, ქორწილი ჩაიშალა. ამის შემდეგ კი განაწყენებულ და იმედგაცრუებულ მწერალს ხელი ბავშვობის მეგობრისთვის სარა ელმირა როისტარისთვის უთხოვია, თუმცა არც მასზე დაქორწინებულა.

  • მისტიკური გარდაცვალება

მწერალი 1849 წლის 7 ოქტომბერს, 40 წლის ასაკში, ბალტიმორში გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი დღემდე დაუდგენელია. სხვადასხვა წყაროები მწერლის გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, მათ შორის: ალკოჰოლს, ტვინში სისხლჩაქცევას, ქოლერას, გულის ავადმყოფობას, ცოფს, თვითმკვლელობას, ტუბერკულოზს.

ლიონელ მესი "მანჩესტერ სიტიში" გადადის - "ქალაქელებს" სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევთ

"შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო", - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე