სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან სუს-ს არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია.

„მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მა­ს­მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ მცდარ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი თ. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მი­მართ შე­საძ­ლო თვალ­თვა­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პირ­ველ რიგ­ში, სამ­სა­ხუ­რის სა­ხე­ლით გვსურს თა­ნა­ვუგ­რძნოთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დოთ, რომ აღ­ნიშ­ნულ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას­თან, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია.

მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ ყვე­ლა არას­წორ ვერ­სი­ას გა­აჩ­ნია აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის და მისი ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მი­ზა­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცრუ ვერ­სი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის უკან კი დგა­ნან პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბულ პირ­თა ჯგუ­ფე­ბი და კონ­კრე­ტუ­ლი მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ მარ­შრუტ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად, რაც უკავ­შირ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად და ღირ­სე­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბას.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ჯგუფს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თავი შე­ი­კა­ვონ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ე­ლო­დონ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ფენს ნა­თელს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა დღემ­დე უც­ნობ დე­ტალს. კი­დევ ერთხელ ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას ოჯახს“, - ნათ­ქვა­მია სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
553

კიარუნდა მოიბოდიშოთ,არამედ დასაჯოთ.მეტი რო არ განმეორდეს.

xyz
329

კანონით მოსთხოვეთ პასუხი ცილისწამებისთვის, იმ აშარ, ალქაჯ დედაკაცს და ათქმევინეთ, ვის მიწოდებულ სისულელეს იმეორებს. ასეთი განუკითხაობა როდემდე უნდა გაგრძელდეს? შეიძლება, რომ ვისაც რა მოეპრიანება, ის სისულელე წამოროშოს და ქვეყანა უხერხულ სიტუაციაში ჩააყენოს სხვა სახელმწიფოების წინაშე და საფრთხე შეუქმნას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სუს-ი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სუს-ს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თ. ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, სამსახურის სახელით გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.

მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალისწინებით, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა დღემდე უცნობ დეტალს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

რა კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის საკითხზე

"მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას გავასაჯაროებ, ეს არის მწყემსების ჩვენებები, ისინი რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას" - ადვოკატი

"ჩანთის საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანება ისევ რჩება და შესაძლოა, ის საქმის დამთავრების შემდეგაც არ აღმოიფხვრას" - მირიან ნიკოლაძე