პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაღების მუშაობის განახლებული პროტოკოლი - პროგრამაში შევიდა ახალი თამაშები, აიკრძალა მშობლების დაშვება და შეიცვალა ბავშვის გამოყვანის წესი
ბაღების მუშაობის განახლებული პროტოკოლი - პროგრამაში შევიდა ახალი თამაშები, აიკრძალა მშობლების დაშვება და შეიცვალა ბავშვის გამოყვანის წესი

პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცესს 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია.

პრო­ტო­კო­ლის თა­ნახ­მად, სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღებ­ში მშობ­ლე­ბის შეს­ვლა-გა­მოს­ვლა აიკ­რძა­ლე­ბა. ასე­ვე, და­წეს­და შე­ზღუდ­ვე­ბი ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მშო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ბავ­შვის ბა­ღი­დან გა­მოყ­ვა­ნი­სას წი­ნას­წარ და­უ­კავ­შირ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და ითხო­ვოს, ბავ­შვი ბა­ღის შე­სას­ვლელ­თან გა­უყ­ვა­ნონ.

პრო­ტო­კოლ­ში გა­წე­რილ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ შრო­მის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ბექა ფე­რა­ძემ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ძი­ძე­ბის, ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყე­ბა. და­ი­ნერ­გე­ბა ახა­ლი სა­აღ­მზრდე­ლო პროგ­რა­მა, რაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის გა­ი­წე­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯგუ­ფებ­ში ბავ­შვე­ბის და­საშ­ვებ რა­ო­დე­ნო­ბას, პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, უნდა შე­მუ­შავ­დეს ისე­თი გრა­ფი­კი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თი­თო­ე­ულ ჯგუფ­ში ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

„ბაგა-ბა­ღებ­ში უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და ბავ­შვე­ბის თერ­მოსკრი­ნინ­გი.

აკ­რძა­ლუ­ლია მშობ­ლე­ბის დაშ­ვე­ბა ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ბა­ღის შე­ნო­ბა­ში და არა ბა­ღის ეზო­ში.

ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნი­სას მშობ­ლის მიერ წი­ნას­წარ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ზარი ბაღ­ში და ბავ­შვი მზად დახ­ვდე­ბა მშო­ბელს გა­მო­საყ­ვა­ნად, რი­თაც ვზღუ­დავთ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის კონ­ცენ­ტრი­რე­ბას.

აკ­რძა­ლუ­ლია სა­თა­მა­შო­ე­ბის სახ­ლი­დან წა­მო­ღე­ბა. ასე­ვე იზღუ­დე­ბა ისე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა დე­ზინ­ფექ­ცი­ას.

სა­თა­მა­შო­ე­ბის რე­ცხვის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბი, რომ უნდა მოხ­დეს სა­თა­მა­შოს 27-30 გრა­დუს­ზე რე­ცხვა და დე­ზინ­ფექ­ცია, ასე­ვე მშრა­ლი წე­სით გაშ­რო­ბა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი - ძი­ძე­ბი გა­დამ­ზად­დე­ბა.

ბავ­შვე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ტრე­ნინ­გში თუ სას­წავ­ლო მა­სა­ლა­ში უნდა შე­ვი­დეს ახა­ლი თა­მა­შე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იმ სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის არის გა­წე­რი­ლი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორ და­ვა­ცე­მი­ნოთ ისე, რომ სხვე­ბი არ და­ვა­ზი­ა­ნოთ, უკონ­ტაქ­ტო მი­სალ­მე­ბის ხერ­ხე­ბი, რო­გო­რიც არის ჟეს­ტე­ბით მი­სალ­მე­ბა და ასე შემ­დეგ.

ასე­ვე, უნდა იყოს შე­ჯიბ­რი ხე­ლე­ბის სწო­რად და­ბა­ნა­ში, ბა­ღებ­ში წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი თა­მა­შე­ბი უნდა და­ი­ნერ­გოს. პრო­ტო­კოლ­ში გა­წე­რი­ლია სა­დენ­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და თეთ­რე­უ­ლის მარ­თვის სტან­დარ­ტე­ბიც.

ამას­თან, შიდა ბრძა­ნე­ბით, გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს პრო­ცე­დუ­რე­ბი, თუ რო­გორ გან­თავ­სდე­ბა ბავ­შვი საკ­ლა­სო სივ­რცე­ში. ბავ­შვე­ბი ისე უნდა გან­თავ­სდნენ, რომ ოპ­ტი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა იყოს და ძა­ლი­ან არ გა­და­იტ­ვირ­თოს საკ­ლა­სო სივ­რცე.

ჭურ­ჭლის ხე­ლით რე­ცხვი­სას და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი. ჭურ­ჭლის მან­ქა­ნით რე­ცხვი­სას უნდა ხდე­ბო­დეს შე­სა­ბა­მი­სი მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა 65 გრა­დუს­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ფე­რა­ძემ.

ამას­თან, პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, თუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვს ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­ფიქ­სირ­დე­ბა, მათ­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­ი­ზო­ლა­ციო ოთა­ხი, სა­დაც გა­წე­რი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­ხედ­ვით იხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
12

აბა , ახლა იქნება განუკითხაობა,ცემა-ტყეპა.მთელი დღე ყავის სმა. მშობლების შიში ჰქონდათ ბაღის თანამშრომლებს,ეს ზედამხედველობაც მოეხსნათ.აქამდე ვინ რეცხავდა სათამაშოებს ,ახლა 27-30 გრადუსზე რომ სთხოვთ.ისედაც ეკრძალებოდათ ბავშვებს ჯგუფში სამუზეუმო ექსპონატებივით გამოფენილი სათამაშოებით თამაში,ამიტომ , ამის დაკანონება არ იყო საჭირო.ისე,მიღებული წესი დარჩება ფურცელზე. 

Nata
17

დღეს 18 შემთხვევა დაფიქსირდა.ჩემი აზრით არც ბაღი და არც სკოლები არ უნდა დაიწყოს ჯერ . ამ წესებს არავინ დაიცავს და იფეთქებს ეპიდემის.ბავშვების სიცოცხლეს ნუ ეხუმრებით.ეშმაკსაც წაუღია სკოლაც და ბაღიც ჩემი შვილი ჯანმრთელი მჭირდება.

ავტორი:

ბაღების მუშაობის განახლებული პროტოკოლი - პროგრამაში შევიდა ახალი თამაშები, აიკრძალა მშობლების დაშვება და შეიცვალა ბავშვის გამოყვანის წესი

ბაღების მუშაობის განახლებული პროტოკოლი - პროგრამაში შევიდა ახალი თამაშები, აიკრძალა მშობლების დაშვება და შეიცვალა ბავშვის გამოყვანის წესი

პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია.

პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.

პროტოკოლში გაწერილ რეკომენდაციებზე „ინტერპრესნიუსთან“ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ დეტალურად ისაუბრა.

როგორც ის განმარტავს, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება. დაინერგება ახალი სააღმზრდელო პროგრამა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაიწერა.

რაც შეეხება ჯგუფებში ბავშვების დასაშვებ რაოდენობას, პროტოკოლის მიხედვით, უნდა შემუშავდეს ისეთი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იქნება.

„ბაგა-ბაღებში უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციის და ბავშვების თერმოსკრინინგი.

აკრძალულია მშობლების დაშვება ბაღის ტერიტორიაზე - ბაღის შენობაში და არა ბაღის ეზოში.

ბავშვის გამოყვანისას მშობლის მიერ წინასწარ უნდა განხორციელდეს ზარი ბაღში და ბავშვი მზად დახვდება მშობელს გამოსაყვანად, რითაც ვზღუდავთ ბევრი ადამიანის კონცენტრირებას.

აკრძალულია სათამაშოების სახლიდან წამოღება. ასევე იზღუდება ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომელიც მარტივად არ ექვემდებარება დეზინფექციას.

სათამაშოების რეცხვისთვის განსაზღვრული იქნება შესაბამისი წესები, რომ უნდა მოხდეს სათამაშოს 27-30 გრადუსზე რეცხვა და დეზინფექცია, ასევე მშრალი წესით გაშრობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ადმინისტრაციული პერსონალი - ძიძები გადამზადდება.

ბავშვების ყოველდღიურ ტრენინგში თუ სასწავლო მასალაში უნდა შევიდეს ახალი თამაშები, რომელიც მიმართული იქნება იმ საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის გაწერილი. ეს შეიძლება იყოს, როგორ დავაცემინოთ ისე, რომ სხვები არ დავაზიანოთ, უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის ჟესტებით მისალმება და ასე შემდეგ.

ასევე, უნდა იყოს შეჯიბრი ხელების სწორად დაბანაში, ბაღებში წამახალისებელი თამაშები უნდა დაინერგოს. პროტოკოლში გაწერილია სადენზინფექციო სამუშაოები და თეთრეულის მართვის სტანდარტებიც.

ამასთან, შიდა ბრძანებით, გადანაწილებული უნდა იყოს პროცედურები, თუ როგორ განთავსდება ბავშვი საკლასო სივრცეში. ბავშვები ისე უნდა განთავსდნენ, რომ ოპტიმალური რაოდენობა იყოს და ძალიან არ გადაიტვირთოს საკლასო სივრცე.

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები. ჭურჭლის მანქანით რეცხვისას უნდა ხდებოდეს შესაბამისი მანქანა-დანადგარის გამოყენება 65 გრადუსზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ამასთან, პროტოკოლის მიხედვით, თუ დღის განმავლობაში ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მათთვის გამოყოფილი იქნება საიზოლაციო ოთახი, სადაც გაწერილი პროცედურების მიხედვით იხელმძღვანელებენ.

"ბებია ავად გახდა, მის მოსავლელად გურიაში გადავედი და სწავლა ვერ გავაგრძელე" - თვითნასწავლი ხელოვანი ბათუმიდან, რომელიც სხვისი ოცნების ასრულებაზე ზრუნავს

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ ერთი - მე-8 ადამიანი გარდაიცვალა

,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ ჯიქურების მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა