წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი ვერსიით, ჭაში გაზი იყო დაგროვილი და სავარაუდოდ, ამან შეიწირა ძმების სიცოცხლე - რას ამბობს თვითმხილველი ალიში მომხდარ ტრაგედიაზე
ერთი ვერსიით, ჭაში გაზი იყო დაგროვილი და სავარაუდოდ, ამან შეიწირა ძმების სიცოცხლე - რას ამბობს თვითმხილველი ალიში მომხდარ ტრაგედიაზე

30 აგ­ვის­ტოს, ხა­შუ­რის სო­ფელ ალი­ში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. რუ­ი­სე­ლი ძმე­ბი - წი­ტა­რიშ­ვი­ლე­ბი ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. ისი­ნი წლე­ბია ჭე­ბის გა­თხრა­სა და და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. ამ­ჯე­რად ჭის და­სუფ­თა­ვე­ბა სურ­დათ და რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად ჭაში სა­მუ­შა­ოდ უმ­ცრო­სი ძმა ჩა­ვი­და. ჩა­იხ­სნა თოკი და და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ცოტა ხან­ში დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, საშ­ვე­ლად სას­წრა­ფოდ ჭაში მისი უფ­რო­სი ძმა ჩა­ვი­და, რო­გორც ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი ამ­ბობს, იგი შე­ე­ცა­და ძმა იქი­დან ამო­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ისიც ცუ­დად გახ­და და ორი­ვე ჭაში ჩა­ვარ­და.

ფაქ­ტის თვითმხილ­ველ­მა მა­მა­კაც­მა სას­წრა­ფოდ პო­ლი­ცია და მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ იქ მო­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და მაშ­ვე­ლებს ძმე­ბი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. ძმე­ბის ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა ჭი­დან ამო­იყ­ვა­ნეს და გო­რის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

რა გახ­და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი, ამა­ზე ჯერ არა­ვინ ლა­პა­რა­კობს. ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 116-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ერთი ვერ­სი­ით, ჭაში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გაზი იყო დაგ­რო­ვი­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, ამან შე­ი­წი­რა ძმე­ბის სი­ცო­ცხლე.

ცხედ­რებს გო­რის პრო­ზექ­ტუ­რი­დან რუ­ის­ში, ბი­ჭე­ბის სახ­ლში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ. მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სო­ფელ რუ­ის­ში გია კუ­თხაშ­ვილ­მა გვი­თხრა, - გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭე­ბი იყ­ვნე­ნო.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ჩვე­ნი სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ. გვა­რად წი­ტა­რიშ­ვი­ლე­ბი, 25-დან 30 წლამ­დე ასა­კის ბი­ჭე­ბი. ძა­ლი­ან მშრო­მე­ლი და კარ­გი ახალ­გაზ­რდე­ბი. ოჯა­ხი ძა­ლი­ან ხელ­მოკ­ლედ ცხოვ­რობს, უჭირთ ეკო­ნო­მი­უ­რად და ბი­ჭე­ბი ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­დნენ. უჭირ­დათ და იმი­ტომ წა­ვიდ­ნენ ასეთ რთულ სა­მუ­შა­ო­ზე. რო­გორც ვიცი, უფ­რო­სი ძმა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო. ჭის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იყ­ვნენ და ხში­რად მუ­შა­ობ­დნენ ამ საქ­მე­ზე. იქ რა მოხ­და, არ ვი­ცით. ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს", - გვი­თხრა მან.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სო­ფელ ალი­ში, მისი თქმით, ამ ბი­ჭე­ბის გა­თხრი­ლი იყო ეს ჭა და ახლა მას ასუფ­თა­ვებ­დნენ.

"ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია გომი-სა­ჩხე­რის გზა­ზე და იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. თა­ვად ამ ძმე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი იყო თურ­მე ეს არ­ტე­ზი­უ­ლი ჭა და მისი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ას", - გვი­თხრა მან.

მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძუ
0

რა საშინელებაა.

xxx
0

მიზეზი რომ გაირკვევა აცილებლად გამოაქვეყნეთ ,ეს მნიშვნელოვანია სხვების უსაფრთხოებისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ერთი ვერსიით, ჭაში გაზი იყო დაგროვილი და სავარაუდოდ, ამან შეიწირა ძმების სიცოცხლე - რას ამბობს თვითმხილველი ალიში მომხდარ ტრაგედიაზე

ერთი ვერსიით, ჭაში გაზი იყო დაგროვილი და სავარაუდოდ, ამან შეიწირა ძმების სიცოცხლე - რას ამბობს თვითმხილველი ალიში მომხდარ ტრაგედიაზე

30 აგვისტოს, ხაშურის სოფელ ალიში ტრაგედია დატრიალდა. რუისელი ძმები - წიტარიშვილები ხაშურის მუნიციპალიტეტში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები. ისინი წლებია ჭების გათხრასა და დასუფთავებაზე მუშაობდნენ. ამჯერად ჭის დასუფთავება სურდათ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდაპირველად ჭაში სამუშაოდ უმცროსი ძმა ჩავიდა. ჩაიხსნა თოკი და დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცოტა ხანში დახმარება ითხოვა, საშველად სასწრაფოდ ჭაში მისი უფროსი ძმა ჩავიდა, როგორც ფაქტის თვითმხილველი ამბობს, იგი შეეცადა ძმა იქიდან ამოეყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ცუდად გახდა და ორივე ჭაში ჩავარდა.

ფაქტის თვითმხილველმა მამაკაცმა სასწრაფოდ პოლიცია და მაშველები გამოიძახა, მაგრამ იქ მოსულ სამართალდამცავებს და მაშველებს ძმები უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ძმების ცხედრები მაშველებმა ჭიდან ამოიყვანეს და გორის პროზექტურაში გადაასვენეს.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამაზე ჯერ არავინ ლაპარაკობს. ფაქტის გამოძიება სსკ 116-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ერთი ვერსიით, ჭაში დიდი რაოდენობით გაზი იყო დაგროვილი და სავარაუდოდ, ამან შეიწირა ძმების სიცოცხლე.

ცხედრებს გორის პროზექტურიდან რუისში, ბიჭების სახლში გადაასვენებენ. მერის წარმომადგენელმა სოფელ რუისში გია კუთხაშვილმა გვითხრა, - გარდაცვლილები ძალიან მშრომელი, პატიოსანი ბიჭები იყვნენო.

"ძალიან სამწუხარო ამბავია, გარდაცვლილები ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ. გვარად წიტარიშვილები, 25-დან 30 წლამდე ასაკის ბიჭები. ძალიან მშრომელი და კარგი ახალგაზრდები. ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს, უჭირთ ეკონომიურად და ბიჭები ფიზიკურად შრომობდნენ. უჭირდათ და იმიტომ წავიდნენ ასეთ რთულ სამუშაოზე. როგორც ვიცი, უფროსი ძმა დაოჯახებული იყო. ჭის სპეციალისტები იყვნენ და ხშირად მუშაობდნენ ამ საქმეზე. იქ რა მოხდა, არ ვიცით. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს", - გვითხრა მან.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ ალიში, მისი თქმით, ამ ბიჭების გათხრილი იყო ეს ჭა და ახლა მას ასუფთავებდნენ.

"ბენზინგასამართი სადგურია გომი-საჩხერის გზაზე და იმ ტერიტორიაზე მოხდა ეს უბედურება. თავად ამ ძმების გაკეთებული იყო თურმე ეს არტეზიული ჭა და მისი გაწმენდითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას", - გვითხრა მან.

მომხდარის გამოძიება გრძელდება.

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ლისის გზაზე მოზარდი იმსხვერპლა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე უარს ამბობს

"მოგვიტანეს აბსურდული ანგარიში... როცა უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე, მცემეს, ბარის თანამშრომელი გოგო სკამს მირტყამდა" - რა გადახდა მომხმარებელს თბილისის ერთ-ერთ ბარში?

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ზემოქმედების კვალი არ აღმოჩნდა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა