მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა
"ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

დღეს, ჩვენ ვფიქ­რობთ, რა არის მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნი სამ­შობ­ლო­სი. გვახ­სოვ­დეს, რომ მო­მა­ვა­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნია და კე­თი­ლია. ღვთის­მშო­ბე­ლი დედა არ და­უშ­ვებს იმას, რომ სა­ბო­ლო­ოდ და­ე­ცეს ქარ­თვე­ლი კაცი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, ადა­მი­ანს უნდა მოჰ­ქონ­დეს სი­ხა­რუ­ლი, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რია.

„გი­ლო­ცავთ ამ დღეს, მა­რი­ა­მო­ბას. ჩვენ ვცხოვ­რობთ ურ­თუ­ლეს დროს, მაგ­რამ უნდა ით­ქვას, რომ ჩვენ სა­ოც­რად ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს ხა­სი­ა­თით. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი თვი­სე­ბა და მთა­ვა­რი თვი­სე­ბა არის იმა­ში, რომ ჩვენ არას­დროს ვი­ნა­ხავთ ბო­რო­ტე­ბას გულ­ში. ბო­რო­ტე­ბა აზი­ა­ნებს ადა­მი­ანს, ბო­რო­ტე­ბას მო­აქვს დიდი ნაკ­ლი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. სი­ო­ნი და თბი­ლი­სე­ლე­ბი არი­ან, რო­გორც დედა-შვილ­ნი. თბი­ლი­სი არის შვი­ლი ყოვ­ლად­წ­მინ­დი­სა ღვთის­მშობ­ლი­სა სი­ო­ნი­სა. უნდა ით­ქვას, რომ თბი­ლი­სი და სი­ო­ნი თა­ნა­ტო­ლე­ბი არი­ან. არ უნდა გა­გი­ტყდეს გული, როცა ნა­ხავ რა­ღაც უსა­მარ­თლო­ბას. ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი მო­წყა­ლეა. დღეს, ჩვენ ვფიქ­რობთ, რა არის მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნი სამ­შობ­ლო­სი. ჩვენ გვახ­სოვ­დეს, რომ მო­მა­ვა­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნია და კე­თი­ლია. ღვთის­მშო­ბე­ლი დედა არ და­უშ­ვებს იმას, რომ სა­ბო­ლო­ოდ და­ე­ცეს ქარ­თვე­ლი კაცი. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, როცა ხე­დავთ გა­ჭირ­ვე­ბას, ხალ­ხი­სას. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს კი­დევ ერთი რამ, რომ ადა­მი­ა­ნი უნდა ცხოვ­რობ­დეს სხვე­ბი­სათ­ვის. ადა­მი­ანს უნდა მოჰ­ქონ­დეს სი­ხა­რუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რია. იყა­ვით ბედ­ნი­ე­რი, იყა­ვით გა­ხა­რე­ბუ­ლი , სი­ხა­რუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი გა­დაგ­ვარ­ჩენს ჩვენ ყო­ველთ“, - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იონა
10

ამ კაცმა დამარხა საქართველოში ცოცხალი ღმერთის ცოცხალი რწმენა

dorote
14

მხოლოდ ღმერთმა უწყის თუ თქვენზე მეტად არის დაცემული საქართველოში ვინმე! ხოლო თქვენი პატირარქობა კი უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი ტყუილი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

"ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი" - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა

დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, რა არის მომავალი ჩვენი სამშობლოსი. გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანია და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული, სხვა ადამიანებისთვის, ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია.

„გილოცავთ ამ დღეს, მარიამობას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი თვისება და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისათვის. სიონი და თბილისელები არიან, როგორც დედა-შვილნი. თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა. უნდა ითქვას, რომ თბილისი და სიონი თანატოლები არიან. არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა. დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, რა არის მომავალი ჩვენი სამშობლოსი. ჩვენ გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანია და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას, ხალხისას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერი, იყავით გახარებული , სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ ყოველთ“, - ბრძანა პატრიარქმა.

"გუშინ დავწერე მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება ჩვენთვის" - პატრიარქი

ალასკზე, ჯანდაცვის 2 მუშაკს Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ მწვავე ალერგიული შეტევა განუვითარდა -  რას წერს მომხდარზე ბიძინა კულუმბეგოვი

"პრეპარატი "რემდესივირი" უკვე საქართველოშია" - ეკატერინე ტიკარაძე