საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი ალყაში ჰყავდათ მოქცეული... ჩვეულებრივი მოკვდავის გაკეთებული რომ იყოს, მალევე იპოვიდნენ მკვლელს" - ბაჩალიაშვილის საქმის უცნაური "ფიგურანტი" სუს-ის მანქანები
"ბავშვი ალყაში ჰყავდათ მოქცეული... ჩვეულებრივი მოკვდავის გაკეთებული რომ იყოს, მალევე იპოვიდნენ მკვლელს" - ბაჩალიაშვილის საქმის უცნაური "ფიგურანტი" სუს-ის მანქანები

27 აგ­ვის­ტოს, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­სა და სუს-ის სამი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით (112-ის და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით) დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი 3 ავ­ტო­მან­ქა­ნა 18 ივ­ლისს გა­ჩი­ა­ნი­დან შავ­ნა­ბა­დას სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე, მხო­ლოდ გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკან, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცი­ლი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნებ­მა გა­და­უხ­ვი­ეს გზი­დან და შე­ვიდ­ნენ შავ­ნა­ბა­დას საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა არას­რუ­ლია. რო­გორც ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, ისი­ნი მო­ი­თხოვ­დნენ, რომ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 3 ჯი­პის გა­და­ად­გი­ლე­ბის სრუ­ლი მარ­შუ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რი ენა­ხათ. მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის თქმით, სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან არის სა­ი­დუმ­ლო გა­სას­ვლე­ლი, რო­მე­ლიც ტა­ბახ­მე­ლის გზით მა­წე­ვანს უკავ­შირ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ად­გი­ლე­ბა მარ­ტი­ვად შე­ეძ­ლოთ. 23 წლის გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი მო­ი­თხოვს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ სუს-ის სამი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სრუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­სა­ჯა­რო­ოს.

“არ მჯე­რა მე ამ კად­რე­ბის. კარ­გი, ბა­ზა­ზე რომ შე­ვიდ­ნენ, იქი­დან სად წა­ვიდ­ნენ, რა გა­ა­კე­თეს, მე ხომ არ ვიცი? კო­დის გა­და­სახ­ვე­ვი­დან გზაა და თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლოთ იქე­დან წა­სუ­ლიყ­ვნენ და იმ სოფ­ლებ­ში დახ­ვედ­როდ­ნენ თა­მუ­ნას. ბავ­შვი ალ­ყა­ში ჰყავ­დათ მოქ­ცე­უ­ლი სუს-ის მან­ქა­ნებს, მერე შე­ეშ­ვნენ, თა­მუ­ნა გა­უშ­ვეს მარ­ნე­უ­ლის გზა­ზე, თვი­თონ კო­დის გზა­ზე წა­ვიდ­ნენ, თა­მუ­ნას­თან ერ­თად რომ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლიყ­ვნენ. იქ­ნებ სხვა გზით ჩა­ვიდ­ნენ იმა­ვე ად­გი­ლას? კაც­მა არ იცის, რა გა­ა­კე­თეს. სწო­რედ ეს უნდა დად­გინ­დეს. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, გა­ირ­კვეს, რამ­დენ ხან­ში, რო­დის მო­დი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, არის თუ არა მოკ­ლე გზა. შე­საძ­ლოა, სწო­რედ იმ მოკ­ლე გზით გა­და­ვიდ­ნენ და თა­მუ­ნას დახ­ვდნენ და კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ისე აა­წყვეს, თით­ქოს თა­მუ­ნა მარ­ტო მი­დის თა­ვის მო­საკ­ლა­ვად.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გვი­თხრეს, ზღვა მა­სა­ლა­აო და შეგ­ვპირ­დნენ, რომ და­ნარ­ჩენ ფი­რებ­საც გვიჩ­ვე­ნე­ბენ. ვნა­ხოთ, იქ რა დაგ­ვხვდე­ბა, რას ამო­ი­ღე­ბენ და რას გა­ა­ყალ­ბე­ბენ, ვინ იცის", - გვი­თხრა გა­რა­დცვლი­ლი გო­გო­ნას დე­დამ.

რო­გორც თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა და­ა­ა­ნონ­სა, კვი­რას, 2 სა­ათ­ზე ოჯა­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან აქ­ცი­ას აწყობს მო­თხოვ­ნით, რომ დრო­ზე გა­მო­ი­ძი­ონ და გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რონ საქ­მე და გა­მო­ძი­ე­ბა­ში სას­წრა­ფოდ ჩა­ერ­თოს ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბენ.

"ეს საქ­მე იმ­დე­ნად ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი, უკვე არაფ­რის ნდო­ბა არ მაქვს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოკ­ვდა­ვის და და­ბა­ლი რან­გის გა­კე­თე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­ლე­ვე გა­შიფ­რავ­დნენ და იპო­ვიდ­ნენ მკვლელს. არც ის უნ­დათ, რომ საქ­მე გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რონ. ამი­ტო­მაც ვა­წყობთ აქ­ცი­ას. ჩვე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა დრო­ზე გა­მო­ი­ძი­ონ ეს საქ­მე, ვე­ღარ ვით­მენ და ვერ მო­ვიც­დი. ამათ უნ­დათ, გა­წე­ლონ და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნონ საქ­მე, მერე თა­რო­ზე შე­მო­დონ სხვა გა­მო­უ­ძი­ე­ბელ საქ­მე­ებ­თან ერ­თად. მე ამათ არ და­ვუც­დი. სას­წრა­ფოდ გა­მო­ი­ძი­ონ და და­დონ მკვლე­ლე­ბის გვა­რე­ბი. ოპე­რა­ტი­უ­ლად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად თუ იმუ­შა­ვე­ბენ, შე­დე­გიც იქ­ნე­ბა. საქ­მე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თუ არ იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, უფრო რა­დი­კა­ლურ ზო­მებს მივ­მარ­თავ. ამას­თან, ჩვე­ნი ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, სას­წრა­ფოდ ჩა­ერ­თოს გა­მო­ძი­ე­ბა­ში FBI", - ამ­ბობს ambebi.ge-სთან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააა
307

აფრენთ აშკარად!!!

 ცნობისთვის: - ოფიციოზს მაგ ,,23 წლის ბავშვის" მოცილება რომ ნდომებოდა კვალსაც არ დატოვებდნენ..

პ.ს. ჩემი აზრით, ეგ გოგო რაღაც ტუსოვკაზე (მეგობარს ,,დაჩა" ჰქონია მაგ თეთრიწყაროში, ან გაიპარა პერედოზით, (ეჭვი აქვთ (გვარამიას ვერსია), რომ ნარკომანიც იყო და ლესბოსელიც), დამფრთხალმა თანამოინახეებმა სადღაც ,,გარაჟში" გადამალეს მანქანა, მერე ვერ მოსპეს კვალი და გამოაჩინეს..ღრმად მწამს, მშობლებმა ყველაფერი კარგად იციან, უბრალოდ ვიღაცის დავალებას ასრულებენ.

Mari
218

ერთი კითხვა მაქვს დედასთან და ადვოკატთან. სხვაგანაც დავწერე.. ამ პატარა გოგონას მოსაშორებლად რად უნდოდათსამი ჯიპი და კამერების წინ ამის დაფიქსირება. გარდა ამისა ესეთი რა უნდა ჩაედინა ამ ბავშვს, ან ვისი დავალებით, ესეთი რა ინფორმაცია უნდა "ეპოვა შემთხვევით", რომ ნახევარი სუსი გამოკიდებოდა ესე საქვეყნოდ.. ალოგიკურია ეს ყველაფერი.. ვინ.იყო ეს ბავშვი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბავშვი ალყაში ჰყავდათ მოქცეული... ჩვეულებრივი მოკვდავის გაკეთებული რომ იყოს, მალევე იპოვიდნენ მკვლელს" - ბაჩალიაშვილის საქმის უცნაური "ფიგურანტი" სუს-ის მანქანები

"ბავშვი ალყაში ჰყავდათ მოქცეული... ჩვეულებრივი მოკვდავის გაკეთებული რომ იყოს, მალევე იპოვიდნენ მკვლელს" - ბაჩალიაშვილის საქმის უცნაური "ფიგურანტი" სუს-ის მანქანები

27 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების კადრები გაავრცელა. გენერალური პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა 18 ივლისს გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ისინი მოითხოვდნენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში 3 ჯიპის გადაადგილების სრული მარშუტის ამსახველი ჩანაწერი ენახათ. მიხეილ რამიშვილის თქმით, სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელის გზით მაწევანს უკავშირდება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ავტომობილებს ამ მიმართულებით გაადგილება მარტივად შეეძლოთ. 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მოითხოვს, რომ პროკურატურამ სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროოს.

“არ მჯერა მე ამ კადრების. კარგი, ბაზაზე რომ შევიდნენ, იქიდან სად წავიდნენ, რა გააკეთეს, მე ხომ არ ვიცი? კოდის გადასახვევიდან გზაა და თავისუფლად შეეძლოთ იქედან წასულიყვნენ და იმ სოფლებში დახვედროდნენ თამუნას. ბავშვი ალყაში ჰყავდათ მოქცეული სუს-ის მანქანებს, მერე შეეშვნენ, თამუნა გაუშვეს მარნეულის გზაზე, თვითონ კოდის გზაზე წავიდნენ, თამუნასთან ერთად რომ არ დაფიქსირებულიყვნენ. იქნებ სხვა გზით ჩავიდნენ იმავე ადგილას? კაცმა არ იცის, რა გააკეთეს. სწორედ ეს უნდა დადგინდეს. ჩვენი მოთხოვნაა, გაირკვეს, რამდენ ხანში, როდის მოდიან ავტომობილები, არის თუ არა მოკლე გზა. შესაძლოა, სწორედ იმ მოკლე გზით გადავიდნენ და თამუნას დახვდნენ და კამერის ჩანაწერები სპეციალურად ისე ააწყვეს, თითქოს თამუნა მარტო მიდის თავის მოსაკლავად.

პროკურატურაში გვითხრეს, ზღვა მასალააო და შეგვპირდნენ, რომ დანარჩენ ფირებსაც გვიჩვენებენ. ვნახოთ, იქ რა დაგვხვდება, რას ამოიღებენ და რას გააყალბებენ, ვინ იცის", - გვითხრა გარადცვლილი გოგონას დედამ.

როგორც თეონა თამაზაშვილმა დააანონსა, კვირას, 2 საათზე ოჯახი პროკურატურასთან აქციას აწყობს მოთხოვნით, რომ დროზე გამოიძიონ და გადააკვალიფიცირონ საქმე და გამოძიებაში სასწრაფოდ ჩაერთოს ამერიკის ფედერალური ბიურო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალური ზომების მიღებენ.

"ეს საქმე იმდენად ბურუსითაა მოცული, უკვე არაფრის ნდობა არ მაქვს. ჩვეულებრივი მოკვდავის და დაბალი რანგის გაკეთებული რომ ყოფილიყო, მალევე გაშიფრავდნენ და იპოვიდნენ მკვლელს. არც ის უნდათ, რომ საქმე გადააკვალიფიცირონ. ამიტომაც ვაწყობთ აქციას. ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა იქნება დროზე გამოიძიონ ეს საქმე, ვეღარ ვითმენ და ვერ მოვიცდი. ამათ უნდათ, გაწელონ და არჩევნებამდე მიიყვანონ საქმე, მერე თაროზე შემოდონ სხვა გამოუძიებელ საქმეებთან ერთად. მე ამათ არ დავუცდი. სასწრაფოდ გამოიძიონ და დადონ მკვლელების გვარები. ოპერატიულად და პროფესიონალურად თუ იმუშავებენ, შედეგიც იქნება. საქმე არჩევნებამდე თუ არ იქნება გამოძიებული, უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავ. ამასთან, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, სასწრაფოდ ჩაერთოს გამოძიებაში FBI", - ამბობს ambebi.ge-სთან თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

"ჩემს პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი" - შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დიჯეი

შსს-ს განცხადება რუსთავში, ახალგაზრდების დაპირისპირებაზე - "მათ განახორციელეს ძალადობა პოლიციაზე, დაკავებულია 2 პირი"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"