გარემონტებულ ქართულ საბრძოლო ავიაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული საზენიტო რაკეტებისგან თავდაცვა დასჭირდება
პოლიტიკური და კრიმინალური მოვლენებით გაბრუებულ ჩვენს საზოგადოებაში მიიჩქმალა ერთი კარგი ინფორმაცია - თავდაცვის სამინისტრომ, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო ოთხი წელი მიწას "მიჯაჭვული" მოიერიშე თვითმფრინავებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების აღდგენა-გარემონტება.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეასრულა პირობა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე, თავდაცვის მინისტრად დანიშვნისას დადო ქართული საბრძოლო ავიაციის აღდგენასთან დაკავშირებით.
24 ივლისს მარნეულის საავიაციო ბაზიდან "სუ-25" ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი დემონტაჟის შემდეგ ტრაილერებზე დაიტვირთა და თბილისის საავიაციო ქარხანაში გამოიგზავნა (სადაც ისინი თავის დროზე აიწყო). ახლა "თბილავიამშენი" და "დელტა" ერთობლივი ძალით შეუდგებიან მათ კაპიტალურ რემონტს.
გარემონტება სჭირდება 12 ერთეულ "სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავსა და ექვს "მი-24" ტიპის დამრტყმელ შვეულმფრენს, თუმცა ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რამდენის გარემონტება მოხერხდება, რადგან ზოგი მათგანის განახლება, დარჩენილი რესურსის გათვალისწინებით, "ღირებულება-ეფექტიანობის" კრიტერიუმიდან გამომდინარე, შეიძლება არც იყოს მიზანშეწონილი. გაგრძელება
ავტორი: ირაკლი ალადაშვილი
მაინტერესებს რაში ყრით ფულს.ვის რაში ჭირდება ის ჯართი.ღმერთმა დაიფაროს და ვინმემ თუ მოინდომა ჩვენთან ომი,გადაგვივლიან კატოკივით აფრენასაც ვერ მოვასწრებთ,ამიტომ მე თუ მკითხავთ ჯარიც არ გვჭირდება,ომის დროს გავრბივართ წინ მთავარსარდალი გარბის ასფალტის ცხვირით თხრით,მაგალითი გვქონდა,საზღვრები დაუცველია,საჰაერო სივრცეს ვერ ვაკონტროლებთ,საქულას დუქანივით არის ვისაც არ ეზარება გადმოგვიფრენს-გადაგვიფრენს,ამიტომ დავყენდეთ აჯობებს.
ტასო რა სისუნელეს წერ!