საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე პოლიციაში განცხადება არ შესულა და მათ მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია თერჯოლის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.
აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება" - აღნიშნულია განცხადებაში.
რათქმაუნდა რო შეტყობინება არ იქნებოდა შესული. ამაში ვარ დარწმუნებული 1000 პროცენტით და იმიტომაც იყო ის არაადამიანი გაჯეჯილებული. ყურს არ იბერტყავდა გარშემო არავინ. იმდენად ბნელი და ყრუ ხალხია,მაგდენი ცოდნა ნამდვილად არ ექნებოდათ. 11 წლის ბავშვი იხვეწებოდა პოლიციაში დარეკვას და ამ ზრდა სრულ ხალხს და განსაკუთრებით 70-იან წლებში დაბადებულ გაზრდილებს ეგრეხებათ სიმონ, ბ@@@@@ მაი.