23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მიკროავტობუსს, რომელსაც შატილში ტურისტები გადაჰყავდა, ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, გავლილი არ ჰქონდა.
ambebi.ge-მ მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომერი მონაცემთა ბაზაში გადაამოწმა. ვებგვერდზე სახელმწიფო ნომრის შეყვანის შემდეგ, ტექდათვალიერების დროულად გავლის შემთხვევაში, საიტი აჩვენებს შემდეგი ტექდათვალირების თარიღს. აღნიშნულ შემთხვევაში კი ტექინსპექტირების თარიღად 2020 წლის 13 ივლისია მთითებული, რაც ექსპერტთა თქმით ნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებას ტექდათვალიერება არ გაუვლია
ავტორი: ლიკა ამირაშავილი
საშინელი ტრაგედიაა. ეს სამგზავრიდ გადაკეთებული სატვირთოები ყველგან ხიფათის შემცველია. ასეთ სამგზავროებში მაქსიმუმ 12 სავარძელია. იგივე სიდიდის სატვირთოებს კი 20-22 ადგილიანებად აკეთებენ. ავარიაც რომ არ მოხდეს ისეც ტანჯვაა ამ მარშრუტკებით მგზავრობა. სალონში უჰაერობა და სივიწროვეა. მძღოლები სისტემატიურად არღვევენ მოძრაობის წესებს. სიგარეტს ეწევიან და გამუდმებით ტელეფონზე ლაპარაკობენ, ხოლო ჰიგიენის ნორმების დაცვაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია.არსად ასე მასიურად არ იყენებენ ამ გადაკეთებულ სატვირთოებს სამგზავროდ, როგორც საქართველოში. სახელმწიფომ უნდა აკრძალოს მათი სამგზავროდ ექსპლუატაცია. საშიშია. ბოლოს და ბოლოს სირცხვილია, თვალი ევროპისკენ გეჭიროს და ამ კარტოფილის საზიდ სატვირთოებს სამგზავროდ იყენებდე.
პასუხისმგებლობა ეკისრება ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. მათ აქვთ დაკანონებული სატვირთოების სამგზავროდ, თანაც 20-22 ადგილიანად, გადაკეთება. ტურისტულ კოპანიასაც ის აწყობს, ყვარყვარეს ციხესავით, რაც მეტ კლიენტს "დაიტევს" ეს კომბოსტოს და კარტოფილის საზიდი სატვირთოები. ახლა მაინც დაფიქრდება ვინმე ამ გენოციდური, სატვირთოების სამგზავროდ გადაკეთების და საერთოდ მათში ადგილების განსაზღვრის საკითხზე?