სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)
როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)

ჩვენ­მა კო­ლე­გამ, "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა ირმა ხარ­ში­ლა­ძემ გა­სულ კვი­რას სა­კუ­თარ ვე­რან­და­ზე გვი­მას­პინ­ძლა. ეს ვე­რან­და წლე­ბის წინ მა­სობ­რი­ვად და­წყე­ბუ­ლი მი­შე­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გაჩ­ნდა. მო­მა­ტე­ბუ­ლი ფარ­თო­ბი მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­ძი­ნებ­ლე­ბად თუ მი­სა­ღებ ოთა­ხე­ბად აქ­ცია, ირ­მას კი იქ თა­ვი­დან­ვე მწვა­ნე გა­რე­მოს შექ­მნა სურ­და. იდეა საქ­მედ მხო­ლოდ 2013 წელს აქ­ცია, დღეს კი იქ სტუმ­რო­ბა მის ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ამ ყვე­ლაფ­რის სა­ფუძ­ვე­ლი ის არის, რომ ირ­მას უზო­მოდ უყ­ვარს ბუ­ნე­ბა.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე: - ამ ყვე­ლაფ­რის ფეს­ვე­ბი ჩემი ბავ­შვო­ბი­დან მო­დის. მშობ­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ბუ­ნე­ბა, მამა მშვე­ნი­ერ ად­გი­ლებ­ში გვი­წყობ­და ექ­სკურ­სი­ებს. მდე­ლო­ებ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში რომ წა­ვი­დო­დი, ადი­გე­ნის მინ­დვ­რე­ბი მა­ო­ცებ­და, რო­მე­ლიც სუფ­თა მეს­ხუ­რი ხა­ლი­ჩა იყო... ბევ­რჯერ მიც­დია შინ ქოთ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ერთი ისე­თი ამ­ბა­ვიც მოხ­და, რო­მელ­საც ეტყო­ბა, თა­ვის დრო­ზე აღარ ჩა­ვუღ­რმავ­დი... სა­ნამ ჩვენს კორ­პუსს ფართს მო­ა­შე­ნებ­დნენ, ეზო­ში მშვე­ნი­ე­რი გამ­წვა­ნე­ბა გვქონ­და, სა­დაც ბავ­შვე­ბი ვთა­მა­შობ­დით. ერთხელ იქ ჯოხი ვი­პო­ვე, მიწა ამოვ­თხა­რე და ჩავრგე. ცოტა ხნის შემ­დეგ ბუჩ­ქი წა­მო­ი­ზარ­და და როცა მო­შე­ნე­ბა და­ი­წყო, ყვე­ლა­ზე მე­ტად მისი ამო­ძირ­კვა გან­ვი­ცა­დე. მახ­სოვს, სკო­ლა­შიც დაგ­ვარ­გვე­ვი­ნეს ნაძ­ვი, მაგ­რამ ისიც ამო­ძირ­კვეს, რად­გან იქაც კორ­პუ­სე­ბი აა­შე­ნეს.

- ამ ფარ­თის შე­მინ­ვა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- ბე­ტო­ნი რომ და­ის­ხა, მხო­ლოდ ერთი კე­დე­ლი იყო ამო­შე­ნე­ბუ­ლი და მეტი არც არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია, თან სულ ვამ­ბობ­დი, აქ ვე­რან­და მინ­და იყოს-მეთ­ქი. ამ აზრს დე­დაც იზი­ა­რებ­და. მამა მა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ისიც ამა­ვე აზ­რის იქ­ნე­ბო­და.

- მოკ­ლედ, ოც­ნე­ბა აგიხ­და...

- დიახ, და შინ რე­მონ­ტის შემ­დეგ ამ ად­გილ­საც მივ­ხე­დე - ფი­ლე­ბი და­ვა­გე, მერე კი აქა­უ­რო­ბამ კე­დე­ლი და შე­ღებ­ვა მო­ი­თხო­ვა. სა­ბო­ლო­ოდ დიდი ფარ­თო­ბი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც რა­ღა­ცით უნდა შე­მევ­სო ისე, რომ ლა­მა­ზიც ყო­ფი­ლი­ყო. რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, აქ ჰა­მა­კი ყო­ფი­ლი­ყო და ყვა­ვი­ლე­ბი - არა?! მაგ­რამ პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა მთლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ აღ­მოჩ­ნდა...

- ახლა სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია, მცე­ნა­რე­ე­ბით სავ­სე...

- ჩემი პირ­ვე­ლი მცე­ნა­რე ალოე ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა მა­ჩუ­ქა და მი­თხრა, ლა­პა­რა­კი, მო­ფე­რე­ბა უნდა, სა­ხე­ლიც და­არ­ქვი და კარ­გად გა­ა­ხა­რე­ბო. მეც ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ალე­კოც და­ვარ­ქვი, მაგ­რამ არ უშ­ვე­ლა, ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნე, ამი­ტომ სულ მე­ში­ნო­და და ვე­რან­დის­თვის ად­ვი­ლად გა­სა­ხა­რე­ბელ მცე­ნა­რე­ებს ვარ­ჩევ­დი... ყვე­ლა­ზე იო­ლად მო­სავ­ლე­ლი სუ­კუ­ლენ­ტე­ბი აღ­მოჩ­ნდა. კაქ­ტუ­სი სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და, თუმ­ცა ყვა­ვი­ლი აქვს სა­ო­ცა­რი და ამ ზა­ფხულს პირ­ვე­ლად აყ­ვავ­და კი­დეც. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

- ვე­რან­და ეტა­პობ­რი­ვად შევ­სე­ბუ­ლა...

- ვარ­დე­ბი მინ­დო­და და მა­ჩუ­ქეს. პირ­ვე­ლად რომ იყ­ვა­ვი­ლა, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ვე­რან­დის­თვის ფარ­და­სა­ვით დაშ­ვე­ბუ­ლი მცე­ნა­რეც მინ­დო­და და მი­წას, რო­მე­ლიც სხვა მცე­ნა­რის­თვის მო­ვი­ტა­ნე, სურო მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც გა­ი­ზარ­და. ახლა ძვე­ლე­ბურ ხელ­სა­ბან­ში მაქვს ჩარ­გუ­ლი. ის ჩემ­მა მო­ძღვარ­მა მა­ჩუ­ქა. ნაკ­ვეთ­ში ჰქონ­და, გა­უ­ფუჭ­და და უთ­ქვამს, ირმა გა­მო­ი­ყე­ნებ­სო. ვერ­ცხლის­ფე­რი იყო, შევ­ღე­ბე და მას­ში სურო ჩავრგე, მერე კი ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად აყ­ვავ­და.

- ამ ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი რო­დის მო­დის?

- სტი­ქი­უ­რად. არას­დროს ვიცი, რას გა­ვა­კე­თებ. უბ­რა­ლოდ, ვამ­ბობ: "მე ამის­გან გა­ვა­კე­თებ" და ვი­წყებ. ვმუ­შა­ობ ნე­ბის­მი­ერ დროს. შე­იძ­ლე­ბა სტა­ტი­ას ვწერ­დე, მი­ვა­ტო­ვო და რა­მის კე­თე­ბა და­ვი­წყო. ზოგ­ჯერ საქ­მე­ში თავ­ზე ისე დამ­თე­ნე­ბია, ვერც გა­მი­გია. სე­რი­ო­ზუ­ლი აზარ­ტია გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)

როგორ აქცია ჟურნალისტმა ვერანდა ყვავილების ბაღად - "ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია... სერიოზული აზარტია(ფოტოები)

ჩვენმა კოლეგამ, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ირმა ხარშილაძემ გასულ კვირას საკუთარ ვერანდაზე გვიმასპინძლა. ეს ვერანდა წლების წინ მასობრივად დაწყებული მიშენებების შედეგად გაჩნდა. მომატებული ფართობი მოსახლეობამ საძინებლებად თუ მისაღებ ოთახებად აქცია, ირმას კი იქ თავიდანვე მწვანე გარემოს შექმნა სურდა. იდეა საქმედ მხოლოდ 2013 წელს აქცია, დღეს კი იქ სტუმრობა მის ახლობლებსა და მეგობრებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამ ყველაფრის საფუძველი ის არის, რომ ირმას უზომოდ უყვარს ბუნება.

ირმა ხარშილაძე: - ამ ყველაფრის ფესვები ჩემი ბავშვობიდან მოდის. მშობლებს ძალიან უყვარდათ ბუნება, მამა მშვენიერ ადგილებში გვიწყობდა ექსკურსიებს. მდელოებზე ვგიჟდებოდი. სამცხე-ჯავახეთში რომ წავიდოდი, ადიგენის მინდვრები მაოცებდა, რომელიც სუფთა მესხური ხალიჩა იყო... ბევრჯერ მიცდია შინ ქოთნის მცენარეების მოვლა, თუმცა უშედეგოდ. ერთი ისეთი ამბავიც მოხდა, რომელსაც ეტყობა, თავის დროზე აღარ ჩავუღრმავდი... სანამ ჩვენს კორპუსს ფართს მოაშენებდნენ, ეზოში მშვენიერი გამწვანება გვქონდა, სადაც ბავშვები ვთამაშობდით. ერთხელ იქ ჯოხი ვიპოვე, მიწა ამოვთხარე და ჩავრგე. ცოტა ხნის შემდეგ ბუჩქი წამოიზარდა და როცა მოშენება დაიწყო, ყველაზე მეტად მისი ამოძირკვა განვიცადე. მახსოვს, სკოლაშიც დაგვარგვევინეს ნაძვი, მაგრამ ისიც ამოძირკვეს, რადგან იქაც კორპუსები ააშენეს.

- ამ ფართის შემინვაზე არ გიფიქრია?

- ბეტონი რომ დაისხა, მხოლოდ ერთი კედელი იყო ამოშენებული და მეტი არც არაფერი გაგვიკეთებია, თან სულ ვამბობდი, აქ ვერანდა მინდა იყოს-მეთქი. ამ აზრს დედაც იზიარებდა. მამა მანამდე გარდაიცვალა, მაგრამ ცოცხალი რომ ყოფილიყო, ისიც ამავე აზრის იქნებოდა.

- მოკლედ, ოცნება აგიხდა...

- დიახ, და შინ რემონტის შემდეგ ამ ადგილსაც მივხედე - ფილები დავაგე, მერე კი აქაურობამ კედელი და შეღებვა მოითხოვა. საბოლოოდ დიდი ფართობი გამოჩნდა, რომელიც რაღაცით უნდა შემევსო ისე, რომ ლამაზიც ყოფილიყო. როგორ წარმოგიდგენიათ, აქ ჰამაკი ყოფილიყო და ყვავილები - არა?! მაგრამ პირველი მცდელობა მთლად წარმატებული ვერ აღმოჩნდა...

- ახლა სრულფასოვანი მოსასვენებელი ადგილია, მცენარეებით სავსე...

- ჩემი პირველი მცენარე ალოე ბავშვობის მეგობარმა მაჩუქა და მითხრა, ლაპარაკი, მოფერება უნდა, სახელიც დაარქვი და კარგად გაახარებო. მეც ველაპარაკებოდი, ალეკოც დავარქვი, მაგრამ არ უშველა, ვერ გადავარჩინე, ამიტომ სულ მეშინოდა და ვერანდისთვის ადვილად გასახარებელ მცენარეებს ვარჩევდი... ყველაზე იოლად მოსავლელი სუკულენტები აღმოჩნდა. კაქტუსი საერთოდ არ მინდოდა, თუმცა ყვავილი აქვს საოცარი და ამ ზაფხულს პირველად აყვავდა კიდეც. აღფრთოვანებული ვიყავი.

- ვერანდა ეტაპობრივად შევსებულა...

- ვარდები მინდოდა და მაჩუქეს. პირველად რომ იყვავილა, ბედნიერი ვიყავი. ვერანდისთვის ფარდასავით დაშვებული მცენარეც მინდოდა და მიწას, რომელიც სხვა მცენარისთვის მოვიტანე, სურო მოჰყვა, რომელიც გაიზარდა. ახლა ძველებურ ხელსაბანში მაქვს ჩარგული. ის ჩემმა მოძღვარმა მაჩუქა. ნაკვეთში ჰქონდა, გაუფუჭდა და უთქვამს, ირმა გამოიყენებსო. ვერცხლისფერი იყო, შევღებე და მასში სურო ჩავრგე, მერე კი ყველაფერი ერთად აყვავდა.

- ამ ყველაფრის კეთების სურვილი როდის მოდის?

- სტიქიურად. არასდროს ვიცი, რას გავაკეთებ. უბრალოდ, ვამბობ: "მე ამისგან გავაკეთებ" და ვიწყებ. ვმუშაობ ნებისმიერ დროს. შეიძლება სტატიას ვწერდე, მივატოვო და რამის კეთება დავიწყო. ზოგჯერ საქმეში თავზე ისე დამთენებია, ვერც გამიგია. სერიოზული აზარტია განაგრძეთ კითხვა

"უცხო ადამიანები თვალს აყოლებენ, რაზეც ღიმილით ამბობს, ერთი შემოხედვა 100 ლარი" - 13 წლის ბიჭს იშვიათი დაავადება სტანჯავს, მშობლები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ

ევა ბარბაქაძე შეყვარებულია - ვინ არის შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილის რჩეული (ფოტოები)

"სპორტი უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, სამწუხაროდ, ეს ხშირად  პირიქით ხდება", -  რა კომენტარს აკეთებს თორნიკე შენგელია მოსკოვში ჩასვლის შემდეგ