მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
PHR: ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა - "ის  წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას"
PHR: ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა - "ის  წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას"

ორ­გა­ნი­ზა­ცია პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ( PHR)აცხა­დებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მათი მო­თხოვ­ნა გა­ი­ზი­ა­რა და ჩოგ­ბურ­თელ, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ბრა­ლი და­უმ­ძი­მა. მათი გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­ერ­თი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქტს. გთა­ვა­ზობთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბას:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ი­ზი­ა­რა PHR-ის მო­თხოვ­ნა და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა და­ა­ზუს­ტა. გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ად­გი­ლი ჰქონ­და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ არა­ერ­თი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქტს. ამას­თა­ნა­ვე, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით სის­ტე­მა­ტურ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბას, რის შე­დე­გა­დაც ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი გა­ნიც­დი­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტან­ჯვას.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ედა­ვე­ბა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით სხვა­დას­ხვა დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ოთხ ეპი­ზოდ­ზე და სის­ტე­მა­ტურ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბას.

ამას­თა­ნა­ვე, გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ ბრა­ლად წარ­დგე­ნი­ლი ეპი­ზო­დე­ბის გარ­და, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში გა­სუ­ლია სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის სის­ტე­მა­ტუ­რო­ბი­სა და სიმ­ძი­მის შე­ფა­სე­ბი­სას.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 20 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ი­ნიშ­ნა

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
niko
0

რას ნიშნავს ეკონომიური ძალადობა? სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდა დოროყაშვილთან და ფულს არ უხდიდა?

ლალი
32

ნელი დეიდა რა კაი ბედში ჩავარდნილხარ, აწი გაცხოვრებს მთელი ცხოვრება ამის ალიმენტები. ისე ახია მაგაზე, თვალები კარდაგ უნდა გაეხილა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

PHR: ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა - "ის  წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას"

PHR: ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა - "ის  წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას"

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ( PHR) აცხადებს, რომ პროკურატურამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ჩოგბურთელ, ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმა. მათი განცხადებით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. გთავაზობთ ორგანიზაციის განცხადებას:

"საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა