სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი, მიხაელ ბალაკი სიმსივნეს ებრძვის
ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი, მიხაელ ბალაკი სიმსივნეს ებრძვის

გერ­მა­ნი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი მი­ხა­ელ ბა­ლა­კი სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის. ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნულ და ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში წე­რენ.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Bild-ის ცნო­ბით, ბა­ლაკს პან­დე­მი­ის დროს კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ექი­მებ­მა მას ზურ­გის ტვინ­თან სიმ­სივ­ნუ­რი წა­მო­ნა­ზარ­დი აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

43 წლის ბა­ლაკს ჰა­ნო­ვე­რის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მას გა­მო­ნა­ზარ­დი ამო­აჭ­რეს.

მე­დი­ის ცნო­ბით, ბა­ლა­კი ახლა თავს კარ­გად გრძნობს და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს გა­დის.

ცნო­ბის­თვის, მი­ხა­ელ ბა­ლა­კი გერ­მა­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დად მი­იჩ­ნე­ვა. ის გერ­მა­ნი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის 4-გზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, ასე­ვე არის ინ­გლი­სის თა­სის სამ­გზის მფლო­ბე­ლი, ერთხელ მო­ი­გო ინ­გლი­სის ლი­გის თასი, ასე­ვე ერთხელ გახ­და ინ­გლი­სის ჩემ­პი­ო­ნი. ბა­ლა­კი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ორგზის ვერ­ცხლის პრი­ზი­ო­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ტი­ტუ­ლებს, ბა­ლა­კი სამ­ჯერ გახ­და გერ­მა­ნი­ის წლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი, ერთხელ უე­ფას წლის სა­უ­კე­თე­სო ნა­ხე­ვარმცვე­ლი, 2004 წელს კი ის ფი­ფამ ას სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თელს შო­რის შე­იყ­ვა­ნა.

ის თავ­და­პირ­ვე­ლად თა­მა­შობ­და „ჰემ­ნიც­ში“, სა­ი­და­ნაც „კა­ი­ზერსლა­უ­ტერნ­ში“ გა­და­ვი­და, შემ­დეგ იყო "ბა­ი­ერ­ნი" და "ჩელ­სი"

ბა­ლა­კი 2008 წლის და­ქორ­წინ­და სი­მო­ნე ლაბ­მე­ზე. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

ღმერთმა მისცეს სიმშვიდე და ჯამრთელობა!

gio
0

 ლევერკუზენშიც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი, მიხაელ ბალაკი სიმსივნეს ებრძვის

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი, მიხაელ ბალაკი სიმსივნეს ებრძვის

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკი სიმსივნეს ებრძვის. ამის შესახებ გერმანულ და ბრიტანულ მედიაში წერენ.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ბალაკს პანდემიის დროს კარანტინის პირობებში მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ექიმებმა მას ზურგის ტვინთან სიმსივნური წამონაზარდი აღმოუჩინეს.

43 წლის ბალაკს ჰანოვერის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და მას გამონაზარდი ამოაჭრეს.

მედიის ცნობით, ბალაკი ახლა თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის პროცესს გადის.

ცნობისთვის, მიხაელ ბალაკი გერმანული ფეხბურთის ლეგენდად მიიჩნევა. ის გერმანიის ჩემპიონატის 4-გზის გამარჯვებულია, ასევე არის ინგლისის თასის სამგზის მფლობელი, ერთხელ მოიგო ინგლისის ლიგის თასი, ასევე ერთხელ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ბალაკი ჩემპიონთა ლიგის ორგზის ვერცხლის პრიზიორია. რაც შეეხება ინდივიდუალურ ტიტულებს, ბალაკი სამჯერ გახდა გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ერთხელ უეფას წლის საუკეთესო ნახევარმცველი, 2004 წელს კი ის ფიფამ ას საუკეთესო ფეხბურთელს შორის შეიყვანა.

ის თავდაპირველად თამაშობდა „ჰემნიცში“, საიდანაც „კაიზერსლაუტერნში“ გადავიდა, შემდეგ იყო "ბაიერნი" და "ჩელსი"

ბალაკი 2008 წლის დაქორწინდა სიმონე ლაბმეზე. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადასტურებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა

ჩრდილოვანი მმართველობიდან მთავარ პოლიტიკურ სცენამდე - კიმ ჩენ ინმა  თავის დას უფლებამოსილების ნაწილი გადასცა

ერდოღანი კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს - "ტაძარი  უძველესია და ცნობილია უნიკალური ფრესკებით" (ფოტოები)