მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგი, სადაც პრეპარატების ქიმიური შემადგენლობაა მოცემული" - ადვოკატი
"მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგი, სადაც პრეპარატების ქიმიური შემადგენლობაა მოცემული" - ადვოკატი

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რათა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი შე­ის­წავ­ლონ.

რა­მიშ­ვი­ლის თქმით, პა­რა­ლე­ლუ­რად მო­სუ­ლია შუ­ა­ლე­დუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გი, სა­დაც იმ პრე­პა­რა­ტე­ბის ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბაა მო­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლიც თა­მა­რის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ჩან­თა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ჩვენ უკვე და­ვი­წყეთ სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დეო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვა და უკვე ამ რე­ჟიმ­ში ვართ. ახლა ვუ­ყუ­რებთ და ვად­გენთ თა­მა­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შუტს, მა­სა­ლა არის ძა­ლი­ან ვრცე­ლი და ძა­ლი­ან დიდი დრო დაგ­ვჭირ­დე­ბა მის შე­სას­წავ­ლად.

ამავდრო­უ­ლად მო­სუ­ლია შუ­ა­ლე­დუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი. ახლა ძა­ლი­ან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა­ფე­რი, ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, ყვე­ლა ჩვენს მო­თხოვ­ნას მაქ­სი­მა­ლუ­რად ას­რუ­ლე­ბენ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ გა­და­მოწ­მდე­ბა.

ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებ­ზე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი, თუ რო­მე­ლი უცხო­უ­რი კომ­პა­ნია მოგ­ვაწ­ვდის ამ სუ­რა­თებს. შუ­ა­ლე­დურ დას­კვნა­ში არის მი­თი­თე­ბუ­ლი ის პრე­პა­რა­ტე­ბი, რაც იყო ჩან­თა­ში. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი პრე­პა­რა­ტია და „გუ­გლ­ში“ რაც იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, ბევ­რი რა­ღაც არის გა­სარ­კვე­ვი“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5 - დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგი, სადაც პრეპარატების ქიმიური შემადგენლობაა მოცემული" - ადვოკატი

"მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგი, სადაც პრეპარატების ქიმიური შემადგენლობაა მოცემული" - ადვოკატი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თბილისის პროკურატურაში სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს, რათა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი შეისწავლონ.

რამიშვილის თქმით, პარალელურად მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგი, სადაც იმ პრეპარატების ქიმიური შემადგენლობაა მოცემული, რომელიც თამარის ბაჩალიაშვილის ჩანთაში აღმოაჩინეს.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვა და უკვე ამ რეჟიმში ვართ. ახლა ვუყურებთ და ვადგენთ თამარის გადაადგილების მარშუტს, მასალა არის ძალიან ვრცელი და ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება მის შესასწავლად.

ამავდროულად მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგები. ახლა ძალიან დაჩქარებულად მიმდინარეობს ყველაფერი, ძალიან მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი, ყველა ჩვენს მოთხოვნას მაქსიმალურად ასრულებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ გადამოწმდება.

ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება სატელიტურ სურათებზე, რამდენიმე დღეში იქნება პასუხი, თუ რომელი უცხოური კომპანია მოგვაწვდის ამ სურათებს. შუალედურ დასკვნაში არის მითითებული ის პრეპარატები, რაც იყო ჩანთაში. იქ ძალიან ბევრი პრეპარატია და „გუგლში“ რაც იყო მითითებული, ბევრი რაღაც არის გასარკვევი“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ოჯახს აჩვენეს კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ გამოდიან ახალგაზრდები ბარიდან და ლაღად მიუყვებიან ქუჩას"

პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების "უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა

"ვფიქრობდი, რომ გიორგის ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ხმამაღლა ვეძახდი" - რას ყვება მოკლული გიორგი შაქარაშვილის დედა ჩვენებაში