მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება გოგონა, რომელსაც საფრანგეთში სწავლის  დროს ცხოვრებას პრეზიდენტი პირადი ხარჯებიდან დაუფინანსებს - "მას ხელით დაწერილი წერილი მივწერე"
რას ყვება გოგონა, რომელსაც საფრანგეთში სწავლის  დროს ცხოვრებას პრეზიდენტი პირადი ხარჯებიდან დაუფინანსებს - "მას ხელით დაწერილი წერილი მივწერე"

18 წლის უნი­ჭი­ე­რე­სი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას, მა­რი­ამ გე­დე­ნი­ძის ცხოვ­რე­ბა­ში ახლა თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეტა­პია. ის საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ წამ­ყვან სა­მეც­ნი­ე­რო ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, École polytechnique-ში, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ჩა­ი­რი­ცხა.

გამ­გზავ­რე­ბის სა­კი­თხი კი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გა, რად­გა­ნაც ყო­ვე­ლი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო იმა­ზე, მო­ი­ძი­ებ­და თუ ვერა სპონ­სორს, რო­მე­ლიც მას უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას და­უ­ფი­ნან­სებ­და.

ახ­ლა­ხან გა­ირ­კვა, რომ ხარ­ჯე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა.

მა­რი­ამ გე­დე­ნი­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ მან ხე­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლი ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ის წინ გან­თავ­სე­ბულ ყუთ­ში ჩა­აგ­დო და მალე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­და­ნაც და­უ­რე­კეს.

"პრე­ზი­დენტს მივ­წე­რე წე­რი­ლი, რო­მელშსიც მო­ვუ­ყე­ვი ჩემს მიღ­წე­ვებ­ზე, ვუ­თხა­რი რო­მელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე და კონ­კრე­ტუ­ლად რაში მჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა.

ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ ნამ­დვი­ლად ნახა ეს წე­რი­ლი, გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა და დროც გა­მო­ყო იმის­თვის, რომ პი­რა­დად გამ­სა­უბ­რე­ბო­და. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ პი­რა­დად მო­ის­მი­ნა, ასე ვთქვათ, ქუ­ჩი­დან მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­თხო­ვა­რი.

იმე­დი მქონ­და, რომ გა­მო­მეხ­მა­უ­რე­ბო­და, თუმ­ცა ზარი პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

მი­თხრეს, რომ თუ თბი­ლის­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და შემ­დეგ დღეს მეც­ლე­ბო­და, შე­მეძ­ლო ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს­თან შეხ­ვედ­რა. გა­მი­ხარ­და და თან გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გა­ნაც ასე­თი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რე­ა­ლუ­რად ხდე­ბო­და და პრე­ზი­დენ­ტთან მქონ­და შემ­დეგ დღეს შეხ­ვედ­რა. ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო“, - ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

ის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს და გვიყ­ვე­ბა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მას საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა და რჩე­ვე­ბიც მის­ცა.

"ვი­სა­უბ­რეთ ჩემს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, კო­მა­როვ­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, ამა­ზეც. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო იმით, რომ ფრან­გუ­ლი ენაც ვიცი. რჩე­ვე­ბი მომ­ცა და მი­თხრა, რომ სულ კონ­ტაქ­ტზე ვიქ­ნე­ბით და თუ რამე დაგ­ჭირ­დე­ბა, ყო­ველ­თვის დახ­მა­რე­ბის ხელს გა­მო­გი­წო­დებ და რჩე­ვებ­საც მოგ­ცემ იქ ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თო.

პი­რა­დი ხარ­ჯე­ბი­დან გა­მო­მი­ყო იქ ცხოვ­რე­ბის თან­ხა, ანუ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­ზე ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯებს და­ფა­რავს - კამ­პუ­სის ქი­რას და ა.შ. ეს და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სწავ­ლა სულ სამ­წლი­ა­ნია და შემ­დე­გი ორი წელი ვიქ­ნე­ბი, ასე ვთქვათ, ჩემს ხარ­ჯზე, თუმ­ცა პირ­ვე­ლი წელი ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამა­ში ძა­ლი­ან დიდი დახ­მა­რე­ბა გა­მი­წია მან. მი­თხრა, რომ იქ სა­მუ­შა­ოს აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვიო.

6 სექ­ტემ­ბერს მივფრი­ნავ პა­რიზ­ში, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო კვი­რა გვექ­ნე­ბა და ამის შემ­დეგ, ორ კვი­რა­ში უკვე და­ი­წყე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი აკა­დე­მი­უ­რი წელი“, - ამ­ბობს მა­რი­ამ გე­დე­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Natashka
2

rogorc iqna kargi da sasargeblo saqme gaketda ..da saertodac swavlis safasurs tu mtavrobidan daafinanseben nichier moswavleebze mainc...iqneb momavali uketesi iyos.

* * *
1

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რას ყვება გოგონა, რომელსაც საფრანგეთში სწავლის  დროს ცხოვრებას პრეზიდენტი პირადი ხარჯებიდან დაუფინანსებს - "მას ხელით დაწერილი წერილი მივწერე"

რას ყვება გოგონა, რომელსაც საფრანგეთში სწავლის  დროს ცხოვრებას პრეზიდენტი პირადი ხარჯებიდან დაუფინანსებს - "მას ხელით დაწერილი წერილი მივწერე"

18 წლის უნიჭიერესი ქართველი გოგონას, მარიამ გედენიძის ცხოვრებაში ახლა თავბრუდამხვევად წარმატებული ეტაპია. ის საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, École polytechnique-ში, სრული დაფინანსებით ჩაირიცხა.

გამგზავრების საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგანაც ყოველივე დამოკიდებული იყო იმაზე, მოიძიებდა თუ ვერა სპონსორს, რომელიც მას უცხო ქვეყანაში ცხოვრებას დაუფინანსებდა.

ახლახან გაირკვა, რომ ხარჯების დაფინანსება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა.

მარიამ გედენიძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ მან ხელით დაწერილი წერილი ათონელის რეზიდენციის წინ განთავსებულ ყუთში ჩააგდო და მალე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც დაურეკეს.

"პრეზიდენტს მივწერე წერილი, რომელშსიც მოვუყევი ჩემს მიღწევებზე, ვუთხარი რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარე და კონკრეტულად რაში მჭირდებოდა დახმარება.

ძალიან გამიმართლა, რომ ქალბატონმა სალომემ ნამდვილად ნახა ეს წერილი, გულთან ახლოს მიიტანა და დროც გამოყო იმისთვის, რომ პირადად გამსაუბრებოდა. ძალიან გამიხარდა, რომ პირადად მოისმინა, ასე ვთქვათ, ქუჩიდან მისული ადამიანის სათხოვარი.

იმედი მქონდა, რომ გამომეხმაურებოდა, თუმცა ზარი პრეზიდენტის რეზიდენციიდან მაინც მოულოდნელი იყო.

მითხრეს, რომ თუ თბილისში ვიმყოფებოდი და შემდეგ დღეს მეცლებოდა, შემეძლო ქალბატონ სალომესთან შეხვედრა. გამიხარდა და თან გაოცებული ვიყავი, რადგანაც ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში რეალურად ხდებოდა და პრეზიდენტთან მქონდა შემდეგ დღეს შეხვედრა. ეს ამბავი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ემოციური იყო“, - ამბობს მარიამი.

ის პრეზიდენტთან შეხვედრას იხსენებს და გვიყვება, რომ სალომე ზურაბიშვილმა მას საფრანგეთში ცხოვრების გამოცდილება გაუზიარა და რჩევებიც მისცა.

"ვისაუბრეთ ჩემს საგანმანათლებლო გამოცდილებაზე, კომაროვში რომ ვსწავლობდი, ამაზეც. ქალბატონი სალომე ძალიან გახარებული იყო იმით, რომ ფრანგული ენაც ვიცი. რჩევები მომცა და მითხრა, რომ სულ კონტაქტზე ვიქნებით და თუ რამე დაგჭირდება, ყოველთვის დახმარების ხელს გამოგიწოდებ და რჩევებსაც მოგცემ იქ ცხოვრებასთან დაკავშირებითო.

პირადი ხარჯებიდან გამომიყო იქ ცხოვრების თანხა, ანუ უნივერსიტეტის კამპუსზე ცხოვრების ხარჯებს დაფარავს - კამპუსის ქირას და ა.შ. ეს დაფინანსება იქნება ერთი წლის განმავლობაში.

სწავლა სულ სამწლიანია და შემდეგი ორი წელი ვიქნები, ასე ვთქვათ, ჩემს ხარჯზე, თუმცა პირველი წელი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამაში ძალიან დიდი დახმარება გამიწია მან. მითხრა, რომ იქ სამუშაოს აუცილებლად იპოვიო.

6 სექტემბერს მივფრინავ პარიზში, საკოორდინაციო კვირა გვექნება და ამის შემდეგ, ორ კვირაში უკვე დაიწყება უნივერსიტეტის პირველი აკადემიური წელი“, - ამბობს მარიამ გედენიძე.

"ექიმები გიჟებივით დარბიან...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

ერთად შეკრებილი ათასობით ადამიანი უხანში - როგორ იზეიმეს ჰელოუინი ქალაქში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა

"სიყვარული ფერადია და ფოტოებიც ფერადი უნდა იყოს“ - ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის რომანტიკული ფოტოები "პარიზული დღეებიდან“