ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია
მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კენედების შთამომავალი ჰოლივუდური გარეგნობითა და პოლიტიკური ამბიციებით - "აჩვენეთ ჯეკი რესპუბლიკელ ქალებს და არჩევნებს დემოკრატები მოიგებენ"
14:37 / 19-08-2020
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ჯონ ფიცჯერალდ კენედსა და მის ოჯახს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჯონ კენედი იყო ლიდერი, რომელიც ამერიკელებს მისი მკვლელობიდან წლების შემდეგაც არ ავიწყდებათ და რომელიც კვლავ რჩება ყველაზე საყვარელ პრეზიდენტად.
ვინ არის ჯონ კენედის ქარიზმატული შვილიშვილი, რომელსაც დიდ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ქალები კი დაქორწინებას სთხოვენ
კენედების ოჯახური კლანი შტატებში დღემდე დიდი გავლენით სარგებლობს. ჯონის პოლიტიკური გზა, გარკვეულწილად, მისმა ქალიშვილმა, ქეროლაინ კენედმა გააგრძელა, რომელიც იაპონიაში აშშ-ის ელჩად მუშაობდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ცოცხლად გადარჩენილი კენედები ყოველთვის იყვნენ ჯონისა და ჯეკი კენედების ჩრდილში.
ახლა კი, როგორც ჩანს, ჯონის შვილიშვილის, ჯეკ შლოსბერგის გაბრწყინების დრო დადგა. 27 წლის ჯეკი ბოლო დღეებია ვარსკვლავად იქცა.
პირველ ფოტოზე ჯეკ შლოსბერგი, ხოლო მეორეზე მისი ბიძა, ჯონ კენედი უმცროსი. მიიჩნევენ, რომ ჯეკი ძალიან ჰგავს ბიძას
მისმა სახელმა შტატებში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში გაიხმაურა. ჯეკ შლოსბერგი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს ღიად უჭერს მხარს. მან აღნიშნულ თემაზე პატრიოტული მოტივით სავსე ვიდეომიმართვაც გაავრცელა. ვიდეოში ის დედასთან, ქეროლაინთან ერთადაა.
დრო შეიცვალა, მაგრამ ის საკითხები, რომლებიც ბაბუაჩემის დროს იყო აქტუალური - გამბედაობა, ერთიანობა და პატრიოტიზმი დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1960 წელს. ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელსაც სჯერა, რომ ამერიკის საუკეთესო დღეები ჯერ არ დამდგარა. ჩვენ გვჭირდება ჯო ბაიდენი, - ამბობს "ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჯეკ შლოსბერგი.
გავიცნოთ უკეთ აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ერთადერთი ვაჟი შვილიშვილი
ჯონ კენედის შვილიშვილს საზოგადოების ნაწილი კენედების ოჯახის ყველაზე ქარიზმატულ წარმომადგენლად მიიჩნევს და წარმატებულ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
მისი სრული სახელია ჯონ ბოვირ კენედი შლოსბერგი, თუმცა ყველა ჯეკის ეძახის. ჯონ ფიცჯერალდ კენედის შვილიშვილი 1993 წლის 19 იანვარს დაიბადა. ის კენედის ქალიშვილის ქეროლაინისა და დიზაინერ ედ შლოსბერგის უმცროსი შვილი და ერთადერთი ვაჟია (წყვილს კიდევ ორი შვილი ჰყავს, გოგონები)
ჯეკ შლოსბერგმა 2015 წელს იელის უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც, 2017 წელს სწავლა ჰარვარდში, სამართლის სკოლაში გააგრძელა. ჰარვარდში სწავლა 2018 წელს დაასრულა.
ჯეკს უფროსი დები - როუზი და ტატიანა ჰყავს. შლოსბერგის მამა მართლმადიდებელ ებრაელთა ოჯახში დაიბადა და მას უკრაინული წარმომავლობის წინაპრებიც ჰყავს.
ჯეკის, როუზისა და ტატიანას ბავშვობის ფოტო
2015 წლის ოქტომბერში, იელის დამთავრების შემდეგ, შლოსბერგმა მუშაობა დაიწყო ტოკიოში, კომპანია Rakuten-ში. 2016 წელს კი მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გადაინაცვლა.
ჯეკი არ უარყოფს, რომ სამომავლოდ პოლიტიკური კარიერის აწყობა სურს და მისი გეგმები სწორედ პოლიტიკას უკავშირდება, თუმცა ძალები მსახიობადაც მოსინჯა. ის სერიალ Blue Bloods-ის ბოლო, მერვე სეზონში მონაწილეობს, სადაც ოფიცერ ჯეკ ჰამერის როლი შეასრულა.
2017 წელს, როდესაც პოლიტიკური ინტერესების შესახებ ჰკითხეს, ასეთი პასუხი გასცა: "პოლიტიკა ნამდვილად მაინტერესებს, ყველაზე მეტად საჯარო სამსახურით ვარ დაინტერესებული". ჯეკი, ისევე როგორც მისი დედა, ქეროლაინი, წლებია დემოკრატების მხარდამჭერია.
ჯეკ შლოსბერგის ბოლო გამოჩენამ და ბაიდენის მხარდასაჭერად გაკეთებულმა პოლიტიკურმა განცხადებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ადამიანები ვიდეო მიმართვას აზიარებენ და თვლიან, რომ მასში ბაბუის გენები ჭარბადაა. ასევე, საზოგადოებას არ გამოჰპარვია, რომ ჯეკი ძალიან ჰგავს თავის ბიძას, ჯონ კენედი უმცროსს, რომელიც 1999 წელს, 38 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ჯონ კენედი უმცროსი, ჯეკის ბიძა, რომელსაც ძალიან ამსგავსებენ შლოსბერგს
ჯეკ შლოსბერგს უკვე უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა და არა მხოლოდ პოლიტიკური შეხედულების, არამედ ვიზუალის გამოც.
დღეს ის „ტვიტერის“ მთავარი ტრენდია. ვნახოთ, რას წერენ სოციალურ ქსელში:
"აღიარეთ, რამდენმა დაგუგლეთ ჯეკ შლოსბერგის ასაკი?"

ჯეკი ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე დედასთან ერთად
ჯეკი არ უარყოფს, რომ სამომავლოდ პოლიტიკური კარიერის აწყობა სურს და მისი გეგმები სწორედ პოლიტიკას უკავშირდება, თუმცა ძალები მსახიობადაც მოსინჯა. ის სერიალ Blue Bloods-ის ბოლო, მერვე სეზონში მონაწილეობს, სადაც ოფიცერ ჯეკ ჰამერის როლი შეასრულა.
2017 წელს, როდესაც პოლიტიკური ინტერესების შესახებ ჰკითხეს, ასეთი პასუხი გასცა: "პოლიტიკა ნამდვილად მაინტერესებს, ყველაზე მეტად საჯარო სამსახურით ვარ დაინტერესებული". ჯეკი, ისევე როგორც მისი დედა, ქეროლაინი, წლებია დემოკრატების მხარდამჭერია.
გარდა ბაბუისგან გენეტიკურად გადმოცემული პოლიტიკური შეხედულებებისა, მასში ბებიის, ჟაკლინ კენედის გენებიც ჭარბადაა, რაც უპირველეს ყოვლისა ჩაცმის სტილში გამოიხატება. ამერიკაში ჯეკ შლოსბერგს ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ მამაკაცად მიიჩნევენ.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჯეკ შლოსბერგი Vanity Fair-მა წლის საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცებს შორის დაასახელა.
შლოსბერგი სოციალური ქსელების ვარსკვლავიცაა და როგორც მისი თაობის უმეტესობა, ისიც გატაცებულია მიმებით და აქტიურად აქვეყნებს ხოლმე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე სახალისო ფოტოებს, ისევე, როგორც პირად ფოტოებს, ბაბუის ვიდეოებსა და სხვადასხვა გამონათქვამებს.
ჯეკ შლოსბერგის ბოლო გამოჩენამ და ბაიდენის მხარდასაჭერად გაკეთებულმა პოლიტიკურმა განცხადებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ადამიანები ვიდეო მიმართვას აზიარებენ და თვლიან, რომ მასში ბაბუის გენები ჭარბადაა. ასევე, საზოგადოებას არ გამოჰპარვია, რომ ჯეკი ძალიან ჰგავს თავის ბიძას, ჯონ კენედი უმცროსს, რომელიც 1999 წელს, 38 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ჯონ კენედი უმცროსი, ჯეკის ბიძა, რომელსაც ძალიან ამსგავსებენ შლოსბერგს
ჯეკ შლოსბერგს უკვე უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა და არა მხოლოდ პოლიტიკური შეხედულების, არამედ ვიზუალის გამოც.
დღეს ის „ტვიტერის“ მთავარი ტრენდია. ვნახოთ, რას წერენ სოციალურ ქსელში:
"აღიარეთ, რამდენმა დაგუგლეთ ჯეკ შლოსბერგის ასაკი?"

How many people just googled Jack Schlossberg's age before sending that inappropriate text to their friends? #DemConvention #DemocraticConvention pic.twitter.com/PxIMuXfRIX
— Elyssa (@ElyssaK) August 19, 2020

"ჯეკ შლოსბერგი შესაძლოა, მომავალში პრეზიდენტად აირჩიონ"
"კენედების გენი ძალიან ძლიერია და ამას ეს ბიჭიც ადასტურებს"
"ჯეკ შლოსბერგ, მე შენზე დაქორწინება მინდა"
"ის ძალიან ჰგავს ბიძას, ჯონ კენედი უმცროსს"
"აჩვენეთ ეს ბიჭი რესპუბლიკელ ქალებს და ისინი მხარს დემოკრატებს დაუჭერენ"

Jack Schlossberg, Caroline Kennedy’s son — the late JFK JR, her brother. pic.twitter.com/1HVSiQnO9K
— silverprincess💛 (@marsha_vivinate) August 19, 2020

მე კი ბებიას ვამგვანებ, თანაც სახელი ჯეკი. ოღონდ ამერიკელებს არ აწყობთ
უმცროსი და ერთადერთი ვაჟი? შენ ქართველი არის?