მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიმშილობას ვიწყებთ მე და ჩემი მეუღლე, ასევე "ტოიოტა ქამრიში" მსხდომი პირების მშობლები" - დაკავებული არასრულწლოვანის მამა
"შიმშილობას ვიწყებთ მე და ჩემი მეუღლე, ასევე "ტოიოტა ქამრიში" მსხდომი პირების მშობლები" - დაკავებული არასრულწლოვანის მამა

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის ზ.ხ-ს მა­მის, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მის­მა შვილ­მა სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შიმ­ში­ლო­ბას უკვე იწყებს.

თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მისი შვი­ლი ითხოვ­და, რომ ის სიც­რუ­ის დე­ტექ­ტო­რის მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­ე­კი­თხათ, რათა ამ­გვა­რად თა­ვი­სი სი­მარ­თლე და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა. ამას­თან, მა­მის გან­მარ­ტე­ბით, დღეს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად თა­ვა­დაც აპი­რებს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძემ გან­მარ­ტა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი თვი­თონ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა, რად­გან მო­სა­მარ­თლემ ერთ-ერთი პრო­კუ­რო­რის აცი­ლე­ბის შე­სა­ხებ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

"ახლა მივ­დი­ვარ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის წინ, სა­დაც შიმ­ში­ლო­ბას ვი­წყებ, ჩემი მე­უღ­ლეც შე­მო­მი­ერ­თდე­ბა. ასე­ვე შიმ­ში­ლო­ბას იწყებს ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მშო­ბე­ლი, ვინც „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში იჯდა. ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ დაგ­ვეხ­მა­რეთ. ად­ვო­კა­ტიც უფა­სოდ მემ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გან სახ­ლი გავ­ყი­დე. ჩემი შვი­ლის სი­მარ­თლე­ში დარ­წმუნ­და", - გა­ნა­ცხა­და ხო­მა­სუ­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
2

ესენი აქამდე ჭამდნენ და ეძინათ? ცხოველების მშობლები

ანი
0

ბენზინი წაიღეთ გადაისხით თან !!!!!!! გცხვენოდეთ .. შიმშილი კი არა წიგნი წაიკითხე ძლივს რომ ბლუყუნებ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"შიმშილობას ვიწყებთ მე და ჩემი მეუღლე, ასევე "ტოიოტა ქამრიში" მსხდომი პირების მშობლები" - დაკავებული არასრულწლოვანის მამა

"შიმშილობას ვიწყებთ მე და ჩემი მეუღლე, ასევე "ტოიოტა ქამრიში" მსხდომი პირების მშობლები" - დაკავებული არასრულწლოვანის მამა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მისმა შვილმა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას უკვე იწყებს.

თამაზ ხომასურიძის განმარტებით, მისი შვილი ითხოვდა, რომ ის სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოეკითხათ, რათა ამგვარად თავისი სიმართლე დაემტკიცებინა. ამასთან, მამის განმარტებით, დღეს გენერალური პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას მეუღლესთან ერთად თავადაც აპირებს.

გარდა ამისა, როგორც თამაზ ხომასურიძემ განმარტა, სასამართლო პროცესი თვითონ პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან მოსამართლემ ერთ-ერთი პროკურორის აცილების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ახლა მივდივარ გენერალური პროკურატურის წინ, სადაც შიმშილობას ვიწყებ, ჩემი მეუღლეც შემომიერთდება. ასევე შიმშილობას იწყებს ყველა იმ ადამიანის მშობელი, ვინც „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილში იჯდა. ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ. ადვოკატიც უფასოდ მემსახურება, რადგან სახლი გავყიდე. ჩემი შვილის სიმართლეში დარწმუნდა", - განაცხადა ხომასურიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

ბათუმში ადვოკატმა ცოლს ჰიგიენის წესების დაუცველობის გამო უჩივლა - "სულ სერიალებს უყურებს... ტანსაცმელს სპირტით რომ ვამუშავებ, დამცინის"

"გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები..." - ადვოკატის კომენტარი სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გაცნობის შემდეგ

"თამარმა იანვარში შეიძინა ელექტროშოკი, იმ მომენტში ნორვეგიაში მყოფ ქართველს ესაუბრებოდა" - ბაჩანა ლობჟანიძე