პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"
აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი:  "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

აფხა­ზე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არა­ერთ რე­ჟი­სორს უმუ­შა­ვია. ამ­ჯე­რად გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი მუ­შა­ობს სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმზე - "ზღვის ორი ნა­პი­რი", რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, თავ­და­დაა პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მი­აჩ­ნია, რომ ამ თე­მა­ზე ახლა სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა სწო­რე­დაც რომ დრო­უ­ლია. სცე­ნა­რის ივა ფე­ზუ­აშ­ვილს ეკუთ­ვნის და გვარ­წმუ­ნებს, რომ ის გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე მუ­შა­ობს.

"დღეს ყვე­ლა თა­ვის მხრივ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცდი­ლობს, რა­ღაც გა­ა­კე­თოს, ჩვენ ჩვენ­სას ვე­ცა­დეთ და გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­ვი­წყეთ. მგო­ნია, რომ ჩვენ და აფხა­ზე­ბი ერ­თნი ვართ. ამ პრო­ექ­ტით კი­დევ ერთხელ ვიხ­სე­ნებთ ამას და აქ­ცენ­ტებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­კე­თებთ. ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ლოც­ვა-კურ­თხე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მოგ­ვცა, ასე­ვე გვეხ­მა­რე­ბა და კონ­სულ­ტა­ცი­ას გვი­წევს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და კი­დევ არა­ერ­თი სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რა. ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან, რად­გა­ნაც აქ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი.

- სცე­ნა­რი რო­გო­რია?

- თემა არის ასე­თი: რუხ­ში გად­მო­დის აფხა­ზი ბა­ბუა და სამ­კურ­ნა­ლოდ შვი­ლიშ­ვი­ლი გად­მოჰ­ყავს, რად­გა­ნაც იქ მისი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. რუ­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბიჭს ექთა­ნი გო­გო­ნა შე­უყ­ვარ­დე­ბა - თემა მათი სიყ­ვა­რუ­ლით იწყე­ბა.

ომში რო­გორც ხდე­ბა, ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარს, შემ­თხვე­ვით მე­გო­ბა­რი - კლა­სე­ლი შე­მოკ­ვდო­მია. ესეც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, იქ ხომ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­და. ფილმში ეს სენ­ტო­მენ­ტა­ლუ­რი ეპი­ზო­დი თა­მაშ­დე­ბა. მოკ­ლედ, ირ­კვე­ვა, რომ ის მე­გობ­რე­ბი ამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლის მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა ვის ვინ (ქარ­თველს აფხა­ზი თუ პი­რი­ქით) შე­მო­აკ­ვდა, ამა­ზე ხაზ­გას­მა არაა. ფაქ­ტი ის არის, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ომის შვი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან... მათ სიყ­ვა­რულს ოჯა­ხებ­ში შუღ­ლი მოჰ­ყვე­ბა, რად­გა­ნაც ერთ-ერთს მა­მის მკვლე­ლის შვი­ლი ჰქვია... სა­ბო­ლო­ოდ კი, ყვე­ლა­ფე­რი შე­რი­გე­ბით სრულ­დე­ბა.

ჩვე­ნი მე­სი­ჯი ისაა, რომ ყვე­ლა­ფერს სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­არ­ჩენს და ყვე­ლა პრობ­ლე­მას ის და­ა­მარ­ცხებს. აფხა­ზე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თად ვი­ყა­ვით და ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ერ­თად უნდა ვი­ყოთ.

გა­და­ღე­ბე­ბი არის რუხ­ში, ბა­თუმ­სა და ბლოკპოსტთან.

- ფილ­მის­თვის მუ­სი­კას ყო­ველ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ვინ არის მუ­სი­კის ავ­ტო­რი?

- ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­უნ­დტრე­კი ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ გაგ­ვი­კე­თა და გვი­თხრა, რომ მის­თვის ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დიდი პა­ტი­ვია.

- რო­გორ მოხ­ვდა ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ამ ფილმში?

- მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. რო­გორც კი პან­დე­მი­ის თემა ჩა­ივ­ლის, სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი კლი­პი უნდა გა­და­ვი­ღოთ. ეს ვა­ლე­რის კე­თი­ლი ნე­ბაა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, რო­მელ­მაც ეს სტა­ტუ­სი ახ­ლა­ხან მი­ი­ღო. ამ ფილ­მის­თვის მუ­შა­ო­ბა კი ერ­თგვა­რი მისი პო­ზი­ცია.

ასე რომ, ფილ­მის პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დი უკვე გა­და­ღე­ბუ­ლია და ახლა ზუგ­დიდ­ში მივ­დი­ვართ... პრო­ექტს მთლი­ა­ნად 25 სექ­ტემ­ბერს მოვ­რჩე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დიდი პრე­მი­ე­რის­თვის და სა­ფეს­ტი­ვა­ლო­დაც ვემ­ზა­დე­ბით - ასე რომ, ჩვე­ნი გზავ­ნი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­ვდეს...

სიყ­ვა­რულს სიყ­ვა­რუ­ლით ვპა­სუ­ხობთ და ომის თე­მას - რუ­სებს, აფხა­ზებს არ ვე­ხე­ბით - ეს აშ­კა­რაა. მაქ­სი­მა­ლუ­რად გვინ­და, ჩვენს ძმებს აფხა­ზებს და­ვე­ლა­პა­რა­კოთ და არა ოკუ­პან­ტებს.

ფილმში სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ - ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი, ზურა ყიფ­ში­ძე, ზურა შა­რია, მა­ნა­ნა სურ­მა­ვა, ბუბა ჭი­ღოშ­ვი­ლი, ჯაბა კი­ლა­ძე, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია (მის­თვის ამ ფილმში კი­ნო­დე­ბი­უ­ტია), გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვა, ნი­ნუ­ცა ჩარ­გე­იშ­ვი­ლი, თამ­თა ბაქ­რა­ძე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ენერ­გი­ას არ იშუ­რე­ბენ, რომ კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ვი­დეს და პრო­ექ­ტი შედ­გეს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)))
6

"აფხაზი,, ძმები არა იხვის ტოლმა კიდე 

Dvalteli
3

ერთმანეთს გადაკვკიდა რუსებმა და მოგებული რუსები არიან ვინ წააგო ორივემ რაც ადრე მიხვდებიან აფხაზები ამას მით უკეთესი მაგათთვის და ჩვენთვისაც სხვათაშორის არც ჩვენ ვიყავით ანგელოზები კიტოვანის და მისთანების წყალობით სადაა ახლა კიტოვანი რუსეთში ვის ბრძანებებს ასრულებდა?აფხაზიც მიხვდება ამას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი:  "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე არაერთ რეჟისორს უმუშავია. ამჯერად გიორგი კიკალეიშვილი მუშაობს სრულმეტრაჟიან ფილმზე - "ზღვის ორი ნაპირი", როგორც გვეუბნება, თავდადაა პროექტის ავტორი და მიაჩნია, რომ ამ თემაზე ახლა სურათის გადაღება სწორედაც რომ დროულია. სცენარის ივა ფეზუაშვილს ეკუთვნის და გვარწმუნებს, რომ ის გადამღებ ჯგუფთან ერთად, ძალიან საინტერესო თემაზე მუშაობს.

"დღეს ყველა თავის მხრივ, ამ მიმართულებით ცდილობს, რაღაც გააკეთოს, ჩვენ ჩვენსას ვეცადეთ და გადაღებები უკვე დავიწყეთ. მგონია, რომ ჩვენ და აფხაზები ერთნი ვართ. ამ პროექტით კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ამას და აქცენტებს ამ მიმართულებით ვაკეთებთ. ფილმის გადასაღებად ლოცვა-კურთხევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოგვცა, ასევე გვეხმარება და კონსულტაციას გვიწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო და კიდევ არაერთი სამთავრობო სტრუქტურა. ამ პროცესში ყველანი, შესაბამისად, ჩართულები არიან, რადგანაც აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება,“ - აღნიშნავს გიორგი კიკალეიშვილი.

- სცენარი როგორია?

- თემა არის ასეთი: რუხში გადმოდის აფხაზი ბაბუა და სამკურნალოდ შვილიშვილი გადმოჰყავს, რადგანაც იქ მისი დაავადების მკურნალობა ვერ მოხერხდა. რუხის საავადმყოფოში ბიჭს ექთანი გოგონა შეუყვარდება - თემა მათი სიყვარულით იწყება.

ომში როგორც ხდება, ბავშვობის მეგობარს, შემთხვევით მეგობარი - კლასელი შემოკვდომია. ესეც რომ არ ყოფილიყო, იქ ხომ ყველა ერთმანეთს იცნობდა. ფილმში ეს სენტომენტალური ეპიზოდი თამაშდება. მოკლედ, ირკვევა, რომ ის მეგობრები ამ შეყვარებული წყვილის მშობლები იყვნენ. თუმცა ვის ვინ (ქართველს აფხაზი თუ პირიქით) შემოაკვდა, ამაზე ხაზგასმა არაა. ფაქტი ის არის, რომ შეყვარებულები ომის შვილები აღმოჩნდებიან... მათ სიყვარულს ოჯახებში შუღლი მოჰყვება, რადგანაც ერთ-ერთს მამის მკვლელის შვილი ჰქვია... საბოლოოდ კი, ყველაფერი შერიგებით სრულდება.

ჩვენი მესიჯი ისაა, რომ ყველაფერს სიყვარული გადაარჩენს და ყველა პრობლემას ის დაამარცხებს. აფხაზები და ქართველები ერთად ვიყავით და ამ შემთხვევაშიც, ერთად უნდა ვიყოთ.

გადაღებები არის რუხში, ბათუმსა და ბლოკპოსტთან.

- ფილმისთვის მუსიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინ არის მუსიკის ავტორი?

- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საუნდტრეკი ვალერი მელაძემ გაგვიკეთა და გვითხრა, რომ მისთვის ამ ფილმში მონაწილეობა დიდი პატივია.

- როგორ მოხვდა ვალერი მელაძე ამ ფილმში?

- მასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. როგორც კი პანდემიის თემა ჩაივლის, საქართველოში მისი კლიპი უნდა გადავიღოთ. ეს ვალერის კეთილი ნებაა, როგორც საქართველოს მოქალაქის, რომელმაც ეს სტატუსი ახლახან მიიღო. ამ ფილმისთვის მუშაობა კი ერთგვარი მისი პოზიცია.

ასე რომ, ფილმის პირველი ეპიზოდი უკვე გადაღებულია და ახლა ზუგდიდში მივდივართ... პროექტს მთლიანად 25 სექტემბერს მოვრჩებით. მნიშვნელოვანია, რომ დიდი პრემიერისთვის და საფესტივალოდაც ვემზადებით - ასე რომ, ჩვენი გზავნილები შეიძლება ბევრ ქვეყანაში მოხვდეს...

სიყვარულს სიყვარულით ვპასუხობთ და ომის თემას - რუსებს, აფხაზებს არ ვეხებით - ეს აშკარაა. მაქსიმალურად გვინდა, ჩვენს ძმებს აფხაზებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს.

ფილმში საუკეთესო მსახიობები მონაწილეობენ - ზაზა კოლელიშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურა შარია, მანანა სურმავა, ბუბა ჭიღოშვილი, ჯაბა კილაძე, ირაკლი მაქაცარია (მისთვის ამ ფილმში კინოდებიუტია), გიორგი ხურცილავა, ნინუცა ჩარგეიშვილი, თამთა ბაქრაძე. ეს ადამიანები ენერგიას არ იშურებენ, რომ კარგი ნამუშევარი გამოვიდეს და პროექტი შედგეს.