მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემზარავი ყაჩაღობა შუახევში - 64 წლის "ფოსტალიონი" ნიღბიანებმა ხეზე მიაბეს, სცემეს და პენსიის თანხა გასტაცეს: "ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო..."
შემზარავი ყაჩაღობა შუახევში - 64 წლის "ფოსტალიონი" ნიღბიანებმა ხეზე მიაბეს, სცემეს და პენსიის თანხა გასტაცეს: "ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო..."

დღეს დი­ლით, შუ­ა­ხევ­ში, სო­ფელ ჩან­ჩხა­ლო­დან მო­მა­ვა­ლი 64 წლის ნო­დარ და­ვი­თა­ძე ორმა ნიღ­ბი­ან­მა პირ­მა და­ა­ყა­ჩა­ღა. ნო­დარ და­ვი­თა­ძემ ამ სო­ფელ­ში პენ­სი­ე­ბი და­ა­რი­გა და უკან, სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას batumelebi.netgazeti.ge ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცით, და­შა­ვე­ბულს თან ჰქონ­და თა­ვი­სი სოფ­ლის - სხე­ფის პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის გა­სა­ცე­მი თან­ხა - ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის თქმით, „ზუს­ტად არ იცის, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 ათა­სი ლარი იქ­ნე­ბო­და“.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო ახ­ლობ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ნო­დარ და­ვი­თა­ძე ჯერ ხეზე და­ა­ბეს, შემ­დეგ კი სას­ტი­კად სცე­მეს.

„ბო­ლოს ერთს უთ­ქვამს, მოდი დანა გა­ვუ­ყა­როთ და მოვ­კლა­თო. მე­ო­რეს უთ­ქვამს, ისე­დაც მკვდა­რი­აო. ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­გათ­გან მოკ­ლუ­ლია. ტე­ლე­ფო­ნიც და­უმტვრი­ეს. მერე, როცა გონს მო­ვი­და, რო­გორ­ღაც მო­ა­ხერ­ხა ხი­დან მოხ­სნა და შო­რი­ახ­ლოს მდგომ სახ­ლში მის­ვლა. იქე­დან და­რე­კეს“, - უყ­ვე­ბე­ბა სა­ა­გენ­ტოს ნო­დარ და­ვი­თა­ძის ახ­ლო­ბე­ლი.

და­ზა­რა­ლე­ბულს მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მე­ბი აქვს თა­ვის და ზურ­გის არე­ში. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ამ­ბობს, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ვერ ამო­იც­ნო. ის ამ დრო­ის­თვის შუ­ა­ხევ­ში, კლი­ნი­კა­შია იმ­ყო­ფე­ბა. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა შს სა­მი­ნის­ტრო­ში მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

batumelebi.netgazeti.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­დარ და­ვი­თა­ძე წლე­ბია სოფ­ლებს შო­რის ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბა პენ­სი­ის და­სა­რი­გებ­ლად. ის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლია და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის პრობ­ლე­მაც აქვს.

ლი­ბერ­თი ბან­კში აცხა­დე­ბენ, რომ ნო­დარ და­ვი­თა­ძეს შშმ პი­რებ­თან დაჰ­ქონ­და პენ­სია. ბან­კის გან­მარ­ტე­ბით, მათ­თვის უც­ნო­ბია, რა ოდე­ნო­ბის თან­ხა გა­ი­ტა­ცეს ყა­ჩა­ღებ­მა. ბან­კში დას­ძი­ნეს, რომ ამ ფაქ­ტის გამო არც ერთი პენ­სი­ო­ნე­რი არ და­ზა­რალ­დე­ბა და კუთ­ვნილ თან­ხას ყვე­ლა მი­ი­ღებს.

ნო­დარ და­ვი­თა­ძე კლი­ნი­კა­ში. ფოტო: სოს­ლან ზო­ი­ძე

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
10

თქვენ ხომ.არ გაუბერეთ მართლა? მიხედეთ ამ კრიმინალის მატებას თორემ აგერ ცოტახანში არჩევნებზე თქვენ მოგეკიდებით გაგებით. 

??
42

ესააა სისტემა??? 200 პარტიააა და 200-ვე მოწადინებულია რაც შეიზლება მეტი მხვერპლი იყოს რომ ხელისუფლებას სახელი გაუფუჭონ. ვინც შემჩნეულია ყველა ციხეში და იქნება სიმშვვიდე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

შემზარავი ყაჩაღობა შუახევში - 64 წლის "ფოსტალიონი" ნიღბიანებმა ხეზე მიაბეს, სცემეს და პენსიის თანხა გასტაცეს: "ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო..."

შემზარავი ყაჩაღობა შუახევში - 64 წლის "ფოსტალიონი" ნიღბიანებმა ხეზე მიაბეს, სცემეს და პენსიის თანხა გასტაცეს: "ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო..."

დღეს დილით, შუახევში, სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი 64 წლის ნოდარ დავითაძე ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძემ ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაცით, დაშავებულს თან ჰქონდა თავისი სოფლის - სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა - ოჯახის ახლობლის თქმით, „ზუსტად არ იცის, მაგრამ დაახლოებით 5-6 ათასი ლარი იქნებოდა“.

როგორც სააგენტო ახლობლებზე დაყრდნობით წერს, ნოდარ დავითაძე ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს.

„ბოლოს ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო. მეორეს უთქვამს, ისედაც მკვდარიაო. ფაქტობრივად, მაგათგან მოკლულია. ტელეფონიც დაუმტვრიეს. მერე, როცა გონს მოვიდა, როგორღაც მოახერხა ხიდან მოხსნა და შორიახლოს მდგომ სახლში მისვლა. იქედან დარეკეს“, - უყვებება სააგენტოს ნოდარ დავითაძის ახლობელი.

დაზარალებულს მრავლობითი ტრავმები აქვს თავის და ზურგის არეში. ახლობლების ინფორმაციით, ის ამბობს, რომ თავდამსხმელები ვერ ამოიცნო. ის ამ დროისთვის შუახევში, კლინიკაშია იმყოფება. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა შს სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

batumelebi.netgazeti.ge-ს ინფორმაციით, ნოდარ დავითაძე წლებია სოფლებს შორის ფეხით გადაადგილდება პენსიის დასარიგებლად. ის სოციალურად დაუცველია და ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემაც აქვს.

ლიბერთი ბანკში აცხადებენ, რომ ნოდარ დავითაძეს შშმ პირებთან დაჰქონდა პენსია. ბანკის განმარტებით, მათთვის უცნობია, რა ოდენობის თანხა გაიტაცეს ყაჩაღებმა. ბანკში დასძინეს, რომ ამ ფაქტის გამო არც ერთი პენსიონერი არ დაზარალდება და კუთვნილ თანხას ყველა მიიღებს.

ნოდარ დავითაძე კლინიკაში. ფოტო: სოსლან ზოიძე

თბილისში მაღაზია "სპარი" დააყაჩაღეს - დაკავებულია სამი პირი

"სასწრაფოს ექიმის ჩვენებით, ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა კანის მცირედი აქერცვლა, მან დაზიანების წარმომავლობა ვერ მიუთითა" - ბასილაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის დეტალებზე

"სამსახურებრივ ჩათში" მეგის თანამშრომლები წერენ, რომ მას აცრამდე ანალიზები წესრიგში არ ჰქონდა..." - რა ახალი დეტალები იკვეთება ექთნის საქმეში?