საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით
"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, დღე­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში 3 სა­ყუ­რა­დღე­ბო წერ­ტი­ლია, ესაა მეს­ტი­ის, ყაზ­ბე­გი­სა და ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რი ეპიდ­სა­წი­ნაღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა სრუ­ლად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი და მარ­თვა­დია.

„ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1336 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად 3 სა­ყუ­რა­დღე­ბო წერ­ტი­ლი გვაქვს. ერთი - კვლავ რჩე­ბა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სა­დაც 3367 PCR კვლე­ვა ჩა­ტარ­და. და­მა­ტე­ბით 1009 კვლე­ვა ჩა­ტარ­და მეს­ტი­ის გა­რეთ, რად­გან ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მეს­ტი­ა­ში ნამ­ყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს მი­მარ­თეს. მთლი­ა­ნად მეს­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გვაქვს 47 და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­შიც შე­დის ყვე­ლა­ზე დიდი, ე.წ. ლენ­ჯე­რის კლას­ტე­რი და ასე­ვე სხვა კონ­ტაქ­ტე­ბი.

მე­ო­რე სა­ყუ­რა­დღე­ბო წერ­ტი­ლია ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, სა­დაც 14 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს, მათ­გან 4 სა­ზღვრის დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია, ხოლო 10 კონ­ტაქ­ტი. მთლი­ა­ნად ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ამ დრო­ის­თვის 377 PCR კვლე­ვაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

მე­სა­მე, ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბო წერ­ტი­ლი ორი დღის წინ ქო­ბუ­ლეთ­ში გაჩ­ნდა, სა­დაც დღე­ის­თვის 3 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. სა­მი­ვე უკავ­შირ­დე­ბა ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე კაფე „ჰა­ვა­ნას“, სა­დაც და­წყე­ბუ­ლია ინ­ტენ­სი­უ­რი კვლე­ვე­ბი რო­გორც ამ ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­ტაქ­ტებ­თან, ასე­ვე თა­ვად კა­ფე­ში.

91 PCR კვლე­ვა ჩა­ტარ­და და 3-ია და­დე­ბი­თი, ხოლო 4-ზე და­მა­ტე­ბი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­რა­ლე­ლუ­რად, ქო­ბუ­ლე­თის შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ტაქ­ტი­რე­ბულ პი­რებ­ში სწრა­ფი ტეს­ტე­ბი ჩა­ტარ­და და ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლას შე­დე­გი უარ­ყო­ფი­თია“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა მარ­თვა­დია, რად­გან კლი­ნი­კუ­რად მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი არ არის.

„ისი­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და მიმ­დი­ნა­რე­ობს დაკ­ვირ­ვე­ბა. სა­მი­ვე წერ­ტილ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს “, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გამ­ყრე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, ქო­ბუ­ლე­თის ე.წ. წი­თელ ზო­ნად გა­მო­ცხა­დე­ბის რის­კი არ არ­სე­ბობს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ქო­ბუ­ლე­თის ე.წ. ცხე­ლი წერ­ტი­ლი სწრა­ფად ჩაქ­რე­ბა.

„ქო­ბუ­ლეთ­ში არა­ვი­თა­რი „წი­თელ ზო­ნად“გა­მო­ცხა­დე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ არის. საკ­მა­ოდ ბევ­რი დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბა. თა­ვად გახ­ლდით ქო­ბუ­ლეთ­ში და საკ­მა­ოდ სიმ­შვი­დეა, არა­ვი­თა­რი პა­ნი­კა არ არის. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა. აჭა­რის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და ვფიქ­რობთ, ეს ცხე­ლი წერ­ტი­ლი სწრა­ფად ჩაქ­რე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ ზო­მებს, რაც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წეს­და.

„მიმ­დი­ნა­რე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში მო­მი­წია ყოფ­ნა და არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორც სხვა­დას­ხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ასე­ვე სხვა ად­გი­ლებ­ში. მინ­და გი­თხრათ, რომ ყვე­ლა სას­ტუმ­რო­ში საკ­მა­ოდ კარ­გად იცა­ვენ წე­სებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია არ­სად გამ­ქრა­ლა და ჩვენს გვერ­დით არის, ამ ბოლო შემ­თხვე­ვებ­მა სწო­რედ ეს და­ა­დას­ტუ­რა. კარ­გია, რო­დე­საც მეს­ტი­ა­ში ნამ­ყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ვირუს­ზე შე­მოწ­მე­ბა ჩა­ი­ტა­რეს. ასე­თი 1009 ადა­მი­ა­ნია, რომ­ლე­ბიც თვით­დი­ნე­ბით მი­ვიდ­ნენ სხვა­დას­ხვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში და თა­ვი­ან­თი სტა­ტუ­სი გა­და­ი­მოწ­მეს, მათ­გან და­ახ­ლო­ე­ბით 12-მდე ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და ინ­ფექ­ცია და ად­რე­ულ ეტაპ­ზე მოხ­და მათი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნა“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lol
1

ესენი ღადაობენ, ვინმე გინახავთ პირბადით ზღვაზე ან სასტუმროებში?

დედა დეოფალა
15

მოვა დროო ამდენი ტყუილებისთვის ყველა პასუხს აგებს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით

"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღეისთვის ქვეყანაში 3 საყურადღებო წერტილია, ესაა მესტიის, ყაზბეგისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ინტენსიური ეპიდსაწინაღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა, ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად კონტროლირებადი და მართვადია.

„ზოგადად, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლირებადია. დღევანდელი მონაცემებით, 1336 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. საკმაოდ ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს.

დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში გარკვეულწილად 3 საყურადღებო წერტილი გვაქვს. ერთი - კვლავ რჩება მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც 3367 PCR კვლევა ჩატარდა. დამატებით 1009 კვლევა ჩატარდა მესტიის გარეთ, რადგან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მესტიაში ნამყოფმა ადამიანებმა ლაბორატორიებს მიმართეს. მთლიანად მესტიასთან დაკავშირებული გვაქვს 47 დადებითი შემთხვევა, რომელშიც შედის ყველაზე დიდი, ე.წ. ლენჯერის კლასტერი და ასევე სხვა კონტაქტები.

მეორე საყურადღებო წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც 14 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათგან 4 საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ხოლო 10 კონტაქტი. მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 377 PCR კვლევაა ჩატარებული.

მესამე, ასევე საყურადღებო წერტილი ორი დღის წინ ქობულეთში გაჩნდა, სადაც დღეისთვის 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სამივე უკავშირდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კაფე „ჰავანას“, სადაც დაწყებულია ინტენსიური კვლევები როგორც ამ ადამიანების კონტაქტებთან, ასევე თავად კაფეში.

91 PCR კვლევა ჩატარდა და 3-ია დადებითი, ხოლო 4-ზე დამატებითი ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. პარალელურად, ქობულეთის შემთხვევასთან დაკავშირებით კონტაქტირებულ პირებში სწრაფი ტესტები ჩატარდა და ჯერჯერობით ყველას შედეგი უარყოფითია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევა მართვადია, რადგან კლინიკურად მძიმე შემთხვევები არ არის.

„ისინი გადაყვანილები არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და მიმდინარეობს დაკვირვება. სამივე წერტილში ინტენსიური ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს “, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის შეფასებით, ქობულეთის ე.წ. წითელ ზონად გამოცხადების რისკი არ არსებობს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ და ეპიდემიოლოგები იმედოვნებენ, რომ ქობულეთის ე.წ. ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება.

„ქობულეთში არავითარი „წითელ ზონად“გამოცხადების საშიშროება არ არის. საკმაოდ ბევრი დამსვენებელი იმყოფება. თავად გახლდით ქობულეთში და საკმაოდ სიმშვიდეა, არავითარი პანიკა არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. აჭარის ეპიდემიოლოგიური სამსახური, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინტენსიურად მუშაობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მის თქმით, საქართველოში მდებარე სასტუმროების უმრავლესობა ითვალისწინებს იმ ზომებს, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესდა.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე რაიონში მომიწია ყოფნა და არსებულ სიტუაციას ვაკვირდებოდი, როგორც სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, ასევე სხვა ადგილებში. მინდა გითხრათ, რომ ყველა სასტუმროში საკმაოდ კარგად იცავენ წესებს. საზოგადოებას გათავისებული აქვს, რომ კორონავირუსული ინფექცია არსად გამქრალა და ჩვენს გვერდით არის, ამ ბოლო შემთხვევებმა სწორედ ეს დაადასტურა. კარგია, როდესაც მესტიაში ნამყოფმა ადამიანებმა ვირუსზე შემოწმება ჩაიტარეს. ასეთი 1009 ადამიანია, რომლებიც თვითდინებით მივიდნენ სხვადასხვა ლაბორატორიებში და თავიანთი სტატუსი გადაიმოწმეს, მათგან დაახლოებით 12-მდე ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია და ადრეულ ეტაპზე მოხდა მათი საავადმყოფოებსა და კარანტინში გადაყვანა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

როგორია ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც  საკარანტინე სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოხტა?

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?