თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაცით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 ე.წ ლენჯერის კლასტერია, 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, 2 შემთხვევასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.
„ახალი დადასტურებული შემთხევვაა 15, 2 ლენჯერის კლასტერია, 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 იმპორტირებული შემთხვევაა (ორივე სატვირთო ავტომობილის მძღოლი), 2 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1088 გამოჯანმრთელდა“, - აცხადებენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოში.
ამასთან, 15 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა. მათგან ორი ქობულეთში დაფიქისირებულ შემთხვევასთან კავშირში მყოფი პირია, ხოლო ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
აჭარაში კორონავირუსით სულ 23 პაციენტი მკურნალობს.
"გვაქვს 4 ახალი შემთხვევა, 2 ქობულეთის კონტაქტი და 2 მძღოლი. კლინიკაში სულ 23 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კარანტინში გადაყვანილია ჯამში 54 პირი, 25 პირს აღებული აქვს სინჯები კვლევისთვის და პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი", - განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7597 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 249.
რა კომენტარი გინდათ. ამ წრეზე ივლით დიდხანს. გეტყობათ გაუგონარ ძილსა და თრობაში ხართ. ალბათ, ეს ეპოქის ნიშანია. თქვენს გამოღვიძებას კოლაფსი თუ შეძლებს. ანო კომენტარს აზრი არა აქვს. თვენი კომენტარი კოლაფსია. ის იქნება თვენი აზრიც!
კორონა არა ტოროლა, მასონები აფინანსებენ ახალი მსოფლიო წესრიგისთვის ამ აფიორას.