მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თმის შეკვრა მჭიდროდ, მარკირებული წყლის ბოთლები, თერმოსკრინინგი... - რა რეკომენდაციები შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის
თმის შეკვრა მჭიდროდ, მარკირებული წყლის ბოთლები, თერმოსკრინინგი... - რა რეკომენდაციები შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სკო­ლებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ახა­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ამ­ტკი­ცა. სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ თმის შეკ­ვრა/მჭიდ­როდ და­მაგ­რე­ბა, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ზღუ­დოს თმე­ბის სა­ხის ზე­და­პირ­თან შე­ხე­ბა, არ გა­მო­ი­ყე­ნონ სხვი­სი ნივ­თე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ ექიმს.

ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, და­ი­მუ­შა­ვონ ხე­ლე­ბი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ვერ ხერ­ხდე­ბა ხე­ლე­ბის და­ბა­ნა თხე­ვა­დი საპ­ნით და ერთჯე­რა­დი ხელ­სა­ხო­ცით გაშ­რო­ბა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მოს­წავ­ლე­ებს, რომ და­ი­ბა­ნონ ხე­ლე­ბი წყლი­თა და საპ­ნით ხი­ლუ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი სი­თხე­ე­ბის მოხ­ვედ­რი­სას, დახ­ვე­ლე­ბი­სა და და­ცე­მი­ნე­ბის დროს კი მი­ი­ფა­რონ სუფ­თა ხელ­სა­ხო­ცი (რო­მე­ლიც ერთჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­დაგ­დე­ბას) ან მოხ­რი­ლი იდაყ­ვი, მო­ე­რიდ­ნენ ხე­ლე­ბით თვა­ლებ­ზე, ცხვირ­სა და პირ­ზე შე­ხე­ბას;

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში ამას­თა­ნა­ვე, არის მი­თი­თე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სკო­ლამ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს უნდა მის­ცეს სა­კუ­თა­რი, სუფ­თა და მარ­კი­რე­ბუ­ლი (სა­ხე­ლი, გვა­რი) წყლის ბოთ­ლის სკო­ლა­ში ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია. უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­წავ­ლის მიერ ბოთ­ლის ხა­რის­ხი­ა­ნი სას­მე­ლი წყლით შევ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ონ­კა­ნი­დან, ჭი­დან, სას­მე­ლი წყლის ავ­ზი­დან, დის­პენ­სე­რი­დან; წყლის ბოთ­ლი უნდა გა­ი­რე­ცხოს და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ დღე­ში ერთხელ.

სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი მშობ­ლებ­სა და კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც ეხე­ბა, რომ­ლე­ბიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ცხე­ლე­ბის/რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ გა­უშ­ვან მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში, სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად გა­იყ­ვა­ნონ მოს­წავ­ლე სკო­ლი­დან და უზ­რუნ­ველ­ყონ ბავ­შვის მი­მარ­თვა ოჯა­ხის ექიმ­თან, ან ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში, შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად და პჯრ-ტეს­ტი­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი შე­ა­ტყო­ბი­ნონ კლა­სის დამ­რი­გე­ბელს;

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლის სივ­რცე­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სკო­ლის შე­ნო­ბის პე­რი­მეტ­რი (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­სას­ვლე­ლი/ეზო/გარე ტე­რი­ტო­რია) უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს თერ­მოსკრი­ნინ­გის ჩა­სა­ტა­რებ­ლად; სკო­ლის შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა მას­წავ­ლებ­ლე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ პირ­ბა­დით, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სხვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით -დამ­ცა­ვი ფარი/დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე­ე­ბი, ბა­ხი­ლე­ბი, ხა­ლა­თე­ბი; ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დად­გე­ნი­ლე­ბით, პირი, რო­მე­ლიც ატა­რებს თერ­მოსკრი­ნინგს, ვალ­დე­ბუ­ლია ეკე­თოს პირ­ბა­დე და იცავ­დეს 1 მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ას;

თერ­მოსკრი­ნინ­გი­სას ცხე­ლე­ბის - 370С ან 370С -ზე მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირი უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­და­მოწ­მე­ბას ვერ­ცხლის­წყლის თერ­მო­მეტ­რით 15 წუ­თი­ან შუ­ა­ლედ­ში, მო­საც­დელ სივ­რცე­ში; ვერ­ცხლის­წყლის თერ­მო­მეტ­რი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და­მუ­შავ­დეს სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით ყო­ვე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ. სი­ცხის გა­და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, 370С ან 370С -ზე მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი პირი არ და­იშ­ვე­ბა სკო­ლა­ში და ვალ­დე­ბუ­ლია მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს;

დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ სკო­ლა­ში ცხე­ლე­ბის, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვის შემ­დგომ, მოს­წავ­ლე­ე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაშ­ვე­ბა მოხ­დე­ბა პჯრ-ტეს­ტი­რე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე (COVID-19 -ით ინ­ფი­ცი­რე­ბის არ არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში);

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას წი­ნას­წარ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და ცვლა­ში მი­სა­ღე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ისე, რომ რო­გორც პრაქ­ტი­კუ­ლი, ასე­ვე თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სივ­რცე­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს არა­ნაკ­ლებ 1 -მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს ცვლებ­ში სწავ­ლე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მი. ყო­ვე­ლი ცვლის შემ­დგომ უნდა გა­მო­ცხად­დეს სა­ნი­ტა­რი­უ­ლი შეს­ვე­ნე­ბა არა­ნაკ­ლებ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­მი­ნის­ტრო­ში ასე­ვე მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მას­წავ­ლებ­ლის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლი - მკაც­რი აღ­რი­ცხვის დო­კუ­მენ­ტი - ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ტა­ნის მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ჩა­ნაც­ვლდეს აღ­რი­ცხვის ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­შინ ჟურ­ნა­ლით ყო­ვე­ლი სარ­გებ­ლო­ბის წინ და შემ­დგომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს ხე­ლე­ბის სა­ნი­ტა­ი­ზე­რით სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით და­მუ­შა­ვე­ბა.

რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში ასე­ვე, ნათ­ქვა­მია, რომ დას­ვე­ნე­ბებ­ზე ერ­თდრო­უ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის თავ­მოყ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სკო­ლამ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა და­ად­გი­ნოს სწავ­ლის და­წყე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დრო­ე­ბის და/ან სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის ხან­გრძლი­ვო­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ზღუ­დოს ვი­ზი­ტორ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სკო­ლის შე­ნო­ბა­ში. გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს ვი­ზი­ტე­ბის ზუს­ტი აღ­რი­ცხვა: ვი­ზი­ტო­რის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ინ­ფორ­მა­ცი­ის (გვა­რი, სა­ხე­ლი, სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნი), ვი­ზი­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, შე­მოს­ვლი­სა და გას­ვლის დრო­ის და­ფიქ­სი­რე­ბით.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სკო­ლებ­ში სწავ­ლა 15 სექ­ტემ­ბრი­დან გა­ნახ­ლდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pante
0

მარტო სათაური წავიკითხე და რას გეტყვით იცითთ?? დამბლოკავენ რო დავწერო! მიხვდებით ყველა!!1

მშობელი
0

წარმოუდგენელია ამდენი ბავშვის კონტროლი და მართვა, ძალიან დიდ რისკზე ხომ არ მივდივართ?ან საფრთხეში ხომ არ ვაგდებთ ყოვლისმცოდნე უფროსები ბავშვებს?და ყველაზე მთავარი ასე დაძაბული მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები შევძლებთ განათლებაზე კონცენტრაციას?იქნებ მოგვეცადა იქნებ მოგვეთმინა რომ მერე არ იყოს გვიანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თმის შეკვრა მჭიდროდ, მარკირებული წყლის ბოთლები, თერმოსკრინინგი... - რა რეკომენდაციები შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის

თმის შეკვრა მჭიდროდ, მარკირებული წყლის ბოთლები, თერმოსკრინინგი... - რა რეკომენდაციები შეიმუშავა ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის

ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა. სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სწავლების პერიოდში მოსწავლეებმა უნდა უზრუნველყონ თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება, არ გამოიყენონ სხვისი ნივთები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართონ ექიმს.

ასევე, მოსწავლეები ვალდებულები არიან, დაიცვან ჰიგიენის წესები და გაითვალისწინონ სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები. ამასთანავე, დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსწავლეებს, რომ დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას, დახველებისა და დაცემინების დროს კი მიიფარონ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი, მოერიდნენ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეკომენდაციებში ამასთანავე, არის მითითება, რომლის თანახმადაც, სკოლამ თითოეულ მოსწავლეს უნდა მისცეს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია. უზრუნველყოფილი უნდა იყოს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან; წყლის ბოთლი უნდა გაირეცხოს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ.

სამინისტროს რეკომენდაციების ნაწილი მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებსაც ეხება, რომლებიც ვალდებულები არიან ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვან მოსწავლე სკოლაში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანონ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყონ ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად, სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი შეატყობინონ კლასის დამრიგებელს;

რაც შეეხება სკოლის სივრცეში გადაადგილებას, რეკომენდაციების თანახმად, ადმინისტრაციამ სკოლის შენობის პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელი/ეზო/გარე ტერიტორია) უნდა გამოიყენოს თერმოსკრინინგის ჩასატარებლად; სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით -დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები; ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით, პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1 მეტრიან დისტანციას;

თერმოსკრინინგისას ცხელების - 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი უნდა დაექვემდებაროს ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში; ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ. სიცხის გადამოწმების შემდეგ, 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება მოხდება პჯრ-ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სასწავლო პროცესის ორგანიზებისას წინასწარ უნდა განისაზღვროს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და ცვლაში მისაღები მოსწავლეების რაოდენობა ისე, რომ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოფილი იყოს არანაკლებ 1 -მეტრიანი დისტანციის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი. ყოველი ცვლის შემდგომ უნდა გამოცხადდეს სანიტარიული შესვენება არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში.

სამინისტროში ასევე მიიჩნევენ, რომ მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი - მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი - ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება.

რეკომენდაციებში ასევე, ნათქვამია, რომ დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლამ ინდივიდუალურად უნდა დაადგინოს სწავლის დაწყების განსხვავებული დროების და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა.

ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვიზიტების ზუსტი აღრიცხვა: ვიზიტორის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი), ვიზიტის დანიშნულების, შემოსვლისა და გასვლის დროის დაფიქსირებით.

როგორც ცნობილია, სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდება.

"სულ ტალღებზეა ლაპარაკი... მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს, მთავარია ის, რომ კორონა არის" - პაატა იმნაძე

"ჩვენთვის არასასიამოვნო შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში... მინდა გავაფრთხილო ვიზიტორები" - პაატა იმნაძე

"მეძუძურს რძე რომ გაუშრეს და პატარას ბატატი აჭამოს, ჯანმრთელი გაიზრდება" - 82 წლის ფერმერი, რომელმაც ტროპიკული კულტურა ინტერნეტით აღმოაჩინა