მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?
მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?

სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში თხი­ლის მო­სავ­ლის აღე­ბა და­ი­წყო. გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თხი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თხი­ლის საშ­რობ­ში და თხი­ლის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ში "ჯეო ნათ­სი“ იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად თხი­ლის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცესს და თხი­ლის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს გა­ეც­ნო.

დღე­ი­სათ­ვის, თხი­ლის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ში უკვე ჩა­ბა­რე­ბუ­ლია მო­სავ­ლის პირ­ვე­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ექ­სპორტზე გავა.

„გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბი­სა და ფერ­მერ­თა სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. თხი­ლის მო­სავ­ლის პირ­ვე­ლი პარ­ტია, გა­ტე­ხი­ლი თხი­ლის გუ­ლის სა­ხით, ამ დღე­ებ­ში გერ­მა­ნი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა ექ­სპორტზე. თხი­ლის წარ­მო­ე­ბის გა­მარ­თუ­ლი ჯაჭ­ვი არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა. ფერ­მე­რე­ბი ღე­ბუ­ლო­ბენ შე­სა­ბა­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას, რაც იმის გა­რან­ტი­აა, რომ გა­ი­ზარ­დოს ინ­ტე­რე­სი, ფერ­მერ­მა მო­იყ­ვა­ნოს მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია, იზ­რუ­ნოს მო­სავ­ლი­ა­ნო­ბის ზრდა­ზე და იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვილ­მა.

2 დღის წინ ხა­ნიშ­ვი­ლი სა­მეგ­რე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ჩხო­რო­წყუს (სოფ. ლე­სი­ჭი­ნე), წა­ლენ­ჯი­ხი­სა (სოფ. ნა­კი­ფუ) და ზუგ­დი­დის (სოფ. შამ­გო­ნა) მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მე­თხი­ლე ფერ­მე­რე­ბის პლან­ტა­ცი­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა და მო­სავ­ლის აღე­ბის პრო­ცესს გა­ეც­ნო.

ხა­ნიშ­ვი­ლი თქმით, წლე­ვან­დე­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მო­სა­ვა­ლი გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია, რაც ფერ­მე­რე­ბის შე­მო­სავ­ლებ­სა და სა­ექ­სპორ­ტო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ზრდა­ზეც აი­სა­ხე­ბა

„გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ფერ­მე­რე­ბი წელ­საც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, შარ­შან­დელ­ზე უკე­თეს მო­სა­ვალს მი­ი­ღე­ბენ. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თხი­ლი ბევ­რი ოჯა­ხის­თვის შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­როა, ამა­ვე დროს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ტია. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­მუ­შა­ვა თხი­ლის გა­დარ­ჩე­ნის კომ­პლექ­სუ­რი გეგ­მა, რო­მე­ლიც სრულ ჯაჭვს - აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან და სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბებს, ამ პრო­ცეს­ში ფერ­მე­რე­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას და თხი­ლის სწო­რად მოვ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბას მო­ი­ცავს. წლე­ვან­დე­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მო­სა­ვა­ლი გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია, რაც ფერ­მე­რე­ბის შე­მო­სავ­ლებ­სა და სა­ექ­სპორ­ტო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ზრდა­ზეც აი­სა­ხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვილ­მა.

წელს თხი­ლის ხა­რის­ხი კარ­გია, მო­სა­ვა­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ვი­და, შე­სა­ბა­მი­სად, ერთი კი­ლოგ­რა­მის ფასი სა­შუ­ა­ლოდ 3-4 ლარი იქ­ნე­ბა

სა­მეგ­რე­ლო­ში, ხობ­ში მდე­ბა­რე სა­წარ­მო „ჯორ­ჯი­ან პრო­დაქტს რე­ნე­სან­სი” 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლოდ 2-2,5 ათას ტონა თხილს ამუ­შა­ვებს. სე­ზონ­ზე კომ­პა­ნი­ა­ში 80 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, არა­სე­ზონ­ზე კი 30.

რო­გორც „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას „ჯორ­ჯი­ან პრო­დაქტ რე­ნე­სან­სის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბაია სა­ლუქ­ვა­ძე აცხა­დებს, კომ­პა­ნია თხი­ლის ჩა­ბა­რე­ბას მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან და­ი­წყებს.

„პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, წელს მო­სა­ვა­ლი არის კარ­გი ხა­რის­ხის. მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, მაგ­რამ ეს გა­დარ­ჩე­ვა­დია და სა­ერ­თო ხა­რისხზე ვერ აი­სა­ხე­ბა. მო­სავ­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც არის საკ­მა­ოდ კარ­გი. ეს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მთელს მსოფ­ლი­ო­შიც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­გი­ლობ­რი­ვი ფასი და არც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ექ­სპორ­ტო ფასი მა­ღა­ლი არ არის და ჯერ­ჯე­რო­ბით არ იქ­ნე­ბა. გარ­ჩე­უ­ლი თხი­ლის სა­ექ­სპორ­ტო ფასი სა­შუ­ა­ლოდ, 5,5-6 დო­ლა­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ბა­რე­ბის ფასი კი სა­შუ­ა­ლოდ, 3-3,5 ლარი.

სა­ერ­თოდ, თხი­ლის ბა­ზარ­ზე ფა­სე­ბი ძა­ლი­ან ცვა­ლე­ბა­დია, ის არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქარ­თულ სა­მომ­ხმა­რებ­ლო და შემ­სყიდ­ველ ბა­ზარ­ზე. და­მო­კი­დე­ბუ­ლია თურ­ქე­თის ფას­ზე, ამი­ტომ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ი­მა­ტოს ფას­მა, მაგ­რამ ამას ახლა ვერ გათ­ვლი“, - გა­ნა­ცხა­და ბაია სა­ლუქ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 2019 წელს, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ, „თხი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან“ ერ­თად, „თხი­ლის გა­დარ­ჩე­ნის პროგ­რა­მა“ შე­ი­მუ­შა­ვა. თხი­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში 25 ათა­სამ­დე მე­თხი­ლე ფერ­მე­რია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფომ ასო­ცი­ა­ცი­ას გა­დას­ცა 2500 სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­სა­წამ­ლი აგ­რე­გა­ტი, რი­თაც ფერ­მე­რე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ; ისი­ნი თხი­ლის მოვ­ლის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ებს 150 აგ­რო­ნომ -კონ­სულ­ტან­ტი­სა­გან იღე­ბენ, რაც მათ აგ­რო­სა­მუ­შა­ო­ე­ბის სწო­რად და დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბათ.

წელს 50-55 ათას ტო­ნამ­დე თხი­ლის მო­სა­ვალს ელო­დე­ბი­ან, რაც, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ბარბარე
0

ხომ მოვერიეთ საბოლოოდ ფაროსანას. ახლა რატომ აღარაფერს ამბობენ კრიტიკოსები, ვინც ამით ხარობდა და გესლიან კომენტარებს აკეთებდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?

სამეგრელოს რეგიონში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თხილის საშრობში და თხილის გადამმუშავებელ საწარმოში ,,ჯეო ნათსი“ იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ხანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თხილის ჩაბარების პროცესს და თხილის ლაბორატორიული კვლევების შედეგებს გაეცნო.

დღეისათვის, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში უკვე ჩაბარებულია მოსავლის პირველი პარტია, რომელიც უახლოეს დღეებში ექსპორტზე გავა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერთა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. თხილის მოსავლის პირველი პარტია, გატეხილი თხილის გულის სახით, ამ დღეებში გერმანიაში გაიგზავნება ექსპორტზე. თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ფერმერები ღებულობენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

2 დღის წინ ხანიშვილი სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ჩხოროწყუს (სოფ. ლესიჭინე), წალენჯიხისა (სოფ. ნაკიფუ) და ზუგდიდის (სოფ. შამგონა) მუნიციპალიტეტებში მეთხილე ფერმერების პლანტაციები დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

ხანიშვილი თქმით, წლევანდელი მაღალი ხარისხის მოსავალი გატარებული ღონისძიებებისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგია, რაც ფერმერების შემოსავლებსა და საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაზეც აისახება

„გვაქვს მოლოდინი, რომ ფერმერები წელსაც მაღალი ხარისხის, შარშანდელზე უკეთეს მოსავალს მიიღებენ. დასავლეთ საქართველოში თხილი ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ამის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა თხილის გადარჩენის კომპლექსური გეგმა, რომელიც სრულ ჯაჭვს - აზიურ ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, ამ პროცესში ფერმერების აქტიურ ჩართულობას და თხილის სწორად მოვლის მიმართულებით ცოდნის ამაღლებას მოიცავს. წლევანდელი მაღალი ხარისხის მოსავალი გატარებული ღონისძიებებისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგია, რაც ფერმერების შემოსავლებსა და საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაზეც აისახება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

წელს თხილის ხარისხი კარგია, მოსავალიც დიდი რაოდენობით მოვიდა, შესაბამისად, ერთი კილოგრამის ფასი საშუალოდ 3-4 ლარი იქნება

სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი” 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანია წლის განმავლობაში საშუალოდ 2-2,5 ათას ტონა თხილს ამუშავებს. სეზონზე კომპანიაში 80 ადამიანია დასაქმებული, არასეზონზე კი 30.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის” დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე აცხადებს, კომპანია თხილის ჩაბარებას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

„პირველადი მონაცემებით, წელს მოსავალი არის კარგი ხარისხის. მცირე დაზიანებები აქვს, მაგრამ ეს გადარჩევადია და საერთო ხარისხზე ვერ აისახება. მოსავლის რაოდენობაც არის საკმაოდ კარგი. ეს არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოშიც. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი ფასი და არც საერთაშორისო საექსპორტო ფასი მაღალი არ არის და ჯერჯერობით არ იქნება. გარჩეული თხილის საექსპორტო ფასი საშუალოდ, 5,5-6 დოლარია, საქართველოში ჩაბარების ფასი კი საშუალოდ, 3-3,5 ლარი.

საერთოდ, თხილის ბაზარზე ფასები ძალიან ცვალებადია, ის არ არის დამოკიდებული ქართულ სამომხმარებლო და შემსყიდველ ბაზარზე. დამოკიდებულია თურქეთის ფასზე, ამიტომ, შესაძლებელია, ოქტომბრიდან მოიმატოს ფასმა, მაგრამ ამას ახლა ვერ გათვლი“, - განაცხადა ბაია სალუქვაძემ.

ცნობისთვის, 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად, „თხილის გადარჩენის პროგრამა“ შეიმუშავა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში 25 ათასამდე მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი, რითაც ფერმერები სარგებლობენ; ისინი თხილის მოვლის შესახებ რეკომენდაციებს 150 აგრონომ -კონსულტანტისაგან იღებენ, რაც მათ აგროსამუშაოების სწორად და დროულად ჩატარებაში ეხმარებათ.

წელს 50-55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები

18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამა 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება, თანხების ჩარიცხვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - პრემიერი დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე

18- წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალ იწყება - დეტალური ინფორმაცია