საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობთ, მესტიაში ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ" - ამირან გამყრელიძე
"ვფიქრობთ, მესტიაში ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მეს­ტი­ა­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში პა­ტა­რა ეპი­და­ფეთ­ქე­ბა მალე დას­რულ­დე­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთ სო­ფელ­ში და ერთ თემ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 32 შემ­თხვე­ვა გვაქვს, სი­ტუ­ა­ცია, სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­ტროლს. არა­ვი­თა­რი პა­ნი­კა არ არის. ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ტეს­ტი­რე­ბის­თვის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ხდე­ბა. ვფიქ­რობთ, ამ პა­ტა­რა ეპი­და­ფეთ­ქე­ბას დრო­უ­ლად ჩა­ვაქ­რობთ", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ ხდე­ბა ბრი­გა­დე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა იმის­თვის, რომ მათ ვი­საც კა­რან­ტი­ნი უმ­თავ­რდე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დეთ.

"300-მდე ადა­მი­ა­ნია მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი. დღეს გა­კეთ­დე­ბა გეგ­მა, რო­დის უმ­თავ­რდე­ბათ მათ კა­რან­ტი­ნის 12 დღე. ყვე­ლა უნდა გა­ი­ტეს­ტოს და ისე გა­ვი­დეს კა­რან­ტი­ნი­დან. ამის­თვის ხდე­ბა ბრი­გა­დე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაც", - ამ­ბობს გამ­ყრე­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს 10 აგ­ვის­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მა­ღა­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კის გამო შე­ი­ზღუ­და შეს­ვლა-გა­მოს­ვლა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში: დაბა მეს­ტი­ის, ბე­ჩოს, ეცე­რის, იდ­ლი­ა­ნის, იფა­რის, კა­ლას, ლა­ტა­ლის, ლა­ხა­მუ­ლის, ლენ­ჯე­რის, მუ­ლა­ხის, ნაკ­რას, უშ­გუ­ლის, ფა­რის, ცხუ­მა­რის, წვირ­მის, ჭუ­ბე­რის და ხა­ი­შის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვფიქრობთ, მესტიაში ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ" - ამირან გამყრელიძე

"ვფიქრობთ, მესტიაში ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, ამირან გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში პატარა ეპიდაფეთქება მალე დასრულდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოფელში და ერთ თემში კორონავირუსის 32 შემთხვევა გვაქვს, სიტუაცია, სრულად ექვემდებარება კონტროლს. არავითარი პანიკა არ არის. ეპიდემიოლოგებს ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება. ადამიანების გამოყვანა ტესტირებისთვის ორგანიზებულად ხდება. ვფიქრობთ, ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ხდება ბრიგადების მობილიზება იმისთვის, რომ მათ ვისაც კარანტინი უმთავრდებათ, შესაბამისი ტესტირება ჩაუტარდეთ.

"300-მდე ადამიანია მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული. დღეს გაკეთდება გეგმა, როდის უმთავრდებათ მათ კარანტინის 12 დღე. ყველა უნდა გაიტესტოს და ისე გავიდეს კარანტინიდან. ამისთვის ხდება ბრიგადების მობილიზებაც", - ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

"მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რაზე ისაუბრა სოფო შევარდნაძემ პუტინთან შეხვედრის დროს?

მთიან აჭარაში ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს