საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს
"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს

ერ­თწ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თხილ­ნარ­ში მცხოვ­რე­ბი ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის 11 სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი კვლავ სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით შე­იკ­რი­ბა. 2019 წლის 4 აგ­ვის­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ გელა და მა­დო­ნა ფუტ­კა­რა­ძე­ებს 9 შვი­ლი ჩა­მო­არ­თა და მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მა­შინ ცხრა ბავ­შვი­დან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი 5 თვის იყო, ხოლო უფ­რო­სი -16-ის.

ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის ამ­ბა­ვი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც ფაქ­ტის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და­წე­რა. აღ­ნიშ­ნულ­მა პრობ­ლე­მამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აჭა­რის რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ცი­სა­ნა ჩიკ­ვა­ი­ძე ოჯა­ხის­თვის ბავ­შე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას, მცი­რე­წლოვ­ნე­ბის­თვის შე­უ­სა­ბა­მო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით ხსნი­და.

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და, რის შე­დე­გა­დაც მათ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დათ. ბავ­შვე­ბის სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტა­რი­ელ მა­ხა­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

AMBEBI.GE 9 შვი­ლის დე­დას, მა­დო­ნა ფუტ­კა­რა­ძეს ესა­უბ­რა:

- პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავთ! გა­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი...

- დიდი მად­ლო­ბა! ჩვენს ოჯახ­ში ზე­ი­მია. უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი. ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ერთი წლის შემ­დეგ ენით აღუ­წე­რე­ლი სი­ხა­რუ­ლი ტრი­ა­ლებს. ჩვე­ნი პრობ­ლე­მა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ტა­ნა გულ­თან. თით­ქოს მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­ერ­თი­ან­და ჩვენს ირ­გვლივ. ვინ არ ჩა­ე­რია საქ­მე­ში. პირ­ველ რიგ­ში, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს ად­ვო­კატს პა­ა­ტა შა­ვა­ძეს. ძა­ლი­ან იბ­რძო­და.

ასე­ვე, სა­პატ­რი­არ­ქოს, ჩვენს მე­უ­ფეს და ყვე­ლას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას, ვინც გულ­თან მი­ი­ტა­ნა ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი. ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მარ­ნენ ემიგ­რან­ტე­ბი. რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ილია ძო­წე­ნი­ძის მი­მართ რო­გორ გა­მოვ­თქვა მად­ლო­ბა, არ ვიცი. მან შე­უქ­მნა ჩემს შვი­ლებს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა. გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ფული, რი­თაც სრუ­ლად შევ­ძლებთ კარ­გი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას ბავ­შვე­ბის­თვის. ახ­ლაც რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენს სახ­ლში. ჩემი მე­უღ­ლე მი­დის ქა­ლაქ­ში, რომ ავე­ჯი იყი­დოს, მო­წეს­რიგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

- რა­ტომ ჩა­მო­გარ­თვეს ბავ­შვე­ბი და გა­და­იყ­ვა­ნეს მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში? თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი იყო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- მე თვი­თო­ნაც არ ვიცი რა მი­ზე­ზით წა­იყ­ვა­ნეს ჩემი შვი­ლე­ბი. მა­ინ­ტე­რე­სებს, ვსვამ კი­თხვას: ან რო­მე­ლი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ან რო­მე­ლი­მე სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს აქვს უფ­ლე­ბა ბავ­შვი პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე ისე წა­იყ­ვა­ნოს, რომ მშობ­ლის ნე­ბარ­თვა არ ჰქონ­დეს, მშო­ბე­ლი არ ეს­წრე­ბო­დეს და­კი­თხვას?! სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შა­კებ­მა ისე წა­იყ­ვა­ნეს ჩემი შვი­ლე­ბი სკო­ლი­დან და­კი­თხვა­ზე, რომ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. რაც უნ­დო­დათ ის ათ­ქმე­ვი­ნეს ბავ­შვებს. დრო იხელ­თეს, რომ ბავ­შვე­ბი წა­ეყ­ვა­ნათ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ვი­ყა­ვი იმ დროს ზუს­ტად, ბავ­შვე­ბის­თვის პენ­სი­ის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე. მო­სუ­ლან სახ­ლში და ბავ­შვე­ბი უკი­თხა­ვად მიჰ­ყავ­დათ. მთე­ლი სა­მე­ზობ­ლო დამ­დგა­რა ფეხ­ზე და იმ­დე­ნი ქნეს მე­ზობ­ლებ­მა, რომ ჩვენ მის­ვლამ­დე ბავ­შვე­ბი არ გა­ა­ტა­ნეს. ეს იყო ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მე სი­ტყვე­ბით ვერ აღვწერ იმას, რა­საც მა­შინ გან­ვიც­დი­დი. ვინც დე­დაა, ის მიხ­ვდე­ბა და წარ­მო­იდ­გენს.

5 თვის ბავ­შვი ძუ­ძუ­დან ამაგ­ლი­ჯეს, სულ ტი­რილ-ტი­რი­ლით წა­იყ­ვა­ნეს ბავ­შვე­ბი, პო­ლი­ცი­ის ძა­ლით. არ ვა­ტან­დით. გვი­თხრეს, რომ ექვს თვე­ში დაგ­ვიბ­რუ­ნებ­დნენ ბავ­შვებს, მას შემ­დეგ რაც სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი მო­წეს­რიგ­დე­ბო­და. გა­ვი­და ერთი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი წელი და ახლა შევ­ძე­ლით ბავ­შვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. ეს ერთი წელი იყო წა­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე ჩემ­თვის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ 5 თვის ჩვი­ლი, რო­მელ­საც ძუ­ძუს ვა­წო­ვებ­დი, სა­ღა­მო­ო­ბით რომ სახ­ლში არ იყო, რა დღე­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ერთი სი­ცო­ცხლე წა­მარ­თვეს, ბავ­შვე­ბი რომ წა­იყ­ვა­ნეს.

- ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ხომ ნა­ხუ­ლობ­დით შვი­ლებს?

- კი, ვნა­ხუ­ლობ­დით. ამა­ზე პრობ­ლე­მა არ შეგვქმნია მე და ჩემს მე­უღ­ლეს. მაგ­რამ ერთი სიკ­ვდი­ლი იყო , რო­დე­საც უკან მარ­ტო­ე­ბი მოვ­დი­ო­დით. გვე­ტი­რე­ბოდ­ნენ და გვთხოვ­დნენ, წაგ­ვიყ­ვა­ნეო. რო­გორც ვიცი, მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში რომ იყ­ვნენ ჩემი შვი­ლე­ბი, იმ ოჯახს თითო ბავ­შვზე 450 ლარს ური­ცხავ­დნენ. რო­დე­საც ჩემ­თან იყ­ვნენ ჩემი შვი­ლე­ბი თითო ბავ­შვზე და­ახ­ლო­ე­ბით 100 ლარი მე­რი­ცხე­ბო­და.

თუ აქვს სა­ხელ­მწი­ფოს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს და­ეხ­მა­როს, რა­ტომ არ უწყობს ხელს თა­ვად ოჯა­ხებს? 4 000 ლარ­ზე მეტი რომ ჩემ­თვის მო­ე­ცათ თვე­ში, ხომ მექ­ნე­ბო­და უფრო უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი?! ათას ლა­რად რამ­დე­ნი რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა? ყვე­ლა ერთ ოჯახ­ში იყო მინ­დო­ბა­ში, მხე­ი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში იყ­ვნენ სო­ფელ გან­თი­ად­ში, აქვე. ოჯა­ხი მაქ­სი­მუმს აკე­თებ­და ჩემი შვი­ლე­ბის­თვის, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა ვუხ­დი მათ.

- სა­ნამ ბავ­შვებს წა­იყ­ვან­დნენ, სა­ხელ­მწი­ფომ ბა­თუმ­ში ბინა შე­გი­ძი­ნათ, რო­მე­ლიც გა­ყი­დეთ. რა­ტომ გა­ყი­დეთ ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი? რო­გო­რია ახლა თქვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა? შეძ­ლებთ ბავ­შვე­ბის რჩე­ნას?

- ეს ბინა იმი­ტომ გავ­ყი­დეთ, რომ უფრო დიდი ფარ­თი შეგ­ვე­ძი­ნა. და სო­ფელ­ში ვი­ყი­დეთ კერ­ძო სახ­ლი, დიდი ეზო­თი, სა­დაც გვაქვს ხე­ხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი, ყა­ნე­ბი და ვა­მუშ­ვებთ მი­წას. გავ­რცელ­და ჭორი, თით­ქოს ჩვენ ბინა გავ­ყი­დეთ და ბავ­შვებს ფული და­ვუ­ხარ­ჯეთ. უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი, მეტი სივ­რცე და თა­ვის რჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გვქო­ნო­და, იმი­ტომ გა­ვა­კე­თეთ ეს.

არ მინ­და ისე გა­მო­ვი­დეს, თით­ქოს უმა­დუ­რი ვარ იმით, რი­თაც მეხ­მა­რე­ბი­ან. უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ დე­დე­ბი შვი­ლებს არა­სო­დეს და­ა­შო­რონ. ეს აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლია... მინ­და, რომ ყვე­ლას ყავ­დეს თა­ვი­სი შვი­ლი ოჯახ­ში და ბავ­შვე­ბი თა­ვი­ანთ დედ-მა­მას­თან გა­ი­ზარ­დონ. ყვე­ლა ქარ­თველ დე­დას ვუ­სურ­ვებ, რომ თვი­თონ გა­ზარ­დონ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი.

მივ­მარ­თავ ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს, თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს - მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის და­შო­რე­ბის მა­გივ­რად, ოჯახს შე­უქ­მე­ნით პი­რო­ბე­ბი, თუ რა­ი­მეს სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ. ნურც მზრუნ­ვე­ლო­ბას მო­აკ­ლებთ და ნურც - დედ-მა­მის სით­ბოს. თუ ის შე­უძ­ლი­ათ, მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იმ­დე­ნი ფული და­უ­რი­ცხონ ოჯა­ხებს, იმის ნა­ხე­ვა­რი რომ და­უ­რი­ცხონ მშობ­ლებს, ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხომ არ მოხ­დე­ბა ?!

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
10

❤❤❤

goga
48

ეს თუ მართალია, რომ მინდობით აღზრდაში ოჯახს 450 ლარს უხდიან, ხოლო ბიოლოგიურ მშობლებს 100 - ს, მაშინ ჩვენი საქმე წასულია, არც სახელმწიფო გვქონია და აღარც ჩვენ ვყოფილვართ ერი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს

"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს

ერთწლიანი განშორების შემდეგ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფუტკარაძეების 11 სულიანი ოჯახი კვლავ სრული შემადგენლობით შეიკრიბა. 2019 წლის 4 აგვისტოს სოციალური მომსახურების სააგენტომ გელა და მადონა ფუტკარაძეებს 9 შვილი ჩამოართა და მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. მაშინ ცხრა ბავშვიდან ყველაზე უმცროსი 5 თვის იყო, ხოლო უფროსი -16-ის.

ფუტკარაძეების ამბავი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ფაქტის შესახებ "ფეისბუქზე" დიმიტრი ლორთქიფანიძემ დაწერა. აღნიშნულმა პრობლემამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-სთან საუბარში, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი, ცისანა ჩიკვაიძე ოჯახისთვის ბავშების ჩამორთმევას, მცირეწლოვნებისთვის შეუსაბამო საცხოვრებელი პირობებით ხსნიდა.

მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად უამრავი ადამიანი გაერთიანდა, რის შედეგადაც მათ საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ბავშვების სახლში დაბრუნების ემოციური მომენტი სოციალურ ქსელში ტარიელ მახარაძემ გაავრცელა.

AMBEBI.GE 9 შვილის დედას, მადონა ფუტკარაძეს ესაუბრა:

- პირველ რიგში, გილოცავთ! გავიზიარეთ თქვენი ემოციები...

- დიდი მადლობა! ჩვენს ოჯახში ზეიმია. უზომოდ გახარებულები ვართ ყველანი. ჯოჯოხეთური ერთი წლის შემდეგ ენით აღუწერელი სიხარული ტრიალებს. ჩვენი პრობლემა მთელმა საქართველომ მიიტანა გულთან. თითქოს მთელი ქვეყანა გაერთიანდა ჩვენს ირგვლივ. ვინ არ ჩაერია საქმეში. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ადვოკატს პაატა შავაძეს. ძალიან იბრძოდა.

ასევე, საპატრიარქოს, ჩვენს მეუფეს და ყველას, აბსოლუტურად ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი გასაჭირი. ძალიან დაგვეხმარნენ ემიგრანტები. რუსეთში მცხოვრები ილია ძოწენიძის მიმართ როგორ გამოვთქვა მადლობა, არ ვიცი. მან შეუქმნა ჩემს შვილებს უზრუნველყოფილი ცხოვრება. გამოგვიგზავნა ფული, რითაც სრულად შევძლებთ კარგი პირობების შექმნას ბავშვებისთვის. ახლაც რემონტი მიმდინარეობს ჩვენს სახლში. ჩემი მეუღლე მიდის ქალაქში, რომ ავეჯი იყიდოს, მოწესრიგდება ყველაფერი.

- რატომ ჩამოგართვეს ბავშვები და გადაიყვანეს მინდობით აღზრდაში? თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანი იყო ეს გადაწყვეტილება?

- მე თვითონაც არ ვიცი რა მიზეზით წაიყვანეს ჩემი შვილები. მაინტერესებს, ვსვამ კითხვას: ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ან რომელიმე სოციალურ მუშაკს აქვს უფლება ბავშვი პოლიციაში დაკითხვაზე ისე წაიყვანოს, რომ მშობლის ნებართვა არ ჰქონდეს, მშობელი არ ესწრებოდეს დაკითხვას?! სოციალურმა მუშაკებმა ისე წაიყვანეს ჩემი შვილები სკოლიდან დაკითხვაზე, რომ არაფერი ვიცოდი. რაც უნდოდათ ის ათქმევინეს ბავშვებს. დრო იხელთეს, რომ ბავშვები წაეყვანათ.

ჯანდაცვის სამინისტროში ვიყავი იმ დროს ზუსტად, ბავშვებისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე. მოსულან სახლში და ბავშვები უკითხავად მიჰყავდათ. მთელი სამეზობლო დამდგარა ფეხზე და იმდენი ქნეს მეზობლებმა, რომ ჩვენ მისვლამდე ბავშვები არ გაატანეს. ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში. მე სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, რასაც მაშინ განვიცდიდი. ვინც დედაა, ის მიხვდება და წარმოიდგენს.

5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, სულ ტირილ-ტირილით წაიყვანეს ბავშვები, პოლიციის ძალით. არ ვატანდით. გვითხრეს, რომ ექვს თვეში დაგვიბრუნებდნენ ბავშვებს, მას შემდეგ რაც სველი წერტილები, სამზარეულო და სხვა საყოფაცხოვრებო პირობები მოწესრიგდებოდა. გავიდა ერთი ჯოჯოხეთური წელი და ახლა შევძელით ბავშვების დაბრუნება. ეს ერთი წელი იყო წამოუდგენლად რთული როგორც ბავშვებისთვის, ისე ჩემთვის. წარმოიდგინეთ 5 თვის ჩვილი, რომელსაც ძუძუს ვაწოვებდი, საღამოობით რომ სახლში არ იყო, რა დღეში ვიქნებოდი. ერთი სიცოცხლე წამართვეს, ბავშვები რომ წაიყვანეს.

- ამ პერიოდის განმავლობაში ხომ ნახულობდით შვილებს?

- კი, ვნახულობდით. ამაზე პრობლემა არ შეგვქმნია მე და ჩემს მეუღლეს. მაგრამ ერთი სიკვდილი იყო , როდესაც უკან მარტოები მოვდიოდით. გვეტირებოდნენ და გვთხოვდნენ, წაგვიყვანეო. როგორც ვიცი, მინდობით აღზრდაში რომ იყვნენ ჩემი შვილები, იმ ოჯახს თითო ბავშვზე 450 ლარს ურიცხავდნენ. როდესაც ჩემთან იყვნენ ჩემი შვილები თითო ბავშვზე დაახლოებით 100 ლარი მერიცხებოდა.

თუ აქვს სახელმწიფოს შესაძლებლობა, რომ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმაროს, რატომ არ უწყობს ხელს თავად ოჯახებს? 4 000 ლარზე მეტი რომ ჩემთვის მოეცათ თვეში, ხომ მექნებოდა უფრო უკეთესი პირობები?! ათას ლარად რამდენი რამ გამეკეთებინა? ყველა ერთ ოჯახში იყო მინდობაში, მხეიძეების ოჯახში იყვნენ სოფელ განთიადში, აქვე. ოჯახი მაქსიმუმს აკეთებდა ჩემი შვილებისთვის, რისთვისაც დიდი მადლობა ვუხდი მათ.

- სანამ ბავშვებს წაიყვანდნენ, სახელმწიფომ ბათუმში ბინა შეგიძინათ, რომელიც გაყიდეთ. რატომ გაყიდეთ ეს საცხოვრებელი? როგორია ახლა თქვენი მატერიალური მდგომარეობა? შეძლებთ ბავშვების რჩენას?

- ეს ბინა იმიტომ გავყიდეთ, რომ უფრო დიდი ფართი შეგვეძინა. და სოფელში ვიყიდეთ კერძო სახლი, დიდი ეზოთი, სადაც გვაქვს ხეხილის პლანტაციები, ყანები და ვამუშვებთ მიწას. გავრცელდა ჭორი, თითქოს ჩვენ ბინა გავყიდეთ და ბავშვებს ფული დავუხარჯეთ. უკეთესი პირობები, მეტი სივრცე და თავის რჩენის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, იმიტომ გავაკეთეთ ეს.

არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს უმადური ვარ იმით, რითაც მეხმარებიან. უბრალოდ მინდა, რომ დედები შვილებს არასოდეს დააშორონ. ეს აღუწერელი ტკივილია... მინდა, რომ ყველას ყავდეს თავისი შვილი ოჯახში და ბავშვები თავიანთ დედ-მამასთან გაიზარდონ. ყველა ქართველ დედას ვუსურვებ, რომ თვითონ გაზარდონ საკუთარი შვილები.

მივმართავ ყველა სოციალურ მუშაკს, თუ თანამდებობის პირს - მშობლებისა და შვილების დაშორების მაგივრად, ოჯახს შეუქმენით პირობები, თუ რაიმეს საშუალება გაქვთ. ნურც მზრუნველობას მოაკლებთ და ნურც - დედ-მამის სითბოს. თუ ის შეუძლიათ, მინდობით აღზრდაში იმდენი ფული დაურიცხონ ოჯახებს, იმის ნახევარი რომ დაურიცხონ მშობლებს, ასეთი საშინელებები ხომ არ მოხდება ?!

როგორ ნაწილდება კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

"როცა წყალში გადავარდნილი ადამიანის ოჯახის წევრი თვალებში გიყურებს, როგორც მის მშველელს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო" - ემოციური ისტორიები მაშველების პრაქტიკიდან

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"