კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
reuters: ჩინეთში ეკვადორიდან იმპორტირებულ  კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა
reuters: ჩინეთში ეკვადორიდან იმპორტირებულ  კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა

reuters-ი ჩი­ნურ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით მო­სა­ლოდ­ნელ სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე წერს - ჩი­ნე­თის აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ანჰუ­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, გა­ყი­ნულ კრე­ვე­ტებ­ში მუ­ტი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, რომ ვირუ­სი გა­ყი­ნულ პრო­დუქ­ტებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

გა­ყი­ნუ­ლი კრე­ვე­ტე­ბი ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­მა Wuhu - მ შე­ი­ძი­ნა. COVID-19-ის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა კი მათ ერთ-ერთი რუ­ტი­ნუ­ლი შე­მოწ­მე­ბის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნეთ­ში შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნა, საკ­ვებ ობი­ექ­ტებს და­ე­კის­რათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შე­ძე­ნი­ლი საკ­ვე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­მოწ­მდეს.

სა­გან­გა­შო ამ­ბა­ვი აღ­მო­სავ­ლეთ შან­დონ­გის პრო­ვინ­ცი­ის სა­პორ­ტო ქა­ლაქ­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მოს­ვლი­დან ერთი დღის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ კრე­ვე­ტე­ბი ეკ­ვა­დო­რი­დან შე­მო­ი­ტა­ნეს, სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ კი­დევ ზუს­ტდე­ბა.

რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი მზა­რე­უ­ლებს არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბამ­დე კრე­ვე­ტე­ბი სა­ყი­ნუ­ლე­ში, და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და.

რეს­ტორ­ნი­სა და პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს, ასე­ვე იმ პი­რებს, რომ­ლებ­საც ინ­ფი­ცი­რე­ბულ საკ­ვებ­თან უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა უწევ­დათ, კვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ. არც ერთ მათ­განს COVID-19 არ და­უ­დას­ტურ­და.

ით­ვლე­ბა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­მე­ლიც იწ­ვევს რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბას, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს, ჩი­ნე­თის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლაქ უჰან­ში ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ბაზ­რი­დან გავ­რცელ­და.

მას შემ­დეგ, რაც COVID-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ტალ­ღამ ჩი­ნეთ­ში მე­ო­რედ იფეთ­ქა, ხორ­ცი­სა და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ეკ­ვა­დო­რი კვლე­ვებს აწარ­მო­ებს. მხა­რე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ შო­რის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა არ შე­ფერ­ხდე­ბა და ჩი­ნე­თის ბაზ­რის­თვის მი­ყე­ნე­ბულ ზა­რალს ეკ­ვა­დო­რი აა­ნა­ზღა­უ­რებს.

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენო
3

აი ასე ხელოვნურად ავრცელებენ სავარაუდოდ,ნაძირალები

ქართველი.
0

ჩვენ, ვინ გვყავს პატრონი, რომ არაფერი მოწმდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

reuters: ჩინეთში ეკვადორიდან იმპორტირებულ  კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა

reuters: ჩინეთში ეკვადორიდან იმპორტირებულ  კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოჩნდა

reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით მოსალოდნელ საშიშროებაზე წერს - ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე ანჰუის პროვინციაში, გაყინულ კრევეტებში მუტირებული კორონავირუსი აღმოაჩინეს. მსგავსი შემთხვევა, რომ ვირუსი გაყინულ პროდუქტებში აღმოჩენილიყო, ჯერ არ დაფიქსირებულა.

გაყინული კრევეტები ქალაქში მდებარე რესტორანმა Wuhu - მ შეიძინა. COVID-19-ის ახალი სახეობა კი მათ ერთ-ერთი რუტინული შემოწმების დროს აღმოაჩინეს. მას შემდეგ, რაც ჩინეთში შეზღუდვები მოიხსნა, საკვებ ობიექტებს დაეკისრათ ვალდებულება, რომ ნებისმიერი შეძენილი საკვები ლაბორატორიულად შემოწმდეს.

საგანგაშო ამბავი აღმოსავლეთ შანდონგის პროვინციის საპორტო ქალაქში იმპორტირებული პროდუქტების ჩამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ გახდა ცნობილი. ცნობილია, რომ კრევეტები ეკვადორიდან შემოიტანეს, სხვა დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.

რესტორნის მფლობელების განცხადებით, დაბინძურებული პროდუქტები მზარეულებს არ გამოუყენებიათ. ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებამდე კრევეტები საყინულეში, დალუქულ მდგომარეობაში ინახებოდა.

რესტორნისა და პორტის თანამშრომლებს, ასევე იმ პირებს, რომლებსაც ინფიცირებულ საკვებთან უშუალო შეხება უწევდათ, კვლევები ჩაუტარდათ. არც ერთ მათგანს COVID-19 არ დაუდასტურდა.

ითვლება, რომ კორონავირუსი, რომელიც იწვევს რესპირატორულ დაავადებას, გასული წლის ბოლოს, ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უჰანში ზღვის პროდუქტებისა და ველური ბუნების ბაზრიდან გავრცელდა.

მას შემდეგ, რაც COVID-19-ით დაინფიცირების ტალღამ ჩინეთში მეორედ იფეთქა, ხორცისა და ზღვის პროდუქტების კონტეინერების ინტენსიური გამოკვლევა დაიწყო.

ოფიციალური ეკვადორი კვლევებს აწარმოებს. მხარეები აცხადებენ, რომ მათ შორის სავაჭრო ურთიერთობა არ შეფერხდება და ჩინეთის ბაზრისთვის მიყენებულ ზარალს ეკვადორი აანაზღაურებს.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი