მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Fuckup Nights14 აგვისტოს ბათუმში ბრუნდება - გონიოს ციხეში სპიკერები მარცხის ისტორიებს მოყვებიან
Fuckup Nights14 აგვისტოს ბათუმში ბრუნდება - გონიოს ციხეში სპიკერები მარცხის ისტორიებს მოყვებიან

ონ­ლა­ინ-შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ გლო­ბა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა Fuckup Nights ბა­თუმ­ში დაბ­რუნ­და. მის მო­ნა­წი­ლე­ებს ახლა უკვე ზღვის­პი­რეთ­ში, გო­ნი­ოს ცი­ხე­ში აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ცნო­ბი­ლი და თა­ვი­ანთ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მარ­ცხის ის­ტო­რი­ე­ბი მო­ის­მი­ნონ, შეხ­ვდნენ ანტრეპ­რე­ნე­რებს, გაც­ვა­ლონ იდე­ე­ბი და უბ­რა­ლოდ, სა­ღა­მო სა­ინ­ტე­რე­სოდ და მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ტა­რონ.

„თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჰაიკ ას­რი­ან­ცი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სი­დი­დით მე­ო­რე ქა­ლაქ ბა­თუმს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ანტრეპ­რე­ნე­რე­ბის ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, Fuckup Nights-ს კი ამ პრო­ცეს­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია.

„აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი, ნი­ჭი­ე­რე­ბი, მაგ­რამ წინ ბევ­რი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი ხვდე­ბათ, გან­სა­კუთ­რე­ბით, პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჩვენ გვინ­და, რომ გავ­გზავ­ნოთ პო­ზი­ტი­უ­რი მე­სი­ჯე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვა­კავ­ში­როთ ერ­თმა­ნეთ­თან, მივ­ცეთ მათ შთა­გო­ნე­ბა და შევ­ქმნათ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნავს „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­როს“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

მოწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რე­ბის გამო, Fuckup Nights-ის ღო­ნის­ძი­ე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და უნი­კა­ლუ­რია. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ველ ჯერ­ზე ის­მე­ნენ ახალ ის­ტო­რი­ებს, ხვდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე ხალ­ხს და მათ­თან ცვლი­ან იდე­ებს. ეს პრო­ცე­სი კი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა ზღვის­პი­რეთ­ში, გო­ნი­ოს ულა­მა­ზეს ცი­ხე­ში.

„Fuckup Nights Tbilisi იზ­რდე­ბა. ჩვენს ღო­ნის­ძი­ე­ბას ჰყავს ერ­თგუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც ის ძა­ლი­ან უყ­ვართ და ჩვენც გვიყ­ვარს ისი­ნი! პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი­დან ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რებ­ზე გა­და­ვე­დით და 3 ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ სპი­კე­რებს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. რა თქმა უნდა, პი­რის­პირ შეხ­ვედ­რის ხიბლს ვე­რა­ფე­რი ჩა­ა­ნაც­ვლებს, ამი­ტომ ბა­თუ­მით ვუბ­რუნ­დე­ბით ჩვე­ულ ფორ­მატს“, - გან­მარ­ტა ჰაიკ ას­რი­ან­ცმა.

Fuckup Nights Batumi vol.1 ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია „თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რო­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ.

შეხ­ვედ­რის მო­დე­რა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს ვენ­ჩუ­რუ­ლი კა­პი­ტა­ლის ასო­ცი­ა­ცი­ის (GVCA) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და Alliance Group Holding-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი აიეტ კუ­კა­ვა იქ­ნე­ბა, დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ:

და­ვით ხოს­როშ­ვი­ლი - მისი თა­ნა­და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბია WiFisher.com, MaxinAl, Olmait, Hostelpro.com და Termial.com. კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 80-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მომ­ხმა­რებ­ლებს 10-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში. და­ვით ხოს­როშ­ვი­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვა და მარ­თვა შე­დის.

გი­ორ­გი კუვ­ში­ნო­ვი - Boom Boom Booking Agency -ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბუ­ქე­რი Partymag (Turkey), The Triângûlum (Armenia), Origami, Set Fest, Colibri და მრა­ვა­ლი სხვა. გი­ორ­გის უმუ­შა­ვია შემ­დეგ არ­ტის­ტებ­თან - Stephan Bodzin, Polo & Pan, MaceoPlex, Luciano, Tale of Us, Agoria, Deborah De Luca, Joe Claussell, Oscar and the Wolf და სხვა. თა­ნამ­შრომ­ლობს რე­გი­ონ­ში ცნო­ბილ სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ას­თან Cercle.

ტბელ აბუ­სე­რი­ძე - ფო­ტოგ­რა­ფი, თა­ნამ­შრომ­ლობ­და სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მას­თან, მათ შო­რის „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“. ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე ფო­ტოჟურ­ნა­ლის ტურპრო­ექ­ტზე National Geographic Magazine სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მუ­შა­ობს.

პა­პუ­ნა ტო­ლი­აშ­ვი­ლი - „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლის“ დი­რექ­ტო­რი და „სი­ნერ­ჯი ჯგუ­ფის“ ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. კომ­პა­ნი­ას 1999 წლი­დან 400-ზე მეტი პრო­ექ­ტი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 100-ზე მეტ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი და სტრუქ­ტუ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. 2018 წელს „სი­ნერ­ჯი ჯგუფ­მა“ შექ­მნა კერ­ძო კა­პი­ტა­ლის ფონ­დი - „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლი“, რო­მე­ლიც ამდრო­ის­თვის 10-ზე­მეტ კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა 14 აგ­ვის­ტოს 20:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Fuckup Nights Batumi vol.1-ზე ბი­ლე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო, უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით საგ­რძნობ­ლად შე­ზღუ­დუ­ლია.

ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ფრიდ­რიხ ნა­უ­მა­ნის ფონ­დი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კე­და­რი ვენ­ჩერს, Georgian Venture Capital Association - GVCA,

Bolt,Wolt და ლუდი ქარ­ვა • Karva.

  • რა არის Fuckup Nights?

Fuckup Nights გლო­ბა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სე­რი­აა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ამ­ბებს გიყ­ვე­ბათ. 2012 წელს მექ­სი­კა­ში და­წყე­ბულ ის­ტო­რი­ას, დღეს უკვე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 90 ქვე­ყა­ნა და 320 ქა­ლა­ქი უერ­თდე­ბა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო და მისი უდი­დე­სი ქა­ლა­ქე­ბი თბი­ლი­სი და ბა­თუ­მი.

„თბი­ლი­სის სტარ­ტაპ-ბი­უ­რო“ Fuckup Nights-ს უკვე 2 წე­ლია თბი­ლის­ში მარ­თავს.

დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლებს ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­უძ­ლი­ათ მო­ცე­მულ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

Fuckup Nights14 აგვისტოს ბათუმში ბრუნდება - გონიოს ციხეში სპიკერები მარცხის ისტორიებს მოყვებიან

Fuckup Nights14 აგვისტოს ბათუმში ბრუნდება - გონიოს ციხეში სპიკერები მარცხის ისტორიებს მოყვებიან

ონლაინ-შეხვედრების შემდეგ გლობალური მოძრაობა Fuckup Nights ბათუმში დაბრუნდა. მის მონაწილეებს ახლა უკვე ზღვისპირეთში, გონიოს ციხეში აქვთ შესაძლებლობა, ცნობილი და თავიანთ სფეროში წარმატებული ადამიანებისგან მარცხის ისტორიები მოისმინონ, შეხვდნენ ანტრეპრენერებს, გაცვალონ იდეები და უბრალოდ, საღამო საინტერესოდ და მხიარულად გაატარონ.

„თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებელი ჰაიკ ასრიანცი აღნიშნავს, რომ საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ბათუმს ინოვაციებისა და ანტრეპრენერების ეკოსისტემის განვითარების შესანიშნავი პოტენციალი აქვს, Fuckup Nights-ს კი ამ პროცესში წვლილის შეტანა შეუძლია.

„აქ მცხოვრები ადამიანები არიან კრეატიულები, ნიჭიერები, მაგრამ წინ ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი ხვდებათ, განსაკუთრებით, პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა, რომ გავგზავნოთ პოზიტიური მესიჯები, ადამიანები დავაკავშიროთ ერთმანეთთან, მივცეთ მათ შთაგონება და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები“, - აღნიშნავს „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანადამფუძნებელი.

მოწვეული სპიკერების გამო, Fuckup Nights-ის ღონისძიება განსხვავებული და უნიკალურია. მონაწილეები ყოველ ჯერზე ისმენენ ახალ ისტორიებს, ხვდებიან სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ხალხს და მათთან ცვლიან იდეებს. ეს პროცესი კი განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო გახდება ზღვისპირეთში, გონიოს ულამაზეს ციხეში.

„Fuckup Nights Tbilisi იზრდება. ჩვენს ღონისძიებას ჰყავს ერთგული მონაწილეები, რომელთაც ის ძალიან უყვართ და ჩვენც გვიყვარს ისინი! პანდემიის პერიოდში ჩვეულებრივი შეხვედრებიდან ონლაინ შეხვედრებზე გადავედით და 3 ღონისძიება ჩავატარეთ, რისი მეშვეობითაც უცხოეთში მცხოვრებ სპიკერებს მასში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცათ. რა თქმა უნდა, პირისპირ შეხვედრის ხიბლს ვერაფერი ჩაანაცვლებს, ამიტომ ბათუმით ვუბრუნდებით ჩვეულ ფორმატს“, - განმარტა ჰაიკ ასრიანცმა.

Fuckup Nights Batumi vol.1 ორგანიზებულია „თბილისის სტარტაპ-ბიუროსა“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

შეხვედრის მოდერატორი საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA) დამფუძნებელი და Alliance Group Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა იქნება, დამსწრე საზოგადოებას კი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ:

დავით ხოსროშვილი - მისი თანადაფუძნებული კომპანიებია WiFisher.com, MaxinAl, Olmait, Hostelpro.com და Termial.com. კომპანიებში დასაქმებულია 80-ზე მეტი ადამიანი და ემსახურებიან მომხმარებლებს 10-ზე მეტ ქვეყანაში. დავით ხოსროშვილის კომპეტენციაში სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა შედის.

გიორგი კუვშინოვი - Boom Boom Booking Agency -ის დამფუძნებელი, ბუქერი Partymag (Turkey), The Triângûlum (Armenia), Origami, Set Fest, Colibri და მრავალი სხვა. გიორგის უმუშავია შემდეგ არტისტებთან - Stephan Bodzin, Polo & Pan, MaceoPlex, Luciano, Tale of Us, Agoria, Deborah De Luca, Joe Claussell, Oscar and the Wolf და სხვა. თანამშრომლობს რეგიონში ცნობილ სამაუწყებლო კომპანიასთან Cercle.

ტბელ აბუსერიძე - ფოტოგრაფი, თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან, მათ შორის „რადიო თავისუფლებასთან“. ამჟამად რამდენიმე ფოტოჟურნალის ტურპროექტზე National Geographic Magazine საქართველოსთვის მუშაობს.

პაპუნა ტოლიაშვილი - „სინერჯი კაპიტალის“ დირექტორი და „სინერჯი ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომპანიას 1999 წლიდან 400-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან საქართველოში სტრატეგიული და სტრუქტურული განვითარების კუთხით. 2018 წელს „სინერჯი ჯგუფმა“ შექმნა კერძო კაპიტალის ფონდი - „სინერჯი კაპიტალი“, რომელიც ამდროისთვის 10-ზემეტ კომპანიას აერთიანებს.

ღონისძიება 14 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ Fuckup Nights Batumi vol.1-ზე ბილეთების რაოდენობა მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგრძნობლად შეზღუდულია.

ღონისძიების პარტნიორები არიან ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, Georgian Venture Capital Association - GVCA,

Bolt,Wolt და ლუდი ქარვა • Karva.

  • რა არის Fuckup Nights?

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც პროფესიული წარუმატებლობის ამბებს გიყვებათ. 2012 წელს მექსიკაში დაწყებულ ისტორიას, დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანა და 320 ქალაქი უერთდება, მათ შორის საქართველო და მისი უდიდესი ქალაქები თბილისი და ბათუმი.

„თბილისის სტარტაპ-ბიურო“ Fuckup Nights-ს უკვე 2 წელია თბილისში მართავს.

დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე

"გაასმაგებულია მუშაობა, ღამეებს ვათენებთ, დაუვიწუყარი ნახევარფინალი გველის" - რას ყვება მემე "დიდი სცენის" კულისებსა და ჟიურიზე

"კიტრისა და პომიდვრის მთელი არმია მაქვს, მინდა, ყანაც მქონდეს და ვენახი ჩავყარო" - "ჩემმა მზემ" არაშენდაში ბაღ-ბოსტანი გააშენა

რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლსაც დაშორდა -  წყვილის გაყრის მიზეზი ისევ ფული გახდა?