პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭკვიანი შუქნიშნები", ახალი ავტობუსები და 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია - მერი წლის ბოლომდე თბილისში დაგეგმილ პროექტებზე
"ჭკვიანი შუქნიშნები", ახალი ავტობუსები და 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია - მერი წლის ბოლომდე თბილისში დაგეგმილ პროექტებზე

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ჭკვი­ა­ნი შუქ­ნიშ­ნე­ბის“ სის­ტე­მა დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ცო­ბე­ბის პრობ­ლე­მას ნა­წი­ლობ­რივ გან­ტვირ­თავს.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლის­გა­ნაც მე­რია ჭკვი­ან შუქ­ნიშ­ნებს, კა­მე­რებ­სა და კონ­ტრო­ლე­რებს შე­ის­ყი­დის.

„უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თუ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბით მდგრა­დი და გან­გრძო­ბა­დი სატ­რან­სპორ­ტო შე­დე­გე­ბის მი­სა­ღე­ბად თბი­ლი­სის მას­შტა­ბით და­ი­ნერ­გე­ბა ჭკვი­ა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა, რომ­ლის შე­მად­გე­ნე­ლი გახ­ლავთ შუქ­ნიშ­ნე­ბი, კა­მე­რე­ბი და კონ­ტრო­ლე­რე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ნა­კა­დე­ბის ერ­თი­ან მარ­თვის ცენ­ტრთან. „ჭკვი­ა­ნი შუქ­ნიშ­ნე­ბის“ სინ­ქრო­ნი­ზე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა მოგ­ვცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ შე­ვამ­ცი­როთ გზებ­ზე სა­ცო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ასე­ვე, შე­უ­ფერ­ხებ­ლად მოხ­დეს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის და სა­გან­გე­ბო მომ­სა­ხუ­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ გვეხ­მა­რე­ბა გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბა და ამ პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია. შუქ­ნიშ­ნებ­ზე, კა­მე­რებ­სა და კონ­ტრო­ლე­რებ­ზე უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს შეს­ყიდ­ვა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თან, კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, წლის ბო­ლომ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კი მთლი­ა­ნად ჩა­ნაც­ვლდე­ბა.

კახა კა­ლა­ძის თქმით, ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ქა­ლაქ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა, რათა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ტრან­სპორ­ტმა, მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე შეძ­ლოს.

„წლის ბო­ლოს­თვის მთლი­ა­ნად უნდა მოხ­დეს არ­სე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის პარ­კის ჩა­ნაც­ვლე­ბა, თუმ­ცა ჩვენ ამა­ზე არ ვჩერ­დე­ბით, კი­დევ ვა­პი­რებთ შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ ავ­ტო­ბუ­სე­ბის და­მა­ტე­ბი­თი რა­ო­დე­ნო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა, სა­ავ­ტო­ბუ­სე ზო­ლე­ბის გა­ჩე­ნა ქა­ლაქ­ში, რათა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ტრან­სპორ­ტმა, ავ­ტო­ბუ­სებ­მა ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე შეძ­ლოს მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა. რო­დე­საც აგ­ვირ­ჩია თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბამ ვთქვით, რომ ჩვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი უნდა გავ­ხა­დოთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი. ამი­ტომ არის, რომ ჩვენ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ და ის პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც და­წყე­ბუ­ლია, ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის და­ფი­ნან­სე­ბით, 10 მეტ­რო­სად­გურს სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს მეტ­რო­სად­გუ­რე­ბია:

  • „გუ­რა­მიშ­ვი­ლი“
  • „სად­გუ­რის მო­ე­და­ნი“
  • „სა­რა­ჯიშ­ვი­ლი“
  • „მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი“
  • „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი“
  • „300 არაგ­ვე­ლი“
  • „რუს­თა­ვე­ლი“
  • „ისა­ნი“
  • „წე­რეთ­ლის გამ­ზი­რი“
  • „ნა­ძა­ლა­დე­ვი“

„ჩვენ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გვქონ­და ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბანკთან,სა­დაც მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბას, რომ 10 მეტ­რო­სად­გუ­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი გა­მოგ­ვყოფს თან­ხებს იმი­სათ­ვის, რომ ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი ვა­წარ­მო­ოთ და ჩა­ვა­ტა­როთ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. ვფიქ­რობთ, რომ წლის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტე­ბი და შევ­ძლებთ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძე­ში“ და ასე­ვე, იგეგ­მე­ბა მეტ­რო­სად­გუ­რე­ბის - „ვარ­კე­თი­ლი­სა“ და „ავ­ლაბ­რის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

„მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძე­ში“ და­ი­წყო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­წყე­ბუ­ლია. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სრუ­ლად გა­ნახ­ლდე­ბა და გა­და­ი­ხუ­რე­ბა მო­საც­დე­ლი ბა­ქა­ნი, ასე­ვე გა­რე­მონტდე­ბა მეტ­როს გარე ფა­სა­დი, ვეს­ტი­ბი­უ­ლი და სა­მე­ურ­ნეო სა­თავ­სო­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მეტ­რო­სად­გუ­რებს - „ვარ­კე­თილ­სა“ და „ავ­ლა­ბარს“, აქ გა­ფორ­მე­ბუ­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა­ზე. კომ­პა­ნი­ებ­მა სად­გუ­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი იერ­სა­ხის წი­ნას­წა­რი ეს­კი­ზე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს და ნო­ემ­ბრის­თვის უნდა ჩაგ­ვა­ბა­რონ სრუ­ლი პრო­ექ­ტი. ამის შემ­დეგ უკვე გა­მო­ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი უშუ­ა­ლოდ სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე და რა თქმა უნდა, მა­შინ­ვე და­ვი­წყებთ სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ამ კონ­კრე­ტუ­ლი ორი სად­გუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ვა­გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა და შეს­ყიდ­ვა.

„და­წყე­ბუ­ლი გვაქვს ვა­გო­ნე­ბის გა­ნახ­ლე­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა. არ­სე­ბუ­ლი ვა­გო­ნე­ბი, რომ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ჩვენ უკვე ჩაშ­ვე­ბუ­ლი გვაქვს და წლის ბო­ლოს­თვის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას. თუმ­ცა, არის შე­მად­გენ­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი ამო­წუ­რუ­ლი აქვს და ჩვენ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს ტენ­დე­რი ახა­ლი ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
31

ეგ ყველაფერი კარგი და მშვენიერია, მაგრამ რა მდგომარეობაა ვარკეთილი - აეროპორტი-ლილოს მიმართულებაზე მეტროს ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით? არა და ამ ხაზზ ზემოაღნიშნულ დასახლებლუ პუნქტებში მცხოვრებ და არა მარტო ჩვენ (ტურისტები მაქვს მხედველობაში) მაღალი მნიშვნელობა გააჩნია.

!
29

ეს ყველაფერი ძალიან კარგი და ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ გაჭირვებულ ქვეყანას ამხელა საგარეო ვალების გადამკიდე და + "კოვიდ 19-"ის პანდემიის ფონზე, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა და როგორი ეკონომიკუეი ბოლო ექნება არავინ იცის , კიდევ ვალებით ვაკეთებდეთ ქალაქის "რემონტს, ფასადებს..." ცოტა დამაფიქრებელია.

"გარედან მტერს ვუბრმავებთ თვალებს და შიგნიდან მოყვარეს"?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჭკვიანი შუქნიშნები", ახალი ავტობუსები და 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია - მერი წლის ბოლომდე თბილისში დაგეგმილ პროექტებზე

"ჭკვიანი შუქნიშნები", ახალი ავტობუსები და 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია - მერი წლის ბოლომდე თბილისში დაგეგმილ პროექტებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ჭკვიანი შუქნიშნების“ სისტემა დედაქალაქში საცობების პრობლემას ნაწილობრივ განტვირთავს.

როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი კომპანია, რომლისგანაც მერია ჭკვიან შუქნიშნებს, კამერებსა და კონტროლერებს შეისყიდის.

„უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების გატარებით მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად თბილისის მასშტაბით დაინერგება ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომლის შემადგენელი გახლავთ შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები, რომელიც დაკავშირებული იქნება ნაკადების ერთიან მართვის ცენტრთან. „ჭკვიანი შუქნიშნების“ სინქრონიზებული მუშაობა მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევამციროთ გზებზე საცობების რაოდენობა ასევე, შეუფერხებლად მოხდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო მომსახურების ავტომობილების გადაადგილება. ამ მიმართულებით ჩვენ გვეხმარება გერმანიის მთავრობა და ამ პროექტის შემუშავებაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებაში მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გერმანული კომპანია. შუქნიშნებზე, კამერებსა და კონტროლერებზე უკვე გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა, უახლოეს მომავალში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლდება.

კახა კალაძის თქმით, ავტობუსების პარკის განახლების პარალელურად, ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მგზავრების გადაყვანა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე შეძლოს.

„წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა მოხდეს არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, კიდევ ვაპირებთ შემოვიყვანოთ ავტობუსების დამატებითი რაოდენობა. პარალელურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსე ზოლების გაჩენა ქალაქში, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, ავტობუსებმა ყოველგვარი შეფერხებების გარეშე შეძლოს მგზავრების გადაყვანა. როდესაც აგვირჩია თბილისის მოსახლეობამ ვთქვით, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ის პროცესები, რომელიც დაწყებულია, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით, 10 მეტროსადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, ეს მეტროსადგურებია:

  • „გურამიშვილი“
  • „სადგურის მოედანი“
  • „სარაჯიშვილი“
  • „მარჯანიშვილი“
  • „თავისუფლების მოედანი“
  • „300 არაგველი“
  • „რუსთაველი“
  • „ისანი“
  • „წერეთლის გამზირი“
  • „ნაძალადევი“

„ჩვენ ამ ხნის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან,სადაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 10 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოგვყოფს თანხებს იმისათვის, რომ ეს სამუშაოები ვაწარმოოთ და ჩავატაროთ რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე იქნება პროექტები და შევძლებთ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს მეტროსადგურ „გოცირიძეში“ და ასევე, იგეგმება მეტროსადგურების - „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ რეაბილიტაცია.

„მეტროსადგურ „გოცირიძეში“ დაიწყო პროექტის განხორციელება, რეაბილიტაცია დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები. რაც შეეხება მეტროსადგურებს - „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, აქ გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები წარმოადგინეს და ნოემბრისთვის უნდა ჩაგვაბარონ სრული პროექტი. ამის შემდეგ უკვე გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ სამუშაოების განხორციელებაზე და რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას ამ კონკრეტული ორი სადგურის რეაბილიტაციას“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ასევე მიმდინარეობს ვაგონების განახლება და შესყიდვა.

„დაწყებული გვაქვს ვაგონების განახლება-რეაბილიტაციის პროგრამა. არსებული ვაგონები, რომლის რეაბილიტაციაც არის შესაძლებელი, ჩვენ უკვე ჩაშვებული გვაქვს და წლის ბოლოსთვის განახლებული შემადგენლობები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. თუმცა, არის შემადგენლობის გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს და ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"სევდის მომგვრელია, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკები "მიჰა ჰამოდის" ფრაზეოლოგიით იწყებენ "ტინგიცს" და ხელისუფლობანას თამაშობენ" - გია ხუხაშვილი

"მიხეილ სააკაშვილის სახლში მისი პრეზიდენტობის დროინდელი მთავრობის მინისტრები შეიკრიბნენ" - რას ყვება უკრაინელი ჟურნალისტი

"ჰამოვიდეს, რა ვქნა" - რას ამბობს კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე