საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო ჩანაწერები, შვილის ხმის გაგონება  სხვა შეგრძნებაა... ყველა დაზაფრული იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა შსს-ში შეუძლოდ გახდა
"იყო ჩანაწერები, შვილის ხმის გაგონება  სხვა შეგრძნებაა... ყველა დაზაფრული იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა შსს-ში შეუძლოდ გახდა

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა შსს-ში შე­უძ­ლოდ გახ­და. ამის შე­სა­ხებ ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"იყო რა­ღაც ჩა­ნა­წე­რე­ბი, შვი­ლის ხმის გა­გო­ნე­ბა და ვი­ზუ­ა­ლუ­რად რომ და­ი­ნა­ხავ მას, მა­ინც სხვა შეგ­რძნე­ბაა. რთუ­ლია შვილს რომ ხე­დავ, შენ­თვის მა­ინც ცო­ცხა­ლი არის. ძა­ლი­ან ცუ­დად გაგ­ვიხ­და თე­ო­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ადა­მი­ა­ნია, მთე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მან­დი­ლოს­ნე­ბი და ახალ­გაზ­რდა თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც და­ზაფ­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ყვე­ლას და­ა­ვი­წყდა, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ, ისე ადა­მი­ა­ნუ­რად იქ­ცე­ოდ­ნენ. მერე რა რომ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან, რო­გორც სა­კუ­თარ დე­დას ისე ექ­ცე­ოდ­ნენ და მეს­მის“ , - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს უწყე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის Gmail-ი გახ­სნეს, სა­დაც 13-დან 18 ივ­ლი­სის პე­რი­ოდ­ში არა­ნა­ი­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა და მი­წერ-მო­წე­რა არ დახ­ვდათ.

"გა­იხ­სნა თა­მუ­ნას Gmail-ი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­ვიდ­ნენ, გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვე­ცა­ნით, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ბევ­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ. ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო შემ­ხებ­ლო­ბის ნიშ­ნე­ბიც ვნა­ხეთ, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გარ­კვე­ულ რი­ცხვებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი პირ­და­პირ, შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ წაშ­ლი­ლი დაგ­ვხვდა.

მო­ვი­თხო­ვეთ, დად­გინ­დეს, ვის მიერ, რა მი­სა­მარ­თით მოხ­და შეღ­წე­ვა. იყო ის პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბა, რომ დად­გინ­დეს, იმ პე­რი­ოდ­ში, ვის­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცია.

წაშ­ლი­ლია შე­ტყო­ბი­ნე­ბა, მი­წერ-მო­წე­რა, ეს არის 13 დან 18 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ო­დი. 18 ივ­ლი­სი­დან არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ იკ­ვე­თე­ბა. ბევ­რი დე­ტა­ლი იკ­ვე­თე­ბა, რაც გა­მო­ძი­ე­ბის­თვის და სა­ერ­თო საქ­მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5 - დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
157

ღმერთო მაპატიე, მაგრამ ესენი კარგი სულის ხალხი არ არიან, შეშალეს ეტყობა საწყალი გოგო 

ve
111

ტელევარსკვლავობა მოინდომეს.ამათ დაღუპეს საწყალი გოგო და ახლა მეორედ მოკვლას ცდილობენ,ვაიმშობლები. უფალო მაპატიე...51% ამ აზრისაა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"იყო ჩანაწერები, შვილის ხმის გაგონება  სხვა შეგრძნებაა... ყველა დაზაფრული იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა შსს-ში შეუძლოდ გახდა

"იყო ჩანაწერები, შვილის ხმის გაგონება  სხვა შეგრძნებაა... ყველა დაზაფრული იყო" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა შსს-ში შეუძლოდ გახდა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შსს-ში შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"იყო რაღაც ჩანაწერები, შვილის ხმის გაგონება და ვიზუალურად რომ დაინახავ მას, მაინც სხვა შეგრძნებაა. რთულია შვილს რომ ხედავ, შენთვის მაინც ცოცხალი არის. ძალიან ცუდად გაგვიხდა თეონა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ყოველთვის ადამიანია, მთელი საგამოძიებო ორგანოს მანდილოსნები და ახალგაზრდა თანამშრომლებიც დაზაფრულები იყვნენ, ყველას დაავიწყდა, რომ თანამშრომლები იყვნენ, ისე ადამიანურად იქცეოდნენ. მერე რა რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან, როგორც საკუთარ დედას ისე ექცეოდნენ და მესმის“ , - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს უწყებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის Gmail-ი გახსნეს, სადაც 13-დან 18 ივლისის პერიოდში არანაირი შეტყობინება და მიწერ-მოწერა არ დახვდათ.

"გაიხსნა თამუნას Gmail-ი. სოციალურ ქსელში შევიდნენ, გარკვეულ ინფორმაციას გავეცანით, საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ. ამავდროულად, ძალიან საეჭვო შემხებლობის ნიშნებიც ვნახეთ, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ რიცხვებში ინფორმაციები პირდაპირ, შემიძლია, ვთქვა, რომ წაშლილი დაგვხვდა.

მოვითხოვეთ, დადგინდეს, ვის მიერ, რა მისამართით მოხდა შეღწევა. იყო ის პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ დადგინდეს, იმ პერიოდში, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია.

წაშლილია შეტყობინება, მიწერ-მოწერა, ეს არის 13 დან 18 ივლისამდე პერიოდი. 18 ივლისიდან არანაირი ინფორმაცია არ იკვეთება. ბევრი დეტალი იკვეთება, რაც გამოძიებისთვის და საერთო საქმისთვის საინტერესოა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ტრაგედიის ადგილის კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ეძებდნენ" - ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა?

რა კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის საკითხზე

"მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას გავასაჯაროებ, ეს არის მწყემსების ჩვენებები, ისინი რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას" - ადვოკატი