სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შორენა ბეგაშვილი მესამედ გათხოვდა? - რა ფოტოებს აქვეყნებს ქართველი სექს-სიმბოლო თურქეთიდან
შორენა ბეგაშვილი მესამედ გათხოვდა? - რა ფოტოებს აქვეყნებს ქართველი სექს-სიმბოლო თურქეთიდან

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ უკვე სა­უბ­რო­ბენ თბი­ლის­ში. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "ინ­სტაგ­რამ სთო­რი­ში" შო­რე­ნამ ბრი­ლი­ან­ტის თვლი­ა­ნი ბე­ჭე­დი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ახლა კი უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა მო­დე­ლი თურ­ქეთ­ში ის­ვე­ნებს და ამის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქ­ვეყ­ნებს.

მე­ო­რე ქმარს, ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­შორ­და. ნა­ნა­ძემ ამის შე­სა­ხებ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის "ინ­სტაგ­რამ" გვერ­დი­დან გა­ი­გო, რო­დე­საც მო­დელ­მა ფოტო იუს­ტი­ცი­ი­დან გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ხელ­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­ბუ­თი ეჭი­რა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს­თან და­შო­რე­ბა შო­რე­ნამ მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ლაშა ბა­რა­თე­ლი გა­მოჩ­ნდა.

ერ­თა­დერ­თი და­დას­ტუ­რე­ბა ბე­გაშ­ვი­ლი-ბა­რა­თე­ლის ლავ სთო­რი­სა მხო­ლოდ ის არის, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, და­ბა­დე­ბის დღე­ზე შო­რე­ნას ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა აჩუ­ქეს, რის­თვი­საც მო­დელ­მა მად­ლო­ბა ვინ­მე ლ-ს გა­და­უ­ხა­და.

ლაშა ბა­რა­თე­ლი თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია. ის გა­მო­ცე­მა "პრა­იმ კრა­ი­მის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" რე­ი­ტინ­გში, ათ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დებს" შო­რის ერთ-ერ­თია. ლაშა ბა­რა­თე­ლი, იგი­ვე „ჭია" 1989 წლის 11 ივ­ლისს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. ბა­რა­თელს ჯან­გვე­ლა­ძე-ონი­ა­ნის კლანს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ და 2014 წელს აკურ­თხეს ქურ­დად.

იმა­ვე წელს ლაშა ბა­რა­თე­ლი მძი­მედ დაჭ­რეს და „ჭია“ სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. 2016 წლის ზა­ფხულ­ში რუ­სეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ა­დე­პორ­ტეს, მაგ­რამ ბა­რა­თე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ გახ­ლავთ და შე­სა­ბა­მი­სად მისი და­კა­ვე­ბა არ მომ­ხდა­რა. ბა­რა­თელ­მა მალე სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ის ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს და­ვუ­რე­კეთ. ჩვენს კი­თხვა­ზე, რომ მე­სა­მედ გა­თხოვ­და და ახლა თურ­ქეთ­ში ის­ვე­ნებს, ბევ­რი იცი­ნა და ტე­ლე­ფო­ნი გაგ­ვი­თი­შა. შემ­დეგ კი ჩვენს ზა­რებს აღარ უპა­სუ­ხა. პა­სუ­ხი არ გაგ­ვცა ასე­ვე ჩვენს მიერ მი­წე­რილ მე­სიჯ­ზე, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დით.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
5

ფული სათხოვნელი რომ გაუხდებათ ხალხისთვის მაშინ უეჭველი გიპასუხებთ. ეხლა აცალეთ ))

ეკა
6

კარგით რაა, ქურდს გაყვა????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შორენა ბეგაშვილი მესამედ გათხოვდა? - რა ფოტოებს აქვეყნებს ქართველი სექს-სიმბოლო თურქეთიდან

შორენა ბეგაშვილი მესამედ გათხოვდა? - რა ფოტოებს აქვეყნებს ქართველი სექს-სიმბოლო თურქეთიდან

შორენა ბეგაშვილის გათხოვების შესახებ უკვე საუბრობენ თბილისში. რამდენიმე კვირის წინ "ინსტაგრამ სთორიში" შორენამ ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი გამოაქვეყნა. ახლა კი უკვე რამდენიმე დღეა მოდელი თურქეთში ისვენებს და ამის ამსახველ ფოტოებს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს.

მეორე ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს რამდენიმე თვის წინ გაშორდა. ნანაძემ ამის შესახებ შორენა ბეგაშვილის "ინსტაგრამ" გვერდიდან გაიგო, როდესაც მოდელმა ფოტო იუსტიციიდან გამოაქვეყნა, სადაც ხელში განქორწინების საბუთი ეჭირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ნანაძესთან დაშორება შორენამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული ლაშა ბარათელი გამოჩნდა.

ერთადერთი დადასტურება ბეგაშვილი-ბარათელის ლავ სთორისა მხოლოდ ის არის, რომ რამდენიმე კვირის წინ, დაბადების დღეზე შორენას ერთადერთ ქალიშვილს ძვირადღირებული მანქანა აჩუქეს, რისთვისაც მოდელმა მადლობა ვინმე ლ-ს გადაუხადა.

ლაშა ბარათელი თურქეთში ცხოვრობს და კანონიერი ქურდია. ის გამოცემა "პრაიმ კრაიმის" მიერ გამოქვეყნებულ "კანონიერი ქურდების" რეიტინგში, ათ ყველაზე რეიტინგულ "კანონიერი ქურდებს" შორის ერთ-ერთია. ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია" 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ბარათელს ჯანგველაძე-ონიანის კლანს მიაკუთვნებენ და 2014 წელს აკურთხეს ქურდად.

იმავე წელს ლაშა ბარათელი მძიმედ დაჭრეს და „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 2016 წლის ზაფხულში რუსეთში დაკავებული ბარათელი საქართველოში გამოადეპორტეს, მაგრამ ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ და შესაბამისად მისი დაკავება არ მომხდარა. ბარათელმა მალე საქართველო დატოვა და ის ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად შორენა ბეგაშვილს დავურეკეთ. ჩვენს კითხვაზე, რომ მესამედ გათხოვდა და ახლა თურქეთში ისვენებს, ბევრი იცინა და ტელეფონი გაგვითიშა. შემდეგ კი ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. პასუხი არ გაგვცა ასევე ჩვენს მიერ მიწერილ მესიჯზე, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას ვაპირებდით.

"თქვენს უკან დგას მთელი საქართველო... დამილოცნიხართ!" - ემოციური კადრები ქართველი სპორტსმენების ტოკიოს ოლიმპიადაზე გააცილების ცერემონიიდან

კორონავირუსის 1364 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - როგორია ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით?

საქართველოში "ასტრაზენეკას" კიდევ 43 200 დოზა ჩამოვიდა