საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში
"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

დღეს, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მეს­ტი­ა­ში, უშ­გულ­სა და ლენ­ჯერ­ში სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და, მი­ზე­ზი ერთ დღე­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის 17 შემ­თხვე­ვა გახ­და. ამ ეტაპ­ზე შე­ზღუ­დუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა და ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ღრმა ეპიდკვლე­ვა. სვა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი სტუ­მა­რი გახ­და.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლენ­ჯერ­ში, თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად ჩა­სულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა და ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ყნოს­ვი­სა და გე­მოს შეგ­რძნე­ბა და­კარ­გეს. შემ­დეგ კი ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რს მო­ხუც ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, სი­ცხემ აუ­წია. რად­გან ქალი ას­თმით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ "კო­ვიდ-19" და­უ­დას­ტურ­და.

კო­ვი­ფინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი, სულ 17 კაცი, თუმ­ცა მო­ხუ­ცი ქა­ლის გარ­და ყვე­ლა უსიმპტო­მოა, მათ შო­რის ერთ-ერთი ორ­სუ­ლია.

"ბე­ბი­ას ფილ­ტვის ან­თე­ბა აქვს, თუმ­ცა მსუ­ბუქ ფორ­მა­ში, არც ახ­ვე­ლებს. თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი ქა­ლის ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია" - გვიყ­ვე­ბა წყა­რო...

ჩვენ­თვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მეს­ტი­ა­ში ჩარ­ჩა თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი ექი­მე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ჯგუ­ფიც, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ ტრე­ნინგზე ჩა­იყ­ვა­ნათ...

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ნინო ვიბ­ლი­ან­მა და­ა­დას­ტუ­რა...

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ახლა მეს­ტი­ა­ში?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ­თან გა­მოვ­ლინ­და "კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის" ფაქ­ტი, ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ღრმა ეპიდკვლე­ვა. მთე­ლი სოფ­ლის ღრმა ეპიდკვლე­ვა მი­დის და ამ ეტაპ­ზე 300-ზე მეტი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შია აღე­ბუ­ლი, ხვალ დი­ლი­დან ეპიდკვლე­ვა გა­ნახ­ლდე­ბა.

- ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეს­ტი­ა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლია ექი­მე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ჯგუ­ფიც, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ას ჰყავ­და წა­მოყ­ვა­ნი­ლი ტრე­ნინ­გებ­ზე...

- დიახ, გი­დას­ტუ­რებთ, არა მარ­ტო ექი­მე­ბის ჯგუ­ფი, არა­მედ აქ იმ­ყო­ფე­ბი­ან ტუ­რის­ტე­ბიც. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­დას­ვლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია სა­გან­გე­ბო მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და. უკავ­შირ­დე­ბა გან­თავ­სე­ბის ყვე­ლა ობი­ექტს, ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დე­ბის და­სად­გე­ნად. რა ლო­კა­ცი­ა­ზეც უნ­დათ გა­დას­ვლა ამ ადა­მი­ა­ნებს, ამას ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს, ასე­ვე ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­საც, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ა­რონ 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დი.

- პირ­ველ­წყა­რო თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად ამო­სუ­ლი ქა­ლია?

- თბი­ლი­სი­დან ამო­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად ოჯახ­ში, სა­ი­და­ნაც მოხ­და გავ­რცე­ლე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა და სა­ნამ ღრმა ეპიდკვლე­ვა არ ჩა­ტარ­დე­ბა, მა­ნამ­დე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებთ.

- ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით ეს ქალ­ბა­ტო­ნი ორ­სუ­ლია...

- სა­ვა­რა­უ­დოდ, არა ქალ­ბა­ტო­ნი, არა­მედ მა­მა­კა­ცი შე­იძ­ლე­ბა იყოს ვირუ­სის მომ­ტა­ნი, მაგ­რამ სა­ნამ ღრმა ეპიდკვლე­ვა არ ჩა­ტარ­დე­ბა, ვერ და­ვა­დას­ტუ­რებთ, თუმ­ცა გი­დას­ტუ­რებთ, რომ ორ­სუ­ლი გო­გო­ნა­ცაა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა თბი­ლის­ში და ეკუთ­ვნის იმ ოჯა­ხის, ლენ­ჯე­რის კლას­ტერს.

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ყვე­ლა კარ­გად გრძნობს თავს, გარ­და ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი­სა.

- დიახ, ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ერთ ქალ­ბა­ტონს აქვს თან­მდე­ვი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და შე­და­რე­ბით უფრო სა­ყუ­რა­დღე­ბოა, თუმ­ცა მძი­მეს ვერ ვი­ტყვი.

- რამ­დე­ნი ხნით იქ­ნე­ბა და­კე­ტი­ლი რე­გი­ო­ნი?

- ეპიდკ­ვე­ლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
88

თავს ნუ დაიმშვიდებთ! ყურადღებით იყავით! მე ხველა ორი კვირის შემდეგ დამეწყო! გამოჯანმრთელებას გისურვებთ!

თამარი
15

ეგეც,არაუშავს, თვენახევარ-ორ თვეში გაივლის:)))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

დღეს, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა, მიზეზი ერთ დღეში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 17 შემთხვევა გახდა. ამ ეტაპზე შეზღუდულია გადაადგილება და ადგილზე მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. სვანეთში კორონავირუსით აფეთქების მიზეზი თბილისიდან ჩასული სტუმარი გახდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ლენჯერში, თბილისიდან სტუმრად ჩასულმა ქალბატონმა და ოჯახის სხვა წევრებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს. შემდეგ კი ოჯახის ერთ-ერთ წევრს მოხუც ქალბატონს, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს, სიცხემ აუწია. რადგან ქალი ასთმით არის დაავადებული ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევის შემდეგ "კოვიდ-19" დაუდასტურდა.

კოვიფინფიცირებულები აღმოჩნდა ოჯახის ყველა წევრი, სულ 17 კაცი, თუმცა მოხუცი ქალის გარდა ყველა უსიმპტომოა, მათ შორის ერთ-ერთი ორსულია.

"ბებიას ფილტვის ანთება აქვს, თუმცა მსუბუქ ფორმაში, არც ახველებს. თბილისიდან ჩამოსული ქალის ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია" - გვიყვება წყარო...

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მესტიაში ჩარჩა თბილისიდან ჩასული ექიმების საკმაოდ დიდი ჯგუფიც, რომელიც ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ტრენინგზე ჩაიყვანათ...

აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა დაადასტურა...

- ქალბატონო ნინო, რა მდგომარეობაა ახლა მესტიაში?

- მოგეხსენებათ, ჩვენთან გამოვლინდა "კოვიდინფიცირების" ფაქტი, ამიტომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. მთელი სოფლის ღრმა ეპიდკვლევა მიდის და ამ ეტაპზე 300-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუშია აღებული, ხვალ დილიდან ეპიდკვლევა განახლდება.

- ჩვენი ინფორმაციით, მესტიაში ჩარჩენილია ექიმების საკმაოდ დიდი ჯგუფიც, რომელიც ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიას ჰყავდა წამოყვანილი ტრენინგებზე...

- დიახ, გიდასტურებთ, არა მარტო ექიმების ჯგუფი, არამედ აქ იმყოფებიან ტურისტებიც. საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლიდან გამომდინარე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. უკავშირდება განთავსების ყველა ობიექტს, ტურისტული ნაკადების დასადგენად. რა ლოკაციაზეც უნდათ გადასვლა ამ ადამიანებს, ამას ტურიზმის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, ასევე ტრანსპორტირებასაც, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიარონ 14 დღიანი კარანტინის პერიოდი.

- პირველწყარო თბილისიდან სტუმრად ამოსული ქალია?

- თბილისიდან ამოსული ქალბატონი იმყოფებოდა სტუმრად ოჯახში, საიდანაც მოხდა გავრცელება. დანარჩენი მიმდინარეობს კვლევა და სანამ ღრმა ეპიდკვლევა არ ჩატარდება, მანამდე კომენტარს ვერ გავაკეთებთ.

- ჩვენი ინფორმაციით ეს ქალბატონი ორსულია...

- სავარაუდოდ, არა ქალბატონი, არამედ მამაკაცი შეიძლება იყოს ვირუსის მომტანი, მაგრამ სანამ ღრმა ეპიდკვლევა არ ჩატარდება, ვერ დავადასტურებთ, თუმცა გიდასტურებთ, რომ ორსული გოგონაცაა კოვიდინფიცირებული და ამჟამად იმყოფება თბილისში და ეკუთვნის იმ ოჯახის, ლენჯერის კლასტერს.

- გავრცელებული ინფორმაციით ყველა კარგად გრძნობს თავს, გარდა ასაკოვანი ქალბატონისა.

- დიახ, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთ ქალბატონს აქვს თანმდევი ქრონიკული დაავადება და შედარებით უფრო საყურადღებოა, თუმცა მძიმეს ვერ ვიტყვი.

- რამდენი ხნით იქნება დაკეტილი რეგიონი?

- ეპიდკველევის დასრულების შემდეგ გვექნება ინფორმაცია, წინასწარ ვერაფერს გეტყვით.

რა რეგულაციები დაუწესა განათლების სამინისტრომ სკოლებს და როდის შეიძლება გახდეს სწავლის შერეული სისტემის დანერგვა საჭირო?

სევრის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები, თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ისრაელმა საქართველო "მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა