მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?
რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?

სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მომ­ხდა­რი ომის მე-12 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­სავ­ლურ მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა, მათ შო­რის ვა­ტი­კა­ნის პრე­სა­შიც.

ცნო­ბილ გა­მო­ცე­მა Aci Stampa-ში 9 აგ­ვის­ტოს და­ი­ბეჭ­და სტა­ტია სა­თა­უ­რით "პა­პის დიპ­ლო­მა­ტია: ლი­ბა­ნი­დან კავ­კა­სი­ამ­დე", რო­მელ­შიც ვა­ტი­კა­ნის (წმინ­და საყ­დრის) პო­ზი­ცი­აა გა­მო­ხა­ტუ­ლი (ავ­ტო­რი - ან­დრეა გი­ლი­არ­დუ­ჩი) სა­ერ­თა­შო­რი­სო მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ, მათ შო­რის 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მე-12 წლის­თა­ვის შე­სა­ხე­ბაც, რო­მელ­საც ვრცე­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ეძღვნე­ბა ქვე­სა­თა­უ­რით "კავ­კა­სია ფო­კუს­ში".

რო­გორც გა­ზე­თის კო­რეს­პონ­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, სამ­ხრეთ ოსე­თის გამო 12 წლის წინ მომ­ხდარ კონ­ფლიქტს მსოფ­ლი­ო­ში თან­და­თან ივი­წყე­ბენ, მაგ­რამ არა წმინ­და საყ­და­რი. ჯერ კი­დევ ორი წლის წი­ნათ ვა­ტი­კა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი პოლ გა­ლა­ჰე­რი სო­ფელ ხურ­ვა­ლეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას ად­გილ­ზე გა­ეც­ნო, შარ­შან დე­კემ­ბერ­ში კი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი კარ­დი­ნა­ლი პი­ეტ­რო პა­რო­ლი­ნი და­ინ­ტე­რეს­და... ეს იმას მოწ­მობს, რომ პა­პის დიპ­ლო­მა­ტია ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ/სამ­ხრეთ ოსეთ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას.

ავ­ტო­რი ესა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს წმინ­და საყ­დარ­ში ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელს, რო­მე­ლიც იხ­სე­ნებს რუ­სე­თის ჯა­რე­ბის შეჭ­რის ფაქტს სა­ქარ­თვე­ლო­ში და აცხა­დებს, რომ ეს იყო რუ­სე­თის აგ­რე­სია სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ. მისი თქმით, რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა საფრ­თხეს უქ­მნის ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბას. 2008 წელს მომ­ხდა­რი ომის რუ­სე­თი­სათ­ვის ერ­თგვა­რი პრე­ცე­დენ­ტია. ამას ადას­ტუ­რებს მოს­კო­ვის მოქ­მე­დე­ბა უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თაც.

"მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლომ შე­ას­რუ­ლა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის ყვე­ლა პუნ­ქტი, რუ­სე­თი პი­რი­ქით, მის დარ­ღვე­ვას აგ­რძე­ლებს და წინ სწევს ე.წ. სა­ზღვრის ხაზს, უკა­ნო­ნოდ ქმნის ბა­რი­ე­რებს, ავ­ლებს მავ­თულხლარ­თებს და ამით ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბას უზღუ­დავს. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი არ­სე­ბობს, შექ­მნი­ლია მძი­მე კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია: ხდე­ბა ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბე­ბი, და­ბა­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა... თვით კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს, გა­ე­რო­სა და რო­მის პა­პის მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბას აგ­რძე­ლებს.

ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უ­ბარ­ში ეხე­ბა რუ­სე­თის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ებს, კერ­ძოდ, თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თით­ქოს­და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ბი­ო­ლო­გი­ურ ია­რაღს ამ­ზა­დებს და ამ­ბობს, რომ ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და "კო­ვიდ-19"-ის პან­დე­მი­ის დროს სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს აკე­თებს.

ელჩი სა­უბ­რი­სას ხაზს უს­ვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა მო­მა­ვალ­შიც გას­წი­ოს დიდი ძა­ლის­ხმე­ვა კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბი­სათ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე. "თბი­ლი­სის პრი­ო­რი­ტე­ტია ნდო­ბის გან­მტკი­ცე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან", - ამ­ბობს ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბა დიდი იმ­პულ­სი იქ­ნე­ბა შავი ზღვის რე­გი­ო­ნი­სა და აღ­მო­სავ­ლუ­რი პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის. წყა­რო

სი­მონ კი­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?

საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით დასავლურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატია გამოქვეყნდა, მათ შორის ვატიკანის პრესაშიც.

ცნობილ გამოცემა Aci Stampa-ში 9 აგვისტოს დაიბეჭდა სტატია სათაურით "პაპის დიპლომატია: ლიბანიდან კავკასიამდე", რომელშიც ვატიკანის (წმინდა საყდრის) პოზიციაა გამოხატული (ავტორი - ანდრეა გილიარდუჩი) საერთაშორისო მოვლენების მიმართ, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავის შესახებაც, რომელსაც ვრცელი პუბლიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ქვესათაურით "კავკასია ფოკუსში".

როგორც გაზეთის კორესპონდენტი აღნიშნავს, სამხრეთ ოსეთის გამო 12 წლის წინ მომხდარ კონფლიქტს მსოფლიოში თანდათან ივიწყებენ, მაგრამ არა წმინდა საყდარი. ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლ გალაჰერი სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა და შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნო, შარშან დეკემბერში კი ოკუპირებული ტერიტორიების მდგომარეობით საქართველოში ჩასული კარდინალი პიეტრო პაროლინი დაინტერესდა... ეს იმას მოწმობს, რომ პაპის დიპლომატია ყურადღებას აქცევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას.

ავტორი ესაუბრება საქართველოს ელჩს წმინდა საყდარში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს, რომელიც იხსენებს რუსეთის ჯარების შეჭრის ფაქტს საქართველოში და აცხადებს, რომ ეს იყო რუსეთის აგრესია სუვერენული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი თქმით, რუსეთის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ევროპულ და საერთაშორისო მშვიდობას. 2008 წელს მომხდარი ომის რუსეთისათვის ერთგვარი პრეცედენტია. ამას ადასტურებს მოსკოვის მოქმედება უკრაინის მიმართაც.

"მაშინ, როცა საქართველომ შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტი, რუსეთი პირიქით, მის დარღვევას აგრძელებს და წინ სწევს ე.წ. საზღვრის ხაზს, უკანონოდ ქმნის ბარიერებს, ავლებს მავთულხლართებს და ამით ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების უფლებას უზღუდავს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზები არსებობს, შექმნილია მძიმე კრიმინოგენური და ჰუმანიტარული სიტუაცია: ხდება ადამიანთა გატაცებები, დაბალია მოსახლეობის ჯანდაცვის მდგომარეობა... თვით კორონავირუსის პანდემიის დროს, გაეროსა და რომის პაპის მოწოდების მიუხედავად, საოკუპაციო ხელისუფლება უკანონო ქმედებას აგრძელებს.

ქართველი დიპლომატი კორესპონდენტთან საუბარში ეხება რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებს, კერძოდ, თბილისში არსებული ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ, რომელიც თითქოსდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს და ამბობს, რომ ამერიკელების მიერ შექმნილი ლაბორატორია ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება და "კოვიდ-19"-ის პანდემიის დროს სასარგებლო საქმეს აკეთებს.

ელჩი საუბრისას ხაზს უსვამს, რომ საქართველო მზადაა მომავალშიც გასწიოს დიდი ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისათვის საერთაშორისო არენაზე. "თბილისის პრიორიტეტია ნდობის განმტკიცება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან", - ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი. საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება დიდი იმპულსი იქნება შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებისათვის. წყარო

სიმონ კილაძე

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

"არავინ მიდიოდა ბავშვთან... მძღოლი ყვიროდა, გთხოვთ გადაარჩინოთო" - ვინ არიან ჩაქვში ავარიისას გარდაცვლილები და რას ჰყვება მომხდარის თვითმხილველი