მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა
თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა

თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში გა­დას­ვლა­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი უკვე 101 პირს მი­ე­ცა, - ამის შე­სა­ხებ აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში მოწ­ვე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამი თვის ვა­დით გამ­გზავ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში შეს­ვლის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის ნე­ბარ­თვის მიმ­ღებ პი­რებს გამ­გზავ­რე­ბის თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ მოკ­ლე­ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბულ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებ­ზე აჭა­რის და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ უკვე და­ეგ­ზავ­ნა.

თურ­ქეთ­ში გამ­გზავ­რე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, ასე­ვე აჭა­რის და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს დახ­მა­რე­ბით abroadworkers.moh.gov.ge-ზე გა­ი­ა­რეს.

გა­ნა­ცხადს ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ავ­სე­ბენ, რო­მელბ­მაც თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის­გან მოწ­ვე­ვა უკვე მი­ი­ღეს და ნო­ტა­რი­უ­ლად ქარ­თულ ენა­ზე და­ა­მოწ­მეს. პრო­ცე­დუ­რა მარ­ტი­ვია, პი­რა­დი ნომ­რი­სა და მო­ბი­ლუ­რის ნომ­რის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ განმცხა­დე­ბე­ლი ღე­ბუ­ლობს აქ­ტი­ვა­ცი­ის კოდს, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა ატ­ვირ­თოს თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კი­დან მი­ღე­ბუ­ლი მოწ­ვე­ვა. განმცხა­დე­ბელს პა­სუ­ხი უმოკ­ლეს ვა­და­ში, არა­უგ­ვი­ა­ნეს შვიდ დღე­ში ეც­ნო­ბე­ბა.

აჭა­რის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი, ნინო ნი­ჟა­რა­ძე გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ უმოკ­ლეს ვა­დებ­ში დას­რულ­დეს ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა და იმ პი­რებ­მა, რომ­ლებ­მაც უკვე მი­ი­ღეს მოწ­ვე­ვა თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მხრი­დან მალე გა­დაკ­ვე­თონ სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის სა­ზღვა­რი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა

თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა

თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში მოწვევის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების სამი თვის ვადით გამგზავრებას ითვალისწინებს.

"თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვის მიმღებ პირებს გამგზავრების თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინებები განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ უკვე დაეგზავნა.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე გაიარეს.

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომელბმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. პროცედურა მარტივია, პირადი ნომრისა და მობილურის ნომრის შეყვანის შემდეგ განმცხადებელი ღებულობს აქტივაციის კოდს, რომლის შემდეგაც საშუალება ეძლევა ატვირთოს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მოწვევა. განმცხადებელს პასუხი უმოკლეს ვადაში, არაუგვიანეს შვიდ დღეში ეცნობება.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე განმარტავს, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ", - აცხადებენ უწყებაში.

როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 9 მლნ ლარამდე ღირს - ფოტოები

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა - რა ღირს ძვირფასი ლითონი საქართველოში და როგორია სამომავლო პროგნოზი

მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება, რა დახმარებას მიიღებენ სტუდენტები?