საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცირე შანსიც რომ არსებობდეს, ჩემს ქმედებას გამოეწვია გოგონას მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს" - დაკავებული ექიმი
"მცირე შანსიც რომ არსებობდეს, ჩემს ქმედებას გამოეწვია გოგონას მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს" - დაკავებული ექიმი

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი ან­გიო ქი­რურ­გი ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი თავს დამ­ნა­შა­ვეს არ ცნობს. ის ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს მი­მარ­თავს, გა­ეც­ნოს საქ­მის მა­სა­ლებს და მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ყი­ფი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო ავ­რცე­ლებს.

"გა­დავ­წყვი­ტე გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ჩემს ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და წა­ყე­ნე­ბულ უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, მცი­რე თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც კი რომ არ­სე­ბობ­დეს, ჩემს რა­ი­მე ქმე­დე­ბას გა­მო­ეწ­ვია ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ასე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, და­უ­ფიქ­რებ­ლად და­ვი­კა­ვებ­დი ბრალ­დე­ბუ­ლის სკამს. ფაქ­ტი ერ­თია - პრო­ცე­დუ­რის დროს, რა­მაც ასე­თი სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გი და­ა­ყე­ნა, არ გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია არც ერთი მა­ნი­პუ­ლა­ცია. ეს გა­რე­მო­ე­ბა, კი­დევ უფრო მძი­მეს ხდის ჩემს დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას.

ასევე დაგაინტერესებთ
18:55 / 04-08-2020

ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვე კომაშია - ექიმების სკანდალური დაკავების ახალი დეტალები

14:39 / 05-08-2020

ვინ არის ანესთეზიოლოგი, რომელსაც პროკურატურამ ექიმებთან ერთად ბრალი წარუდგინა და რა განცხადებას ავრცელებს ის

21:16 / 13-08-2020

"ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! " - რას წერს დაკავებული ექიმის მამა?

17:53 / 01-10-2020

ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რა შეთანხმება შედგა კომაში მყოფი გოგონას ოჯახთან?

10:58 / 02-10-2020

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

მინ­და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო მე­გობ­რე­ბის, ოჯა­ხის, სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რა და გვერ­დში დგო­მა მი­ად­ვი­ლებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა­ში გა­ტა­რე­ბულ ყო­ველ დღეს.

თხოვ­ნით მივ­მარ­თავ ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ქ-ნ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს, გა­ეც­ნოს საქ­მის დე­ტა­ლებს და მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ. მე მაქვს თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი.

ასე­ვე, გთხოვთ ყვე­ლა კე­თი­ლის მსურ­ველს, თავი შე­ი­კა­ვოს ამ თე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის­გან. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­მიჯ­ნე­ბი ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბას, ეს შემ­თხვე­ვა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას სხვა მიზ­ნე­ბის­თვის.

მე­დი­ცი­ნა - საქ­მე, რო­მე­ლიც მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბაა, თა­ვის სი­მარ­თლეს აუ­ცი­ლებ­ლად იპო­ვის. მჯე­რა, დე­ტა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის და სა­სა­მარ­თლოს გზით, უმოკ­ლეს ვა­და­ში, გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე.

კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის !" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე და ცნო­ბი­ლი ან­გიო ქი­რურ­გი ვახ­ტანგ ყი­ფი­ა­ნი გა­სულ კვი­რას და­ა­კა­ვეს.

მათ­თან ერ­თად ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ანეს­თე­ზი­ო­ლოგ მაგ­და ხო­შო­ლა­ვას, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იტა­ლი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში საქ­მი­ა­ნობს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა გა­უ­კე­თეს, რის შე­დე­გა­დაც 25 წლის გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და ის 20 თვეა კო­მა­შია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასი
2

შესაბამისი ლიცენზიის არ ქონა პრობლემა არ არის?

პაციენტს რომ ჰგონია იტალიელი ექიმი უკეთებს ოპერაციას ეს პრობლემა არ არის?

პირველი წარუმატებელი ოპერაცია პრობლემა არ არის?

პლიუს ცუდი ანესთეზიოლოგი პრობლემა არ არის?

ბევრი გადაცდომა და დანაშაულიც კი იფარება ციხეევად ქცეულ კლინიკებში დაცვა რომ მუშაობს მოწოდების სიმაღლეზე და ცხვირწინ გიჯახუნებენ მარა.

აქვე იმ ექიმებზეც ვიტყვი ვინც პროფესიონალია და რაც მნიშვნელოვანია ადამიანური დამოკიდებულება აქვთ პაციენტების მიმართ მადლობა მათ.

gela
3

თუ ეს ყველაფერი ექიმი შეცდომით მოხდა ექიმები უნდა დაისაჯოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მცირე შანსიც რომ არსებობდეს, ჩემს ქმედებას გამოეწვია გოგონას მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს" - დაკავებული ექიმი

"მცირე შანსიც რომ არსებობდეს, ჩემს ქმედებას გამოეწვია გოგონას მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს" - დაკავებული ექიმი

პროკურატურის მიერ დაკავებული ცნობილი ანგიო ქირურგი ვახტანგ ყიფიანი თავს დამნაშავეს არ ცნობს. ის ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, გაეცნოს საქმის მასალებს და მოახდინოს რეაგირება.

ამის შესახებ ყიფიანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ავრცელებს.

"გადავწყვიტე გამოვეხმაურო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მცირე თეორიული შანსიც კი რომ არსებობდეს, ჩემს რაიმე ქმედებას გამოეწვია ახალგაზრდა გოგონას ასეთი მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს. ფაქტი ერთია - პროცედურის დროს, რამაც ასეთი სამწუხარო შედეგი დააყენა, არ განმიხორციელებია არც ერთი მანიპულაცია. ეს გარემოება, კიდევ უფრო მძიმეს ხდის ჩემს დღევანდელ მდგომარეობას.

მინდა მადლიერება გამოვხატო მეგობრების, ოჯახის, სამედიცინო საზოგადოებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთა მხარდაჭერა და გვერდში დგომა მიადვილებს თავისუფლების აღკვეთაში გატარებულ ყოველ დღეს.

თხოვნით მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს, გაეცნოს საქმის დეტალებს და მოახდინოს რეაგირება შეხედულებისამებრ. მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.

ასევე, გთხოვთ ყველა კეთილის მსურველს, თავი შეიკავოს ამ თემის პოლიტიზირებისგან. კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ მცდელობას, ეს შემთხვევა გამოყენებული იქნას სხვა მიზნებისთვის.

მედიცინა - საქმე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრებაა, თავის სიმართლეს აუცილებლად იპოვის. მჯერა, დეტალური გამოძიების და სასამართლოს გზით, უმოკლეს ვადაში, გაირკვევა სიმართლე.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის !" - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე ცენტრალური კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ცნობილი ანგიო ქირურგი ვახტანგ ყიფიანი გასულ კვირას დააკავეს.

მათთან ერთად ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ანესთეზიოლოგ მაგდა ხოშოლავას, რომელიც ამჟამად იტალიის ერთ-ერთ კლინიკაში საქმიანობს.

გამოძიების ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს, რის შედეგადაც 25 წლის გოგონას მდგომარეობა დამძიმდა და ის 20 თვეა კომაშია.

თბილისში, რესტორანში ორი ადამიანი დაჭრეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს

"აინტერესებდა ბატონი თამაზი სად იყო, დასვენების დღესაც მირეკავდა... შემდეგ დამემუქრა" - მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დუმილს არღვევს

შსს-მ მარნეულში "ნაცმოძრაობის" აქტივისტებისა და მათი თანხმლები პირის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა