საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცემი და თავგატეხილი პაპა გულგრილად უყურებს ახორხოცებულ მწვანე კაცუნებს" - კადრი 2008 წლის ომიდან
"ნაცემი და თავგატეხილი პაპა გულგრილად უყურებს ახორხოცებულ მწვანე კაცუნებს" - კადრი 2008 წლის ომიდან

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომი­დან 12 წელი შეს­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლოს 228 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, 14 პო­ლი­ცი­ე­ლი, ხოლო 1 747 და­იჭ­რა. სახ­ლე­ბი და­ტო­ვა თით­ქმის 150 000-მა ადა­მი­ან­მა, მათ­გან დღემ­დე დევ­ნი­ლო­ბა­ში რჩე­ბა 30 000-მდე.

დღემ­დე მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია კად­რე­ბი, რო­მე­ლიც იმ დროს მე­დი­ამ ცხელ წერ­ტი­ლებ­ში გა­და­ი­ღო და შე­მო­ი­ნა­ხა. ერთ-ერთი ასე­თია 2008 წლის აგ­ვის­ტოს ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, რომ­ლის ავ­ტო­რი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი არ­კა­დი ბაბ­ჩენ­კოა. კადრზე აღ­ბეჭ­დი­ლია თავ­გა­ტე­ხი­ლი მო­ხუ­ცი და იქვე მყო­ფი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი.

"ჩემ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კად­რი 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან. ნა­ცე­მი და თავ­გა­ტე­ხი­ლი პაპა, გულ­გრი­ლად რომ უყუ­რებს ახორ­ხო­ცე­ბულ მწვა­ნე კა­ცუ­ნებს. ბევ­რი რა­მის წა­კი­თხვა შე­იძ­ლე­ბა ამ კად­რი­დან - წარ­სუ­ლი­საც და მო­მავ­ლი­სათ­ვი­საც..." - წერს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ირაკ­ლი ხვა­და­გი­ა­ნი და ბაბ­ჩენ­კოს სა­ავ­ტო­რო ფო­ტოს აზი­ა­რებს.

ცნო­ბის­თვის, არ­კა­დი ბაბ­ჩენ­კო 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომს აშუ­ქებ­და; ის შემ­დგომ წლებ­შიც პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დი­ო­და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში და იქა­ურ ვი­თა­რე­ბა­ზე, კო­კო­ი­თის კო­რუფ­ცი­უ­ლი “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა” და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის კლა­ნურ გა­რი­გე­ბებ­ზე წერ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბაბ­ჩენ­კო აცხა­დებ­და, რომ ცხინ­ვალ­ში გა­ემ­გზავ­რა იმ გან­წყო­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო თავს და­ეს­ხა ე.წ. სამ­ხრეთ ისეთს. თუმ­ცა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ბევ­რი რამ გა­და­ა­ფა­სა.

2017 წლის აგ­ვის­ტო­ში "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" რუ­სუ­ლე­ნო­ვან ბი­უ­როს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში არ­კა­დი ბაბ­ჩენ­კომ აგ­ვის­ტოს ომის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბი ასე გა­იხ­სე­ნა:

"ყვე­ლა­ზე მძი­მე 10 და 11 აგ­ვის­ტო იყო. ცხინ­ვალ­ში მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის შტა­ბი მდე­ბა­რე­ობ­და, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. გა­მო­ვე­დი შტა­ბი­დან, ვხე­დავ, დგას კო­ლო­ნა… ვხე­დავ სხე­დან ჩეჩ­ნე­ბი. ვე­უბ­ნე­ბი: „საით, ბი­ჭე­ბო?“, ისი­ნი მე­უბ­ნე­ბი­ან: "თა­მა­რა­შე­ნის გა­საწ­მენ­დად, ოთხი სა­ა­თით". ვე­უბ­ნე­ბი: „შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თან ერ­თად?“, ისი­ნი: „და­ჯე­ქი, რა თქმა უნდა“.

მე ტანკზე შევ­ხტი და მათ­თან ერ­თად წა­ვე­დი. თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ არა­ნა­ი­რი თა­მა­რა­შე­ნის გა­საწ­მენ­დად ჯარი არ მი­დი­ო­და, ის გო­რის და­სა­კა­ვებ­ლად წა­ვი­და. ეს უკვე სა­ქარ­თვე­ლოს სიღ­რმე­ში მარ­ში იყო. მი­ვე­დით სო­ფელ ზემო ნი­ქო­ზამ­დე – ასე­თი სო­ფე­ლია გორ­სა და ცხინ­ვალს შო­რის. რო­გორც ყო­ველ­თვის, ისევ გა­მოვ­ტო­ვეთ მო­სახ­ვე­ვი. ჯარი იქ არ უნდა შე­სუ­ლი­ყო, უნდა შე­მო­ევ­ლო. თუმ­ცა რუ­კე­ბი არ არის, არა­ფე­რი არ არის, არა­ვინ არა­ფე­რი იცის. რუ­კე­ბი ძვე­ლია. შე­ვე­დით სო­ფელ­ში. კო­ლო­ნა ალ­ყა­ში აღ­მოჩ­ნდა. იყო ბრძო­ლა.

იყო საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა. ჩემი აზ­რით, იყო 13 გარ­დაც­ვლი­ლი, დაწ­ვეს ტან­კი, ორი ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი, ორი კა­მა­ზი თუ „ურა­ლი“. სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა იყო, იქ ერთი დღე-ღამე გა­ვა­ტა­რეთ. მე­ო­რე დი­ლით წა­ვე­დით გორ­ში, წა­ვა­წყდით ქარ­თულ გა­ნად­გუ­რე­ბულ კო­ლო­ნას, რო­მე­ლიც უკვე ჩვე­ნი კო­ლო­ნის სა­თა­ვო ნა­წი­ლის ალ­ყა­ში აღ­მოჩ­ნდა. იყო რამ­დე­ნი­მე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, ძა­ლი­ან ბევ­რი გარ­დაც­ვლი­ლი, დამ­წვა­რი ხალ­ხი. მი­ვე­დით გო­რამ­დე. და ამ დროს ჩა­მოფ­რინ­და სარ­კო­ზი, მედ­ვე­დევს შე­უ­თან­ხმდა და ომი გა­ა­უქ­მეს. ეს ორი დღე, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მძი­მე იყო", – იხ­სნებ­და ბაბ­ჩენ­კო.

ის ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის კრი­ტი­კო­სი. 41 წლის არ­კა­დი ბაბ­ჩენ­კო 2018 წელს მოკ­ლედ. მას დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის რა­ი­ონ­ში, ნი­კოლ­სკო-სლო­ბოდსკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, ზურ­გში ეს­რო­ლეს. ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სატანა
412

აგვისტოს ომი, წყევლად გაყვება მიხო ჟღვლინტიანს. ვერ გაიხარებს ამ ხალხის ცოდვით

ლევანი
0

რა გულგრილად...უილაჯო რისხვა და ზიზღი იფრქვევა მოხუცის თვალებიდან. ჰაი, დედასა, რუსი ვერასოდეს გაიგებს ქართულ - ,,ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ,ღმერთი დაგიწყებს გმობასაო'', ამიტომ შორს, შორს, შორს მაგათგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნაცემი და თავგატეხილი პაპა გულგრილად უყურებს ახორხოცებულ მწვანე კაცუნებს" - კადრი 2008 წლის ომიდან

"ნაცემი და თავგატეხილი პაპა გულგრილად უყურებს ახორხოცებულ მწვანე კაცუნებს" - კადრი 2008 წლის ომიდან

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

დღემდე მძიმე საყურებელია კადრები, რომელიც იმ დროს მედიამ ცხელ წერტილებში გადაიღო და შემოინახა. ერთ-ერთი ასეთია 2008 წლის აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში გადაღებული ფოტო, რომლის ავტორი რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკოა. კადრზე აღბეჭდილია თავგატეხილი მოხუცი და იქვე მყოფი რუსი ჯარისკაცები.

"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. ნაცემი და თავგატეხილი პაპა, გულგრილად რომ უყურებს ახორხოცებულ მწვანე კაცუნებს. ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება ამ კადრიდან - წარსულისაც და მომავლისათვისაც..." - წერს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ხვადაგიანი და ბაბჩენკოს საავტორო ფოტოს აზიარებს.

ცნობისთვის, არკადი ბაბჩენკო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს აშუქებდა; ის შემდგომ წლებშიც პერიოდულად ჩადიოდა ცხინვალის რეგიონში და იქაურ ვითარებაზე, კოკოითის კორუფციული “ხელმძღვანელობისა” და რუსი სამხედროების კლანურ გარიგებებზე წერდა.

მოგვიანებით, არაერთ ინტერვიუში ბაბჩენკო აცხადებდა, რომ ცხინვალში გაემგზავრა იმ განწყობით, რომ საქართველო თავს დაესხა ე.წ. სამხრეთ ისეთს. თუმცა კონფლიქტის ზონაში ბევრი რამ გადააფასა.

2017 წლის აგვისტოში "რადიო თავისუფლების" რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში არკადი ბაბჩენკომ აგვისტოს ომის ყველაზე მძიმე დღეები ასე გაიხსენა:

"ყველაზე მძიმე 10 და 11 აგვისტო იყო. ცხინვალში მშვიდობისმყოფელების შტაბი მდებარეობდა, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. გამოვედი შტაბიდან, ვხედავ, დგას კოლონა… ვხედავ სხედან ჩეჩნები. ვეუბნები: „საით, ბიჭებო?“, ისინი მეუბნებიან: "თამარაშენის გასაწმენდად, ოთხი საათით". ვეუბნები: „შეიძლება თქვენთან ერთად?“, ისინი: „დაჯექი, რა თქმა უნდა“.

მე ტანკზე შევხტი და მათთან ერთად წავედი. თუმცა აღმოჩნდა, რომ არანაირი თამარაშენის გასაწმენდად ჯარი არ მიდიოდა, ის გორის დასაკავებლად წავიდა. ეს უკვე საქართველოს სიღრმეში მარში იყო. მივედით სოფელ ზემო ნიქოზამდე – ასეთი სოფელია გორსა და ცხინვალს შორის. როგორც ყოველთვის, ისევ გამოვტოვეთ მოსახვევი. ჯარი იქ არ უნდა შესულიყო, უნდა შემოევლო. თუმცა რუკები არ არის, არაფერი არ არის, არავინ არაფერი იცის. რუკები ძველია. შევედით სოფელში. კოლონა ალყაში აღმოჩნდა. იყო ბრძოლა.

იყო საკმაოდ სერიოზული ბრძოლა. ჩემი აზრით, იყო 13 გარდაცვლილი, დაწვეს ტანკი, ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ორი კამაზი თუ „ურალი“. სერიოზული ბრძოლა იყო, იქ ერთი დღე-ღამე გავატარეთ. მეორე დილით წავედით გორში, წავაწყდით ქართულ განადგურებულ კოლონას, რომელიც უკვე ჩვენი კოლონის სათავო ნაწილის ალყაში აღმოჩნდა. იყო რამდენიმე განადგურებული მანქანა, ძალიან ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი ხალხი. მივედით გორამდე. და ამ დროს ჩამოფრინდა სარკოზი, მედვედევს შეუთანხმდა და ომი გააუქმეს. ეს ორი დღე, რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე იყო", – იხსნებდა ბაბჩენკო.

ის ცნობილი იყო, როგორც რუსეთის ხელისუფლების, კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი. 41 წლის არკადი ბაბჩენკო 2018 წელს მოკლედ. მას დნეპროპეტროვსკის რაიონში, ნიკოლსკო-სლობოდსკაიას ქუჩაზე, ზურგში ესროლეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.