მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან უცნაურად გამოჩნდა, ZAG-საც წერდა, თამუნაზე ინფორმაცია აინტერესებდა" - კომპანიის იურისტი
"ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან უცნაურად გამოჩნდა, ZAG-საც წერდა, თამუნაზე ინფორმაცია აინტერესებდა" - კომპანიის იურისტი

კომ­პა­ნია "ზე­გის" იუ­რის­ტის მა­მუ­კა ჭა­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბო­და, "ზე­გის"“ თა­ნამ­შრომ­ლებს, რო­გორც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი წერ­და და მათ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ცდი­ლობ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჭა­ბაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში" ისა­უბ­რა.

"ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე ზო­გა­დად ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად გა­მოჩ­ნდა და ორი სი­ტყვით ვი­ტყვი, ვიდ­რე მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ჯა­როდ გა­ი­გებ­და, კომ­პა­ნია „ზეგ­საც“ წერ­და, რო­გორც თა­მუ­ნას მე­გო­ბა­რი და აინ­ტე­რე­სებ­და ჩვენ­გან ინ­ფორ­მა­ცია. პლუს, თა­მუ­ნას მე­გო­ბარ­მა გუ­შინ იგი­ვე და­ა­დას­ტუ­რა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ეს ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ფე­ხით და­დის გა­მო­ძი­ე­ბა­ში და ეხ­ვე­წე­ბა დამ­კი­თხე­თო, შე­ა­წუ­ხა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბიც. მას­ზე ბევ­რს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ნა­ხე­ვარს ვერც ვი­გებ, ლო­გი­კურ ჯაჭვს ვერ მივ­ყვე­ბი, არა იმი­ტომ რომ მე არ მაქვს ამის უნა­რი, ალ­ბათ, უმე­ტე­სო­ბა ასე არის.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩხრე­კას, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მე უშუ­ა­ლოდ ორი პი­როვ­ნე­ბის ბი­ნის ჩხრე­კას და­ვეს­წა­რი, ჩემ კო­ლე­გებს რომ ვკი­თხე, პი­რა­დი, ბე­ბი­ის და ბავ­შვის კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ლეპ­ტო­პე­ბი წა­ი­ღეს", - გა­ნა­ცხა­და ჭა­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნია „ზეგს“ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს.

„16 მარ­ტის შემ­დეგ თა­მუ­ნა არ­ცერთ თა­ნამ­შრო­მელს არ უნა­ხავს, ვი­ნა­ი­დან, დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობ­დნენ. კომ­პა­ნია „ზეგს“ თა­მუ­ნას ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. თუ გან­ტე­ვე­ბის ვაცი უნ­დათ მო­ძებ­ნონ, და ოღონდ ვინ­მე და­ა­პა­ტიმ­რონ, რომ რა­ღაც გა­ა­კე­თეს და ხალ­ხს აჩ­ვე­ნონ, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია. სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, კომ­პა­ნი­ას ამას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს", - აცხა­დებს ჭა­ბაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თუ აცლიან, ბევრს გამოიძიებს.
0

ეს ბიჭი ნამდვილად არ არის სულელი, თუმც, ბევრს აწყობს მისი ასეთათ წარმოჩენა. 

ლია
0

თუ ადამიანს ინფორმაციის მოძიება აინტერესებს - მადლობა მას! და ამ კომპანიის ხალხი რომ არ ჩანან წმინდა წყლის, ფაქტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან უცნაურად გამოჩნდა, ZAG-საც წერდა, თამუნაზე ინფორმაცია აინტერესებდა" - კომპანიის იურისტი

"ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან უცნაურად გამოჩნდა, ZAG-საც წერდა, თამუნაზე ინფორმაცია აინტერესებდა" - კომპანიის იურისტი

კომპანია "ზეგის" იურისტის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძე ვიდრე საზოგადოებაში გამოჩნდებოდა, "ზეგის"“ თანამშრომლებს, როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი წერდა და მათგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდა.

აღნიშნულის შესახებ ჭაბაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ისაუბრა.

"ბაჩანა ლობჟანიძე ზოგადად ძალიან უცნაურად გამოჩნდა და ორი სიტყვით ვიტყვი, ვიდრე მის შესახებ საზოგადოება საჯაროდ გაიგებდა, კომპანია „ზეგსაც“ წერდა, როგორც თამუნას მეგობარი და აინტერესებდა ჩვენგან ინფორმაცია. პლუს, თამუნას მეგობარმა გუშინ იგივე დაადასტურა ინტერვიუში.

ეს ადამიანი თავისი ფეხით დადის გამოძიებაში და ეხვეწება დამკითხეთო, შეაწუხა გამომძიებლებიც. მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, სიმართლე გითხრათ, ნახევარს ვერც ვიგებ, ლოგიკურ ჯაჭვს ვერ მივყვები, არა იმიტომ რომ მე არ მაქვს ამის უნარი, ალბათ, უმეტესობა ასე არის.

რაც შეეხება ჩხრეკას, არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. მე უშუალოდ ორი პიროვნების ბინის ჩხრეკას დავესწარი, ჩემ კოლეგებს რომ ვკითხე, პირადი, ბებიის და ბავშვის კომპიუტერები, ლეპტოპები წაიღეს", - განაცხადა ჭაბაშვილმა.

მისივე განმარტებით, კომპანია „ზეგს“ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

„16 მარტის შემდეგ თამუნა არცერთ თანამშრომელს არ უნახავს, ვინაიდან, დისტანციურად მუშაობდნენ. კომპანია „ზეგს“ თამუნას ტრაგიკულად გარდაცვალებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ განტევების ვაცი უნდათ მოძებნონ, და ოღონდ ვინმე დააპატიმრონ, რომ რაღაც გააკეთეს და ხალხს აჩვენონ, მაშინ ყველაფერი მოსალოდნელია. სამართლებრივი თვალსაზრისით, კომპანიას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს", - აცხადებს ჭაბაშვილი.

მთიან აჭარაში ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..." - ერთწლიანი განშორების შემდეგ ფუტკარაძეების 9 შვილი მშობლებს დაუბრუნეს

ამირან გამყრელიძე მესტიაში, პირბადითა და სვანური ქუდით - რას ამბობს მთავარი ეპიდემიოლოგი ადგილზე არსებულ სიტუაციაზე