სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ..." - ცნობილი პოეტის საოცარი  სიყვარულის ამბავი
"ვერ წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ..." - ცნობილი პოეტის საოცარი  სიყვარულის ამბავი

ქალი 29 წლის იყო, მა­მა­კა­ცი - მას­ზე 29 წლით უფ­რო­სი. და მა­ინც, ერ­თმა­ნე­თი თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­დათ. ამ სა­ოც­რად ლა­მაზ ქალს პირ­ვე­ლად მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ორი წლის თავ­ზე შევ­ხვდი. მი­თხრა, - 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უერ­თმა­ნე­თოდ მხო­ლოდ 10 დღეს ვი­ყა­ვით და რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო სა­პირ­წო­ნედ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უკე­თე­სი, რაც თუნ­დაც დღე­ვან­დელ მარ­ტოდ დარ­ჩე­ნას გა­და­მა­ტა­ნი­ნებ­და, თუ არა ის, რაც ჩვენ ერ­თმა­ნეთს მი­ვე­ცი­თო?

მა­მა­კა­ცი ხში­რად ეუბ­ნე­ბო­და მას: მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შენ მაკ­ლდი. შენ­ში ვხე­დავ სატ­რფოს, ცოლს, დებს და შვი­ლის უერ­თგუ­ლეს დე­დას. ასე­თი სი­ახ­ლო­ვე არა­ვის­თან მქო­ნი­აო. ერ­თსულ და ერთხორც იყ­ვნენ და უბედ­ნი­ე­რე­სი 15 წე­ლი­წა­დი გა­ა­ტა­რეს ერ­თად, მერე კი მათი ერ­თო­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ გაჰ­ყო და ქალი მარ­ტო დარ­ჩა...

მა­მა­კა­ცი - აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე და მთარ­გმნე­ლი, ფოლკ­ლო­რის­ტი და პო­ე­ტი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სო­ნე­ტე­ბის ავ­ტო­რი ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი გახ­ლავთ, 85 წლის წინ და­ი­ბა­და, 4 აგ­ვის­ტოს და 12 წლის წინ, 2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ ქვეყ­ნი­დან სამ­შობ­ლოს ბევ­რი ტკი­ვი­ლი და ცრემ­ლი გა­ი­ყო­ლა... ბა­ტო­ნი ვა­ხუშ­ტი იშ­ვი­ა­თად დიდი ადა­მი­ა­ნი იყო, სუ­ლით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თა და გრძნო­ბე­ბით მდი­და­რი და, ცხოვ­რე­ბაც იშ­ვი­ა­თი ჰქონ­და, ბო­ბო­ქა­რი - ბევ­რი ტკი­ვი­ლით, ბევ­რი სი­ხა­რუ­ლით და... უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლით, ათას ცხოვ­რე­ბას რომ ეყო­ფა, ისე­თით. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ბა­ტო­ნი ვა­ხუშ­ტი­სა და მზეო გო­გო­ჭუ­რის სიყ­ვა­რუ­ლის ბა­ლა­და დღემ­დე გრძელ­დე­ბა და, რო­გორც ჩანს, უსას­რუ­ლოდ ასე იქ­ნე­ბა...

მზეო გო­გო­ჭუ­რი:

- თე­ლავ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ჩემი სახ­ლი პო­ე­ზი­ით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი, ამი­ტომ ჩემი სამ­ყა­როც პო­ე­ზია იყო. მკაც­რი პე­და­გო­გი მშობ­ლე­ბი მყავ­და და პე­და­გო­გი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბით გამ­ზარ­დეს - ვი­ყა­ვი ხუ­თო­სა­ნი, ქე­ბის სი­გე­ლე­ბით და­ხუნძლუ­ლი და სკო­ლის სა­პა­ტიო და­ფა­ზე ჩემი ფო­ტოც ეკი­და. მიკ­ვირს, ჩემ­მა პო­ე­ტურ­მა, მუ­სი­კა­ლურ­მა და არ­ტის­ტულ­მა ბუ­ნე­ბამ ცხოვ­რე­ბის ასეთ წესს რო­გორ გა­უძ­ლო. ამით ბევ­რი სურ­ვი­ლი და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჩა­მიკ­ლეს. მშობ­ლე­ბის "გა­ნა­ჩე­ნით" აღ­მოვ­ჩნდი თსუ-ის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე.

მერე კი, ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შეც­ვლა გა­დავ­წყვი­ტე: 22 წლი­სა გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი. მე­უღ­ლის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი ჩემ­თვის ცო­ტა­თი დამ­ღლე­ლი აღ­მოჩ­ნდა და დავ­შორ­დი. გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი პრო­ფე­სი­აც და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც შე­მეც­ვა­ლა და თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ვა­პი­რებ­დი გა­დას­ვლას. მთა­ვა­რი იყო, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცია შემ­ძლე­ბო­და.

ინ­სტი­ტუ­ტში მი­სულს, თურ­მე, სი­ურპრი­ზი მე­ლო­და - ლექ­ტო­რი ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მა­ნამ­დე არას­დროს შევ­ხვედ­რო­დი, მაგ­რამ დიდ პა­ტივს ვცემ­დი, ამი­ტომ გა­ბად­რულ­მა შე­ვუ­ღე კარი. მას ლურ­ჯი ბე­რე­ტი ეხუ­რა, ყა­ვის­ფე­რი ტყა­ვის ქურ­თუ­კი ეცვა და "პრი­მას" ეწე­ო­და. მო­წი­წე­ბით წარ­ვუ­დე­ქი და მერ­ხთან დავ­ჯე­ქი.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ხუშ­ტი და­უს­რუ­ლებ­ლად იხ­სე­ნებ­და ხოლ­მე ამ პირ­ველ შეხ­ვედ­რას ან რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და, - შე­მო­ფე­თე­ბას. ერთი ლექ­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი კი­თხვა და­მა­ყა­რა, ლა­მის, ჩემი ან­კე­ტა შე­ავ­სო. მე და ჩემი ჯგუ­ფე­ლე­ბი ამით ძა­ლი­ან გავ­ხა­ლის­დით. მივ­ხვდი, რომ მო­ვე­წო­ნე, თავს აღარ მა­ნე­ბებ­და და აღარც მა­ლავ­და.

ლექ­ცი­ის ბო­ლოს კი მკი­თხა: რა­ტომ ჩა­მი­შა­ლე ლექ­ცია, რა­ტომ ამამ­ღვრი­ეო? ხომ ჩა­მი­შა­ლეო? - ჩა­მე­კი­თხა, თან პა­სუხს ელო­და. სხვა რა გზა მქონ­და და მეც სი­ცი­ლით და­ვე­თან­ხმე. მერე და მერე ძა­ლი­ან დავ­მე­გობ­რდით. ჩემს და­ქა­ლებ­თან ერ­თად ხში­რად მე­პა­ტი­ჟე­ბო­და შინ და ჩემ­და­მი გრძნო­ბას არ მა­ლავ­და - პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით იყო ან­თე­ბუ­ლი. ასე, ნელ-ნელა შე­მო­ვუშ­ვი ჩემ­ში მისი სამ­ყა­რო. აღ­მოჩ­ნდა, რომ უამ­რა­ვი ტრა­გე­დია, ტკი­ვი­ლი და პი­რა­დი პრობ­ლე­მა ჰქონ­და. გა­ო­რე­ბუ­ლი იყო. მერე მე­ო­რე მე­უღ­ლე­საც დას­ცილ­და...

ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, 29 წლით უფ­როს მა­მა­კაცს თუ შე­ვიყ­ვა­რებ­დი და ცო­ლად გავ­ყვე­ბო­დი, მაგ­რამ... მივ­ხვდი, რომ რა­ტო­მაც გავ­ყე­ვი, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ვიდ­რე ის, რაც მა­ში­ნებ­და... მა­ში­ნებ­და, რომ მას მალე დავ­კარ­გავ­დი და აკი დავ­კარ­გე კი­დეც! სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში დარ­დი და დეპ­რე­სია მო­ე­ძა­ლა, რა­მაც ხა­სი­ა­თი და­უმ­ძი­მა, მაგ­რამ ესეც ღირ­სე­უ­ლად გა­და­ვი­ტა­ნეთ. მი­უ­ხე­და­ვად ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, მან იცო­და, რომ უმი­სოდ ვერ ვი­ცხოვ­რებ­დი. მაგ­რამ სა­ში­ნე­ლე­ბა ის იყო, რომ ძა­ლი­ან ცოტა დრო გვრჩე­ბო­და! თუმ­ცა ვიდ­რე დავ­კარ­გავ­დი, მან უდი­დე­სი საზ­რდო მომ­ცა. ვა­ხუშ­ტის სიყ­ვა­რუ­ლი ისე ამაღ­ლე­ბუ­ლი, უსა­ზღვრო და ფა­ქი­ზი იყო, ისე­თი სი­ტყვე­ბით შე­ეძ­ლო მო­ე­მარ­თა და ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რაც მის­თვის ვი­ყა­ვი, უარი ვერ ვთქვი... წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, 60 წლის სა­შინ­ლად, ყუ­რე­ბამ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვა­ხუშ­ტი? ეს იცით, რა სას­წა­უ­ლი იყო (ცრემ­ლე­ბი მო­ე­რია)?

- მის­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი წლე­ბის ნაგ­რო­ვე­ბი ემო­ცია ხომ არ იყო, ერ­თბა­შად რომ იფეთ­ქა?

- სწო­რედ ეგ იყო. ვა­ხუშ­ტი­ში ვი­პო­ვე ყვე­ლა­ფე­რი, გეს­მით? ის სიყ­ვა­რუ­ლი კი არ იყო, ვნე­ბებს რომ ვერ იო­კებ, არა­მედ იმა­ზე ათას­ჯერ მეტი იყო. ღა­მე­ებს ლა­პა­რაკ­ში ვა­თე­ნებ­დით, უმ­ცი­რეს, პა­ტა­რა დარ­დსაც კი ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით და რა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით! მხო­ლოდ იმას დარ­დობ­და, გვი­ან რომ შევ­ხვდით და სა­ერ­თო შვი­ლი რომ არ გვყავ­და, რაც ცო­ტა­თი მა­ინც ჩემი ბრა­ლიც იყო - დე­დო­ბის სურ­ვი­ლი გვი­ან გა­მიჩ­ნდა.

მა­ნამ­დე კი ისე­თი გა­ტა­ცე­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით ერ­თმა­ნე­თით, თით­ქოს მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი არც გვახ­სენ­დე­ბო­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ვა­ხუშ­ტის თით­ქოს მე­ო­რე სუნ­თქვა გა­ეხ­სნა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი და­ე­წყო: მა­შინ თარ­გმნა რუ­სუ­ლი და ჰო­ლან­დი­უ­რი პო­ე­ზია, მა­შინ და­წე­რა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი "ჩემი წუ­თი­სო­ფე­ლი", სა­კუ­თა­რი ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის ნი­მუ­შე­ბის რამ­დე­ნი­მე კრე­ბუ­ლი, ფე­რე­იდ­ნუ­ლი ფოლკ­ლო­რის კრე­ბუ­ლი, თა­ვი­სი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­სა და პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის კრე­ბუ­ლი "მარ­თალს ვი­ტყვი" და სო­ნე­ტე­ბი, რომ­ლის გა­მო­ცე­მა­საც ვე­ღარ მო­ეს­წრო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
9

მზეო მოგესალმები, დიდი ხანია არ მინახიხარ, მინდა გისურვო ყოველივე საუკეთესო და ბევრი სიხარული, წარმატებები...

ლალუკა
14

საინტერესო ის კიარაა, რას ამბობს რესპოდენტი, არამედ რამდენად აუცილებელი და საინტერესოა ის საზოგადოებისთვის, გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება სამაგალითო უნდა იყოს როგორც შემოქმედებით, ისე მორალურად. არაფერს აძლევს ასეთი სტატია ადამიანებს და მოეშვით ადამკოკოს დროინდელ ამბებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვერ წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ..." - ცნობილი პოეტის საოცარი  სიყვარულის ამბავი

"ვერ წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ..." - ცნობილი პოეტის საოცარი  სიყვარულის ამბავი

ქალი 29 წლის იყო, მამაკაცი - მასზე 29 წლით უფროსი. და მაინც, ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. ამ საოცრად ლამაზ ქალს პირველად მამაკაცის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე შევხვდი. მითხრა, - 15 წლის განმავლობაში უერთმანეთოდ მხოლოდ 10 დღეს ვიყავით და რა უნდა ყოფილიყო საპირწონედ ჩემს ცხოვრებაში უკეთესი, რაც თუნდაც დღევანდელ მარტოდ დარჩენას გადამატანინებდა, თუ არა ის, რაც ჩვენ ერთმანეთს მივეცითო?

მამაკაცი ხშირად ეუბნებოდა მას: მთელი ცხოვრება შენ მაკლდი. შენში ვხედავ სატრფოს, ცოლს, დებს და შვილის უერთგულეს დედას. ასეთი სიახლოვე არავისთან მქონიაო. ერთსულ და ერთხორც იყვნენ და უბედნიერესი 15 წელიწადი გაატარეს ერთად, მერე კი მათი ერთობა გარდაცვალებამ გაჰყო და ქალი მარტო დარჩა...

მამაკაცი - აღმოსავლეთმცოდნე და მთარგმნელი, ფოლკლორისტი და პოეტი, შესანიშნავი სონეტების ავტორი ვახუშტი კოტეტიშვილი გახლავთ, 85 წლის წინ დაიბადა, 4 აგვისტოს და 12 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა.

ამ ქვეყნიდან სამშობლოს ბევრი ტკივილი და ცრემლი გაიყოლა... ბატონი ვახუშტი იშვიათად დიდი ადამიანი იყო, სულით, შემოქმედებითა და გრძნობებით მდიდარი და, ცხოვრებაც იშვიათი ჰქონდა, ბობოქარი - ბევრი ტკივილით, ბევრი სიხარულით და... უსაზღვრო სიყვარულით, ათას ცხოვრებას რომ ეყოფა, ისეთით. ამიტომაცაა, რომ ბატონი ვახუშტისა და მზეო გოგოჭურის სიყვარულის ბალადა დღემდე გრძელდება და, როგორც ჩანს, უსასრულოდ ასე იქნება...

მზეო გოგოჭური:

- თელავში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი სახლი პოეზიით იყო გაჟღენთილი, ამიტომ ჩემი სამყაროც პოეზია იყო. მკაცრი პედაგოგი მშობლები მყავდა და პედაგოგიკური სტანდარტებით გამზარდეს - ვიყავი ხუთოსანი, ქების სიგელებით დახუნძლული და სკოლის საპატიო დაფაზე ჩემი ფოტოც ეკიდა. მიკვირს, ჩემმა პოეტურმა, მუსიკალურმა და არტისტულმა ბუნებამ ცხოვრების ასეთ წესს როგორ გაუძლო. ამით ბევრი სურვილი და მოთხოვნილება ჩამიკლეს. მშობლების "განაჩენით" აღმოვჩნდი თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

მერე კი, ცხოვრების სტილის შეცვლა გადავწყვიტე: 22 წლისა გავთხოვდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. მეუღლის ცხოვრების სტილი ჩემთვის ცოტათი დამღლელი აღმოჩნდა და დავშორდი. გადავწყვიტე, ჩემი პროფესიაც და პირადი ცხოვრებაც შემეცვალა და თბილისში წამოვედი. კულტურის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე და სარეჟისოროზე ვაპირებდი გადასვლას. მთავარი იყო, საკუთარი თავის რეალიზაცია შემძლებოდა.

ინსტიტუტში მისულს, თურმე, სიურპრიზი მელოდა - ლექტორი ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელსაც მანამდე არასდროს შევხვედროდი, მაგრამ დიდ პატივს ვცემდი, ამიტომ გაბადრულმა შევუღე კარი. მას ლურჯი ბერეტი ეხურა, ყავისფერი ტყავის ქურთუკი ეცვა და "პრიმას" ეწეოდა. მოწიწებით წარვუდექი და მერხთან დავჯექი.

წლების განმავლობაში ვახუშტი დაუსრულებლად იხსენებდა ხოლმე ამ პირველ შეხვედრას ან როგორც თვითონ ამბობდა, - შემოფეთებას. ერთი ლექციის განმავლობაში იმდენი კითხვა დამაყარა, ლამის, ჩემი ანკეტა შეავსო. მე და ჩემი ჯგუფელები ამით ძალიან გავხალისდით. მივხვდი, რომ მოვეწონე, თავს აღარ მანებებდა და აღარც მალავდა.

ლექციის ბოლოს კი მკითხა: რატომ ჩამიშალე ლექცია, რატომ ამამღვრიეო? ხომ ჩამიშალეო? - ჩამეკითხა, თან პასუხს ელოდა. სხვა რა გზა მქონდა და მეც სიცილით დავეთანხმე. მერე და მერე ძალიან დავმეგობრდით. ჩემს დაქალებთან ერთად ხშირად მეპატიჟებოდა შინ და ჩემდამი გრძნობას არ მალავდა - პატარა ბიჭივით იყო ანთებული. ასე, ნელ-ნელა შემოვუშვი ჩემში მისი სამყარო. აღმოჩნდა, რომ უამრავი ტრაგედია, ტკივილი და პირადი პრობლემა ჰქონდა. გაორებული იყო. მერე მეორე მეუღლესაც დასცილდა...

ვერაფრით წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ... მივხვდი, რომ რატომაც გავყევი, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რაც მაშინებდა... მაშინებდა, რომ მას მალე დავკარგავდი და აკი დავკარგე კიდეც! სიცოცხლის ბოლო პერიოდში დარდი და დეპრესია მოეძალა, რამაც ხასიათი დაუმძიმა, მაგრამ ესეც ღირსეულად გადავიტანეთ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მან იცოდა, რომ უმისოდ ვერ ვიცხოვრებდი. მაგრამ საშინელება ის იყო, რომ ძალიან ცოტა დრო გვრჩებოდა! თუმცა ვიდრე დავკარგავდი, მან უდიდესი საზრდო მომცა. ვახუშტის სიყვარული ისე ამაღლებული, უსაზღვრო და ფაქიზი იყო, ისეთი სიტყვებით შეეძლო მოემართა და ისეთი ბედნიერება იყო, რაც მისთვის ვიყავი, უარი ვერ ვთქვი... წარმოგიდგენიათ, 60 წლის საშინლად, ყურებამდე შეყვარებული ვახუშტი? ეს იცით, რა სასწაული იყო (ცრემლები მოერია)?

- მისდამი სიყვარული წლების ნაგროვები ემოცია ხომ არ იყო, ერთბაშად რომ იფეთქა?

- სწორედ ეგ იყო. ვახუშტიში ვიპოვე ყველაფერი, გესმით? ის სიყვარული კი არ იყო, ვნებებს რომ ვერ იოკებ, არამედ იმაზე ათასჯერ მეტი იყო. ღამეებს ლაპარაკში ვათენებდით, უმცირეს, პატარა დარდსაც კი ერთმანეთს ვუზიარებდით და რა ბედნიერები ვიყავით! მხოლოდ იმას დარდობდა, გვიან რომ შევხვდით და საერთო შვილი რომ არ გვყავდა, რაც ცოტათი მაინც ჩემი ბრალიც იყო - დედობის სურვილი გვიან გამიჩნდა.

მანამდე კი ისეთი გატაცებული და დაკავებული ვიყავით ერთმანეთით, თითქოს მესამე ადამიანი არც გვახსენდებოდა. სწორედ ამ პერიოდში ვახუშტის თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა და შემოქმედებითი ცხოვრების ახალი ეტაპი დაეწყო: მაშინ თარგმნა რუსული და ჰოლანდიური პოეზია, მაშინ დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი "ჩემი წუთისოფელი", საკუთარი ლექსების კრებული, ქართული ფოლკლორის ნიმუშების რამდენიმე კრებული, ფერეიდნული ფოლკლორის კრებული, თავისი ინტერვიუებისა და პუბლიკაციების კრებული "მართალს ვიტყვი" და სონეტები, რომლის გამოცემასაც ვეღარ მოესწრო...წაიკითხეთ სრულად