სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ონკანის მოშვებიდან წყალმა სასურველია იდინოს 10 წუთი და შემდეგ დალიოთ" - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზაფხულში გახშირებულ დიარეულ დაავადებებზე
"ონკანის მოშვებიდან წყალმა სასურველია იდინოს 10 წუთი და შემდეგ დალიოთ" - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზაფხულში გახშირებულ დიარეულ დაავადებებზე

მიმ­დი­ნა­რე წელს აღი­ნიშ­ნე­ბა შემ­თხვე­ვა­თა და­ახ­ლო­ე­ბით 38%-ით კლე­ბა გა­სუ­ლი წლე­ბის იგი­ვე პე­რი­ო­დებ­თან შე­და­რე­ბით. შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თად მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­საა და სრულ­დე­ბა სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბით

აჭა­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დი­ა­რე­უ­ლი კლი­ნი­კით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბის სტა­ტის­ტი­კას და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს:

  • ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი პე­რი­ო­დის დად­გო­მის­თა­ნა­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მა­ტუ­ლობს მწვა­ვე დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამ პე­რი­ოდ­ზე მო­დის ამ და­ა­ვა­დე­ბა­თა რე­გის­ტრი­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა 50%-ზე მეტი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გა­რე­მო­ში მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე პა­თო­გე­ნუ­რი მიკ­რო­ბე­ბის ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან.
  • რე­გის­ტრი­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა უდი­დე­სი წილი (60-65%) მო­დის ბავ­შვთა ასაკ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას არა­მარ­ტო ამ ასაკ­ში და­ა­ვა­დე­ბის მა­ღა­ლი მიმ­ღებ­ლო­ბით, არა­მედ მოზ­რდი­ლი ასა­კის ავად­მყოფ­თა შო­რის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თვით­მკურ­ნა­ლო­ბის პრაქ­ტი­კით. ყო­ველ­წლი­უ­რად ცენ­ტრი ახორ­ცი­ე­ლებს და­ა­ვა­დე­ბა­თა გავ­რცე­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას, ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლიზს, და­ა­ვა­დე­ბა­თა ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ინ­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას/ეპიდკვლე­ვას, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­ას ღე­ბუ­ლობს სას­მე­ლი წყლი­სა და ზღვის წყლის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.
  • მიმ­დი­ნა­რე წელს აღი­ნიშ­ნე­ბა შემ­თხვე­ვა­თა და­ახ­ლო­ე­ბით 38%-ით კლე­ბა გა­სუ­ლი წლე­ბის იგი­ვე პე­რი­ო­დებ­თან შე­და­რე­ბით. შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თად მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­საა და სრულ­დე­ბა სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბით.

დი­ა­რე­ით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის ნა­წი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს პა­თო­გე­ნუ­რი ნაწ­ლა­ვის ჩხი­რით, რო­მელ­თა მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა მცი­რე ასა­კის ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი. გა­მომ­წვე­ვი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბა პი­რის ღრუს გზით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი რძის (არა­პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი), ხი­ლის, ბოსტნე­უ­ლის და სხვა პრო­დუქ­ტის, ან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის მი­ღე­ბით, შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბულ ცხო­ველ­თან კონ­ტაქ­ტი­სას. შემ­თხვე­ვა­თა და­ახ­ლო­ე­ბით 5-10%-ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს გარ­თუ­ლე­ბე­ბი და ჰე­მო­ლი­ზურ ურე­მი­უ­ლი სინ­დრო­მი (ჰუსი). ყო­ველ­წლი­უ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე, აღი­რი­ცხე­ბა ჰუს-ის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას თვით­მკურ­ნა­ლო­ბით და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვით, რად­გან გარ­თუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ვლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბი­დან 7 დღის შემ­დეგ.

დი­ა­რე­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა და მათ­გან გა­მოწ­ვე­ულ გარ­თუ­ლე­ბა­თა თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

  • წყალ­სა­დენ­ში წყლის წყვე­ტი­ლი მი­წო­დე­ბი­სას, წყალ­მა სა­სურ­ვე­ლია იდი­ნოს არა­ნაკ­ლებ 10 წუთი და შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნოთ სას­მე­ლად ან საკ­ვე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად;
  • გა­მო­ი­ყე­ნეთ სუფ­თა სას­მე­ლი წყა­ლი: მოხ­მა­რე­ბის წინ ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის საკ­ვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ფრინ­ვე­ლის, ღო­რი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცი, თევ­ზი, კვერ­ცხი ძა­ლი­ან კარ­გად უნდა შე­იწ­ვას ან მო­ი­ხარ­შოს;
  • მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი სა­სურ­ვე­ლია მი­ი­ღოთ ჯერ კი­დევ ცხე­ლი ან მზა კერ­ძი ჭა­მის წინ კარ­გად უნდა გა­ცხელ­დეს;
  • მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ხე­ლა­ხა­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მა­ცი­ვარ­ში ცალ­კე უნდა შე­ი­ნა­ხოთ უმი და მო­ხარ­შუ­ლი პრო­დუქ­ტი. უმი პრო­დუქ­ტი შეხ­ვე­უ­ლი ან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკში შე­ნა­ხუ­ლი, ხოლო მო­ხარ­შუ­ლი პრო­დუქ­ტი შე­ნა­ხუ­ლი თავ­და­ხუ­რულ პა­ტა­რა ზო­მის ჭურ­ჭელ­ში;
  • სამ­ზა­რე­უ­ლო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­იხ­მა­როთ უმი და მო­ხარ­შუ­ლი პრო­დუქ­ტი­სათ­ვის (ცალ-ცალ­კე ხორ­ცის, თევ­ზი­სა და ბოსტნე­უ­ლი­სათ­ვის) იზო­ლი­რე­ბუ­ლი და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და­ფე­ბი;
  • არ მი­ი­ღოთ უმი, ნა­ხევ­რად მო­ხარ­შუ­ლი ან შემ­წვა­რი კვერ­ცხი, აგ­რეთ­ვე გოგ­ლი-მოგ­ლი ან სახ­ლში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი;
  • სა­ლა­თე­ბი უნდა შე­ი­კაზ­მოს მა­ი­ო­ნე­ზით ან არა­ჟ­ნით უშუ­ა­ლოდ სუფ­რა­ზე მი­ტა­ნის წინ;
  • მწვა­ნი­ლი და ხილი ჯერ უნდა ჩალ­ბეს და შემ­დეგ გულ­დას­მით უნდა გა­ი­რე­ცხოს გამ­დი­ნა­რე წყლით, სა­სურ­ვე­ლია ხილი მი­ი­ღოთ საღი, ახ­ლად გაფ­ცქვნი­ლი;
  • სა­სურ­ვე­ლია ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში უარი თქვათ მო­ხარ­შუ­ლი და ათ­ქვე­ფი­ლი ნა­ღე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტორ­ტე­ბის და კრე­მი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე, ან/და მათი მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნოთ მხო­ლოდ და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი, სუფ­თა ნა­ჭუ­ჭი­ა­ნი კვერ­ცხი და ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დე­ბი და­ცუ­ლია;
  • და­უშ­ვე­ბე­ლია დი­ა­რე­ის (ფა­ღა­რა­თის) მქო­ნე პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ ავად­მყო­ფე­ბის, მო­ხუ­ცე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის მოვ­ლა­ში;
  • და­ა­ვა­დე­ბა­თა კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­მარ­თოთ ექიმს;
  • ექი­მის მოს­ვლამ­დე თავი შე­ი­კა­ვეთ საკ­ვე­ბი­სა და ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი წამ­ლე­ბის მი­ღე­ბის­გან. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ავად­მყოფს და­ა­ლე­ვი­ნოთ ე.წ. ორა­ლუ­რი სა­რე­ჰიდ­რა­ტა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (რე­ჰიდ­რო­ნი ან მისი ანა­ლო­გე­ბი) ან ანა­დუ­ღა­რი წყა­ლი ან სუს­ტი ჩაი, რად­გან ღე­ბი­ნე­ბი­სა და ფა­ღა­რა­თის­გან ორ­გა­ნიზ­მი ბევრ სი­თხეს კარ­გავს;
  • და­უშ­ვე­ბე­ლია თვით­მკურ­ნა­ლო­ბა, არას­წო­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ხელს უწყობს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

დი­ა­რე­უ­ლი კლი­ნი­კით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­ნა­მი­კა, აჭა­რა 2018-2020 (სა­ვა­რა­უ­დო ინ­ფექ­ცი­უ­რი წარ­მო­შო­ბის დი­ა­რეა, სა­ვა­რა­უ­დო საკ­ვე­ბის­მი­ე­რი მოშ­ხამ­ვა).

ვოოტ
0

ე.ი. 10 წამით თუ მჭირდება წყალი, 10 წუთის განმავლობაში წამოსული წყალი კანალიზაციაში უნდა გავუშვა, ხომ?!... თან მოსახლეობის უმეტესობას წყალზე მრიცხველი არ უდგას და ვისაც უდგას, ისეთ ფასს იხდის, თითქოს საქართველოში კი არა, საჰარის უდაბნოში აწვდიდეთ წყალს... უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეთ?!... აი, მაგალითად, უბრალო ონკანი რომ მოვუშვათ და მთლად დილიჟანის მსოფლიოში მეორე ადგილზე გასული თუ არა, ჩვეულებრივი ქართული სასმელი წყალი რომ წამოვიდეს?!... აბა, რაში ვიხდით ფულს?!... სხვათაშორის, ექსპერტების აზრით, კაცობრიობის უპირველესი პრობლემა უახლოეს მომავალში არც გლობალური დათბობა, არც ტერორიზმი და არც ვაშაძის გაპრემიერება, არამედ მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა იქნება და მგონი, იქით მიგვყავს საქმე და ქვეყანა, რომ ხსენებულ საჰარის უდაბნოში მოგვიწევს წყლის ყიდვა ქართველებს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ონკანის მოშვებიდან წყალმა სასურველია იდინოს 10 წუთი და შემდეგ დალიოთ" - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზაფხულში გახშირებულ დიარეულ დაავადებებზე

"ონკანის მოშვებიდან წყალმა სასურველია იდინოს 10 წუთი და შემდეგ დალიოთ" - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ზაფხულში გახშირებულ დიარეულ დაავადებებზე

მიმდინარე წელს აღინიშნება შემთხვევათა დაახლოებით 38%-ით კლება გასული წლების იგივე პერიოდებთან შედარებით. შემთხვევები ძირითად მსუბუქი მიმდინარეობისაა და სრულდება სრული გამოჯანმრთელებით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დიარეული კლინიკით მიმდინარე დაავადების სტატისტიკას და რეკომენდაციებს აქვეყნებს:

  • ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.
  • რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არამარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით. ყოველწლიურად ცენტრი ახორციელებს დაავადებათა გავრცელებაზე ზედამხედველობას, ეპიდსიტუაციის ანალიზს, დაავადებათა ჯგუფური შემთხვევების ინდენტიფიცირებას/ეპიდკვლევას, ლაბორატორიული კვლევების ხელშეწყობას, ინფორმაციას ღებულობს სასმელი წყლისა და ზღვის წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ.
  • მიმდინარე წელს აღინიშნება შემთხვევათა დაახლოებით 38%-ით კლება გასული წლების იგივე პერიოდებთან შედარებით. შემთხვევები ძირითად მსუბუქი მიმდინარეობისაა და სრულდება სრული გამოჯანმრთელებით.

დიარეით მიმდინარე დაავადებათა შორის ნაწილი შესაძლებელია გამოწვეული იყოს პათოგენური ნაწლავის ჩხირით, რომელთა მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მცირე ასაკის ბავშვები და მოხუცები. გამომწვევი ადამიანის ორგანიზმში ხვდება პირის ღრუს გზით დაბინძურებული რძის (არაპასტერიზებული), ხილის, ბოსტნეულის და სხვა პროდუქტის, ან დაბინძურებული სასმელი წყლის მიღებით, შეიძლება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას. შემთხვევათა დაახლოებით 5-10%-ში შეიძლება განვითარდეს გართულებები და ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი (ჰუსი). ყოველწლიურად, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, აღირიცხება ჰუს-ის ერთეული შემთხვევები, რაც შეიძლება აიხსნას თვითმკურნალობით და სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებული მიმართვით, რადგან გართულებები ძირითადად ვლინდება დაავადების სიმპტომების დაწყებიდან 7 დღის შემდეგ.

დიარეულ დაავადებათა და მათგან გამოწვეულ გართულებათა თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
  • გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი: მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;
  • მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
  • მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მოხარშული პროდუქტი შენახული თავდახურულ პატარა ზომის ჭურჭელში;
  • სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მოხარშული პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;
  • არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;
  • სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
  • მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
  • სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;
  • დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
  • დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს;
  • ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
  • დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას.

დიარეული კლინიკით მიმდინარე დაავადებების დინამიკა, აჭარა 2018-2020 (სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეა, სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვა).

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?

"არავინ მიდიოდა ბავშვთან... მძღოლი ყვიროდა, გთხოვთ გადაარჩინოთო" - ვინ არიან ჩაქვში ავარიისას გარდაცვლილები და რას ჰყვება მომხდარის თვითმხილველი