საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას" - სახელმწიფო ინსპექტორი ბაჩალიაშვილებზე გასული ინფორმაციის კანონიერებას შეისწავლის
"საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას" - სახელმწიფო ინსპექტორი ბაჩალიაშვილებზე გასული ინფორმაციის კანონიერებას შეისწავლის

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი ჯუმ­ბერ და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში გა­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას შე­ის­წავ­ლის. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

"2020 წლის 6 აგ­ვის­ტოს სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მიერ გავ­რცელ­და დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ფორ­მით ხელ­მი­საწ­ვდო­მია კონ­კრე­ტულ პირ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი. კერ­ძოდ, გა­სა­ჯა­როვ­და სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა ჯ.ბ.-სთვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯ.ბ-სთვის გა­მო­წე­რი­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ და თ.ბ.-ს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მიმ­ღე­ბი ექი­მის ჩა­ნა­წე­რი.

პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბი­სას საფრ­თხე ექ­მნე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას, მით უფრო, იმ შემ­თხვე­ვა­ში რო­დე­საც ხდე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის (ე.წ. "სენ­სი­ტი­უ­რი“) მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, რო­მელ­საც მი­ე­კუთ­ვნე­ბა პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან, პი­რის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან, მსხვერ­პლად აღი­ა­რე­ბას­თან და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო შე­მოწ­მე­ბა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბი­სა და შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მათი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით.

შე­მოწ­მე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ის პი­რე­ბი ან/და და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა წვდო­მა ჰქონ­დათ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტებ­ზე და რო­მელ­თა მხრი­დან მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა ექ­ცე­ვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში. შე­მოწ­მე­ბა წა­რი­მარ­თე­ბა შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­და­ში.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი არ ვრცელ­დე­ბა მო­ნა­ცემ­თა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით და­მუ­შა­ვე­ბა­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და პა­ტი­ვი სცენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით აღი­ა­რე­ბულ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა პირს, სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, რად­გან მათ­მა გავ­რცე­ლე­ბამ შე­საძ­ლოა არ­სე­ბი­თი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
38

არ შეიძლება ასე, ამ ხალხს თავისი ტკივილი ჰყოფნის, დავინდოთ. ჟურნალიტები თავიანთ საქმეს აკეთებენ _ რეიტინგი მათთვის უპირველესია, კლავიატურის ლომები ერთობიან კომენტარების წერით, ამ ხალხს კიდევ უფრო ვუმატებთ მწუხარებასა და ტკივილს. 

ALONZO
5

ესენი კიდევ თავიანთი არსებობის და ხელფასების გამართლებაში არიან.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას" - სახელმწიფო ინსპექტორი ბაჩალიაშვილებზე გასული ინფორმაციის კანონიერებას შეისწავლის

"საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას" - სახელმწიფო ინსპექტორი ბაჩალიაშვილებზე გასული ინფორმაციის კანონიერებას შეისწავლის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯუმბერ და თამარ ბაჩალიაშვილებთან დაკავშირებით მედიაში გასული ინფორმაციის კანონიერებას შეისწავლის. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"2020 წლის 6 აგვისტოს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც იდენტიფიცირებული ფორმით ხელმისაწვდომია კონკრეტულ პირთა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. კერძოდ, გასაჯაროვდა სასამართლოს განჩინება ჯ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ.ბ-სთვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ და თ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიმღები ექიმის ჩანაწერი.

პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისას საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მით უფრო, იმ შემთხვევაში როდესაც ხდება განსაკუთრებული კატეგორიის (ე.წ. ,,სენსიტიური“) მონაცემების გასაჯაროება, რომელსაც მიეკუთვნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, მსხვერპლად აღიარებასთან და დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებული მონაცემები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება მედიასაშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების გამჟღავნების კანონიერებისა და შესაბამის დაწესებულებებში მათი უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების შესწავლის მიზნით.

შემოწმებას დაექვემდებარებიან ის პირები ან/და დაწესებულებები, რომლებსაც შესაძლოა წვდომა ჰქონდათ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე და რომელთა მხრიდან მონაცემთა დამუშავება ექცევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაში. შემოწმება წარიმართება შემჭიდროებულ ვადაში.

მიუხედავად იმისა, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე, მნიშვნელოვანია მედიასაშუალებებმა გაითვალისწინონ და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, სიფრთხილით მოეკიდონ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გასაჯაროებას, რადგან მათმა გავრცელებამ შესაძლოა არსებითი ზიანი მიაყენოს ადამიანის პირად ცხოვრებას" - ნათქვამია ინფორმაციაში.

"მიგვაჩნია, რომ დავით ფურცხვანიძე საზღვარგარეთ სათანადო პირობებს შეიქმნიდა და გამოძიებას მიემალებოდა" - პროკურორი

ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა - რა სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს?

გურიაში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა