მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ ბასილაშვილმა საცოლის დაბადების დღე გერმანიაში, მის დაქალებთან ერთად აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან
ნიკოლოზ ბასილაშვილმა საცოლის დაბადების დღე გერმანიაში, მის დაქალებთან ერთად აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

მსოფ­ლი­ოს 27-ე ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო მას შემ­დეგ გახ­და, რაც ყო­ფილ­მა ცოლ­მა ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა ძა­ლა­დო­ბის გამო უჩივ­ლა. ფაქ­ტი კა­რან­ტი­ნის დროს მოხ­და და ჩოგ­ბურ­თე­ლი იძუ­ლე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბის გამო, სამ­შობ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ყო­ფი­ლი ცოლი ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად ბა­სი­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მი­ვი­და და, დო­რო­ყაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, სწო­რედ მა­შინ მოხ­და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი.

სა­სა­მარ­თლოს და­ვის და­წყე­ბი­სას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი კა­რან­ტი­ნის დღე­ებს სამ­შობ­ლო­ში საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ატა­რებ­და. ჩოგ­ბურ­თე­ლის ახა­ლი რჩე­უ­ლი გერ­მა­ნე­ლი კო­ლე­გა შარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა აღ­მოჩ­ნდა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი - ყო­ფი­ლი ცოლი, ყო­ფი­ლი ქმა­რი და მისი ახ­ლან­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ის­ტო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ერ­თგვარ სე­რი­ა­ლად იქცა.

შარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და და ამის შე­სა­ხებ "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზეც არა­ერ­თხელ და­წე­რა. ივ­ლი­სის ბო­ლოს კი კო­რო­ნა­ვირუსს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უ­წია კა­რან­ტი­ნის გა­ტა­რე­ბა და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ღიად ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან არ უსა­უბ­რია. უფრო მე­ტიც, სკან­და­ლურ პრო­ცე­სამ­დე ყო­ფილ ცოლ­თან გან­შო­რე­ბა­საც მა­ლავ­და.

გუ­შინ გერ­მა­ნი­ა­ში ბა­სი­ლაშ­ვილ­მა სა­ცო­ლის მე­გობ­რებ­თან ერ­თად შარ­ლო­ტას იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა.

შე­გახ­სნებთ, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი-დო­რო­ყაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პრო­ცე­სი აგ­ვის­ტოს ბო­ლოს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. უც­ნო­ბია დაბ­რუ­ნე­ბა თუ არა ჩოგ­ბურ­თე­ლი სამ­შობ­ლო­ში პრო­ცეს­ზე და­სას­წრე­ბად. ამ ეტაპ­ზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს­გან გი­რა­ო­თია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კრემიანიც და უკრემოც
15

ყველანაირი შარლოტკა მიყვარს

@@@
157

მაი ასათიანის გვიკვირდა და ეს გერმანელი გოგო როგორი გაჩაჩხული დგას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საცოლის დაბადების დღე გერმანიაში, მის დაქალებთან ერთად აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საცოლის დაბადების დღე გერმანიაში, მის დაქალებთან ერთად აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ცოლმა ნეკა დოროყაშვილმა ძალადობის გამო უჩივლა. ფაქტი კარანტინის დროს მოხდა და ჩოგბურთელი იძულებითი შესვენების გამო, სამშობლოში იმყოფებოდა. ყოფილი ცოლი ბავშვის წამოსაყვანად ბასილაშვილების ოჯახში მივიდა და, დოროყაშვილის მტკიცებით, სწორედ მაშინ მოხდა ძალადობის ფაქტი.

სასამართლოს დავის დაწყებისას საზოგადოებისთის ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი კარანტინის დღეებს სამშობლოში საყვარელ ქალთან ერთად ატარებდა. ჩოგბურთელის ახალი რჩეული გერმანელი კოლეგა შარლოტა ჰელენა აღმოჩნდა. სასიყვარულო სამკუთხედი - ყოფილი ცოლი, ყოფილი ქმარი და მისი ახლანდელი შეყვარებულის ისტორია საზოგადოებისთვის ერთგვარ სერიალად იქცა.

შარლოტა ჰელენა საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობდა და ამის შესახებ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზეც არაერთხელ დაწერა. ივლისის ბოლოს კი კორონავირუსს მადლობა გადაუხადა, რომ საქართველოში მოუწია კარანტინის გატარება და შეყვარებულთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ღიად ახალი სიყვარულის შესახებ მედიასთან არ უსაუბრია. უფრო მეტიც, სკანდალურ პროცესამდე ყოფილ ცოლთან განშორებასაც მალავდა.

გუშინ გერმანიაში ბასილაშვილმა საცოლის მეგობრებთან ერთად შარლოტას იუბილე აღნიშნა.

შეგახსნებთ, რომ ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეზე პროცესი აგვისტოს ბოლოს არის ჩანიშნული. უცნობია დაბრუნება თუ არა ჩოგბურთელი სამშობლოში პროცესზე დასასწრებად. ამ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოსგან გირაოთია გათავისუფლებული.