მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შობადობის გლობალური ვარდნის საუკუნე - რატომ შემცირდება მოსახლეობა ქვეყნების უმეტესობაში და რამდენ ხანში შეიძლება გაუკაცრიელდეს საქართველო?
შობადობის გლობალური ვარდნის საუკუნე - რატომ შემცირდება მოსახლეობა ქვეყნების უმეტესობაში და რამდენ ხანში შეიძლება გაუკაცრიელდეს საქართველო?

ჟურ­ნალ "ლან­ცეტ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მეტ­რი­კი­სა და შე­ფა­სე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მიმ­დი­ნა­რე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს­თვის შე­საძ­ლოა, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შემ­ცირ­დეს.

BBC-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც უახ­ლეს კვლე­ვას ეყ­რდნო­ბა, ვკი­თხუ­ლობთ, რომ 23 ქვე­ყა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა, ეს­პა­ნე­თი­სა და ია­პო­ნი­ის ჩათ­ვლით, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2100 წლის­თვის გა­ნა­ხევ­რდე­ბა. ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა დრა­მა­ტუ­ლად და­ბერ­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ 80 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ერ­თმა­ნეთს გა­უ­თა­ნაბრდე­ბა.

რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ეს? - იმი­ტომ, რომ შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ანუ ერთი ქა­ლის მიერ შო­ბი­ლი ბავ­შვე­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა, ეცე­მა.

რო­გორც მი­თი­თე­ბუ­ლია, 1950 წელს, ქა­ლე­ბი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლოდ, 4.7 ბავ­შვს შობ­დნენ. ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მეტ­რი­კი­სა და შე­ფა­სე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვა­რებ­მა აჩ­ვე­ნეს, რომ ამას­თან შე­და­რე­ბით, შო­ბა­დო­ბის გლო­ბა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2017 წელს თით­ქმის გა­ნა­ხევ­რდა (2.4). თუ ეს რი­ცხვი 2.1-ზე ქვე­მოთ დავა, მა­შინ მთლი­ა­ნად, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ი­წყებს კლე­ბას. "ლან­ცეტ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რომ შო­ბა­დო­ბის დონე 2100 წლის­თვის 1.7-მდე და­ე­ცე­მა.

მკვლე­ვა­რე­ბის მო­ლო­დი­ნია, რომ დე­და­მი­წა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა პიკს - 9.7 მი­ლი­არდს 2064 წელს მი­აღ­წევს, შემ­დეგ კი, სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს, 8.8 მი­ლი­არ­დამ­დე და­ე­ცე­მა. მათი თქმით, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

  • რა­ტომ ეცე­მა შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი?

კლე­ბა ძი­რი­თა­დად იმი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ წარ­სულ­თან შე­და­რე­ბით, უფრო მეტ ქალს შე­უძ­ლია გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და მუ­შა­ო­ბა, ასე­ვე, მათ მეტი წვდო­მა აქვთ კონ­ტრა­ცეფ­ცი­ა­ზე, რაც ნაკ­ლე­ბი შვი­ლის ყო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ. ბევ­რი კუ­თხით, შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის და­ცე­მა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თგვა­რი შე­დე­გია.

  • რო­მელ ქვეყ­ნებ­ზე მო­ახ­დენს შო­ბა­დო­ბის დო­ნის ვარ­დნა ყვე­ლა­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას?

კვლე­ვა­ში გა­მოთ­ქმუ­ლი პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ქვე­ყა­ნა, ჩი­ნე­თი 2017 წლის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლი­დან - მი­ლი­არდ 412 მი­ლი­ო­ნი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, უმაღ­ლეს მწვერ­ვალს, ანუ მი­ლი­არდ 431 მი­ლი­ონს 4 წე­ლი­წად­ში მი­აღ­წევს, თუმ­ცა სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს თით­ქმის 732 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე ჩა­მო­ვა. იტა­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბის ანა­ლო­გი­უ­რად დრა­მა­ტუ­ლი და­ცე­მაა ნა­ვა­რა­უ­დე­ბი - იმა­ვე ვა­დებ­ში, 61 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი­დან 30 მი­ლი­ო­ნამ­დე კლე­ბა. ეს ორია იმ 23 სა­ხელ­მწი­ფო­დან, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ნა­ხევ­რდე­ბა.

ამ ქვეყ­ნებს შო­რის ასე­ვეა ეს­პა­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, ტა­ი­ლან­დი და სამ­ხრეთ კო­რეა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში, სა­დაც 2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 67 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის პიკს - 75 მი­ლი­ონს 2063 წელს ელო­დე­ბი­ან, 2100 წლის­თვის კი 71 მი­ლი­ო­ნამ­დე შემ­ცი­რე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პროგ­ნო­ზე­ბი სა­ერ­თო ტენ­დენ­ცი­ა­ში არ ჯდე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სუბ­სა­ჰა­რუ­ლი აფ­რი­კის მო­სახ­ლე­ო­ბა 2100 წლის­თვის 3 მი­ლი­არ­დზე მეტ ადა­მი­ანს მი­აღ­წევს. კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მა­გა­ლი­თად, ნი­გე­რია მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით მე­ო­რე ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა - 791 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნით.

ასეა თუ ისე, 2100 წლის­თვის, 195-დან 183 ქვე­ყა­ნა­ში შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თა­ო­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე და­ბა­ლი იქ­ნე­ბა.

რო­გორც კვლე­ვა ასა­ხავს:

  1. 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის რი­ცხვი 2017 წლის მო­ნა­ცემ­თან - 681 მი­ლი­ონ­თან შე­და­რე­ბით, 2100 წლის­თვის საგ­რძნობ­ლად - 401 მი­ლი­ო­ნამ­დე და­ი­წევს;
  2. 2017 წლის 80 წელ­ზე მეტი ასა­კის პირ­თა რი­ცხვი 2100 წელს 141 მი­ლი­ო­ნი­დან 866 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

BBC-ის სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრობ­ლე­მაა ის, თუ ვინ გა­და­იხ­დის გა­და­სა­ხა­დებს მა­სობ­რი­ვად და­ბე­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში; ვინ გა­და­იხ­დის მო­ხუ­ცე­ბულ­თა ჯან­დაც­ვის­თვის; ვინ მო­უვ­ლის მო­ხუ­ცებს; ისევ შეძ­ლე­ბენ თუ არა ადა­მი­ა­ნე­ბი პენ­სი­ა­ზე გას­ვლას?

  • არ­სე­ბობს თუ არა გა­მო­სა­ვა­ლი?

ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ სცა­და, შო­ბა­დო­ბის დო­ნის შემ­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მა ისე­თი პო­ლი­ტი­კით გა­და­ეჭ­რა, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნის წა­ხა­ლი­სე­ბა, დე­კტე­რუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა მა­მე­ბის­თვის, ბავ­შვე­ბის­თვის უფა­სო სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ფი­ნან­სუ­რი სტი­მუ­ლე­ბი სხვა, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი, თუ რას აქვს შე­დე­გი რე­ა­ლუ­რად, არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

ზოგ­მა ქვე­ყა­ნამ მო­სახ­ლე­ო­ბის გა­საზ­რდე­ლად და შემ­ცი­რე­ბუ­ლი შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ, მიგ­რა­ცია გა­მო­ი­ყე­ნა. თუმ­ცა, ეს პო­ლი­ტი­კა წყვეტს მოქ­მე­დე­ბას მა­შინ, რო­დე­საც თით­ქმის ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მცირ­დე­ბა.

მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, რო­დე­საც მსგავ­სი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ვერ ხერ­ხდე­ბა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ხე­ო­ბის გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხე ჩნდე­ბა, თუმ­ცა, ამას რე­ა­ლუ­რად ჯერ რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე გვა­შო­რებს.

  • რა­ტო­მაა 2.1 შო­ბა­დო­ბის დო­ნის­თვის ზღვრუ­ლი რი­ცხვი?

ლო­გი­კუ­რია, რომ ასე­თი 2.0 იყოს - ორ მშო­ბელს ჰყავ­დეს ორი შვი­ლი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის დარ­ჩეს. თუმ­ცა, სა­უ­კე­თე­სო ჯან­დაც­ვის პი­რო­ბებ­შიც კი, ყვე­ლა ბავ­შვი სრულ­წლოვ­ნე­ბამ­დე ვერ აღ­წევს. ამას­თა­ნა­ვე, ახალ­შო­ბი­ლებ­ში მამ­რო­ბი­თი სქე­სი ოდ­ნავ მა­ინც ჭარ­ბობს, რაც ნიშ­ნავს, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში თა­ო­ბის ჩა­სა­ნაც­ვლე­ბე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2.1-ია.

ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უდს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ თუ ეს პროგ­ნო­ზე­ბი ნა­ხევ­რად მა­ინც ზუს­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბა, მა­შინ ყვე­ლა ერის­თვის მიგ­რა­ცია, - სა­მუ­შაო ასაკ­ში მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის დის­ტრი­ბუ­ცია არ­სე­ბი­თი გახ­დე­ბა.

  • დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პროგ­ნო­ზი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, “ლან­ცეტ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, აქ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­საძ­ლოა, 2017 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლი­დან - 3 მი­ლი­ონ 690 ათა­სი­დან, სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს 2 მი­ლი­ონ 780 ათა­სამ­დე ჩა­მო­ვი­დეს. თუმ­ცა, მე­ო­რე სცე­ნა­რის თა­ნახ­მად, რო­მელ­შიც პროგ­ნო­ზი იმის მი­ხედ­ვი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ "მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზა­ნი" მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ შე­საძ­ლოა, მი­ლი­ონ 850 ათა­სამ­დეც და­იკ­ლოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სცე­ნა­რი გვიჩ­ვე­ნებს, რა ტენ­დენ­ცი­ებს უნდა ვე­ლო­დოთ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 2030 წლის­თვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

ან­ზორ თო­თა­ძე

რა­ო­დე­ნო­ბის ამ­გვა­რი ვარ­დნა სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბას და შე­საძ­ლოა, გაქ­რო­ბა­საც მო­ას­წა­ვებ­დეს - დე­მოგ­რაფ ან­ზორ თო­თა­ძის "სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა­ში" გა­მოთ­ქმუ­ლია პროგ­ნო­ზე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის გა­უ­კაც­რი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ. კვლე­ვის თა­ნახ­მად, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, ყვე­ლა რე­გი­ო­ნი (ქა­ლა­ქე­ბის - თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მის, რუს­თა­ვი­სა და ფო­თის გარ­და) სა­შუ­ა­ლოდ, 41 წე­ლი­წად­ში გა­უ­კაც­რი­ელ­დე­ბა. მათ შო­რის:

  • აჭა­რა - 31 წე­ლი­წად­ში;
  • გუ­რია - 49 წე­ლი­წად­ში;
  • იმე­რე­თი - 39 წე­ლი­წად­ში;
  • კა­ხე­თი - 47 წე­ლი­წად­ში;
  • მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 40 წე­ლი­წად­ში;
  • რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 22 წე­ლი­წად­ში;
  • სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თი - 29 წე­ლი­წად­ში;
  • სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 44 წე­ლი­წად­ში;
  • ქვე­მო ქარ­თლი - 47 წე­ლი­წად­ში;
  • შიდა ქარ­თლი - 67 წე­ლი­წად­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი კუ­თხით, ისე - სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE-ს დე­მოგ­რა­ფი ან­ზორ თო­თა­ძე ესა­უბ­რე­ბა. მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა უკა­ნას­კნელ წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა, თუმ­ცა დე­მოგ­რა­ფი იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი პროგ­ნო­ზე­ბის თა­ნახ­მად, მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვის და­ბა­დე­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მუ­რი გახ­დეს.

"პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ 2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც წე­ლი­წად­ში მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბა მხო­ლოდ 1-2 კა­ცით იმა­ტებ­და. შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­სა და მას შემ­დეგ, ზრდა ძა­ლი­ან სწრა­ფია - მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 1987 წელს პირ­ვე­ლად მი­აღ­წია 5 მი­ლი­არდს, მას შემ­დეგ, ყო­ველ 12 წელ­ში თითო მი­ლი­არ­დით იმა­ტებ­და. სა­ერ­თოდ, პროგ­ნო­ზებს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და პრო­ცე­სე­ბი ნაკ­ლე­ბად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბა სულ და­ახ­ლო­ე­ბით, 8-9 მი­ლი­არ­დი იქ­ნე­ბა, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა უფრო გა­ი­ზარ­დოს, მაგ­რამ მერე კლე­ბას და­ი­წყებს.

რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლი­წა­დია, მეც­ნი­ე­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის გამ­რავ­ლე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბენ და ბევ­რი თვლის, რომ თუ ასე გაგ­რძელ­და, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას მისი გა­მოკ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა. ზო­გი­ერ­თი პი­რი­ქით ამ­ბობს, რომ ჯერ კი­დევ დარ­ჩე­ნი­ლია აუთ­ვი­სე­ბე­ლი მი­წე­ბი და წყა­ლი და ეს სა­შიშ­რო­ე­ბა არ მოგ­ვე­ლის. აღ­ნიშ­ნა­ვენ იმა­საც, რომ ადა­მი­ან­სა და ბუ­ნე­ბას შო­რის ნორ­მა­ლუ­რი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­არ­დნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი უნდა ცხოვ­რობ­დეს.

ეკო­ნო­მი­კის გარ­და, ცვლი­ლე­ბე­ბი და შო­ბა­დო­ბის დო­ნის შემ­ცი­რე­ბა ძა­ლი­ან ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იმა­ვე, წყლის პრობ­ლე­მა­ზე - დღეს მთე­ლი რიგი ქვეყ­ნე­ბი სუფ­თა წყალს ვერ მო­ი­პო­ვებს. ასე­ვე, და­მო­კი­დე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე, რად­გან რაც უფრო მა­ღა­ლია გა­ნათ­ლე­ბის დონე, მით უფრო და­ბა­ლია შო­ბა­დო­ბის დონე. მუ­შა­ობს ქა­ლის ფაქ­ტო­რიც - ქალს, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბა აქვს, რა თქმა უნდა, თა­ვი­სი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლაც უნდა და აღარ სურს, 10 და 12 ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნოს. მაგ­რამ აქ კი­დევ სა­კი­თხა­ვია, არის თუ არა სა­ჭი­რო ამ­დე­ნი ბავ­შვი? ვერც ერთ დე­მოგ­რაფს ვერ ნა­ხავთ, რო­მე­ლიც იტყვის, 10 ბავ­შვი იყო­ლი­ე­თო.

ად­რინ­დელ პე­რი­ოდ­თან გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ ადრე მოკ­ვდა­ვო­ბის დო­ნეც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო, მა­გა­ლი­თად, მე-19 სა­უ­კუ­ნის რუ­სეთ­ში, ერთ წე­ლი­წად­ში, ყო­ვე­ლი 1000 და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი­დან 380 ბავ­შვი იღუ­პე­ბო­და, ხოლო 15 წლის ასაკს და­ბა­დე­ბულ ბავ­შვთა ნა­ხე­ვა­რიც ვერ აღ­წევ­და; ანა­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი იყო უკ­რა­ი­ნა­ში. რომ შე­ვა­და­როთ, რუ­სეთ­ში 5 წლამ­დე 405 ბავ­შვი ვერ აღ­წევ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეს რა­ო­დე­ნო­ბა 205 იყო (თუმ­ცა ესეც მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია). ეს რი­ცხვი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, მა­გა­ლი­თად, ქვეყ­ნის სა­შუ­ა­ლო წლი­ურ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, იმა­ზე, რო­გორ საკ­ვებს მი­ი­ღებ­და ბავ­შვი, რო­გო­რი იყო სა­ხალ­ხო მე­დი­ცი­ნის დონე და ა.შ. ამი­ტომ იყო რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში, ასე­ვე, და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ბავ­შვთა მოკ­ვდა­ვო­ბის დონე მა­ღა­ლი. ამ­ჟა­მად კი, ყო­ვე­ლი 1000 და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი­დან 6-დან 8-მდე იღუ­პე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში კი - სა­შუ­ა­ლოდ 3. ესაა მი­ზე­ზი, რის გა­მოც ამ­ჟა­მად და­ბა­დე­ბუ­ლი 2-3 ბავ­შვი წინა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და­ბა­დე­ბულ 6-7 ბავ­შვს უტოლ­დე­ბა, - მა­შინ მხო­ლოდ 2-3 ბავ­შვი რომ ჰყო­ლო­დათ, შე­იძ­ლე­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, უშ­ვი­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ“, - აღ­ნიშ­ნავს თო­თა­ძე.

დე­მოგ­რა­ფი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­ბა­დო­ბის დონე სა­მე­ზობ­ლოს­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია და ამ მხრივ კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

"2000-იან წლებ­ში, ჩვენ­თან ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა 53 000 კაცს შე­ად­გენ­და, ანუ 10 წე­ლი­წად­ში ამ­დე­ნით მეტი და­ი­ბა­და, ვიდ­რე - გარ­და­იც­ვა­ლა. თურ­ქეთ­ში, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა 8 მი­ლი­ონ 835 ათა­სი იყო, აზერ­ბა­ი­ჯან­ში - 830 ათა­სი, ხოლო სომ­ხეთ­ში - 120 ათა­სი. ეს უკვე ძა­ლი­ან სა­ში­შია, რად­გან ჩვენ ისეთ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სიბ­რტყე­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის უამ­რა­ვი გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლია, ძნელ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. სა­შუ­ა­ლოდ, ჩვენ­თან ერთი ქალი 2000-იან წლებ­ში 1.5 ბავ­შვს ბა­დებ­და, ახ­ლაც და­ახ­ლო­ე­ბით ასეა, - სა­შუ­ა­ლოდ, ქალი 2.0 ბავ­შვს აჩენს. თუ ყვე­ლა ქალი 2.1 ბავ­შვს გა­ა­ჩენს, ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, როცა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამა­ზე მეტი იქ­ნე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა გამ­რავ­ლდე­ბა; ხოლო თუ ერ­თმა ქალ­მა 3 ბავ­შვი და­ბა­და, ე.ი., მო­სახ­ლე­ო­ბის გამ­რავ­ლე­ბის დონე შე­სა­ნიშ­ნა­ვია. ასე რომ, ჩვე­ნი მი­ზა­ნი უნდა იყოს არა მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­შვე­ბი, არა­მედ, ისე­თი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა, რომ ოჯახ­ში 3 ბავ­შვი ნორ­მად იქ­ცეს", - აღ­ნიშ­ნავს დე­მოგ­რა­ფი.

ან­ზორ თო­თა­ძე სა­უბ­რობს იმ პრობ­ლე­მებ­ზეც, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბე­რე­ბა­სა და მიგ­რა­ცი­ას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს:

"ცხოვ­რე­ბის დო­ნეს კი­დევ ის აფერ­ხებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 1970-იან წლებ­ში დახ­ლო­ე­ბით, მო­ხუ­ცებ­თან შე­და­რე­ბით 300 000-ით მეტი ბავ­შვი იყო, შარ­შან და შარ­შან­წინ კი მო­ხუ­ცე­ბი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას 70 000-ით აჭარ­ბებ­დნენ. გა­მო­ვი­და, რომ მო­ხუ­ცე­ბი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბამ უნდა არ­ჩი­ნოს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცო­ტაა და ეს პრო­ცე­სი კვლავ გრძელ­დე­ბა. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ბე­რე­ბუ­ლია, შო­ბა­დო­ბა მცირ­დე­ბა, ქვე­ყა­ნას პენ­სი­ე­ბის გა­დახ­და უჭირს. არის და­ახ­ლო­ე­ბით 800 000 პენ­სი­ო­ნე­რი, მათი რა­ო­დე­ნო­ბაც იმა­ტებს; ამას გარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი სა­ზღვარ­გა­რე­თაა წა­სუ­ლი, მათ შო­რის უმე­ტე­სო­ბა ქა­ლია - იქ ძი­ძე­ბად მუ­შა­ო­ბენ, მო­ხუ­ცე­ბუ­ლებს უვ­ლი­ან და ა.შ. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ძი­რი­თა­დად უკვე 20-25 წე­ლია, წა­სუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა 40-45 წლის ასაკ­ში და­ტო­ვეს, ამა­სო­ბა­ში, თა­ვად მი­აღ­წი­ეს სა­პენ­სიო ასაკს. ბუ­ნებ­რი­ვია, ისი­ნი უკან დაბ­რუნ­დე­ბი­ან - ასე­თი 200 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მა­ინც იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, პენ­სი­ო­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რო­გორც ყვე­ლა­ზე ცოტა, ამ რი­ცხვით მა­ინც გა­იზ­რდე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ეს ძა­ლი­ან ბევ­რია და გა­მო­დის, რომ ბი­უ­ჯე­ტის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი პენ­სი­ებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის და­უც­ველ ფე­ნებ­ზე უნდა გა­და­ნა­წილ­დეს.

სა­ერ­თოდ, მე­ტია ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თაც ბავ­შვის ყოლა არ სურთ, სა­ხე­ზეა ოჯა­ხის კრი­ზი­სი. თუ ისე გაგ­რძელ­და, რო­გორც დღე­საა, არა­თუ 100 წე­ლი­წად­ში, არა­მედ - კი­დევ უფრო ადრე გა­უ­კაც­რი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო. ამა­ზე გა­მოკ­ვლე­ვებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მის, რუს­თა­ვის და ფო­თის გარ­და, სა­შუ­ა­ლოდ 41 წე­ლი­წად­ში გა­უ­კაც­რი­ელ­დე­ბა. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რია მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი, მა­გა­ლი­თად, ლენ­ტეხ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ცოტა იმა­ტებს, მაგ­რამ მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი ისე­თია, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მალე გა­უ­კაც­რი­ელ­დეს - 1989 წელს იქ 9 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, ახლა კი მათი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნა­ხევ­რდა, 4 500-ს შე­ად­გენს.

და­ბო­ლოს, ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი უცხო­ეთ­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში მი­დი­ან, ჩვენ­თან კი სულ სხვა აღმსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მო­დი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქვეყ­ნის ემიგ­რა­ცი­უ­ლი და იმიგ­რა­ცი­უ­ლი სიკ­ვდი­ლი ხდე­ბა - ჩვენ გავ­დი­ვართ, შე­მო­დის სხვა. ასე რომ, სა­ჭი­როა ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბაც და ამას­თა­ნა­ვე, აქ­ტი­უ­რი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა. ამის გა­კე­თე­ბა დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­საც კი უჭირთ, ძა­ლი­ან ბევ­რი და­ნა­ხარ­ჯია, ამას ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფრთხის, რად­გან ეს ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და შე­დეგს იმ­კის არა არ­სე­ბუ­ლი, არა­მედ - სულ სხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს დე­მოგ­რა­ფი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
8

“პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ 2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და“. საქმედია თუ ამ კაცმა არ იცის, რომ ქრისტეშობამდე მეორე პირველ ათასწლეულებში ჩინეთს მილიონი მოსახლის ქალაქ დაგეგმარების კულტურა არსებობდა და ეს აღიარებულია ახლაც 25-40 მილიონი ქალაქების ბრწყინვალე დაგეგმარებაში, შენ მაინც უჯიკე მას!

პასუხად
17

უფრო სწორი იქნებოდა დაგეწერათ, რამდენ წელიწადში გაქრება ქართველიოო

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 44 წე­ლი­წად­ში;ქვე­მო ქარ­თლი - 47 წე­ლი­წად­ში;შიდა ქარ­თლი - 67 წე­ლი­წად­ში.

ჩემი აზრით, მაგდენი წელი არ დაჭირდება ქართველის გაქრობას ქართული მიწიდან..ჩვენი უგუნური პოლიტიკის შედეგად, უცხოტომელნი ძალიან სწრაგად მრავლდებიან და ალბათ 20 წელში ქართველები უმცირესობაში იქნებიან, რაც შეეხება გაუდაბურებას, არა მგონია, სწრაფად აითვისებენ ქართულ მიწებს, დასავლეთში თურქები, აღმოსავლეთში აზერები და სომხები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

შობადობის გლობალური ვარდნის საუკუნე - რატომ შემცირდება მოსახლეობა ქვეყნების უმეტესობაში და რამდენ ხანში შეიძლება გაუკაცრიელდეს საქართველო?

შობადობის გლობალური ვარდნის საუკუნე - რატომ შემცირდება მოსახლეობა ქვეყნების უმეტესობაში და რამდენ ხანში შეიძლება გაუკაცრიელდეს საქართველო?

ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის მკვლევარებმა ჩაატარეს, ამჟამინდელი ტენდენციის გათვალისწინებით, მიმდინარე საუკუნის ბოლოსთვის შესაძლოა, მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ყველა ქვეყანაში შემცირდეს.

BBC-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც უახლეს კვლევას ეყრდნობა, ვკითხულობთ, რომ 23 ქვეყანის მოსახლეობა, ესპანეთისა და იაპონიის ჩათვლით, სავარაუდოდ, 2100 წლისთვის განახევრდება. ქვეყნების მოსახლეობა დრამატულად დაბერდება, რაც ნიშნავს, რომ 80 წელს მიტანებული ადამიანებისა და ახალდაბადებული ბავშვების რაოდენობა ერთმანეთს გაუთანაბრდება.

რატომ შეიძლება მოხდეს ეს? - იმიტომ, რომ შობადობის მაჩვენებელი, ანუ ერთი ქალის მიერ შობილი ბავშვების საშუალო რაოდენობა, ეცემა.

როგორც მითითებულია, 1950 წელს, ქალები სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ, 4.7 ბავშვს შობდნენ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამასთან შედარებით, შობადობის გლობალური მაჩვენებელი 2017 წელს თითქმის განახევრდა (2.4). თუ ეს რიცხვი 2.1-ზე ქვემოთ დავა, მაშინ მთლიანად, მოსახლეობის რაოდენობა დაიწყებს კლებას. "ლანცეტში" გამოქვეყნებულ კვლევაში ნავარაუდევია, რომ შობადობის დონე 2100 წლისთვის 1.7-მდე დაეცემა.

მკვლევარების მოლოდინია, რომ დედამიწაზე ადამიანების რაოდენობა პიკს - 9.7 მილიარდს 2064 წელს მიაღწევს, შემდეგ კი, საუკუნის დასასრულს, 8.8 მილიარდამდე დაეცემა. მათი თქმით, ეს საზოგადოებების რეორგანიზების საჭიროებას გამოიწვევს.

  • რატომ ეცემა შობადობის მაჩვენებელი?

კლება ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ წარსულთან შედარებით, უფრო მეტ ქალს შეუძლია განათლების მიღება და მუშაობა, ასევე, მათ მეტი წვდომა აქვთ კონტრაცეფციაზე, რაც ნაკლები შვილის ყოლის საშუალებას აძლევთ. ბევრი კუთხით, შობადობის მაჩვენებლის დაცემა ცივილიზაციის განვითარების ერთგვარი შედეგია.

  • რომელ ქვეყნებზე მოახდენს შობადობის დონის ვარდნა ყველაზე დიდ ზეგავლენას?

კვლევაში გამოთქმული პროგნოზის თანახმად, ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა, ჩინეთი 2017 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლიდან - მილიარდ 412 მილიონიდან, სავარაუდოდ, უმაღლეს მწვერვალს, ანუ მილიარდ 431 მილიონს 4 წელიწადში მიაღწევს, თუმცა საუკუნის მიწურულს თითქმის 732 მილიონ ადამიანზე ჩამოვა. იტალიასთან დაკავშირებითაც მოსახლეობის ანალოგიურად დრამატული დაცემაა ნავარაუდები - იმავე ვადებში, 61 მილიონი ადამიანიდან 30 მილიონამდე კლება. ეს ორია იმ 23 სახელმწიფოდან, სადაც, სავარაუდოდ, მოსახლეობა განახევრდება.

ამ ქვეყნებს შორის ასევეა ესპანეთი, პორტუგალია, ტაილანდი და სამხრეთ კორეა. გაერთიანებულ სამეფოში, სადაც 2017 წლის მონაცემებით, 67 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის რაოდენობის პიკს - 75 მილიონს 2063 წელს ელოდებიან, 2100 წლისთვის კი 71 მილიონამდე შემცირებაა მოსალოდნელი.

საინტერესოა, რომ აფრიკის კონტინენტზე დემოგრაფიული პროგნოზები საერთო ტენდენციაში არ ჯდება. სავარაუდოდ, სუბსაჰარული აფრიკის მოსახლეობა 2100 წლისთვის 3 მილიარდზე მეტ ადამიანს მიაღწევს. კვლევაში აღნიშნულია, რომ მაგალითად, ნიგერია მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანა გახდება - 791 მილიონი ადამიანით.

ასეა თუ ისე, 2100 წლისთვის, 195-დან 183 ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი თაობის ჩანაცვლების მაჩვენებელზე დაბალი იქნება.

როგორც კვლევა ასახავს:

  1. 5 წლამდე ასაკის ბავშვების რიცხვი 2017 წლის მონაცემთან - 681 მილიონთან შედარებით, 2100 წლისთვის საგრძნობლად - 401 მილიონამდე დაიწევს;
  2. 2017 წლის 80 წელზე მეტი ასაკის პირთა რიცხვი 2100 წელს 141 მილიონიდან 866 მილიონამდე გაიზრდება.

BBC-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ პრობლემაა ის, თუ ვინ გადაიხდის გადასახადებს მასობრივად დაბერებულ სამყაროში; ვინ გადაიხდის მოხუცებულთა ჯანდაცვისთვის; ვინ მოუვლის მოხუცებს; ისევ შეძლებენ თუ არა ადამიანები პენსიაზე გასვლას?

  • არსებობს თუ არა გამოსავალი?

ზოგიერთმა ქვეყანამ სცადა, შობადობის დონის შემცირების პრობლემა ისეთი პოლიტიკით გადაეჭრა, როგორიცაა ბავშვების გაჩენის წახალისება, დეკტერული შვებულება მამებისთვის, ბავშვებისთვის უფასო სოციალური უზრუნველყოფა, ფინანსური სტიმულები სხვა, მაგრამ ამ ყველაფერზე ცალსახა პასუხი, თუ რას აქვს შედეგი რეალურად, არ გამოვლენილა.

ზოგმა ქვეყანამ მოსახლეობის გასაზრდელად და შემცირებული შობადობის მაჩვენებლის საკომპენსაციოდ, მიგრაცია გამოიყენა. თუმცა, ეს პოლიტიკა წყვეტს მოქმედებას მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ქვეყნის მოსახლეობა მცირდება.

მკვლევარების თქმით, როდესაც მსგავსი პრობლემის გადაჭრა ვერ ხერხდება, საბოლოო ჯამში, სახეობის გადაშენების საფრთხე ჩნდება, თუმცა, ამას რეალურად ჯერ რამდენიმე საუკუნე გვაშორებს.

  • რატომაა 2.1 შობადობის დონისთვის ზღვრული რიცხვი?

ლოგიკურია, რომ ასეთი 2.0 იყოს - ორ მშობელს ჰყავდეს ორი შვილი, რომ მოსახლეობა იმავე რაოდენობის დარჩეს. თუმცა, საუკეთესო ჯანდაცვის პირობებშიც კი, ყველა ბავშვი სრულწლოვნებამდე ვერ აღწევს. ამასთანავე, ახალშობილებში მამრობითი სქესი ოდნავ მაინც ჭარბობს, რაც ნიშნავს, რომ განვითარებულ ქვეყნებში თაობის ჩასანაცვლებელი მაჩვენებელი 2.1-ია.

ექსპერტები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ თუ ეს პროგნოზები ნახევრად მაინც ზუსტი აღმოჩნდება, მაშინ ყველა ერისთვის მიგრაცია, - სამუშაო ასაკში მყოფი მოსახლეობის დისტრიბუცია არსებითი გახდება.

  • დემოგრაფიული პროგნოზი საქართველოსთვის

რაც შეეხება საქართველოს, “ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აქ მოსახლეობის რაოდენობა შესაძლოა, 2017 წლის მაჩვენებლიდან - 3 მილიონ 690 ათასიდან, საუკუნის ბოლოს 2 მილიონ 780 ათასამდე ჩამოვიდეს. თუმცა, მეორე სცენარის თანახმად, რომელშიც პროგნოზი იმის მიხედვითაა გაკეთებული, რომ "მდგრადი განვითარების მიზანი" მიღწეული იქნება, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობამ შესაძლოა, მილიონ 850 ათასამდეც დაიკლოს. აღნიშნული სცენარი გვიჩვენებს, რა ტენდენციებს უნდა ველოდოთ იმ შემთხვევაში, თუ 2030 წლისთვის განათლებისა და კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა ყველა ქვეყანასა და ტერიტორიაზე იქნება უზრუნველყოფილი.

ანზორ თოთაძე

რაოდენობის ამგვარი ვარდნა საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის შემცირებას და შესაძლოა, გაქრობასაც მოასწავებდეს - დემოგრაფ ანზორ თოთაძის "საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამაში" გამოთქმულია პროგნოზები საქართველოს რეგიონების გაუკაცრიელების შესახებ. კვლევის თანახმად, დემოგრაფიული მონაცემების არსებული ტენდენციების შენარჩუნების პირობებში, ყველა რეგიონი (ქალაქების - თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის გარდა) საშუალოდ, 41 წელიწადში გაუკაცრიელდება. მათ შორის:

  • აჭარა - 31 წელიწადში;
  • გურია - 49 წელიწადში;
  • იმერეთი - 39 წელიწადში;
  • კახეთი - 47 წელიწადში;
  • მცხეთა-მთიანეთი - 40 წელიწადში;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22 წელიწადში;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 29 წელიწადში;
  • სამცხე-ჯავახეთი - 44 წელიწადში;
  • ქვემო ქართლი - 47 წელიწადში;
  • შიდა ქართლი - 67 წელიწადში.

აღნიშნული პროგნოზების შესახებ, როგორც გლობალური კუთხით, ისე - საქართველოსთან დაკავშირებით, AMBEBI.GE-ს დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრება. მისი თქმით, მოსახლეობის რაოდენობა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა დემოგრაფი იმასაც აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი პროგნოზების თანახმად, მომავალში შეიძლება, ბავშვის დაბადება ყველა ქვეყანაში პრობლემური გახდეს.

"პირველ საუკუნეში, მთელ მსოფლიოში მხოლოდ 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, იყო პერიოდი, როდესაც წელიწადში მსოფლიო მოსახლეობა მხოლოდ 1-2 კაცით იმატებდა. შუა საუკუნეებსა და მას შემდეგ, ზრდა ძალიან სწრაფია - მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 1987 წელს პირველად მიაღწია 5 მილიარდს, მას შემდეგ, ყოველ 12 წელში თითო მილიარდით იმატებდა. საერთოდ, პროგნოზებს დემოგრაფიული მოვლენები და პროცესები ნაკლებად ექვემდებარება, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საუკუნის ბოლოს მსოფლიო მოსახლეობა სულ დაახლოებით, 8-9 მილიარდი იქნება, შემდეგ შეიძლება უფრო გაიზარდოს, მაგრამ მერე კლებას დაიწყებს.

რამდენიმე ათეული წელიწადია, მეცნიერები მოსახლეობის გამრავლების შესახებ მსჯელობენ და ბევრი თვლის, რომ თუ ასე გაგრძელდა, მოსახლეობის რაოდენობის ზრდას მისი გამოკვების საშუალებები მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ზოგიერთი პირიქით ამბობს, რომ ჯერ კიდევ დარჩენილია აუთვისებელი მიწები და წყალი და ეს საშიშროება არ მოგველის. აღნიშნავენ იმასაც, რომ ადამიანსა და ბუნებას შორის ნორმალური, ჰარმონიული ურთიერთობისთვის მსოფლიოში მილიარდნახევარი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს.

ეკონომიკის გარდა, ცვლილებები და შობადობის დონის შემცირება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, იმავე, წყლის პრობლემაზე - დღეს მთელი რიგი ქვეყნები სუფთა წყალს ვერ მოიპოვებს. ასევე, დამოკიდებულია განათლების დონეზე, რადგან რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო დაბალია შობადობის დონე. მუშაობს ქალის ფაქტორიც - ქალს, რომელსაც განათლება აქვს, რა თქმა უნდა, თავისი კარიერული წინსვლაც უნდა და აღარ სურს, 10 და 12 ბავშვი გააჩინოს. მაგრამ აქ კიდევ საკითხავია, არის თუ არა საჭირო ამდენი ბავშვი? ვერც ერთ დემოგრაფს ვერ ნახავთ, რომელიც იტყვის, 10 ბავშვი იყოლიეთო.

ადრინდელ პერიოდთან განსხვავება ისაა, რომ ადრე მოკვდავობის დონეც ძალიან მაღალი იყო, მაგალითად, მე-19 საუკუნის რუსეთში, ერთ წელიწადში, ყოველი 1000 დაბადებული ბავშვიდან 380 ბავშვი იღუპებოდა, ხოლო 15 წლის ასაკს დაბადებულ ბავშვთა ნახევარიც ვერ აღწევდა; ანალოგიური სურათი იყო უკრაინაში. რომ შევადაროთ, რუსეთში 5 წლამდე 405 ბავშვი ვერ აღწევდა, საქართველოში კი ეს რაოდენობა 205 იყო (თუმცა ესეც მაღალი მაჩვენებელია). ეს რიცხვი დამოკიდებული იყო, მაგალითად, ქვეყნის საშუალო წლიურ ტემპერატურაზე, იმაზე, როგორ საკვებს მიიღებდა ბავშვი, როგორი იყო სახალხო მედიცინის დონე და ა.შ. ამიტომ იყო რუსეთსა და უკრაინაში, ასევე, დასავლეთ ევროპაში ბავშვთა მოკვდავობის დონე მაღალი. ამჟამად კი, ყოველი 1000 დაბადებული ბავშვიდან 6-დან 8-მდე იღუპება, განვითარებულ ქვეყნებში კი - საშუალოდ 3. ესაა მიზეზი, რის გამოც ამჟამად დაბადებული 2-3 ბავშვი წინა საუკუნეებში დაბადებულ 6-7 ბავშვს უტოლდება, - მაშინ მხოლოდ 2-3 ბავშვი რომ ჰყოლოდათ, შეიძლებოდა, ფაქტობრივად, უშვილოდ დარჩენილიყვნენ“, - აღნიშნავს თოთაძე.

დემოგრაფი აღნიშნავს, რომ საქართველოში შობადობის დონე სამეზობლოსთან შედარებით ყველაზე დაბალია და ამ მხრივ კრიტიკული მდგომარეობაა.

"2000-იან წლებში, ჩვენთან ბუნებრივი მატება 53 000 კაცს შეადგენდა, ანუ 10 წელიწადში ამდენით მეტი დაიბადა, ვიდრე - გარდაიცვალა. თურქეთში, ამავე პერიოდში, ბუნებრივი მატება 8 მილიონ 835 ათასი იყო, აზერბაიჯანში - 830 ათასი, ხოლო სომხეთში - 120 ათასი. ეს უკვე ძალიან საშიშია, რადგან ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ სიბრტყეში ვცხოვრობთ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების უამრავი გადაკვეთის წერტილია, ძნელდება ეროვნული ინტერესების დაცვა. საშუალოდ, ჩვენთან ერთი ქალი 2000-იან წლებში 1.5 ბავშვს ბადებდა, ახლაც დაახლოებით ასეა, - საშუალოდ, ქალი 2.0 ბავშვს აჩენს. თუ ყველა ქალი 2.1 ბავშვს გააჩენს, ამ შემთხვევაში მოსახლეობის რაოდენობა შენარჩუნდება, როცა მაჩვენებელი ამაზე მეტი იქნება, მოსახლეობა გამრავლდება; ხოლო თუ ერთმა ქალმა 3 ბავშვი დაბადა, ე.ი., მოსახლეობის გამრავლების დონე შესანიშნავია. ასე რომ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა მაქსიმალურად მეტი რაოდენობის ბავშვები, არამედ, ისეთი პოლიტიკის გატარება, რომ ოჯახში 3 ბავშვი ნორმად იქცეს", - აღნიშნავს დემოგრაფი.

ანზორ თოთაძე საუბრობს იმ პრობლემებზეც, რაც მოსახლეობის დაბერებასა და მიგრაციას შეიძლება მოჰყვეს:

"ცხოვრების დონეს კიდევ ის აფერხებს, რომ საქართველოში, 1970-იან წლებში დახლოებით, მოხუცებთან შედარებით 300 000-ით მეტი ბავშვი იყო, შარშან და შარშანწინ კი მოხუცები ბავშვების რაოდენობას 70 000-ით აჭარბებდნენ. გამოვიდა, რომ მოხუცები ახალგაზრდა თაობამ უნდა არჩინოს, რომელიც ძალიან ცოტაა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენი მოსახლეობა დაბერებულია, შობადობა მცირდება, ქვეყანას პენსიების გადახდა უჭირს. არის დაახლოებით 800 000 პენსიონერი, მათი რაოდენობაც იმატებს; ამას გარდა, საქართველოდან ასეულობით ათასი ადამიანი საზღვარგარეთაა წასული, მათ შორის უმეტესობა ქალია - იქ ძიძებად მუშაობენ, მოხუცებულებს უვლიან და ა.შ. მათი უმრავლესობა ძირითადად უკვე 20-25 წელია, წასულები არიან, მაგრამ ქვეყანა 40-45 წლის ასაკში დატოვეს, ამასობაში, თავად მიაღწიეს საპენსიო ასაკს. ბუნებრივია, ისინი უკან დაბრუნდებიან - ასეთი 200 ათასი ადამიანი მაინც იქნება, შესაბამისად, პენსიონერთა რაოდენობა როგორც ყველაზე ცოტა, ამ რიცხვით მაინც გაიზრდება. რეალურად, ეს ძალიან ბევრია და გამოდის, რომ ბიუჯეტის თითქმის ნახევარი პენსიებსა და მოსახლეობის დაუცველ ფენებზე უნდა გადანაწილდეს.

საერთოდ, მეტია ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ბავშვის ყოლა არ სურთ, სახეზეა ოჯახის კრიზისი. თუ ისე გაგრძელდა, როგორც დღესაა, არათუ 100 წელიწადში, არამედ - კიდევ უფრო ადრე გაუკაცრიელდება საქართველო. ამაზე გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ყველა მუნიციპალიტეტი, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის და ფოთის გარდა, საშუალოდ 41 წელიწადში გაუკაცრიელდება. ძალიან მაღალი და ინტენსიურია მიგრაციული პროცესები, მაგალითად, ლენტეხში მოსახლეობა ბუნებრივად ცოტა იმატებს, მაგრამ მიგრაციული პროცესები ისეთია, რომ მოსალოდნელია, მალე გაუკაცრიელდეს - 1989 წელს იქ 9 000 ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მათი რაოდენობა განახევრდა, 4 500-ს შეადგენს.

დაბოლოს, ქართველი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები უცხოეთში, ემიგრაციაში მიდიან, ჩვენთან კი სულ სხვა აღმსარებლობის ადამიანები შემოდიან, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ემიგრაციული და იმიგრაციული სიკვდილი ხდება - ჩვენ გავდივართ, შემოდის სხვა. ასე რომ, საჭიროა ეკონომიკური აღმავლობაც და ამასთანავე, აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება. ამის გაკეთება დიდ სახელმწიფოებსაც კი უჭირთ, ძალიან ბევრი დანახარჯია, ამას ყველა ხელისუფლება უფრთხის, რადგან ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია და შედეგს იმკის არა არსებული, არამედ - სულ სხვა ხელისუფლება“, - აღნიშნავს დემოგრაფი.

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?