მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ლობჟანიძეს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ნათია ცირეკიძის მამა
გიორგი ლობჟანიძეს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ნათია ცირეკიძის მამა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტორს გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით შე­უ­ფარ­და, ხოლო ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მებს ვახ­ტანგ ყი­ფი­ან­სა და მაგ­და ხო­ჭო­ლა­ვას - პა­ტიმ­რო­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე და­ვით კურ­ტა­ნი­ძემ ცოტა ხნის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

ცნო­ბის­თვის, ბრალ­დე­ბის მხა­რე, პრო­კუ­რა­ტუ­რა „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტო­რი­სა და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მე­ბის მი­მართ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და.

ბრალ­დე­ბულ ექი­მებს პი­რად თავ­დებ­ში უდ­გე­ბოდ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის დე­პუ­ტა­ტი მა­რი­ამ ჯაში.

კო­მა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის მა­მის, მირ­ზა ცი­რე­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ცი­რე­კი­ძის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ის "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დე­ი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ნა­წი­ლობ­რივ ეთან­ხმე­ბა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი წე­ლი­წა­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია და მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა. გი­რა­ოს ნა­წი­ლობ­რივ ვე­თან­ხმე­ბი, ადა­მი­ა­ნის მო­რა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - გა­ნა­ცხა­და ცი­რე­კი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტო­რი გ.ლ. და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ვ.ყ. და­ა­კა­ვეს, ხოლო უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე მ.ხ.-ს მი­მართ და­უს­წრებ­ლად იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა გა­უ­კე­თეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
3

საინტერესოა, ვისი დავალებით შეითითხნა ეს საქმე და რა მიზანს ემსახურება. ნებისმიერი ექიმისთვის სრულიად გაუგებარი და აბსტრაქტული ბრალდებაა, რომელიც შეუძლებელია, თუნდაც 1%-ით შეესაბამებოდეს რეალობას. ყიფიანის დადანაშაულება ხომ საერთოდ, შოკისმომგვრელია. ცნობილ ქირურგს, დოქტორს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს რომ პროფესიონალიზმს უწუნებენ. მით უმეტეს, მას ამ გოგოსთვის ოპერაცია არ ჩაუტარებია, რადგან მანამდე გაკეთებული ანასთეზიით გართულდა მდგომარეობა და ოპერაცია აღარ ჩატარდა. 

არა ტროლი
2

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა გა­უ­კე­თეს

 

 

რამდენი ადამიანი დაღუპეს ა, თეთრხალათიანმა არახალხმა. რამდენი........ფული თუ გაქვს წადი უცხოეთში. აქ სიკვდილია ამათ ხელში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

გიორგი ლობჟანიძეს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ნათია ცირეკიძის მამა

გიორგი ლობჟანიძეს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ნათია ცირეკიძის მამა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, ბრალდების მხარე, პროკურატურა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორისა და ამავე კლინიკის ექიმების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდებულ ექიმებს პირად თავდებში უდგებოდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის დეპუტატი მარიამ ჯაში.

კომაში მყოფი პაციენტის მამის, მირზა ცირეკიძის განცხადებით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

ცირეკიძის განმარტებითვე, ის "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დეირექტორის, გიორგი ლობჟანიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ნაწილობრივ ეთანხმება.

"პროკურატურის საქმიანობით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ერთი წელიწადი მიმდინარეობდა. გადაწყვეტილება სამართლიანია და მომავალი გვიჩვენებს ყველაფერი როგორ დამთავრდება. გირაოს ნაწილობრივ ვეთანხმები, ადამიანის მორალიდან გამომდინარე", - განაცხადა ცირეკიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

"ერთმა მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მეორემ - შებოჭა" - თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

ლაგოდეხის პოლიციამ დააკავა პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიმალვა სცადა

ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რა შეთანხმება შედგა კომაში მყოფი გოგონას ოჯახთან?