მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოდიშის ნაცვლად ახალი ჭინთვებით დაკავებულა ია ფარულავა" - სკანდალურ გადაცემაზე დაპირისპირება გრძელდება
"ბოდიშის ნაცვლად ახალი ჭინთვებით დაკავებულა ია ფარულავა" - სკანდალურ გადაცემაზე დაპირისპირება გრძელდება

გა­სულ კვი­რას და­წყე­ბუ­ლი სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა და ამ­ჯე­რად ია ფა­რუ­ა­ლა­ვა მე­ო­რედ ხდე­ბა კო­ლე­გე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო - "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­სუ­ლი "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" მო­რი­გი გა­და­ცე­მა, რომ­ლის სტუ­მა­რიც მო­დე­ლი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე იყო, ია ფა­რუ­ლა­ვას­თვის "სა­ბე­დის­წე­რო" აღ­მოჩ­ნდა.

წამ­ყვანს ერ­თდრო­უ­ლად მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მაკა რაზ­მა­ძე და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მა­კამ იას არა­კო­ლე­გი­ა­ლუ­რო­ბა­ში დას­დო ბრა­ლი, რად­გან გა­და­ცე­მა­ში მისი ფოტო-შარ­ჟი გა­ვი­და.

თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი კი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძემ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რაც ერთ-ერთ სა­ღა­მო­ზე ფეხ­ზე ხე­ლის და­დე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა. თე­მურ თა­თა­რაშ­ვილ­მა მა­შინ სა­ჯა­რო სტა­ტუს­ში ქი­ბარ ხალ­ვა­ში მო­ნიშ­ნა და წერ­და, რომ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არა­სო­დეს აღარ მი­ვი­დო­და. მალე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მა წა­შა­ლეს და თა­ვი­დან გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც თა­თარ­შვილ­ზე მო­ნაკ­ვე­თი ამოჭ­რი­ლი იყო.

ამ­ბა­ვი, რო­გორც ჩანს, ასე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ია ფა­რუ­ლა­ვამ მაკა რაზ­მა­ძეს ვერ აპა­ტია სტა­ტუს­ში "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტის" "სამპრო­ცენ­ტი­ან გა­და­ცე­მად" მოხ­სე­ნი­ე­ბა და მო­რი­გი გა­და­ცე­მის ანონ­სის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას, კო­მენ­ტარ­ში კო­ლე­გებს დას­ცი­ნა:

"იმ­დე­ნი იწიკ­ვი­ნეს წინა კვი­რას იმე­დე­ლებ­მა, რომ რე­ი­ტინ­გმა აი­წია თუნ­დაც არას­კან­და­ლურ სტუ­მარ­ზე. დიდი მად­ლო­ბა თქვენ ვინც ატე­ხეთ ამ­ბე­ბი“ - და­წე­რა იამ ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე.

მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს მაკა რაზ­მა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკან­და­ლუ­რი სტა­ტუ­სით კი­დევ ერთხელ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"აღარ ვა­პი­რებ­დი ამ თე­მა­ზე პოს­ტის და­წე­რას, მაგ­რამ ახლა სქ­რი­ნი ჩა­მიგ­დეს სა­დაც ბო­დი­შის ნაც­ვლად ახა­ლი ჭინ­თვე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლა ია ფა­რუ­ლა­ვა. არც გამ­კვირ­ვე­ბია მის­გან. ბო­დი­შის მოხ­და მხო­ლოდ ღირ­სე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ. ჩას­ვრი­ლებს კი უჭირთ და ყვე­ლა­ფერს იკად­რე­ბენ, რომ და­შა­ვე­ბულ­ზე ბო­დი­ში არ მო­ი­ხა­დონ.

ყვე­ლა ღირ­სე­ულ­მა ადა­მი­ან­მა იცის, რომ თუ რა­ღაც შეც­დო­მა მო­უ­ვი­და სხვა ადა­მი­ა­ნის მი­მართ-ბო­დი­შის მოხ­და ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლია. მაგ­რამ როცა იცი, რომ შემ­თხვე­ვით კი არა შეგ­ნე­ბუ­ლად ჩა­ის­ვა­რე, მა­შინ "ბო­ლომ­დე აწ­ვე­ბი" და ასე ჭინ­თვა-ჭინ­თვე­ბით უფრო და უფრო იჯ..ამ. ადა­მი­ა­ნებს რომ დაბ­ლო­კავ და მერე მათ ზურგსუ­კან სი­ხა­რუ­ლის ყი­ჟი­ნა გაქვს სა­კუ­თარ ვოლ­ზე რაც მა­გათ მახ­სე­ნეს უფრო მეტი რე­ი­ტინ­გი მო­მი­ვი­დაო, ნეტა თუ ხვდე­ბი ასეთ დროს რა­საც უს­ვამს ეს ხაზს? - იმას რომ სა­კუ­თა­რი რე­ი­ტინ­გით სამპრო­ცენ­ტი­ა­ნი ხარ და თუ ვინ­მე გა­ლან­ძღე იმის ხარ­ჯზე 4 პრო­ცენ­ტი ხდე­ბი.

ვუ­ლო­ცავ "ფა­რულ კონ­ვერტს" ჩვე­ნი ლან­ძღვის ხარ­ჯზე ერთი პრო­ცენ­ტის მა­ტე­ბას ერთ გა­და­ცე­მა­ში. მე­ცი­ნე­ბა ასეთ ქათ­მის­ტვი­ნო­ბა­ზე, მაგ­რამ ნუ რას ვი­ზამთ, გა­ი­ხა­რონ დრო­ე­ბით. წიკ­ვი­ნი მე არ მა­ხა­სი­ა­თებს. იო­ლია ამის გა­და­მოწ­მე­ბა ვის რა ტო­ნა­ლო­ბის და სიმ­ძი­მის სი­ტყვა აქვს და ვინ წიკ­ვი­ნებს და ჩას­ვრი­ლი დარ­ბის.

ამა­ში მალე დარ­წმუნ­დე­ბა ყვე­ლა. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი კი ისაა სა­კუ­თარ კო­ლე­გებ­ზე სა­კუ­თარ გა­და­ცე­მა­ში რომ და­სა­ცინ ფო­ტო­კო­ლა­ჟებს გა­უშ­ვებ და არა მერე მათი მხრი­დან ამა­ზე რე­აქ­ცია. აუხ­სე­ნი ეს წამ­ყვა­ნო, შენს კე­დელ­ზე ჩა­სახ­ლე­ბულ მუდ­მივ მპოს­ტავს და ნამ­დვი­ლი რე­ი­ტინ­გე­ბის სქ­რი­ნი დადე და არა „ფე­ი­კის“. არა უშავს, ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი ბო­დი­შებს იხ­დი­ან და წი­წი­ლებ­საც შე­მოდ­გო­მა­ზე დავ­თვლით...“ - წერს რაზ­მა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
3

აი ამას ქვია ვისი ფუნჯი ვის როიალშიაოოო 

ტოტო
4

ყველანი, ერთნაირი ბანძები ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბოდიშის ნაცვლად ახალი ჭინთვებით დაკავებულა ია ფარულავა" - სკანდალურ გადაცემაზე დაპირისპირება გრძელდება

"ბოდიშის ნაცვლად ახალი ჭინთვებით დაკავებულა ია ფარულავა" - სკანდალურ გადაცემაზე დაპირისპირება გრძელდება

გასულ კვირას დაწყებული სკანდალი გრძელდება და ამჯერად ია ფარუალავა მეორედ ხდება კოლეგების კრიტიკის ობიექტი. ყველაფერი კი ასე დაიწყო - "რუსთავი 2"-ზე გასული "ფარული კონვერტის" მორიგი გადაცემა, რომლის სტუმარიც მოდელი გიორგი ნაზღაიძე იყო, ია ფარულავასთვის "საბედისწერო" აღმოჩნდა.

წამყვანს ერთდროულად მომღერალი თემურ თათარაშვილი და ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე დაუპირისპირდნენ. მაკამ იას არაკოლეგიალურობაში დასდო ბრალი, რადგან გადაცემაში მისი ფოტო-შარჟი გავიდა.

თემურ თათარაშვილი კი გიორგი ნაზღაიძემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, რაც ერთ-ერთ საღამოზე ფეხზე ხელის დადებაში გამოიხატა. თემურ თათარაშვილმა მაშინ საჯარო სტატუსში ქიბარ ხალვაში მონიშნა და წერდა, რომ ამ ტელევიზიაში არასოდეს აღარ მივიდოდა. მალე სოციალური ქსელიდან აღნიშნული გადაცემა წაშალეს და თავიდან გამოაქვეყნეს, სადაც თათარშვილზე მონაკვეთი ამოჭრილი იყო.

ამბავი, როგორც ჩანს, ასე არ დასრულებულა. აღმოჩნდა, რომ ია ფარულავამ მაკა რაზმაძეს ვერ აპატია სტატუსში "ფარული კონვერტის" "სამპროცენტიან გადაცემად" მოხსენიება და მორიგი გადაცემის ანონსის გამოქვეყნებისას, კომენტარში კოლეგებს დასცინა:

"იმდენი იწიკვინეს წინა კვირას იმედელებმა, რომ რეიტინგმა აიწია თუნდაც არასკანდალურ სტუმარზე. დიდი მადლობა თქვენ ვინც ატეხეთ ამბები“ - დაწერა იამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსახიობსა და ტელეწამყვანს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში სკანდალური სტატუსით კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"აღარ ვაპირებდი ამ თემაზე პოსტის დაწერას, მაგრამ ახლა სქრინი ჩამიგდეს სადაც ბოდიშის ნაცვლად ახალი ჭინთვებით დაკავებულა ია ფარულავა. არც გამკვირვებია მისგან. ბოდიშის მოხდა მხოლოდ ღირსეულებს შეუძლიათ. ჩასვრილებს კი უჭირთ და ყველაფერს იკადრებენ, რომ დაშავებულზე ბოდიში არ მოიხადონ.

ყველა ღირსეულმა ადამიანმა იცის, რომ თუ რაღაც შეცდომა მოუვიდა სხვა ადამიანის მიმართ-ბოდიშის მოხდა ყველაზე ღირსეული საქციელია. მაგრამ როცა იცი, რომ შემთხვევით კი არა შეგნებულად ჩაისვარე, მაშინ "ბოლომდე აწვები" და ასე ჭინთვა-ჭინთვებით უფრო და უფრო იჯ..ამ. ადამიანებს რომ დაბლოკავ და მერე მათ ზურგსუკან სიხარულის ყიჟინა გაქვს საკუთარ ვოლზე რაც მაგათ მახსენეს უფრო მეტი რეიტინგი მომივიდაო, ნეტა თუ ხვდები ასეთ დროს რასაც უსვამს ეს ხაზს? - იმას რომ საკუთარი რეიტინგით სამპროცენტიანი ხარ და თუ ვინმე გალანძღე იმის ხარჯზე 4 პროცენტი ხდები.

ვულოცავ "ფარულ კონვერტს" ჩვენი ლანძღვის ხარჯზე ერთი პროცენტის მატებას ერთ გადაცემაში. მეცინება ასეთ ქათმისტვინობაზე, მაგრამ ნუ რას ვიზამთ, გაიხარონ დროებით. წიკვინი მე არ მახასიათებს. იოლია ამის გადამოწმება ვის რა ტონალობის და სიმძიმის სიტყვა აქვს და ვინ წიკვინებს და ჩასვრილი დარბის.

ამაში მალე დარწმუნდება ყველა. არაპროფესიონალიზმი კი ისაა საკუთარ კოლეგებზე საკუთარ გადაცემაში რომ დასაცინ ფოტოკოლაჟებს გაუშვებ და არა მერე მათი მხრიდან ამაზე რეაქცია. აუხსენი ეს წამყვანო, შენს კედელზე ჩასახლებულ მუდმივ მპოსტავს და ნამდვილი რეიტინგების სქრინი დადე და არა „ფეიკის“. არა უშავს, ტელევიზიის ხელმძღვანელები ბოდიშებს იხდიან და წიწილებსაც შემოდგომაზე დავთვლით...“ - წერს რაზმაძე.

"ბოლომდე გვჯეროდა, რომ გოგოც გამოერეოდა... სახელებს გზადაგზა ვარჩევდით" - გაიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელსაც 4 ტყუპი შეეძინა

კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

"ქალს ხელში კონვერტი ეჭირა... შვილო, სტატია წავიკითხე შენზე, მაგრამ ჩარიცხვა არ ვიციო" - რა მოხდა, როდესაც AMBEBI.GE-ზე აფხაზეთის ომში დაჭრილი ბიჭის ამბავი დაიწერა?