მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მილიონერი ოქრიაშვილი  მაჟორიტარობას ამჯერად დამოუკიდებლად აპირებს - დმანისის მერია და საკრებულო  მხარს მას უჭერს და არა "ქართული ოცნების" კანდიდატს?
მილიონერი ოქრიაშვილი  მაჟორიტარობას ამჯერად დამოუკიდებლად აპირებს - დმანისის მერია და საკრებულო  მხარს მას უჭერს და არა "ქართული ოცნების" კანდიდატს?

რო­გორც ირ­კვე­ვა, დმა­ნი­სი­სა და წალ­კის მოქ­მე­დი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, ბიზ­ნეს­მე­ნი კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში კენ­ჭს და­მო­უ­კი­დებ­ლად იყ­რის. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან აქ­ტი­ურ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რებს უკვე მარ­თავს.

ოქ­რი­აშ­ვი­ლი ორ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია პარ­ლა­მენ­ტა­რია. 2004- 2013 წლამ­დე "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გებ­ში იყო, ხოლო 2013 წლი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებ­ში "გა­და­პორ­ტირ­და", თუმ­ცა სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის პრო­ცეს­მა, რო­გორც ჩანს, სა­ბო­ლო­ოდ გაყო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და ოქ­რი­აშ­ვი­ლის გზე­ბი.

AMBEBI.GE - ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ბოლ­ნი­სის, დმა­ნი­სის, თეთ­რი­წყა­რო­სა და წალ­კის, ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ, მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად სწო­რედ კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლის წარ­დგე­ნას გეგ­მავ­და, თუმ­ცა კო­ლე­გებს შო­რის ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც დე­პუ­ტატ­მა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გა­უქ­მე­ბას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

ოქ­რი­აშ­ვი­ლი პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, თავ­და­პირ­ვე­ლად, სწო­რედ მას და სხვა მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებს დაჰბ­რალ­დათ 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ჩა­ვარ­დნა, თუმ­ცა უკვე 2020 წელს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ე.წ. 8 მარ­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მი­ე­ღო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში 30-მდე შემ­ცირ­და. ოქ­რი­აშ­ვი­ლი კი კვლა­ვაც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა უკი­დუ­რე­სად შემ­ცი­რე­ბულ რი­გებ­ში დარ­ჩა, რი­თაც, რო­გორც ჩანს, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მეს­ვე­უ­რე­ბი გა­ა­ნა­წყე­ნა.

სწო­რედ ამ უთან­ხმო­ე­ბის გამო "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ბოლ­ნი­სის, დმა­ნი­სის, თეთ­რი­წყა­რო­სა და წალ­კის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად გოგი მეშ­ვე­ლი­ა­ნი წა­რად­გი­ნა.

თა­ვად ოქ­რი­აშ­ვი­ლი კი და­მო­უ­კი­დებ­ლად აპი­რებს ამა­ვე ოლ­ქში კენ­ჭისყრას. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის უკვე რამ­დე­ნი­მე დღე­ში ილა­პა­რა­კებს სა­კუ­თარ გეგ­მებ­ზე.

AMBEBI.GE-სთვის კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დმა­ნი­სის მე­რია, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ოქ­რი­აშ­ვი­ლის კად­რე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­არ­ში აქ­ტი­უ­რად გეგ­მავს ჩარ­თვას. მას სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­შიც. ანუ გა­მო­დის, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამ კონ­კრე­ტულ რა­ი­ონ­ში და­საყ­რდე­ნის გა­რე­შე რჩე­ბა.

AMBEBI.GE პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს, გია ვოლ­სკის და­უ­კავ­შირ­და, მისი გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა- დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რე­ბი ოქ­რი­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი არი­ან.

"კი ბა­ტო­ნო. ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა ჩვე­ნი კან­დი­და­ტი. მან გა­და­წყვი­ტა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად იყა­როს კენ­ჭი. გარ­კვე­უ­ლი სხვა­ო­ბე­ბი იყო ჩვენს პო­ზი­ცი­ებს შო­რის. მტრუ­ლად არ ვართ გან­წყო­ბილ­ნი, მას თა­ვი­სი გეგ­მა აქვს, თა­ვი­სი ხედ­ვე­ბი აქვს, მათ შო­რის სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა­შიც.

წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ჩვენს კან­დი­დატს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­ი­მარ­ჯვებს“- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ დმა­ნი­სის მე­რი­ის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა მხარს კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვილს უჭერს, მან ასე შე­ა­ფა­სა:

"მთა­ვა­რია ვის და­უ­ჭე­რენ მხარს ამომ­რჩევ­ლე­ბი. მე­რია და საკ­რე­ბუ­ლო ვის და­უ­ჭერს მხარს, არ არის მთა­ვა­რი", - გა­ნა­ცხა­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა.

თა­ნა­პარ­ტი­ე­ლის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს წალ­კის მერი ილია სა­ბა­ძე. რო­გორც სა­ბა­ძემ AMBEBI.GE - სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რო­გორც ად­გილ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა- დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, იგი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ მათ მიერ წარ­დგე­ნილ­მა კან­დი­დატ­მა გა­ი­მარ­ჯვოს.

"მე ვარ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე და შტა­ბის უფ­რო­სი, და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს მხარს ვერ და­ვუ­ჭერ. დმა­ნი­სის მერს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მე - ჩემი", - გა­ნა­ცხა­და ილია სა­ბა­ძემ.

AMBEBI.GE დმა­ნი­სის მერს გი­ორ­გი ტა­ტუ­აშ­ვილ­საც და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა მან ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატს არ უჭერს მხარს, არც უარ­ყო და არც და­ა­დას­ტუ­რა.

"ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ამის შე­სა­ხებ თა­ვად კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვილს ჰკი­თხეთ“, - გა­ნა­ცხა­და ტა­ტუ­აშ­ვილ­მა.

კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მი­მარ­თვებს აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე ესა­უბ­რე­ბა.

  • რა ქო­ნე­ბას ფლობს დე­პუ­ტა­ტი, რომ­ლის ოჯახ­მაც სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან 1 წელ­ში 9.9 მლნ-ზე მე­ტის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში 150 დე­პუ­ტა­ტია, რო­მელ­თა ნა­წი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ბიზ­ნე­სი­დან მოხ­ვდა. მათ შო­რის არის კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი, PSP-ს ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი. რო­გორც ოქ­რი­აშ­ვი­ლის მიერ 2020 წელს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, მის­მა ოჯახ­მა, გა­სუ­ლი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან 9.9 მლნ ლარ­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­პუ­ტა­ტის ქო­ნე­ბას და ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, 30 ივ­ლისს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ის ფლობს 677,2 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს წავ­კის­ში; 250 კვ. მეტ­რის ნა­გე­ბო­ბას დმა­ნის­ში; ჯამ­ში 3 859 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის 3 მი­წის ნაკ­ვეთს წავ­კის­ში; 4 499 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს სო­ფელ გან­თი­ად­ში და დმა­ნის­ში მდე­ბა­რე ორ ბი­ნას. მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე: 21 811 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის 3 მი­წის ნაკ­ვე­თი წავ­კის­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მოძ­რავ ქო­ნე­ბას, ოქ­რი­აშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია, ია­რა­ღი - SAUER 202, რო­მე­ლიც 4 500 ევ­როდ აქვს შე­ძე­ნი­ლი, ასე­ვე მის სა­კუთ­რე­ბა­შია 3 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი - TOYOTA LAND CRUISER, TOYOTA HILUX და BMW X5 XDRIV. იხი­ლეთ სრუ­ლად

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
1

ეს ბატონი საკმაოდ პოპულარულია დმანისის რაიონის მოსახლეობაში. პოპულარულია იმის გამო, რომ ფინანსურად ბევრს ეხმარება (ავადმყოფების ოპერაციები, გარდაცვლილთა ოჯახების მხარდაჭერა, სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდა და ასე შემდეგ). თითქოს ცუდი რა არის ამ მხარდაჭერაში, მაგრამ ეს პრაქტიკულად ამომრჩევლების მოსყიდვაა საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის ჯიბის ხარჯზე, რომელიც ამ ბატონის კუთვნილ სააფთიაქო ქსელებში იძულებულია გადაიხადოს დანაშაულებრივად გაბერილი მონოპოლისტური ფასები! ნორმალურ ქვეყანაში ეს ვერ მოხდებოდა!

ნინო
0

როდიდან იწყება მედიკამენტებზე საარჩევნო ფასდაკლება,(ჯერ-ჯერობით მხოლოდ ყოველდღიურად ძვირდება,,,)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მილიონერი ოქრიაშვილი  მაჟორიტარობას ამჯერად დამოუკიდებლად აპირებს - დმანისის მერია და საკრებულო  მხარს მას უჭერს და არა "ქართული ოცნების" კანდიდატს?

მილიონერი ოქრიაშვილი  მაჟორიტარობას ამჯერად დამოუკიდებლად აპირებს - დმანისის მერია და საკრებულო  მხარს მას უჭერს და არა "ქართული ოცნების" კანდიდატს?

როგორც ირკვევა, დმანისისა და წალკის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესმენი კახაბერ ოქრიაშვილი მოახლოებულ არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის. ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის წევრი მოსახლეობასთან აქტიურ წინასაარჩევნო შეხვედრებს უკვე მართავს.

ოქრიაშვილი ორ ათეულ წელზე მეტია პარლამენტარია. 2004- 2013 წლამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში იყო, ხოლო 2013 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერებში "გადაპორტირდა", თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროცესმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ გაყო მმართველი პარტიისა და ოქრიაშვილის გზები.

AMBEBI.GE - ს ინფორმაციით, მოახლოებულ არჩევნებში "ქართული ოცნება" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის, ახალი კანონმდებლობით გაერთიანებულ, მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად სწორედ კახაბერ ოქრიაშვილის წარდგენას გეგმავდა, თუმცა კოლეგებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

ოქრიაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი იყო, თავდაპირველად, სწორედ მას და სხვა მაჟორიტარ დეპუტატებს დაჰბრალდათ 2019 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, თუმცა უკვე 2020 წელს "ქართული ოცნება" იძულებული გახდა შეესრულებინა ე.წ. 8 მარტის ხელშეკრულება, მიეღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა ქვეყანაში 30-მდე შემცირდა. ოქრიაშვილი კი კვლავაც მოწინააღმდეგეთა უკიდურესად შემცირებულ რიგებში დარჩა, რითაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის მესვეურები გაანაწყენა.

სწორედ ამ უთანხმოების გამო "ქართულმა ოცნებამ" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი მეშველიანი წარადგინა.

თავად ოქრიაშვილი კი დამოუკიდებლად აპირებს ამავე ოლქში კენჭისყრას. ჩვენი ინფორმაციით, ის უკვე რამდენიმე დღეში ილაპარაკებს საკუთარ გეგმებზე.

AMBEBI.GE-სთვის კი ცნობილი გახდა, რომ დმანისის მერია, რომელიც მთლიანად ოქრიაშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი კანდიდატის წინასაარჩევნო პიარში აქტიურად გეგმავს ჩართვას. მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. ანუ გამოდის, რომ "ქართული ოცნება" ამ კონკრეტულ რაიონში დასაყრდენის გარეშე რჩება.

AMBEBI.GE პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის დაუკავშირდა, მისი განცხადებით, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წევრები ოქრიაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულნი არიან.

"კი ბატონო. ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი. მან გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად იყაროს კენჭი. გარკვეული სხვაობები იყო ჩვენს პოზიციებს შორის. მტრულად არ ვართ განწყობილნი, მას თავისი გეგმა აქვს, თავისი ხედვები აქვს, მათ შორის საარჩევნო სისტემაშიც.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს კანდიდატს. დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს“- განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დმანისის მერიის სრული შემადგენლობა მხარს კახაბერ ოქრიაშვილს უჭერს, მან ასე შეაფასა:

"მთავარია ვის დაუჭერენ მხარს ამომრჩევლები. მერია და საკრებულო ვის დაუჭერს მხარს, არ არის მთავარი", - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა.

თანაპარტიელის პოზიციას იზიარებს წალკის მერი ილია საბაძე. როგორც საბაძემ AMBEBI.GE - სთან საუბარში აღნიშნა, როგორც ადგილზე "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარე, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

"მე ვარ პარტიის თავმჯდომარე და შტაბის უფროსი, დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს ვერ დავუჭერ. დმანისის მერს თავისი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მე - ჩემი", - განაცხადა ილია საბაძემ.

AMBEBI.GE დმანისის მერს გიორგი ტატუაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს არ უჭერს მხარს, არც უარყო და არც დაადასტურა.

"ვერაფერს გეტყვით, ამის შესახებ თავად კახაბერ ოქრიაშვილს ჰკითხეთ“, - განაცხადა ტატუაშვილმა.

კახაბერ ოქრიაშვილი წინასაარჩევნო მიმართვებს აქტიურად ავრცელებს და საზოგადოებას მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე ესაუბრება.

  • რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომლის ოჯახმაც სამეწარმეო საქმიანობიდან 1 წელში 9.9 მლნ-ზე მეტის შემოსავალი მიიღო

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომელთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში ბიზნესიდან მოხვდა. მათ შორის არის კახაბერ ოქრიაშვილი, PSP-ს ერთ-ერთი მფლობელი. როგორც ოქრიაშვილის მიერ 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მისმა ოჯახმა, გასული 1 წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან 9.9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება დეპუტატის ქონებას და ფინანსურ მდგომარეობას, 30 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 677,2 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს წავკისში; 250 კვ. მეტრის ნაგებობას დმანისში; ჯამში 3 859 კვ. მეტრი ფართობის 3 მიწის ნაკვეთს წავკისში; 4 499 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ განთიადში და დმანისში მდებარე ორ ბინას. მის საკუთრებაშია ასევე: 21 811 კვ. მეტრი ფართობის 3 მიწის ნაკვეთი წავკისში.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ოქრიაშვილის მფლობელობაშია, იარაღი - SAUER 202, რომელიც 4 500 ევროდ აქვს შეძენილი, ასევე მის საკუთრებაშია 3 მსუბუქი ავტომობილი - TOYOTA LAND CRUISER, TOYOTA HILUX და BMW X5 XDRIV. იხილეთ სრულად

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

როგორ ეხმაურება პრემიერი ექსპერტიზის დასკვნას, სადაც წერია, რომ ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე მისი თითის ანაბეჭდი არ არის

"ნუ ღელავთ, ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში" - გიორგი გახარია ჟურნალისტებს