მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ" - რას წერს "ფეისბუქზე" კობა დავითაშვილი
"ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ" - რას წერს "ფეისბუქზე" კობა დავითაშვილი

ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, აქ­ტი­უ­რი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კობა და­ვითშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას ებ­რძვის, ძველ სამ­სა­ხურ­ში აღად­გი­ნეს. და­ვი­თაშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში და­საქმდა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც წერს:

"ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა ჩემი გა­სა­ჭი­რის გულ­თან მი­ტა­ნი­სათ­ვის. პოს­ტის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის, თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. მტრებ­საც თავ­შე­კა­ვე­ბის­თვის (მხო­ლოდ ერთი შე­მო­მიხ­ტა). „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­დან“ ირმა ინაშ­ვილ­მა და და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავ­მა წამ­ლის ფუ­ლით უზ­რუნ­ველ­მყვეს, ახ­ლა­ხან კი ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან შე­მო­მეხ­მი­ან­ნენ და სამ­სა­ხურ­შიც აღ­მად­გე­ნენ. დაგ­ლო­ცოთ ღმერ­თმა!" - წერს კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ტი­კოსს ე. წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი 2017 წლის ივ­ლის­ში და­უს­ვეს, მა­შინ, როცა სიმპტო­მებ­მა თავი იჩი­ნა. და­ვი­თა­ში­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ის იმ ძლი­ე­რი ტრავ­მე­ბის შე­დე­გად გა­ნუ­ვი­თარ­და, რაც 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს მი­ა­ყე­ნეს, როცა მი­ტინ­გის დროს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი თავს და­ესხნენ, სას­ტი­კად სცე­მეს და სიკ­ვდი­ლის პი­რამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც ჩანს პო­ლი­ტი­კო­სის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. ცოტა ხნის წინ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. რო­გორც ის ამ­ბობს, და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად სა­ჭი­როა კონ­კრე­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტის გა­დას­ხმა, რაც დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, დღეს უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­მი­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე, მე კი პირ­ვე­ლად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­თი­თა­ოდ ვერ გი­თხა­რით მად­ლო­ბა და პოსტზეც კი ვერ დავ­სვი მო­წო­ნე­ბის ნი­შა­ნი. ეს იმი­ტომ მოხ­და რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი და ექიმ­თან ვერ წა­ვე­დი უსახ­სრო­ბის გამო. მაგ­რამ წინ უფრო ცუდი დღე­ე­ბი მე­ლის. საქ­მე ისაა რომ ჩემი (ბეხ­ტე­რე­ვის) და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­და­ვად­დეს აღ­სას­რუ­ლი პრე­პა­რატ "რე­მი­კე­ი­დის" ორ თვე­ში ერთხელ გა­დას­ხმით, რო­გორც ინ­სუ­ლი­ნის ინექ­ცია კი ვერ კურ­ნავს, მაგ­რამ ავა­დებს დი­ა­ბე­ტის შე­დე­გე­ბის დად­გო­მას. ოღონდ ინ­სუ­ლი­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით რე­მი­კე­ი­დის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა არ არ­სე­ბობს და მისი 1 გა­დას­ხმა 1000 აშშ დო­ლა­რი ჯდე­ბა. ანუ თუ არ მექ­ნა თვე­ში 500 დო­ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მა­ინც, ტან­ჯვით სიკ­ვდი­ლის­თვის ვარ გან­წი­რუ­ლი. მე კი მარ­ტში სრუ­ლი­ად უმუ­შე­ვა­რი დავ­რჩი. ერთი გა­დას­ხმის ფული მე­რი­ამ ჩა­მი­რი­ცხა, მე­სა­მე­დი ვე­ტე­რან­თა დე­პარ­ტა­მენ­ტმა (დიდი მად­ლო­ბა მათ) ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ვე­რა­ფე­რი ჩა­მი­რი­ცხა არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისე­დაც ბევ­რი ხარ­ჯი აქვს. მე მეს­მის, რომ ყვე­ლას უჭირს და დალ­ხი­ნე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა, მაგ­რამ თუკი ამ დღე­ში თა­ვად სა­ხელ­მი­ფომ ჩა­მაგ­დო (წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით) განა სა­მარ­თლი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა რომ ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბიც სა­ხელ­მწი­ფომ გა­ი­ღოს (ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით). მეს­მის რომ უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი ვარ, მა­ხა­სი­ა­თებს მწა­რე სი­ტყვე­ბის ლა­პა­რა­კი, ვერ ვუ­წო­ნებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისეთ ქმე­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია. ალ­ბათ უმუ­შე­ვა­რიც ამი­ტომ დავ­რჩი, მაგ­რამ ნუთუ ჩემ ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა ერთი ჩემ­ნა­ი­რი ენამ­წა­რე, რო­მე­ლიც მა­შინ ამო­ი­ღებს ხმას, როცა თით­ქმის ყვე­ლა სდუმს და ოპო­ზი­ცია კი კი­დევ უფრო უა­რე­სის მომ­ხრეა?ერთი სიკ­ვდი­ლი გა­ვა­თა­ვე, სა­ნამ ამ პოსტს ვწერ­დი, მაგ­რამ უკი­დუ­რეს­მა აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ მა­ი­ძუ­ლა. გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ, მე­გობ­რე­ბო, რომ ად­რე­სა­ტე­ბამ­დე მი­ვი­დეს" - წერ­და და­ვი­თაშ­ვი­ლი.

კობას ფეისმეგობარი
3

ღმერთმა გიშველოს და მალე გამოგაჯანმრთელოს ბატონო კობა! თქვენ გვერდით ვართ, როგორც შეგვეძლება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ" - რას წერს "ფეისბუქზე" კობა დავითაშვილი

"ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ" - რას წერს "ფეისბუქზე" კობა დავითაშვილი

ცნობილი პოლიტიკოსი, აქტიური ოპოზიციონერი კობა დავითშვილი, რომელიც მძიმე ავადმყოფობას ებრძვის, ძველ სამსახურში აღადგინეს. დავითაშვილი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმდა.

ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსი სოციალურ ქსელშიც წერს:

"ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა!" - წერს კობა დავითაშვილი.

ცნობისთვის, პოლიტიკოსს ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს, მაშინ, როცა სიმპტომებმა თავი იჩინა. დავითაშილი დარწმუნებულია, რომ ის იმ ძლიერი ტრავმების შედეგად განუვითარდა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს მიაყენეს, როცა მიტინგის დროს სპეცრაზმელები თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს.

როგორც ჩანს პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმდა. ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, რომლითაც სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართა. როგორც ის ამბობს, დაავადების შესაჩერებლად საჭიროა კონკრეტული პრეპარატის გადასხმა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

"ძვირფასო მეგობრებო, დღეს უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, მე კი პირველად წლების განმავლობაში სათითაოდ ვერ გითხარით მადლობა და პოსტზეც კი ვერ დავსვი მოწონების ნიშანი. ეს იმიტომ მოხდა რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო. მაგრამ წინ უფრო ცუდი დღეები მელის. საქმე ისაა რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ "რემიკეიდის" ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია კი ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას. ოღონდ ინსულინისაგან განსხვავებით რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული. მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი. ერთი გადასხმის ფული მერიამ ჩამირიცხა, მესამედი ვეტერანთა დეპარტამენტმა (დიდი მადლობა მათ) ჯანდაცვის სამინისტრომ ვერაფერი ჩამირიცხა არცაა გასაკვირი, კორონავირუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ხარჯი აქვს. მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით) განა სამართლიანი არ იქნება რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით). მესმის რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია. ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემ ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა?ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს" - წერდა დავითაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ოპოზიციამ თვითონ არ იცის რა უნდა, თავგზააბნეული ხალხია" - ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს